x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ადამიანის ორგანოები
ადამიანის ორგანოები


თითოეული ადამიანი სამყაროსავით ურთულესი მოაზროვნე სისტემაა. ამ ჭეშმარიტებაში მარტივად დარწმუნდება ყველა, ვინც შეისწავლის მისი ორგანიზმის აგებულებას და რაობას.

იხილეთ პირველი ნაწილი: ადამიანის 10 უმნიშვნელოვანესი შინაგანი ორგანო.


თირკმელზედა ჯირკვლები (Adrenal glands) - ორი მცირე ზომის ჯირკვალი განლაგებულია თითოეულ თირკმელზე. ეს ჯირკვლები ენდოკრინული სისტემის ნაწილია და პასუხისმგებელია ბრძოლის ან გაქცევის ჰორმონების - კორტიზოლისა და ადრენალინის რაოდენობის კონტროლზე სისხლში მათი სინთეზის წახალისებით ან დათრგუნვით. ისინი სხეულს ეხმარება სტრესის, ანთების, დაავადებების და დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლაში. არეგულირებს არტერიულ წნევას, ზრდის სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ძვლის ფორმირების სიჩქარეს და ამცირებს ანთებას. თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონები ჩართულია სხეულის მიერ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გამოყენების კონტროლში, ასევე აკონტროლებს ადამიანის ცირკადულ რიტმს. ისინი შესაბამის ჰორმონს, ადრენალის გამოყოფენ იმ მიზნით, რომ ადამიანი გაუმკლავდეს სტრესულ ან საგანგებო სიტუაციებს მეტი მობილიზებით და წარმატებით, სხეულის ენერგიის ასამაღლებლად.


თირკმელზედა ჯირკვლებითირკმელზედა ჯირკვლები



თიმუსი (Thymus gland) - თიმუსის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს მკერდის ძვლის უკან და ფილტვბს შორის. ეს ჯირკვალი მხოლოდ ადამიანის მომწიფებამდე არის აქტიური. სქესობრივი მომწიფების შემდეგ, როგორც ქალებში, ისე კაცებში, ეს ჯირკვალი იწყებს ნელ-ნელა ზომაში შემცირებას და მისი ქსოვილი ნაცვლდება ცხიმით. თიმოზინი არის თიმუსის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს დაავადებათა საწინააღმდეგო T უჯრედების განვითარებას.



თიმუსი





სათესლე ჯირკვლები ანუ ტესტიკულები (Testes) - თითოეული სათესლე ჯირკვლის ზომა საშუალოდ არის 10-დან 15 გრამამდე. ისინი, როგორც წესი 5 სანტიმეტრის სიგრძისაა, 3 სმ-ის სიგანის და 2.5 სმ სისქის. სათესლეები სპერმის ქარხნებია და მათში სხეულის საერთო ტემპერატურაზე 5 გრადუსი ცელსიუსით ნაკლები ტემპერატურაა. ნაკლები ტემპერატურა საჭიროა იმისთვის, რომ სპერმა წარმოიქმნას. თითოეული სათესლე ჯირკვალი ყოველ წამში წარმოქმნის დაახლოებით 1500 სპერმატოზოიდს. ეს არის დაახლოებით 90 ათასი სპერმატოზოიდი ყოველ წუთში, 5, 4 მილიონი ყოველ საათში და 130 მილიონი დღე-ღამეში. თითოეული კაცი განსხვავებულია და ეს რაოდენობაც ამის მიხედვით მერყეობს. თუ ვინმეს სურს რომ დაინახოს სპერმატოზოიდი, მაშინ მას მიკროსკოპი დასჭირდება, ისინი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ შეუიარაღებელი თვალით ჩანდეს. თითოეულის ზომა დაახლოებით თავიდან კუდის ჩათვლით 50 მიკრომეტრია. შედარებისთვის ადამიანის სხეულის ყველაზე პატარა უჯრედები - ერითროციტები დიამეტრით მხოლოდ 6 - 8 მიკრომეტრია, ხოლო სისქით 2 მიკრომეტრი და თითოეული ერითროციტი 2.7 ტრილიონი ატომისგან შედგება. ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერებას მხოლოდ 1 ცალი სპერმატოზოიდი სჭირდება, ერთი ეაკულაციის დროს კი მამაკაცის სასქესო ორგანოდან გამოიყოფა საშუალოდ ნახევარი ჩაის კოვზი სპერმა, სადაც 40-დან 130 მილიონამდე სპერმატოზოიდია. თუ ტესტიკულებში წარმოქმნილი სპერმა არ გამოიყო ორგანიზმიდან, ის სხეულის მიერ შეიწოვება და გადამუშავდება.


სათესლე ჯირკვლები





ანუსი (Anus) - ხვრელი, სადაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მთავრდება და იხსნება სხეულს გარეთ. ანუსი იწყება სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილიდან. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი არის ნარჩენების, ფეკალიების გამოყოფა ორგანიზმიდან.


ანუსი





ჰიპოთალამუსი (Hypothalamus) - თავის ტვინის ის ნაწილია, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს სხეულის მრავალი ფუნქციის კონტროლში, ჰიპოფიზიდან ჰორმონების გამოყოფაში. ჰიპოთალამუსი არის ადამიანის ტვინის, მცირე, ცენტრალური რეგიონი, რომელიც იქმნება ნერვული ბოჭკოებისა და ბირთვული სხეულების კონგლომერატით. ის ითვლება ნერვულ და ენდოკრინულ სისტემას შორის დამაკავშირებელ რგოლად, რომლის მთავარი ფუნქციაც არის სხეულის ჰომეოსტაზის შენარჩუნება.


ჰიპოთალამუსი





ეპიფიზი ანუ გირჩისებრი ჯირკვალი (Pineal gland) - იგივე კონარიუმი, არის ხერხემლიანთა ტვინში მდებარე ენდოკრინული ჯირკვალი. გირჩისებრი ჯირკვალი აწარმოებს მელატონინს, სეროტონინისგან მიღებულ ჰორმონს, რომელიც არღვევს ძილის ფორმებს, როგორც ცირკადულ, ასევე სეზონურ ციკლებში. ხერხემლიანი ცხოველების თითქმის ყველა სახეობას აქვს ეპიფიზი. მისი ძირითადი ფუნქციაა გარემოდან ინფორმაციის მიღება სინათლე-სიბნელის ციკლის მდგომარეობის შესახებ და ამ ინფორმაციის გადამუშავებაა მელატონინის ჰორმონის გამომუშავების და გამოყოფის მიზნით.


