x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფშილები - კოლხური ტომი
აფშილები - კოლხური ტომი


აფშილები ან ზოგგან მოხსენიებულნი, როგორც აფსილები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი კოლხური ტომი. კოლხური ტომები დანამდვილებით ვიცით, რომ უხსოვარი დროიდან სახლობდნენ შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მინიმუმ მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე თერმე-ჩაის შესართავამდე. (თ. ყაუხჩიშვილი). აფშილებს მოიხსენიებს რომაელი მწერალი გაიუს სეკუნდუს პლინიუსი (ახ.წ. 61-113 წწ.). ამ პერიოდში აფშილები აბაზგების სამხრეთით და მათ მეზობლად მოსახლეობდნენ და ეკავათ დაახლოებით დღევანდელი სოხუმის და მაშინდელი სებასტოპოლისის ახლომდებარე ტერიტორიები მის სამხრეთით.

ასევე აფშილებს მოიხსენიებს არიანე (ახ.წ. 95-175 წწ.) და მისი ცნობების მიხედვით აფშილები ცხოვრობდნენ კოდორის ხეობაში.

აფშილებს დაახლოებით I საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი სამთავრო, რომელიც თავიდან რომის იმპერიას ემორჩილებოდა, ხოლო IV-VI საუკუნეებში ჯუანშერის ცნობით ის შედიოდა ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში.



აფშილი. I ს.


აფშილები შედიოდნენ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში და ანთროპოლოგიურად იყვნენ დასავლეთ ქართული ტიპის, ამიტომ მიჩნეულნი არიან უმეტესად კოლხურ ტომად (დასავლეთ ქართველური) და არა ადიღეურ ტომად. ქართველურ ტომად მათ მიიჩნევენ მაგალითად ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან სიმონ ჯანაშია, ს. ყაუხჩიშვილი, დ. მუსხელიშვილი და სხვ. ადიღეურ ტომად კი მიიჩნევენ გ. მელიქიშვილი, ზ. ანჩაბაძე და სხვ. და ამბობენ, რომ თანამედროვე აფსუები მათი მემკვიდრენი არიან. საინტერესოა რას ამბობენ ამის შესახებ ძველბერძნული წყაროები: აგათია სქოლასტიკოსის (536-582 წწ.) მიხედვით აფსარები კოლხების და მისიმიელების (სვანური ტომი) მონათესავენი არიან. VII საუკუნიდან აფშილების ერთი ნაწილი აბაზგებთან გაერთიანდა, ხოლო მეორე ნაწილმა ასიმილაცია მოახდინა დანარჩენ კოლხურ ტომებთან.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
464
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0