x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები


Clon Stamp (კლონირების შტამპი)


ხელსაწყოებს, რომლებსაც გამოსახულების ლოკალური ელემენტების რედაქტირებისთვის იყენებენ, ეწოდება რეტუშის ხელსაწყოები. რეტუშის ხელსაწყოებში გაერთიანებულია 14 ხელსაწყო, რომელიც 5 ჯგუფში არის გადანაწილებული ხელსწყოების პანელზე (ნახ. 1).

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

ხელსაწყოებს შორის ყველაზე პოპულარული Clon Stamp ხელსაწყოა, შტამპის ჯგუფის (ნახ. 2) ხელსაწყოებიდან. მისი გამოყენებით შესაძლებელია გამოსახულების დეფექტების შენიღბვა, დეფექტური უბნების გამოსახულების საჭირო უბნებით ჩანაცვლებით.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

Clon Stamp ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ, უნდა მოვახდინოთ ხელსაწყოს პარამეტრების დარეგულირება, ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე (ნახ. 3).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

ხელსაწყოს ზომისა და სიმაგრის შერჩევა შესაძლებელია პანელის Brash ველში (ხელსაწყოს ზომის დარეგულირება ასევე შეიძლება კლავიატურის კვადრატული ღილაკებით, ისე, როგორც ხელსაწყო ფუნჯის შემთხვევაში). კოპირება ხორციელდება ფუნჯის იმ ადგილზე მიტანით, რომლის კოპირებასაც ვაპირებთ, Alt ღილაკზე დაჭერით და მაუსის მარცხენა ღილაკზე დაწკაპუნებით. Alt ღილაკზე დაჭერისას, მაუსის მსჩვენებელი იღებს სამიზნის ფორმას. ნიმუშის აღების შემდეგ, ფუნჯი უნდა გადავიტანოთიმ ადგილზე, სადაც დუბლირებული ფრაგმენტის ჩასმა გვინდა და დავაწკაპუნოთ მაუსის მარცხენა ღილაკზე. კოპირებული ფრაგმენტი გამოსახულებაზე გამოჩნდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მაუსისთ ხატვა, სასურველი ფრაგმენტის სრულად მიღებამდე (ნახ. 4). კოპირების დროს კარგი შედეგის მისაღებად, უმჯობესია პატარა ფუნჯის არჩევა და დაწკაპუნების შემდეგ, ინტერაქტიულ რეჟიმში კოპირება.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ფრაგმენტის კოპირებისას, გამოსახულების იმ ადგილზე საიდანაც მოხდა ნიმუშის აღება, ჯვრის ფორმის ნიშანი ჩნდება, რომელიც მაუსის მოძრაობასთან ეღთად გადაადგილდება და პარალელურ რეჟიმში ახდენს ფრაგმენტის კოპირებას (ნახ. 4).

შენიშვნა: აქტიური დოკუმენტის გარდა, ფრაგმენტის კოპირება, პროგრამაში გახსნილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან არის შესაძლებელი.

Clon Stamp ხელსაწყო ორ რეჟიმში მუშაობს:

I. თუ პარამეტრების პანელზე Aligned (გათანაბრება) გადამრთველი ჩართულია, ხელსაწყო მუშაობს გათანაბრების რეჟიმში. რაც იმას ნიშნვს, რომ კოპირება უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, შეჩერების მიუხედავად (მაგ., ფუნჯის ზომის შეცვლის შემთხვევაში) (ნახ. 5).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

II. თუ Aligned გადამრთველი გათიშულია, მაუსის ყოველი დაწკაპუნებისას, კოპირება პირველი ნიმუშით იწყება. ამ რეჟიმში მუშაობა იმ შემთხვევაში არის ხელსაყრელი, თუ გამოსახულებაზე ერთი და იგივე ფრაგმენტის კოპირება არის საჭირო (ნახ. 6).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

Aligned გადამრთველის მარჯვნივ მდებარეობს Sample (ნიმუში) ჩამოსაშლელი მენიუ, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ნიმუშის აღების წესის განსაზღვრა. მენიუში სამი პუნქტია:

* Current Layer (აქტიური ფენა) – ნიმუშის აღება ხდება აქტიურ ფენაზე.