ეპიფიზი - გირჩისებრი ჯირკვალი




ფარისებრი ჯირკვალი (Thyroid gland) - ეს არის ენდოკრინული ჯირკვალი ადამიანის ყელის წინა ნაწილში. ის წარმოიქმნის და სისხლში გამოყოფს ორ მნიშვნელოვან ჰორმონს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3). ეს ჰორმონები აუცილებელია ადამიანის ყოველი უჯრედის ნორმალურად მუშაობისთვის.


ფარისებრი ჯირკვალი



ეპიდიდიმისი ანუ სათესლე ჯირკვლის დანართი (Epididymis) - იგივე ეპიდიდიმი, არის შემოხვეული მილი თითოეული სათესლე ჯირკვლის უკან. თითოეული ეპიდიდიმი უკავშირდება ეაკულატორულ სადინარს რომელსაც ასევე ეწოდება თესლის სადინარი. ეპიდიდიმი გადის სკროტუმის ქვედა ნაწილიდან საზარდულის არხში. ეპიდიდმი ასრულებს სათესლეებში წარმოქმნილი სპერმატოზოიდების მომწიფების ადგილის როლს. აქ ინახება სპერმა მანამ, სანამ არ გამოვა ის ეაკულაციის დროს შარდსადენიდან სათესლე ბუშტუკის სეკრეციასთან ერთად სპერმული სადინარით გარეთ. ეს სეკრეცია ასევე უზრუნველყოფს სპერმის მოძრაობას.


ეპიდიდიმი




აპენდიქსი (Appendix) - იგივე დანამატი, ან ჭიანაწლავი არის ვიწრო, თითის ფორმის, 7-10 სანტიმეტრის სიგრძის ნაწლავი, რომელიც გამოდის მსხვილი ნაწლავიდან ქვედა, მარჯვენა მხარეს და იმუნური სისტემის გაძლიერების ფუნქციის მქონე ერთ-ერთი ორგანოა. აპენდიციტი არის მდგომარეობა, როდესაც მისი ანთება ვითარდება და ივსება ჩირქით. ასეთ დროს ყოველთვის მიიღება გადაწყვეტილება, რომ მოხდეს აპენდექტომია, ანუ ამ ორგანოს ამოკვეთა ქირურგიული გზით.


აპენდიქსი




სახსრები (Joints) - იგივე არტიკულაცია, ეს არის ორი ან მეტი ძვლის შეხვედრის და იმგვარად შეერთების, შესახსრების ადგილი, რომ მოძრაობა ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების შეკუმშვის მეშვეობით შესაძლებელი გახდეს.სხეულის ყველა ძვალი, გარდა ყელის ჰიოიდური ძვლისა, სახსარში ხვდება (ესახსრება) მინიმუმ ერთ სხვა ძვალს. სახსრის ფორმა დამოკიდებულია მის ფუნქციაზე.


სახსრები




იოგები (Ligaments) - ეს არის მყარი, ელასტიური ქსოვილის ზოლები ჩვენი სახსრების გარშემო. ისინი ძვალს აკავშირებს ძვალთან, ამაგრებს ჩვენს სახსრებს და ზღუდავს მათ მოძრაობას. ჩვენ გვაქვს მუხლები, ტერფები, იდაყვები, მხრები და სახსრების მიდამოები. მათი გაჭიმვა ან გაწყვეტა შეიძლება სახრების არასტაბილურობის, მათი ფუნქციის მოშლის მიზეზად იქცეს.


მყესები (Tendons) - ეს არის ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან შემდგარი ორგანოები, რომლებიც კუნთებს აერთებს ძვლებთან. მყესები ასევე კუნთებს აკავშირებენ ისეთ სტრუქტურებთან, როგორიცაა მაგალითად თვალის კაკალი. მყესი ემსახურება ძვლის მოძრაობის უზრუნველყოფას ან მონაწილეობს მის შენებაში.


იოგები და მყესები


პარათირეოიდული ჯირკვლები (Parathyroid glands) - ისინი მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის უკანა მხარეს და წარმოქმნიან პარათირეოიდულ ჰორმონს, რომელიც ჩვენს სხეულში მინერალების, კალციუმის და ფოსფორის რაოდენობას არეგულირებს. ჰიპერპარათირეოდიზმი არის როდესაც პარათირეოიდული ჯირკვლები ძალიან ბევრ პარათირეოიდულ ჰორმონს წარმოქმნის და აგზავნის სისხლში, ჰიპოპარათირეოდიზმი კი როდესაც წარმოქმნის საჭიროზე ცოტას.


პარათიროიდული ჯირკვლები



ტრაქეა (Trachea) - ხერხემლიანებსა და უხერხემლო ცხოველებშიც მილის ან მილების სისტემაა, რომელიც ჰაერს ატარებს. ტრაქეა წარმოადგენს ჰაერის გადასასვლელს ცხვირიდან ფილტვებისკენ, ამ პროცესში ატენიანებს და ათბობს მას, და ამავე დროს იცავს სასუნთქი სისტემის შიდა ზედაპირს უცხო ნაწილაკების დაგროვებისგან. ტრაქეა ამოფენილია ტენიანიანი, ლორწოვანი გარსის ფენით, რომელიც შედგება უჯრედებისგან, რომლებიც შეიცავს მცირე ზომის ბუსუსებს, სახელწოდებით კილიებს (cilia).


ტრაქეა




თესლის სადინარი (Vas deferens) - ეს არის ფიბრომუსკულური მილი, რომელიც წარმოადგენს ეპიდიდიმის გაგრძელებას და წარმოადგენს სათესლე ჯირკვლის გამომყოფ სადინარს. თითოეული სადინარი არის 30-45 სმ სიგრძის და ემსახურება სპერმის უჯრედების გადატანას შესაბამისი ეპიდიდიმიდან, იქვე არსებულ გვერდით, გამომდევნ სადინარში.


