x
image
თორ ნიკე
კოლხეთი
კოლხეთი


კოლხეთი, იგივე კოლხიდა (Colchis, Colchidos, Kolchis, Kolchidos) - ძველი საქართველო, მისი დასავლეთი ნაწილი, შავიზღვისპირეთი. სახელწოდებას ივანე ჯავახიშვილი უკავშირებს მტკვრის ზედა წელის მხარის, ძველი საქართველოს ისტორიული ნაწილის, კოლას სახელს, ხოლო ძვ.წ. მე-8 საუკუნეში ბერძენთაგან პირველი ავტორი, პოეტი-ეპიკოსი ევმელოს კორინთელი პირველად ახსენებს "კოლხეთის მიწას". ჰესიოდე ახსენებს ფასისს, როგორც დიდ მდინარეს. სწორედ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში იყო კოლხეთის სამეფო (ურარტულად "კულხა", "კოლხა") აყვავების ხანაში. მერე ურარტუს სასტიკმა მეფემ სარდურ II-მ ორგზის ილაშქრა "კოლხში" (ძვ.წ. 750-748 და ძვ.წ. 744-742 წლებში).


კოლხეთი. Colchian Necklace II-III centuries BC.


ჩანს, იმ ლაშქრობების შედეგად დაეცა კოლხეთის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება. მოგვიანებით კოლხეთის სამეფო კვლავ აღორძინდა შავი ზღვის სანაპიროებზე, ჭოროხის რეგიონში. ამ დროიდან იწყება ბერძენთა კონტაქტები და "კოლხიდის" ხშირი ხსენება. მის ძლიერებასა და სიძველეს ერთდროულად ადასტურებს მითი და ისტორია, პოეტთა და სწავლულთა მრავალი ცნობა და არქეოლოგიური მონაპოვარი. ქართველმა მეცნიერებმა კოლხეთზე მრავალი მნიშვნელოვანი შრომა შექმნეს.


"ნაირის ქვეყნები.. კოლხის ქვეყნები დიდ ზღვამდე დავიმორჩილე", წერდა ასირიის მეფე ტიგლათფილესერ I. ეს ძვ.წ. XII-XI საუკუნეების ამბავია. ამაზე უფრო ადრეც კი, ძვ.წ. მე-13 საუკუნეში კოლხეთს ახსენებს თიქულთი ნინურტა I (1245-1209 წწ.). ამის შემდეგ კი კოლხეთში ილაშქრეს არგონავტებმა.


კოლხეთი. Satirical sculpture. Bronze. Gold. Colchis. Vani.


კოლხთა ძლიერება, რასაც ბერძენი ავტორები ერთხმად აღიარებენ, მათი მაღალი კულტურა, კოლხ ქალთა სილამაზე და სიმამაცე, თამარის სიბრძნე, ქეთევანის სიმტკიცე, ბოლო დროს კი ოქროს ლაურეატებად წოდებულ ქართველ მოჭადრაკე ქალთა საარაკო წარმატება - 1980 წლის მსოფლიო ოლიმპიადის ოთხივე ქართველი მონაწილის გამარჯვება, კუნძულ მალტაზე, მრავალგზის ჩემპიონობა და სხვა მრავალი ფაქტი - წარმატებათა ეს ათასწლოვანი ჯაჭვი სიძნელეს უქმნის მარად რიცხვმცირე ქართველთა გადაშენების მოსურნეთ, რომელთაც არასოდეს ღირსებიათ ამ ხალხის - მითების სამყაროდან ატომის საუკუნემდე მოსული მოაზროვნე, მამაცი, შემოქმედი ერის არც დაჩოქება, არც მისი დაცემის და გაქრობის ხილვა, თუმცა მტერი, ამირან-პრომეთეს ხალხს რიცხვითაც აღემატებოდა და "ცხოველუნარიანობითაც", მითუ რყორანთა ასაკითაც და გეას ღრიანკალთა მოუდრეკელობითაც. ქართველი ხალხი ქმნიდა და ქმნის უნივერსალურ ღირებულებას - ენას, ხელოვნებას, დოვლათს, მითოსს. უმეცრული და ყოვლად გაუმართლებელია ზოგი ავტორის მიერ "იბერო-კავკასიელ ხალხთა მითოლოგიის" ერთი გეოგრაფიული რეგიონის გამოცხადება ერთი რანგის, დროისა და ხასიათის მითოლოგიურ სისტემად.