* Current & Below (აქტიური და ქვემოთ მდებარე ფენა) – ნიმუშის აღება ხდება აქტიურ და მის ქვემოთ მდებარე ფენაზე, ხოლო ხატვა აქტიურ ფენაზე, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ, კლონირება განვახორციელოთ დამატებულ ცარიელ ფენაზე და თუ საჭირო გახდება, სამუშაოს დასრულების შენდეგ, გავაკეთოთ კოლნირებული ოლქის რედაქტირება.

* All Layers (ყველა ფენა) – ნიმუშის აღება ხდება ყველა ფენიდან. როგორც წინა შემთხვევაში, აქაც შეიძლება ფენის დამატება და ასლის გადაღება ცარიელ ფენაზე.

უკვე განხილული პარამეტრების გარდა, პარამეტრების პანელზე მოთავსებულია Mode ჩამოსაშლელი მენიუ, ხელსაწყოს შესაძლო რეჟიმებით, Opacity პარამეტრი, გამჭვირვალობის დასარეგულირებლად და Flow პარამეტრი, ფუნჯის დაწოლის დონის განსასაზღვრავად.

გარდა პარამეტრების პანელისა, ხელსაწყოს დარეგულირებისთვის გამოიყენება Clon Source (კლონირების წყარო) პალიტრა (ნახ. 7).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

აღნიშნული პალიტრა პირველად Photoshop CS3 ვერსიაში გამოჩნდა და გამოიყენება როგორც ხელსაწყოს დასარგულირებლად, ისე კლონირებული ფრაგმენტის გამოსახულების მეხსიერების ბაზაში შესანახად (სულ 5 კლონის შენახვა შეიძლება), მისი შემდგომი გამოყენებისთვის.

პალიტრის ზედა ნაწილში მოთავსებულია შტამპის 5 ღილაკი ნიმუშის შესანახად. კლონირების დაწყებამდე, უნდა დავაჭიროთ ცარიელ ღილაკს (თუ ღილაკი ცარიელი არ არის, დაჭერის დროს, ეკრანზე კლონირებული ფრაგმენტის სახელი გამოდის) და დავაფიქსიროთ პალიტრის II განყოფილებაში მოთავსებული პარამეტრების მაჩვენებლები:

* Offset (გადაადგილება) მაჩვენებლის ჩაწერა საჭირო არ არის. ის თვითონ დაფიქსირდება კლონირების განხორციელების მომენტში.

* W და H პარამეტრები განსაზღვრავენ კლონირებული ფრაგმენტის მასშტაბს. სიგანისა (W) და სიმაღლის (H) პარამეტრები „ჯაჭვით“ არის გადაბმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთის ცვლილება, ავტომატურად გამოიწვევს მეორე მაჩვენებლის ცვლილებას.

* კუთხის აღმნიშვნელი პარამეტრი განსაზღვრავს კლონის დახრის კუთხეს და მიმართულებას (შესძლებელია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მაჩვენებლის ჩაწერა).

* კუთხის პარამეტრის გასწვრივ მოთავსებულია რკალური ისრის ფორმის Reset Transform (პარამეტრების გაუქმება) ღილაკი. მასზე დაჭერის შემთხვევაში, უკვე დაფიქსირებული პარამეტრები უქმდება და შესაძლებელი ხდება ახალი მაჩვენებლების ჩაწერა. პალიტრის III ნაწილში მოთავსებულია უკვე აღებული ნიმუშის გამოსახულებაზე ასახვის (ხილვადობის) პარამეტრები, მის დაფიქსირებამდე:

* Show Overlay (გადაფარვის ასახვა) – დუბლირებული ელემენტის ასახვა გამოსახულებაზე.

* Opacity (გამჭვირვალობა) – დუბლირებული ფრაგმენტის გამჭვირვალობის ხარისხი.