სადინრის მიდამო



შარდის ბუშტი (Bladder) - არის მუცლის ღრუს ქვედა ნაწილში მდებარე კუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც შარდს აგროვებს თირკმლებიდან, სანამ გამოიყოფა ორგანიზმიდან. შარდის ბუშტის კიბო ყველაზე ხშირად იწყება უჯრედებში (შარდსასქესო უჯრედები), რომლებიც თქვენი შარდის ბუშტის შიგნიდან არის ამოფენილი. უროთელიური უჯრედები ასევე გვხვდება თირკმლებში და შარდსაწვეთ მილებში, რომლებიც თირკმლებს შარდის ბუშტთან აკავშირებს.


შარდის ბუშტიშარდის ბუშტი


ხახა (Pharynx) - ეს არის კისრის შიგნით არსებული ღრუ მილი, რომელიც იწყება ცხვირის უკან და მთავრდება ტრაქეის და საყლაპავის ზემოდან. ხახის სიგრძე დაახლოებით 12-13 სანტიმეტრია, რაც დამოკიდებულია სხეულის ზომაზე. ხახას ასევე უწოდებენ ყელს.


ხახა




ენა (Tongue) - კუნთოვანი ორგანო პირის ღრუში. ენა დაფარულია ტენიანი, ვარდისფერი ქსოვილით, რომელსაც ლორწოვანს უწოდებენ. პაწაწინა ბუნებრივი მუწუკისებრი ამონაზარდები ენის ზედაპირს უხეშ ტექსტურას ანიჭებს. გემოვნების შემგრძნობი ათასობით კვირტი ფარავს პაპილების ზედაპირებს.


ენა



სათესლე ბუშტულები (Seminal vesicles) - ეს არის წყვილი ჯირკვლები, რომლებიც ასევე მოიცავს პროსტატის ჯირკვალს და ბოლქვოვან ჯირკვლებს. სათესლე ბუშტუკები განლაგებულია სწორი ნაწლავის ზემო მენჯში. შარდის ბუშტის ფსკერზე უფრო დაბლა და პროსტატის უკანა მხარეს. სათესლე ბუშტუკოვანი სეკრეცია მნიშვნელოვანია სპერმის კოაგულაციისთვის, სპერმის მოძრაობისა და ქრომატინის სტაბილურობის, ასევე ქალის რეპროდუქციულ სისტემაში იმუნური პასუხის ჩახშობისთვის. საბოლოო ჯამში სათესლე ბუშტის ფუქნცია მნიშვნელოვანია რეპროდუქციისთვის, გამრავლების უნარისთვის.


სათესლე ბუშტულები



ძვლები (Bones) - ძვალი არის ხისტი ქსოვილი, რომელიც ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის ნაწილს წარმოადგენს. ზრდასრული ადამიანის სხეულში არსებული 206 ძვალი რამდენიმე მიზანს ემსახურება. ისინი მხარს უჭერს და იცავს შინაგან ორგანოებს, მაგალითად თავის ქალა იცავს თავის ტვინს და ნეკნები იცავს ფილტვებს. ძვლები ასევე წარმოქმნის სისხლის წითელ და თეთრ უჯრედებს. ინახავს მინერალებს, უზრუნველყოფს სხეულის სტრუქტურის სიმყარეს და უზრუნველყოფს მობილობას. ძვლის ქსოვილი შედგება სხვადასხვა ტიპის ძვლის უჯრედისგან.


ძვლები



ჰიპოფიზი (Pituaitary gland) - ეს არის ბარდის მარცვლის ზომის ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის სტრუქტურაში. მის ფუძისეულ, ბაზალურ ნაწილში, რომელსაც ეწოდება "თურქული კეხი". თურქული კეხი (Sella turcica) იცავს ჰიპოფიზს, მაგრამ გაფართოების ძალიან მცირე ადგილს იძლევა. ჰიპოფიზი აკონტროლებს სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებას და ამიტომ მას ზოგჯერ მბრძანებელ ან დირიჟორ ჯირკვლასაც უწოდებენ.


ჰიპოფიზი




შარდსაწვეთები (Ureters) - ამ ორ ვიწრო მილს თირკმლებიდან შარდის ბუშტამდე მიაქვს შარდი. შარდსაწვეთის კედლებში კუთები მუდმივად იიკუმშება და დუნდება, რაც თირკმებიდან შარდის ბუშტისკენ სითხის გადაადგილებას უზრუნველყოფს. თუ შარდი უკუმიმართულებით ანუ ისევ თირკმლისკენ აბრუნდება ხოლმე, ან კარგად ვერ მიედინება შარდის ბუშტისკენ და დგება შარდსაწვეთებში, მაშინ შეიძლება განვითარდეს თირკმლის ინფექცია.


შარდსაწვეთები



ბულბოურეთრალური ჯირკვლები (Bulbourethral glands) - იგივე ბოლქვიანი ჯირკვლები ან კაუპერული ჯირკვლები, არის ბარდის მარცვლის ფორმის ეგზოკრინული ჯირკვლები, რომლებიც განლაგებულია მემბრანოვანი შარდსაწვეთის მიდამოში. ისინი ხელს უწყობს სპერმის საბოლოო მოცულობას საპოხი ლორწოს სეკრეციის წარმოქმნით.


ბოლქვიანი ჯირკვლები



ძვლის ტვინი (Bone marrow) - ეს არის ღრუბლისებრი ქსოვილი ჩვენი ზოგიერთი ძვლის შიგთავსში, მაგალითად თეძოს და ბარძახის ძვლებში. იგი შეიცავს ღეროვან იჯრედებს. ღეროვანი უჯრედები შემდგომში შეიძლება გარდაიქმნას სისხლის წითელ უჯრედებად ანუ ერითროციტებად, რომლებიც ჟანგბადით ამარაგებენ ქსოვილებს, სისხლის თეთრ უჯრედებად, ანუ ლეიკოციტებად, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს და თრომბოციტებად, რომლებიც სისხლის შედედებას უწყობს ხელს.


ძვლის ტვინი



ხორხი (Larynx) - ეს არის ორგანო, რომელიც წინა კისერზე მდებარეობს. ისაა სასუნთქი გზების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და გააჩნია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორის ფონაცია (ხმის გამოცემა) ხველის რეფლექსი და ქვედა სასუნთქი გზების დაცვა.


ხორხი



პროსტატის ჯირკვალი (Prostate) - ეს არის კაკლის ზომის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს შარდის ბუშტსა და პენისს შორის. პროსტატა სწორი ნაწლავის წინ არის. ურეთრა გადის პროსტატის ცენტრში, ის შარდის ბუშტიდან პენისისკენ უშვებს შარდს. პროსტატა წარმოქმნის და გამოყოფს სითხეს, რომელიც კვებავს და იცავს სპერმატოზოიდებს.