კოლხეთი. Colchis Eagle. Vani. Bronze statue of the 2


საერთო გეოგრაფიული რეგიონის არგუმენტი მეტად სუსტია ასეთი არამეცნიერული ტერმინის დასამკვიდრებლად. მითის მკვლევარიც რეალისტი უნდა იყოს. "კავკასიური" - ფართო ცნებაა. ამ რეგიონში შედის წარმართული, მუსლიმური და ქრისტიანული, ძალზე ძველი და შედარებით ახალი, ინდოევროპული და არაინდოევროპული (იბერო-კოლხური თუ იბერო-კავკასიური), ათობით სხვადასხვა სარწმუნოებისა და ხასიათის ხალხთა არსებითად განსხვავებული მითოსი, კულტი და სიუჟეტი. გარკვეული ნათესაობა, ზეგავლენების მიუხედავად, ქართული მითოლოგიის სრულიად დამოუკიდებელი, ეროვნული, უძველესია. უმალ ბერძნულ და შუმერულ სამყაროსთან დაკავშირებულ-შედუღაბებული, მაგრამ განცალკევებული ფენომენი, რასაც შედარებითი მითოლოგიისა და ორიგინალური მოვლენის შესაბამისი კვლევა ესაჭიროება.


კოლხეთი. Agraffe. Gold,  cornelian. Imereti. Kldeeti.


კოლხეთში ქალს თვალსაჩინო უფლებები ჰქონდა, რაც ძალაუნებურად იწვევს ასოციაციას ეგვიპტესთან, რომლის ტახტზეც ქალი მჯდარა (ჰატშეფსუტი), აგრეთვე შუმერს, რომლის დედოფალი შუბათი (ძვ.წ. 2600) თავისი ოქროს თავსამკაულით ქართველთა დედოფალს მოგვაგონებს. შუმერშიც ქალს დიდი უფლებები ჰქონდა, ჰყავდათ მწერლად, ქურუმად, საზოგადოებრივი სამსჯავროს წევრად (როგორც სვანეთში ძველად საქვეყნო საქმის განსასჯელად ქალსაც იწვევდნენ).


კოლხეთი. Censer. Bronze. Colchis. Georgia,  Vani. 3rd-2nd centuries B.C


კოლხებს რომ ტროას ომამდე დამწერლობა ჰქონიათ, ეს დადასტურებულია ისეთი შეუვალი ავტორიტეტების მიერ, როგორიც არიან თვით ბერძენი მწერლები და მეცნიერები, თუნდაც აპოლონიოს როდოსელი. ეს თუნდაც მითური საბუთი უფრო სარწმუნოა, ვიდრე მეცნიერული პრეტენზიით წამოყენებული შეცდომა, რაც მითს უფრო ემსგავსება. რუსმა მეცნიერმა ბორის პიოტროვსკიმ დამაჯერებლად უარყო ს.მ აივაზიანის მიერ მეცამორის ქვის ამოკითხვის მცდარი ვერსია, რაც დამწერლობის თარიღად აცხადებდა ძვ.წ. XVII საუკუნეს და ამ ვარაუდით ის უძველესი მითური ანბანი ცხადდებოდა "ყველა ევროპული, ყველა აზიური და ყველა აფრიკული" დამწერლობის (მათ შორის ბერძნულისა და ფინიკიურის) საფუძვლად. სინამდვილეში, მეცამორის საფლავის ქვის წარწერა იკითხება არა მარცხნიდან მარჯვნივ, არამედ მარჯვნიდან მარცხნივ და არის არა სომხური, არამედ აზერბაიჯანული და არის არა ძვ.წ. XVII საუკუნის, არამედ ახ.წ. XIX საუკუნის.