* Clipped (ჩამოჭრა) – დუბლირებული ფრაგმენტის ფუნჯის არეში ჩვენება. მისი გათიშვის შემთხვევაში, სრულად გამოჩნდება ფენა, რომლიდანაც მოხდა ნიმუშის აღება.

* Opacity პარამეტრის ქვემოთ მოთავსებულია დუბლირებული გამოსახულების ფენასთან შერევის რეჟიმების ჩამოსაშლელი მენიუ, ოთხი პუნქტით: Normal (ჩვეულებრივი), Darken (დამუქება), Lighten (განათება) და Difference (განსხვავება). * Invert (შებრუნებული) – დუბლირებული ფრაგმენტის ფერების ინვერტირება.

* Auto Hide (ავტო-დამალვა) – გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, დუბლირებული ფრაგმენტის ანასახი ითიშება.

განვიხილოთ ერთი მაგალითი:

I. გავხსნათ ორი გამოსახულება ფოტოშოპში:

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

II. გამოვიძახოთ Clon Source პალიტრა > ავირჩიოთ ღილაკი ნიმუშის შესანახად > შევარჩიოთ პარამეტრები > Alt ღილაკზე დაჭერით, დავაწკაპუნოთ კლიპარტზე > აღებული ნიმუში გადმოვიტანოთ გამოსახულებაზე > შევარჩიოთ ადგილი და დავაწკაპუნოთ მაუსის მარცხენა ღილაკზე.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

III. Clon Source პალიტრაში ავირჩიოთ მეორე ღილაკი > დავაფიქსიროთ სხვა მაჩვენებლები და იგივა პროცედურა გავიაროთ.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ,  რომ სრულ ზომაზე გაიხსნას


**********************************************************************************************************************************


Pattern Stamp (ტექსტურული შტამპი)


Pattern Stamp-ი არის შტამპის ჯგუფში შემავლი მეორე ხელსაწყო, რომელიც ნიმუშად არა გამოსახულების ფრაგმენტს, არამედ პროგრამაში ინსტალირებულ ტექსტურას იყენებს. ტექსტურის ამორჩევა შეიძლება ტექსტურების ნაკრებიდან, რომელიც ეკრანზე პარამეტრების პანელზე განთავსებულ ტექსტურის ველზე (ნახ. 1) დაწკაპუნებით გამოდის. ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე განთავსებული დანარჩენი ხელსაწყოები, იგივეა, რაც Clone Stamp ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

ნიმუშად შეიძლება პროგრამაში უკვე ინსტალირებული ტექსტურის გამოყენება ან ახალი ტექსტურის შექმნა და გამოსახულების რედაქტირება საკუთარი ტექსტურით:

I. გავხსნათ გამოსახულება პროგრამაში.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

II. Retangular Marquee ხელსაწყოს გამოყენებით, გამოვყოთ ტექსტურისთვის ნიმუში გამოსახულებაზე.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

III. Edit მენიუში ავირჩიოთ Define Pattern (ტექსტურის განსაზღვრა) ბრძანება. ეკრანზე გამოსულ Pattern Name სადიალოგო ფანჯარაში დავაჭიროთ OK ღილაკს და ჩვენს მიერ შექმნილი ტექსტურა, ხელსაწყოების პანელის ტექსტურების ნაკრებში აღმოჩნდება (სულ ბოლოში).

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

IV. ავირჩიოთ პანელზე ჩვენს მიერ შექმნილი ტექსტურა და გადავატაროთ ფუნჯი გამოსახულების სარედაქციო უბნებს.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

Pattern Stamp ხელსაწყოს პარამეტრების პანელის ბოლო ნაწილში მოთავსებულია Impressionist გადამრთველი, რომლის გააქტიურების შემთხვევაში, ფუნჯი ხატავს იმპრესიონიზმის სტილში. ამ სტილში ხატვისას, ხელსაწყო უნდა იყოს მცირე ზომის.