პროსტატა




პენისი (Penis) - ეს არის მამრობითი სქესის ორგანო, რომელსაც იყენებენ შარდვისა და სქესობრივი კავშირის დროს. პენისი მდებარეობს სკროტუმის ზემოთ. ის შედგება ღრუბლოვანი ქსოვილის და სისხლძარღვებისგან. პენისის ლილვი გარშემორტყმულია ურეთრით და უკავშირდება ბოქვენის ძვალს.


პენისი




სწორი ნაწლავი (Rectum) - ეს არის მსხვილი ნაწლავის ბოლოს მდებარე რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის ნაწლავი, რომელიც მთავრდება როდესაც მიაღწევს ანუსისკენ მიმავალ, მოკლე ვიწტო გადასასვლელს. ის აკავშირებს მსხვილ ნაწლავსა და ანუსს. სწორი ნაწლავის ფუნქციაა მსხვილი ნაწლავისგან განავლის მიღება. ასევე ის აცნობებს ტვინს რომ არსებობს დეფეკაციისთვის უკვე მზადმყოფი განავალი, და უზრუნველყოფს ასევე განავლის დაჭერას მანამ, სანამ დეფეკაცია მოხდება.


სწორი ნაწლავი



საშვილოსნო (Uterus) - ეს არის ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც მდებარეობს მენჯში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. კვერცხუჯრედის საკვერცხედან გასვლის შემდეგ შესაძლებელია მისი განაყოფიერება და საშვილოსნოს ყელში ჩადგმა. საშვილოსნოს ძირითადი ფუნქციაა დაბადებამდე, განვითარებადი ნაყოფის კვება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხდება ემბრიონი, გარდაიქმნება ნაყოფად და ვითარდება მშობიარობამდე. საშვილოსნო უზრუნველყოფს სტრუქტურულ მთლიანობას ნაწილობრივ იცავს შარდის ბუშტს, ნაწლავს, მენჯის ძვლებსა და ორგანოებს. ის ერთმანეთისგან ჰყოფს შარდის ბუშტსა და ნაწლავებს.


საშო ანუ ვაგინა (Vagina) - ეს არის ელასტიური, კუნთოვანი არხი, რბილი, მოქნილი გარსით, რაც უზრუნველყოფს შეგრძნების გაძლიერებას და შეზეთვის ეფექტს. საშო საშვილოსნოს აკავშირებს გარესამყაროსთან. ვულვა და ლაბია ქმნიან შესასვლელს, საშვილოსნოს ყელი კი გამოდის საშოში და ქმნის შიდა დასასრულს.


ფალოპის მილები (Fallopian tubes) - იგივე საშვილოსნოს მილები ქალის რეპროდუქციული, გამრავლებისთვის საჭირო ორგანოებია, რომლებიც აკაშირებს საკვერცხეებს და საშვილოსნოს. ყოველთვიურად, ოვულაციის დროს, რომელიც მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში ხდება, საშვილოსნოს მილებს კვერცხუჯრედი გადააქვთ საკვერცხედან საშვილოსნოში. ზოგჯერ შეიძლება ეს მოხდეს საშვილოსნოს მილში.


საკვერცხეები (Ovary) - ეს არის ქალის სასქესო ჯირკვლები, ქალის პირველადი რეპროდუქციული ორგანოები. ამ ჯირკვლებს სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ: ისინი გამოყოფს ჰორმონებს, იცავს კვერცხუჯრედს და გამოყოფენ კვერცხუჯრედებს შესაძლო განაყოფიერებისთვის. წარმოქმნიან კვერცხუჯრედებს. გათავისუფლების შემდეგ ეს კვერცხუჯრედები საშვილოსნოთ მილით საშვილოსნოში, სადაც ის შეიძლება განაყოფიერდეს სპერმით. სხეულში საკვერცხეები განთავსებულია ორივე მხარეს, მარცხინვ და მარჯვნივ.


ქალის რეპროდუქციული სისტემა



ვულვა (Vulva) - ეს არის კანის ის უბანი, რომელიც გარშემორტყმულია ურეთრასა და საშოში, კლიტორისა და ლაბიის ჩათვლით. ვულვის კიბო ჩვეულებრივ, წარმოიქმნება მუწუკად ან წყლულად ვულვაზე, რომელიც ხშირად იწვევს ქავილს. ვულვი ძირითადი ფუნქციებია ქალის რეპროდუქციული სისტემის შიდა ნაწილების დაცვა (labia majora et minora). ასევე დიდ როლს ასრულებს ქალის სექსუალურ აგზნებაში, ასტიმულირებს და ხელს უწყობს მეტად სასიამოვნო სექსს, მაგალითად შეზეთვის (ბართოლინის ჯირკვლების) და ბალიშების საშუალებით (mons pubis).


სავნებო ანუ კლიტორი (Clitoris) - ვულვი სიამოვნების ცენტრია, კლიტორი სწორედ იმ წერტილშია, სადაც შიდა ლაბიები ერთმანეთს ხვდება და ქმნის პატარა თავსაბურს (ცნობილია, როგორც სავნებოს თავსაბური), ეს არის საშოს და შარდსადენის თავზე ან მის წინ.


ვულვა და სავნებო



პლაცენტა (Placenta) - პლაცენტა არის ორგანო, რომელიც ვითარდება ქალის საშვილოსნოში ორსულობის დროს. ეს ორგანო უზრუნველყოფს ჟამგბადსა და საკვებ ნივთიერებებს მზარდი ბავშვისთვის და შლის ნარჩენ პროდუქტებს ბავშვის სისხლიდან. პლაცენტა ემაგრება საშვილოსნოს კედელს და მისგან ჩნდება ჭიპლარი.


პლაცენტა



სათესლე პარკი (Scrotum) - ეს არის კანის ტომარა, რომელიც სხეულიდან ეკიდება მენჯის წინა მხარეს, ფეხებს შორის. ის არის ზედა ბარძაყების გვერდით, პენისის ქვემოთ. სათესლე პარკი შეიცავს სათესლე ჯირკვლებს (ორი ოვალური ფორმის ჯირკვალი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სპერმის წარმოებასა და შენახვაზე).