კოლხეთი. Necklace. Gold,  L 33 cm. Kingdom of Colchis. Vani. 5th century B.C.


კოლხეთი (ლაზთა ქვეყანა) ძველ ისტორიკოსთა თავსატეხია, გმირთა მკლავის საცდელი, მგოსანთა ოცნება ("არარაობა ვიყავი, ატომი გავხდი, კოლხეთის ყვავილად ვიქეცი; გამთელეს მისი მტვერი ვარ; ისევ ყვავილად ვიქცევი"). ამირან-პრომეთე კოლხეთის ძლიერების სიმბოლოა, აიეტი - მზის სამეფოს მკაცრი ძლიერებისა, მედეა - მისი დიდი სიყვარულისა და მედიცინის მაღალგანვითარებულობისა კოლხთა ქვეყანაში. იაზონისთვის გულმოკლულ მედეას ამ სიყვარულის გამო ეწოდა "კერაისი", ჩიტი, რომელიც შეუღლებისათვის თავს იკლავს (ცეცე, 1317). მედეას, კირკეს და პერიმედეს (პერიმედეას?) წამალთა ძალა მთელ ანტიკურ სამყაროში საანდაზო იყო.


კოლხეთი. Colchian treasure. made in 4


უძველესი მითი მოგვითხრობს: რომელიღაც სწრაფმა მდინარემ კალაპოტი გაარღვია, "პრომეთეს ქვეყანა წალეკა", მერე ჰერაკლემ ეს მდინარე თავის კალაპოტში დააბრუნა, მოკლა მისი სახელობის არწივი - აეტოსი. ეს "არწივ-მდინარე" ფაზისი ან ენგური უნდა იყოს, მეტადრე რომ თეოკრიტეც (VII იდილია) და მისი სქოლიასტიც ხაზს უსვამენ მის სისწრაფე-სიშმაგეს, პრომეთეს მხარეში აქცევენ. ფაზისსა და შავ ზღვას "არასტუმართმოყვარეს" უწოდებენ (ფაზისის ძის, კოლხოსის სახელი ეწოდა კოლხეთსაც), არასტუმართმოყვარე იყო ის დამპყრობთა და არა კეთილისმსურველ სტუმართა მიმართ. კოლხეთს მოლაშქრე იაზონმა განზრახ არ იახლაო ჰერაკლე, რათა პატივის მოზიარე არ ჰყოლოდა (თეოკ. სქოლიასტი). ჰერაკლე მაინც ჩამოვიდა ფეხით კოლხეთში და მოკლა ბოროტი არწივი, პრომეთეს მტანჯველი, კოლხებთან კი ჰერაკლეს არასოდეს უბრძოლია.


კოლხეთი. Colchian treasure. 3


კოლხური ტომები იყვნენ: ბიძერები (Byzeres), დრილები (Drilae), მახელონები (Machelones), მაკრონები (Macrones), მარები (Marres), მოსინიკები (Mossynoeci), ფასიელები (Phasians), სანები (Sanni), ტიბარენები (Tibareni), ძიდრიტები (Zydretae), სანიგები (Sanigs), ჰენიოხები (Heniochi), აფშილები (Apsilea), აბაზგები (Abasgoi), ხალიბები (Chalybes), ხალიძონები (Halizones), ბექირები (Becheires) და სხვა მრავალი, რომელთაგან ბევრის სახელი შემორჩა ისტორიას, ბევრის კი სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა. უფრო მეტად ვიცით იმ კოლხურ ტომთა სახელები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობდნენ ჯიქეთიდან საბერძნეთამდე, სამხრეთ შავიზღვისპირეთში.


კოლხეთი. Bracelets. Gold. Diameter 5.3 cm,  5.27 cm. Colchis. Vani.