**********************************************************************************************************************************


დახეთქილი და დახეული სურათების რედაქტირება Clone Stamp ხელსაწყოს გამოყენებთ



ძველი ფოტოსურათების რედაქტირების დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც სურათის ზედაპირი დაზიანებულია და გარკვეულ უბნებზე არის ბზარები. ამგვარი დაზიანების აღმოსაფხვრელად, გამოიყენება Clone Stamp ხელსაწყო: I. გავხსნათ გამოსახულება ფოტოშოპში.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

II. გავააქტიუროთ Clone Stamp ხელსაწუო 75-80%-იანი სიმაგრის ფუნჯით. ფუნჯის ზომა კლავიატურის კვადრატულ ფრჩხილებიანი ღილაკებით ისე დავარეგულიროთ, რომ ის ოდნავ აღემატებოდეს იმ ნაპრალის ზომას, რომლის რედაქტირებასაც ვაპირებთ. სარედაქციო ნიმუში უნდა ავიღოთ ნაპრალთან ახლოს, დაახლოებით, ფუნჯის ზომის დაშორებით და გავატაროთ ფუნჯი ნაპრალზე. ნაპრალი ავტომატურად ამოივსება ნიმუშის მსგავსი პიქსელებით.

P.S. მსგავსი სამუშაოების ჩატარების დროს, აუცილებლად ჩართული უნდა იყოს Aligned გადამრთველი.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

შენიშვნა: მოცემული გამოსახულების სრული რედაქტირებისთვის საჭიროა რეტუშის სხვა ხელსაწყოები და ფილტრები (მოგვიანებით იქნება განხილული).


დახეული ფოტოსყრათის აღდგენა

დახეული ფოტოსურათის რედაქტირება უნდა დავიწყოთ სკანირებამდე:

I. დავაწებოთ სურათის ნახევები, სურათის ფერებისაგან განსხვავებულ ფონზე ერთმანეთისაგან დაშორებით. ზუსტი განლაგება საჭირო არ არის, მთავარია მიმართულება იყოს დაცული, რომ ფრაგმენტის მობრუნება არ გახდეს საჭირო (მობრუნებისას პიქსელები მახინჯდება).

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

II. სკანირების შემდეგ, გავხსნათ გამოსახულება პროგრამაში > Magic Wand ხელსაწყოს გამოყენებით გამოვყოთ გამოსახულების ფონი > დავაჭიროთ Delete ღილაკს და გავაუქმოთ გამოყოფილი ფონი > გავაუქმოთ გამოყოფის კონტური (Ctrl+D) > Polygonal Lasso-ს გამოყენებით გამოვყოთ და თითოეული ფრაგმენტი ცალ-ცალკე ფენებზე გადავიტანოთ.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

III. ავაწყოთ გამოსახულება: ფენები ერთმანეთის თავზე ისე განვათავსოთ, რომ ნახევები გამოსახულების პიქსელების ქვემოთ მოყვეს და გავაერთიანოთ ფენები.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

IV. რადგან გამოსახულება გამჭვირვალე ფონზე არის მოთავსებული, აუცილებელი იქნება კიდეებთან მუშაობა. გამოსახულებაზე გამოყოფის ოლქის შექმნის შემთხვევაში, Clone Stamp ხელსაწყო მხოლოდ გამოყოფის ოლქის შიგნით იმუშავებს (არა მარტო Clone Stamp-ი, ყველა ხელსაწყო მხოლოდ გამოყოფის შიგნით მუშაობს). ამიტომ, გამოსახულების საზღვრებიდან რომ არ გადავიდეთ, გამოვყოთ გამოსახულება: დავაჭიროთ Ctrl ღილაკს და დავაწკაპუნოთ გამოსახულების ფენის მინიატურაზე Layers პალიტრაში. გამოსახულების ირგვლივ გაჩნდება გამოყოფის კონტური. თუ გამოსახულებას კიფეზე რომელიმე ნაწილი აკლია, შეგვიძლია მივამატოთ Lasso-ს ან სხვა გამოყოფის ხელსაწყოს საშუალებით.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

V. რედაქტირება ისე უნდა ჩავატაროთ, როგორც დაბზარული გამოსახულების შემთხვევაში და განვათავსოთ გამოსახულება თეთრ ფონზე.

რეტუში - შტამპის ჯგუფის ხელსაწყოები

0
131
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0