სკროტუმი ანუ სათესლე პარკი



ბრონქები (Bronchi) - ბრონქები ფილტვებში მთავარი გადასასვლელია. ბრონქები უფრო პატარავდება, რაც უფრო უახლოვდება ფილტვის ქსოვილს და შემდეგ ბრონქიოლებად გადაიქცევა. შემდეგ ეს გადასასვლელები იქცევიან საჰაერო ტომრებად, რომლებსაც ალვეოლები ეწოდება, რაც არის სასუნთქ ანუ რესპირატორულ სისტემაში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლის ადგილი.


ბრონქები



სანერწყვე ჯირკვლები (Salivary glands) - ძუძუმწოვრებში ეს არის ეგზოკრინული ჯირკვლები, რომლებიც აწარმოებენ და გამოყოფენ ნერწყვს სადინარების სისტემის საშუალებით. ადამიანს აქვს სამი წყვილი მსხვილი სანერწყვე ჯირკვალი: პაროტიდული, ქვედაყბისქვეშა და ენისქვეშა, ასეე ასობით მცირე სანერწყვე ჯირკვალი. საერთოდ, სანერწყვე ჯირკვლები შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც სეროზული, ლორწოვანი ან სერომუკოზული (შერეული).


სანერწყვე ჯირკვლები



ნერვები (Nerves) - ეს არის ნერვული ბოჭკოების კრებული, რომელიც იღებს და აგზავნის შეტყობინებებს სხეულსა და ტვინს შორის. შეტყობინებებს აგზავნის უჯრედებში მიმდინარე ქიმიური და ელექტრული ცვლილებები და ამ უჯრედებს ეწოდება ნეირონები, ანუ ნერვული უჯრედები.

ნერვები იყოფა ორ ძირითად ტიპად, ესენია: სენსორული ანუ მგრძნობიარე, ასევე ცნობილი, როგორც აფერენტული ნერვები, რომლებიც სენსორული რეცეპტორებიდან წამოსულ იმპულსებს ატარებენ პერიფერიიდან ტვინისკენ. მეორე ტიპი კი არის მამოძრავებელი ანუ მოტორული ნერვები, ასევე ცნობილი, როგორც ეფერენტული ნერვები, რომლებიც ტვინიდან წამოსულ იმპულსებს ატარებენ კუნთებისა და ჯირკვლებისკენ.


ნერვები




კანი (Skin) - ეს არის სხეულის უდიდესი ორგანო. ის ეკვრის მთელი სხეულის ზედაპირს და ასრულებს დამცავი ფარის როლს სითბოს, სინათლის, დაზიანებისა და ინფექციისგან. კანი ასევე არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და იცავს მას გადაციების ან გადახურებისგან.


კანქვეშა ქსოვილი (Subcutaneous tissue) - ეს არის ჩვენი კანის ყველაზე ღრმა ფენა. ის ძირითადად შედგება ცხიმოვანი უჯრედების და შემაერთებელი ქსოვილისგან. ჩვენი სხეულის ცხიმის უმეტესობა აქ ინახება. კანქვეშა ფენა იზოლაციის ფენის როლს ასრულებს, რომ დაიცვას ჩვენი შინაგანი ორგანოები და კუნთები შოკისგან და ტემპერატურის ცვლილებებისგან.


კანი და კანქვეშა ქსოვილი



დიაფრაგმა (Diaphragm) - ეს არის ჩონჩხის თხელი კუნთი, რომელიც განთავსებულია მკერდის ძირში დ აგამოყოფს მუცელს გულმკერდისგან. ჩასუნთქვისას იკუმშება და ბრტყელდება, ეს ქმნის ვაკუუმ ეფექტს, რომელსაც ფილტვებში ჰაერი გადაჰყავს. ამოსუნთქვისას დიაფრაგმა დუნდება და ფილტვებიდან ჰაერი გამოიდენება სხეულის გარეთ.


დიაფრაგმა



ლიმფური კვანძები (Lymph nodes) - ეს არის პატარა ჯირკვლები, რომლებიც ფილტრავს ლიმფას. ასუფთავებს სითხეს, რომელიც მიმოიქცევა (ცირკულირებს) ლიმფური სისტემის გავლით. ისინი შუპდებიან და გასივდებიან ხოლმე ინფექციისა და სიმსივნის საპასუხოდ და ამით გვატყობინებენ დაავადების და ძლიერი გამღიზიანებელი ფაქტორის არსებობას სხეულში.


ლიმფური კვანძები



ჩონჩხის კუნთები (Skeletal muscles) - ეს ნებაყოფლობითი კუნთებია, რომელიც იმყოფება სომატური ნერვული სისტემის კონტროლქვეშ. კუნთების სხვა სახეობებია გულის კუნთი, რომელიც ასევე განივზოლიანია და გლუვი კუნთი, რომელიც არ არის განივზოლიანი და ამოფენს ნაწლავების და სხვა მილების კედლებს, რაც იწვევს პერისტალტიკას (ტალღისებრად გავრცელებულ შეკუმშვას) და მილში მყოფი სხვადასხვა მასის გადაადგილების ხელშეწყობას.


ჩონჩხის კუნთები



ყურები (Ears) - ეს არის სმენის წყვილი ორგანო, რომელიც ძუძუმწოვრებში ასევე უზრუნველყოფს წონასწორობას ასევე ის პასუხისმგებელია ხმის ტალღების მიღებასა და მათ მექანიკურ ვიბრაციებად გარდაქმნაზე, რის მერეც ხდება ტვინის მიერ ბგერების აღქმა. ძუძუმწოვრებში აღწერილია ყურის 3 ნაწილი: გარეთა, შუა და შიდა ყური. გარეთა ყური შედგება პინისა და ყურის არხისგან, მას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს იმ ვიბრაციების გასამრავლებლად, გასაძლიერებლად, რომლებიც თან ახლავს ჩენ მიერ მოსმენილ ბგერებს. შუა ყური, რომელსაც ასევე უწოდებენ ტიმპანურ ღრუს, შედგება მცირე ძვლების ჯაჭვისგან და ქმნის ჰაერით სავსე ღრუს. შიდა ყური კი შედგება ღრუსგან, რომელიც "ძვლოვანი ლაბირინთის" სახელით არის ცნობილი. სმენის ორგანოს ეს ნაწილი იღებს ვიბრაციებს შუა ყურიდან და გადასცემს მათ შიგნით არსებულ სითხეში.