კოლხეთს, იბერიას, ივერიას, საქართველოს, ბერძნები და რომაელები გეორგიას ეძახდნენ (აქად. ინგლისური ჯორჯია, გერმანული გეორგიენ, ფრანგული ჟოღჟი). ზოგი მეცნიერის ვარაუდით, ასე უწოდეს მიწათმოქმედებისათვის (გე - "მიწა" და სხვ.), მაგრამ მიწათმოქმედების კლასიუკური ქვეყანა ეგვიპტეც იყო. რატომ მას არ უწოდეს? საქართველო ცნობილი გახლდათ ლითონის დამუშავებით, მესაქონლეობით, მეფუტკრეობით, ხელოვნებით, მეომრული ძლიერებით... უფრო საფუძვლიანი უნდა იყოს ვარაუდი, რომ ასე ეწოდა მთვარის წარმართული ღვთაების, გიორგის (სვანურად ჯგრაგის) მიხედვით, რაც ამირანივით ძველია. კვლევა გრძელდება.


კოლხეთი. Bead. Gold,  diameter 4.1 cm. Colchis. Imereti. 8th century BC.


ბერძენთა წარმოდგენა კოლხეთზე, დალოცვილ ქვეყანაზე და მის მამაც ხალხზე, უკვე ჩამოყალიბებულია "არგონავტიკაში". კოლხეთი გადაშლილია პონტოს ევქსინოსის - შავი ზღვის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთით, რწყავენ ფაზისი (რიონი) და აკამფისი (ჭოროხი), დედაქალაქია კვიტაისი (ქუთაისი), მეორე დიდი ქალაქია ფაზისი (ფოთი). სანაპიროსთან აღმართულია ფაზისის ღვთაების კიბელას ტაძარი, უფრო ჩრდილოეთით კი მილეტელთა კოლონია, ქალაქი დიოსკურია, ზევსის შვილების - დიოსკურების სახელის მქონე ბერძნულ-კოლხური ქალაქი. ასევე ეს სახელი შეიძლება იშიფრებოდეს ამგვარად დიო-სკური - ღმერთის შვილი ("დიო" ღმერთს ნიშნავს ბერძნულად, ხოლო "სკუა" - შვილს მეგრულად). ეს იყო ახლადელი სოხუმი.


კოლხეთი. Colchian treasure with Swasticas. found in Imereti region. Vani.


კოლხთა ტომების - მოსინიკების (მესხების) ტიბარენების, ხალიბების და სხვათა საბრძანებელი გადაშლილი იყო მთელ დასავლეთ საქართველოსა და ასევე ანატოლიაში ტრაპეზუნტს იქითაც. კოლხთა მეფე აიეტი ჰელიოსის შვილია, რაც თავისთავად მეტყველებს ბერძენტა მაღალ წარმოდგენაზე, ყველა არაბერძენს რომ ბარბაროსს ეძახდნენ, კოლხებს კი მოძმედ და ტოლად მიიჩნევდნენ (ბერძნებთან ქართველების გენეტიკური ნათესაობა დღევანდელი გენეტიკური მონაცემებითაც მტკიცდება, ასევე აღმოჩენილია 5000-ზე მეტი სიტყვა ბერძნულ ენაში, რომელსაც კოლხური, ზანური წარმომავლობა აქვს). კოლხებს ჰყავთ დიდი სამხედრო ფლოტი და შეუძლიათ საბერძნეთიც დალაშქრონ.


კოლხეთი. Powdery mildew. Bronze. Colchis. Vani.


"ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილ კოლხეთის მეფეს" (არგ. IV, 1102). კოლხეთის და კოლხთა ტომების ძლიერებაზე მეტყველებენ ქსენოფონტე (ანაბაზისი, 4, 8, 5, 2...), ჰეროდოტე (3, 97 და სხვ.) ესქილე კოლხეთს თვლიდა ამაძონთა (ამორძალთა) სამშობლოდ (მიჯაჭვული პრომეთე), კოლხეთთანაა დაკავშირებული ბერძნული მითოლოგიის მშვენება - "თქმულება არგონავტებზე", ოქროს საწმისზე, რაც კოლხეთის ძლიერების სიმდიდრის და ნათელმზიურობის სიმბოლოა ყველა ხალხის წარმოდგენაში. აქ ერთიმეორეშია გადახლართული მითი და სნამდვილე, მაგრამ ბევრი რამ რომ სინამდვილის ანარეკლია, ამაზე აღარავინ დაობს. კოლხეთი - ძველი ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია. ამ მხრივ, მას მეცნიერები სამართლიანად მიიჩნევენ ბერძენტა და კიდევ უფრო შორეული, კრეტის (მინოსური) კულტურის თანამედროვედ და მონათესავედ. ამისი საბუთია არა მარტო მეცნიერთა და პოეტთა ნაშრომები, აიეტის და პასიფაეს და-ძმობა, არამედ მიწის ღრმა შრეებში ნაპოვნი მატერიალური კულტურული ძეგლებიც. ეს ორი ხალხი მონათესავეა იმითაც, რომ გმირულ შემართებასთან ერთად, ჰქონდათ მაღალი ხელოვნება და კულტურა, შეეძლოთ შექმნა და შექმნილის დაცვაც.


კოლხეთი. Powdery mildew. Bronze. Colchis. Vani.


ანტიკურ ავტორთა ცნობით, კოლხებს ჰქონიათ კირბები, "სადაც მოგზაურთათვის ნაჩვენებიაზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი" (აპოლოიოს როდოსელი). ივანე ჯავახიშვილი სამართლიანად ითხოვდა ამ კირბების აღდგენას. კოლხურ ტომთა ძლიერ კავშირზე მეტყველებს ასირიული წყაროებიც.

ბერძენთა წარმოდგენაში კოლხეთი იყო ოქროს, მედიცინის, მხედრული ძლიერების ქვეყანა. ჯადოსნობით კოლხი ვარსკვლავთმრიცხველები აბნელებდნენ ანათებდნენ მთვარეს (მარციალი, ეპიგრ. 12, 57).

სტრაბონის ცნობით კოლხეთი (იბერია) კარგად დასახლებულია აქვს ქალაქ-დაბები, ნაგებობანი, ბაზრები". რომის იმპერატორების ჟამს "იბერთა დიდ მეფეს" ფარსმანს რომში, ფორუმზე ძეგლი დაუდგეს, ზოგ უმეცარს კი ამ დროს კავკასიის რუკაზე ქვეყნის სახელი ვერ შეუტანია.


კოლხეთი. ბრინჯაოს კოლხური ცული. Colchian bronze ax


კოლხეთიდან ოქროს საწმისის წაღებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: წაიღეს ოქროს მოპოვების წესი, ტყავზე ნაწერი წიგნის სახით, ან რაღაც დიდი მისტერიული ცოდნა, რითაც კოლხეთმა გაუსწრო საბერძნეთს (ყველგან იგრძნობა მისწრაფება და ფარული წუხილი იმის გამო, რომ კოლხეთს აქვს რაღაც ძვირფასი საუნჯე, რაც არ გააჩნია დიდ საბერძნეთს). მითოსს ადასტურებს მიწაში ნაპოვნი საუნჯე.


კოლხეთი. Colchian treasure. made in 300-350 BC. found in Imereti region. Vani.


1961 წელს ვანის მიწაში აღმოჩნდა ძვ.წ. მე-5 საუკუნის კოლხი ქალიშვილის სამარხი, ნიკეს ქანდაკი, სატირი, მოხუცი პანი, ორი მენადე და სხვა მრავალი (ო. ლორთქიფანიძე, ვანის ნაქალაქარი), 1979 წ. - მედუზა გორგონას თავი, უზარმაზარი შენობის ნამუსრევი.

1978 წელს ჭიათურის მიწის წიაღში ნახეს ლითონის სადნობი ღუმელები და ყალიბები, რაც მოწმობს, რომ კოლხეთში 2400 წლის წინ უკვე ჰქონდათ უმაღლესი ხარისხის ლითონის სადნობი მოწყობილობები, მანგანუმის შენადნობის გამოყენებით.


