x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ზიდრიტები - კოლხური ტომი

ზიდრიტები - კოლხური ტომი


ზიდრიტები ანუ ძიდრიტები იყვნენ კიდევ ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან. ისინი შედიოდნენ როგორც კოლხეთის სამეფოს, ასევე იბერიის სამეფოს შემადგენლობაშიც სხვადასხვა პერიოდში. მოსახლეობდნენ შავი ზღვის სანაპიროზე, დღევანდელი აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე და ასევე თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. ახ.წ. II საუკუნეში ფლავიუს არიანეს (95-175 წწ.) ცნობით, როდესაც ის მოგზაურობდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე 131 წელს ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ ზიდრიტები ემორჩილებოდნენ იბერიის მეფე ფარსმანს.


ასევე ზიდრიტებზე გვაწვდის ცნობებს V საუკუნის ანონომი ავტორი და ამბობს, რომ ზიდრიტებს ეკავათ ტერიტორია მდინარე აფსარის (ჭოროხის) შესართავიდან სამხრეთით მდინარე არქაბისის (დღევანდელი არქაბესუს) შესართავამდე. იბერიის სამეფომ თავისი ძლიერების ხანაში დაიმორჩილა ზიდრიტები და ამით შავი ზღვის სანაპიროზე დაიკავა საკუთარი საზღვარი.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
439
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0