ყური



სარძევე ჯირკვლები (Mammary glands) - ეს არის ქალის მკერდში მოთავსებული ჯირკვლები, რომლებიც პასუხისმგებელია ლაქტაციაზე ანუ რძის წარმოქმნაზე. მამაკაცებსა და ქალებს აქვთ ჯირკვლის ქსოვილი მკედის არეში. ამასთან, ქალებში ჯირკვლის ქსოვილი ვითარდება სქესობრივი მომწიფების შედეგად მაფემინიზირებელი ანუ დაქალებისთვის საჭირო ჰორმონ ესტროგენის ზემოქმედებაზე საპასუხოდ.


სარძევე ჯირკვლები



არტერიები (Arteries) - ეს არის სისხლძარღვები, რომლებიც გულიდან სხეულის ქსოვილებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს აწვდიან. თითოეული არტერია არის კუნთოვანი მილი, რომელსაც გლუვი ქსოვილი აქვს და გააჩნია სამი ფენა: შიდა ფენა (tunica intima), შუა ფენა (tunica media) და ადვენტიციური ფენა (tunica adventia). ინტიმა ანუ შიდა ფენა ამოფენილია გლუვი ქსოვილებით, რომელსაც ენდოთელიუმი ეწოდება. შუა ფენა კი კუნთის ფენაა, რომელიც არტერიებს აძლევს საშუალებას გაუმკლავდეს გულის მაღალ წნევას. მესამე ფენა არის ადვენტიცია, შემაერთებელი ქსოვილი, რომლის ფუნქციაც არის არტერიების დამაგრება ახლომდებარე ქსოვილებთან. არტერიებს სისხლი მიაქვთ გულიდან, მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვებში ფილტვის არტერიებს გადააქვთ სისხლი, რომელსაც აქვს ჟანგბადის დაბალი პროცენტული შემცველობა.


არტერიები



საყლაპავი მილი (Oesophagus) - ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნაწილი ორგანო. საყლაპავი არის კუნთოვანი მილი, ის აკავშირებს ჩვენს პირს კუჭთან. საკვების გადაყლაპვისას საყლაპავის კუნთები პერისტალტირებს (ტალღოვანად იკუმშება) და ამით საკვებს მიმართავს კუჭისკენ.


საყლაპავი მილი



ჯორჯალი (Mesentery) - იგივე მეზენტერიუმი, არის ორგანო, რომელშიც მუცლის საჭმლის მომნელებელი ყველა ორგანო ვითარდება და რომელიც მათ უნარჩუნებს სისტემურ უწყვეტობას ზრდასრულ ასაკში. ინტერესი ჯორჯალის მიმართ აღდგა ჰელდისა და ჰოენბერგის სამეცნიერო სამუშაოს გაწევის შემდეგ კოლორექტალურ ქირურგიაში. ჯორჯალი არის დანაოჭეული მემბრანა, აპკი, რომელიც ამაგრებს ნაწლავებს მუცლის კედელთან და მას ადგილზე აკავებს. მეზენტერიული ლიმფადენიტი არის ჯორჯალის ლიმფური კვანძების ანთება.


ჯორჯალი



ვენები (Veins) - ეს არის სისხლძარღვები, რომლებსაც სისხლი გულისკენ მიაქვთ. ვენების უმეტესობას ჟანგბადისგან დაცლილი სისხლი ქსოვილებიდან გულში გადააქვს. გამონაკლისს წარმოადგენს ფილტვის და ჭიპის ვენები, ორივე მათგანს ჟანგბადის შემცველი სისხლი მიაქვს გულამდე. ვენებისგან განსხვავებით, არტერიებს სისხლი გულიდან გამოაქვთ და ატარებენ ორგანოებამდე და ქსოვილებამდე.


ვენები



თვალები (Eyes) - ეს არის ორგანო, რომელიც აღიქვამს სინათლეს და აგზავნის სიგნალებს მხედველობის ნერვის გავლით თავის ტვინში. ეს არის ორგანო, რომელიც მხედველობის შესაძლებლობას გვაძლევს სინათლის აღქმის და ტვინის მიერ ამ ინფორმაციის გადამუშავების საშუალებით. მის ფუნქციებს შორის არის ფერისა და სიღრმის აღქმის უნარი.


თვალი




პირი (Mouth) - ეს არის თავის ქალას შიგნით არსებული ოვალური ფორმის ღრუ. პირის ღრუს ორი ძირითადი ფუნქციაა ჭამა და ლაპარაკი. პირის ნაწილებში შედის: ტუჩები, პირის კარიბჭე, პირის ღრუ, ღრძილები, კბილები, მყარი და რბილი სასა, ენა და სანერწყვე ჯირკვლები. პირი ასევე ცნობილია, როგორც ლოყის ჯიბე ან პირის ღრუ.


პირის ღრუ



ძვლის ტვინი (Spinal cord) - ეს არის გრძელი, თხელი მილაკოვანი სტრუქტურა, რომელიც შედგება ნერვული ქსოვილისგან. ვრცელდება ტვინის ძირში მდებარე მოგრძო ტვინიდან ხერხემლის სვეტის წელის არეზე. იგი მოიცავს ზურგის ტვინის ცენტრალურ არხს, რომელიც შეიცავს ცერებროსპინალურ ანუ თავზურგტვინის სითხეს. ზურგის ტვინის საერთო სიგრძეა 40-დან 50-სანტიმეტრამდე, დიამეტრი 1 სმ-დან 1.5 სმ-მდე, ნერვული ფესვების ზედიზედ ორი რიგი ჩნდება მის თითოეულ მხარეს, ეს ნერვის ფესვები დისტალურად უერთდება და ქმნის ზურგის ტვინის 31 წყვილ ნერვს.


ზურგის ტვინი



კაპილარები (Capillaries) - ესენია ყველაზე პატარა და ყველაზე მრავალრიცხოვანი სისხლძარღვები. იმდენად მცირე, რომ ზოგჯერ სისხლის ერთი წითელი უჯრედი თუ ეტევა მასში. ისინი ხელს უწყობენ ჩვენი არტერიებისა და ვენების დაკავშირებას და ხელს უწყობენ სისხლსა და ქსოვლებს შორის ელემენტების მიმოცვლას. ისინი ქმნიან კავშირებს სისხლძარღვებს შორის, რომლებსაც სისხლი გამოაქვთ გულიდან (არტერიები) და სისხლძარღვებს, რომლებიც სისხლს აბრუნებენ გულში (ვენები). კაპილარების ძირითადი ფუნქციაა ნივთიერებათა მიმოცვლა სისხლსა და ქსოვილების უჯრედებს შორის.