კოლხეთი. Colchian treasure. made in 6


ბერძნულად "კოლხისს" (Colchis) კოლხიდურის, კოლხურის მნიშვნელობაც ჰქონდა: კოლხი გე - კოლხეთის მიწა (ესქ.); კოლხის გინე - კოლხი ქალი, ესეიგი მედეა. აპოლოდ. 1, 9, 16 (19, 21, 23, 28); 2, 6, 3.

1978 წელს ლონდონში გაიმართა კლასიკური არქეოლოგიის მე-11 საერთაშორისო კონგრესი, სადაც მოხსენებით გამოვიდა ქართველი მეცნიერი, ვანის გათხრების ხელმძღვანელი ოთარ ლორთქიფანიძე, კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილი წევრი. შუქი მოეფინა ძველი ბერძნული მითოლოგიური ლიტერატური ტრადიციისა და არქეოლოგიური აღმოჩენების ლოგიკურ კავშირს, მნიშვნელოვან პრობლემებს.


კოლხეთი. Colchian treasure. made in 8


ვანში აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის, თიხის და ბრინჯაოს ჭურჭელი, სამკაულები, სამარხები, კედლები (ძვ.წ. მე-4, მე-3 საუკუნის და სხვ.) ნითიერად ადასტურებენ იმას, რაც ლიტერატურულ ძეგლებში, ისტორიულ ნაშრომებში და მითოლოგიაში სიტყვითაა ნათქვამი. მეცნიერებს საფუძველი მიეცათ გამოექვეყნებინათ "თაიმსში" 1978 წლის ბოლოს სტატია სათაურით - "ვანი - ოქროს საწმისის შთაგონება". ასე თანდათანობით აღიარა თანამედროვე მსოფლიო კულტურამ ის, რაც ძველ კოლხეთსა და ბერძნებს აკავშირებდა უძველესი დროიდან. ამით ურბანისტული ქართული ცივილიზაცია მდიდარ მასალას იძლევა და დღის წესრიგში იჭრება მოთხოვნილება, ორივე ძველი ხალხის მითოსსა და სინამდვილეს შორის არსებული ღრმა კავშირის კვლევისა.


კოლხეთი. Colchian treasure. made in 5


ძველი ქართული, კერძოდ სვანური ფოლკლორული მასალა, საკუთარი სახელები, ისტორიკოსთ სარწმუნო შრომები ერთხმად ამტკიცებს კოლხეთის განუყოფელი ნაწილის, სვანთა (სოანთა) ძველ სამკვიდროს სერიოზულ როლს იმ ტერიტორიაზე და მითოლოგიურ სამყაროში, რაზეც ბერძნები ამდენს წერენ. ჰეროდოტეს და სხვა ავტორთა საბუთებს ადასტურებს სტრაბონიც: "დიოსკურიის (სოხუმის) მახლობლად სვანები ცხოვრობენ, ისინი ძალგულოვანნი და მგონი, თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლიერებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთები უკავიათ და მრავალ მეზობელ ხალხს განაგებენ. ჰყავთ მეფე და 300 წევრისგან შემდგარი საბჭო. ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი, რადგან მთელი ეს ხალხი ერთნაირად მებრძოლია" (სტრაბ. "გეოგრაფიკა").


კოლხეთი. Colchis Gold earrings. 330 BC. Georgia.


ამ ძლიერებაზე მეტყველებს სვანთა პრომეთე-ამირანის გამორჩეული, თავისებური მითური სახე, მისი კავშირი ზღვასთან და სხვ. სამედიცინო განათლება ერის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. მაღალაანთ ტაძრის აფთიაქში (არმაზთან) ნაპოვნია წამლის ტახჩები, ფრესკები (სოსო სალუქვაძის მოკვლეული). ვაშნარში ნახეს გველის რელიეფური გამოსახულება ქვაზე. საერთოდ, ეგვიპტე - საბერძნეთი - რომის ძველ ტრიადასთან ერთად იქმნება ერთგვარი მეორე ტრიადა ეგვიპტე - კრეტა-მიკენი - კოლხეთი, როგორც უძველესი ცივილიზაციის აკვანი.





ყველაზე საინტერესო სტატიები კოლხეთის შესახებ:


1. იბერო-კოლხების განსახლების არეალები ნაწ. I

2. იბერო-კოლხთა განსახლების არეალები ნაწ. II

3. იბერო-კოლხური ტომები კავკასიაში, მცირე აზიასა და ევროპაში

4. იბერო-კოლხური ევროპა

5. კოლხური ქალღმერთი რეა-კიბელე, იგივე ფასიანე

6. კოლხური ქალღმერთი ფასიანე - დიდი დედის პანევროპული კულტი

7. კორიბანტები - კოლხი ქურუმები

8. კვირბები - კოლხური ტექსტები

9. კოლხთა დამწერლობის ნიმუშები

10. მინოსური წარწერები - კოლხური ტექსტები

11. რა წერია ფესტოსის დისკოზე?

12. კოლხეთის სამეფო

13. ლაზიკის სამეფო

14. პონტოს სამეფო

15. ტრაპიზონის იმპერია

16. კოლხური კულტურა

17. 6000 წლის წინანდელი მეტალურგიის კერა კოლხეთში

18. კოლხეთის ტერიტორიაზე საპიენსები ჯერ კიდევ 500 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ

19. მსოფლიოს პირველი მკერავები კოლხეთის ტერიტორიიდან

20. უძველესი ქართული საგანძური, სადაც კოლხური კულტურის წილი საკმაოდ დიდია

21. უძველესი ქართული საგანძური - დიდწილად კოლხური არეოლოგიური ნიმუშები

22. ეგვიპტელები და კოლხები

23. კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული დინოზავრები

24. ლაზური არქიტექტურა

25. რამდენი არიან ლაზები?

26. ვინ არიან ლაზები - ნაწ. I

27. ვინ არიან ლაზები - ნაწ. II

28. ვინ არიან ლაზები - ნაწ. III

29. ვინ არიან ლაზები - ნაწ. IV

30. ცხოველების სახელები ლაზურად

31. ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

32. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში

33. იბერო-კოლხური ცივილიზაცია

34. იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

35. კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

36. ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი

37. კოლხეთის დედაქალაქის აიას მცირე ნაწილი აღმოჩენილია

38. კრუბერა - მღვიმეების ევერესტი კოლხეთის ტერიტორიაზე

39. თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები კოლხეთში

40. რუსი პროტოდიაკონი, ადრეი კურაევი აფხაზებს შესახებ

41. ესპანელი პოეტის ლექსი აფხაზეთის შესახებ

42. ბასკურ-კოლხური კავშირები

43. კოლხი მედეა

44. კოლხი მედეა - მედიცინის სახელმიმცემი

45. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

46. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

47. სპარტები - მიწისშობილი კოლხი მეომრები

48. აიეტი - კოლხეთის დიდებული მეფე

49. ჰეკატე - კოლხთა დიადი ქალღმერთი

50. ჰელიოსი - მზის ღმერთი და კოლხური სამეფო მოდგმის ფუძემდებელი

51. არგონავტები

52. არგო

53. ამაძონები - მეომარი კოლხი ქალები?

54. ზვიად გამსახურდია იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

55. უკრაინელი მკვლევარი, არტიომ ივანცოვი იბერო-კოლხური ევროპის შესახებ

56. გარდაცვალება - ქურუმად კურთხევის კოლხური რიტუალი

57. ხვამლის მთა - კოლხური მისტერიების ერთ-ერთი ეპიცენტრი

58. კირკე - დიადი კოლხი დედოფალი

59. კოლხები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
506
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
506
  
2019, 20 დეკემბერი, 12:35
წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983 წ,
0 1 1