კაპილარები



ცხვირის ღრუ (Nasal cavity) - ეს არის დიდი, ჰაერით სავსე სივრცე ცხვირის ზემოთ და უკან, სახის შუა ნაწილში. ცხვირის ძგიდე ამ ღრუს ჰყოფს ორ ღრუდ, რომელსაც ასევე უწოდებენ ფოსოებს. თითოეული ღრუ ორი ნესტოდან ერთის გაგრძელებაა. პარანაზალური სინუსები გარშემორტყმულია და გაედინება ცხვირის ღრუში.


ცხვირის ღრუ




ლიმფური ძარღვები (Lymphatic vessel) - ეს არის თხელკედლიანი მილები, სისხლძარღვების მსგავსი სტრუქტურით, რომლებიც ლიმფას ატარებს. როგორც ლიმფური სისტემის ნაწილი. ლიმფური სისხლძარღვები ავსებენ გულსისხლძარღვთა სისტემას.

ეს არის კაპილარების ქსელი, რომლებიც განლაგებულია მთელ სხეულში და რომლებსაც ლიმფა გამოაქვთ ქსოვილებიდან. ლიმფური სისხლძარღვები აგროვებენ და ფილტრავენ ლიმფას (კვანძებში) და ეს ლიმფა განაგრძობს მოძრაობას უფრო დიდი სისხლძარღვებისკენ, რომლებსაც ეწოდება შემკრები არხები.


ლიმფური ძარღვები



ნაღვლის ბუშტი (Gallbladder) - ეს არის პატარა, ჩანთის მსგავსი ორგანო, მუცლის ზედა, მარჯვენა ნაწილში. მასში გროვდება ღვიძლის მიერ წარმოებული სითხე - ნაღველი. რომელიც ცხიმიანი საკვების დაშლაში მონაწილეობს. ნაღვლის ბუშტი არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, ამიტომ მისი ამოკვეთის ოპერაცია ხშირად კეთდება თუ მასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა შეექმნება ადამიანს.


ნაღვლის ბუშტი



ცხვირი (Nose) - ცხვირი არის ხერხემლიანი ცხოველების გამტარი ორგანო, სადაც განთავსებული ანესტოები, რომელიც იღებს ატმოსფეროდან ჰაერს და შემდეგ სხეულიდან გამოდევნის მას სუნთქვისას. ცხვირის უკან განთავსებულია ლორწოვანი გარსი და სინუსები. ცხვირი საშუალებას გვაძლევს სუნი შევიგრძნოთ და ეს არის დიდწილად მიზეზი იმისაც, რომ შეგვიძლია დავაგემოვნოთ რაიმე და საკვების მიღებისას მისი გემოთიც ბევრად უკეთ ვისიამოვნოთ. ცხივრი ასევე არის მთავარი კარიბჭე რესპირატორული ანუ სასუნთქი სისტემისკენ. ფილტვებში ჰაერი სწორედ ცხვირის გავლით გადადის (ასევე პირით).


ცხვირი



ნათხემი (Cerebellum) - ასევე წოდებული, როგორც "პატარა ტვინი", არის ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილი ორგანო. მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მოტორულ კონტროლში. თავის ტვინის დისფუნქცია ხშირად გამოიხატება მოტორული ანუ მამოძრავებელი ნიშნებით, მოძრაობის დარღვევით. ნათხემი პასუხს აგებს მოძრაობათა კოორდინაციაზე, შეთანხმებულობაზე, სიზუსტეზე, ასევე მოტორული ქმედებების შესაწავლაზე.


ნათხემი


ნუშისებრი ჯირკვლები (Tonsils) - ეს არის წყვილი ლიმფური კვანძი, რომლებიც ყელის უკანა მხარეს მდებარეობს. ისინი ფუნქციონირებს, როგორც თავდაცვის მექანიზმი და ხელს უშლის ჩვენი სხეულის რაიმე დამაზიანებელი აგენტით დაინფიცირებას, ვირუსი იქნება ეს თუ ბაქტერია. როდესაც ტონზილები ინფიცირდება, ეს იწვევს ტონზილიტს (ნუშისებრი ჯირკვლების ანთებას). ტონზილიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად ეს ბავშვობის ასაკში ხდება.


ნუშისებრი ჯირკვლები ანუ ტონზილები



ყნოსვითი ეპითელიუმი (Olfactory epithelium) - ეს არის ცხვირის ღრუს შიგნით სპეციალიზებული ეპითელური ქსოვილი, რომელიც მონაწილეობს სუნის აღქმაში. ადამიანებში მისი ზომა 9 სმ2-ია და მდებარეობს ცხვირის ღრუს ზემოთ, დაახლოებით 7 სანტიმეტრით ზევით და ნესტოებს მიღმა.


ყნოსვითი ეპითელიუმი



კბილები (Teeth) - კბილი არის მყარი, რეზისტენტული სტრუქტურა, რომელიც გვყვდება ყბებზე და ხერხემლიანთა პირის ღრუსა და ხახის არეში. კბილები გამოიყენება საკვების დასაჭერად, დასაქუცმაცებლად, თავდაცვისთვის და სხვა სპეციალიზებული მიზნებისთვის. კბილები არ არის ძვლები. დიახ, ძვლებიც და კბილებიც თეთრი ფერისაა და ისინი ორივე შეიცავს კალციუმს, მაგრამ მათი მსგავსება აქ მთავრდება.


კბილები



ინტერტიციუმი (Interstitium) - ეს არის მომიჯნავე, სითხით სავსე სივრცე, რომელიც არსებობს სტრუქტურულ ბარიერს, მაგალითად უჯრედის კედელს ან კანს, და შინაგან სტრუქტურებს, მაგალითად როგორიცაა ორგანოები, მათ შორის კუნთებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას შორის. 2018 წლის კვლევამ გააფართოვა ინტერსტიციუმის კონცეფცია, ქსოვილებში ამ სტრუქტურირებული, სითხეებით სავსე სივრცეების გამოკვლევით, და გახდა პირველი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ინტერსტიციუმს განსაზღვრავს, როგორც ცალკეულ ორგანოს.


ინტერსტიციუმი




სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები

54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი

55) ინდო-ევროპელების წარმოშობა და გავრცელება

56) ინდო-ევროპელები

57) უძველესი ადამიანების აღდგენილი სახეები

58) ლევან ვასაძე - წერილი წინაპარს

59) ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები რეგიონების მიხედვით

60) მასის ერთეულები - რა რამდენს იწონის


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


4
852
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
852
  
2022, 28 აგვისტო, 21:28
ადამიანის ორგანოები
1) თავის ტვინი (Brain)
2) გული (Heart)
3) თირკმლები (Kidneys)
4) ღვიძლი (Liver)
5) ფილტვები (Lungs)
6) პანკრეასი (Pancreas)
7) კუჭი (Stomach)
8) წვრილი ნაწლავი (Small Intestine)
9) მსხვილი ნაწლავი (Large Intestine)
10) ელენთა (Spleen)
11) თირკმელზედა ჯირკვლები (Adrenal glands)
12) თიმუსი (Thymus gland)
13) სათესლე ჯირკვლები ანუ ტესტიკულები (Testes)
14) ანუსი (Anus)
15) ჰიპოთალამუსი (Hypothalamus)
16) ეპიფიზი ანუ გირჩისებრი ჯირკვალი (Pineal gland)
17) ფარისებრი ჯირკვალი (Thyroid gland)
18) ეპიდიდიმისი ანუ სათესლე ჯირკვლის დანართი (Epididymis)
19) აპენდიქსი (Appendix)
20) სახსრები (Joints)
21) იოგები (Ligaments)
22) მყესები (Tendons)
23) პარათირეოიდული ჯირკვლები (Parathyroid glands)
24) ტრაქეა (Trachea)
25) თესლის სადინარი (Vas deferens)
26) შარდის ბუშტი (Bladder)
27) ხახა (Pharynx)
28) ენა (Tongue)
29) სათესლე ბუშტულები (Seminal vesicles)
30) ძვლები (Bones)
31) ჰიპოფიზი (Pituitary gland)
32) შარდსაწვეთები (Ureters)
33) ბულბოურეთრალური ჯირკვლები (Bulbourethral glands)
34) ძვლის ტვინი (Bone marrow)
35) ხორხი (Larynx)
2022, 28 აგვისტო, 21:27
36) პროსტატის ჯირკვალი (Prostate)
37) პენისი (Penis)
38) სწორი ნაწლავი (Rectum)
39) საშვილოსნო (Uterus)
40) საშო ანუ ვაგინა (Vagina)
41) ფალოპის მილები (Fallopian tubes)
42) საკვერცხეები (Ovaries)
43) ვულვა (Vulva)
44) სავნებო ანუ კლიტორი (Clitoris)
45) პლაცენტა (Placenta)
46) სათესლე პარკი (Scrotum)
47) ბრონქები (Bronchi)
48) სანერწყვე ჯირკვლები (Salivary glands)
49) ნერვები (Nerves)
50) კანი (Skin)
51) კანქვეშა ქსოვილი (Subcutaneous tissue)
52) დიაფრაგმა (Diaphragm)
53) ლიმფური კვანძები (Lymph nodes)
54) ჩონჩხის კუნთები (Skeletal muscles)
55) ყურები (Ears)
56) სარძევე ჯირკვლები (Mammary glands)
57) არტერიები (Arteries)
58) საყლაპავი მილი (Oesophagus / Esophagus)
59) ჯორჯალი (Mesentery)
60) ვენები (Veins)
61) თვალები (Eyes)
62) პირი (Mouth)
63) ძვლის ტვინი (Spinal cord)
64) კაპილარები (Capillaries)
65) ცხვირის ღრუ (Nasal cavity)
66) ლიმფური ძარღვები (Lymphatic vessel)
67) ნაღვლის ბუშტი (Gallbladder)
68) ცხვირი (Nose)
69) ნათხემი (Cerebellum)
70) ნუშისებრი ჯირკვლები (Tonsils)
71) ყნოსვითი ეპითელიუმი (Olfactory epithelium)
72) კბილები (Teeth)
73) ინტერტიციუმი (Interstitium)
74) კოლინჯი (Colon)
75) საშვილოსნოს ყელი (Cervix)
76) ურეთრა (Urethra)
77) ეაკულაციური სადინარი (Ejaculatory duct)
78) თმის ფოლიკულები (hair folicle)
79) ფრჩხილები (Nails)
2022, 28 აგვისტო, 21:27
ორგანოები, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს აქვთ და არ აქვთ ქალებს:
1) სათესლე ჯირკვლები ანუ ტესტიკულები (Testes)
2) ეპიდიდიმისი ანუ სათესლე ჯირკვლის დანართი (Epididymis)
3) თესლის სადინარი (Vas deferens)
4) სათესლე ბუშტულები (Seminal vesicles)
5) ბულბოურეთრალური ჯირკვლები (Bulbourethral glands)
6) პროსტატის ჯირკვალი (Prostate)
7) პენისი (Penis)
8) სათესლე პარკი (Scrotum)
9) ეაკულაციური სადინარი (Ejaculatory duct)

ორგანოები, რომელიც მხოლოდ ქალებს აქვთ და არ აქვთ მამაკაცებს:
1) საშო ანუ ვაგინა (Vagina)
2) ფალოპის მილები (Fallopian tubes)
3) საკვერცხეები (Ovaries)
4) ვულვა (Vulva)
5) სავნებო ანუ კლიტორი (Clitoris)
6) პლაცენტა (Placenta)
7) საშვილოსნოს ყელი (Cervix)

ამგვარად, ქალებს 70 ორგანო აქვთ, ხოლო კაცებს - 72.
2022, 28 აგვისტო, 3:45
74) კოლინჯი (Colon) - მსხვილი ნაწლავის ყველაზე გრძელი ნაწილია (მილის მსგავსი ორგანო, რომელიც დაკავშირებულია წვრილ ნაწლავთან ერთი ბოლოთი, ხოლო მეორე ბოლოთი ანუსთან). კოლინჯი ნაწილობრივ მონელებული საკვებიდან აცილებს წყალს, ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას და ელექტროლიტებს.

75) საშვილოსნოს ყელი (Cervix) - ზოგჯერ მას "საშვილოსნოს კისერსაც" უწოდებენ. საშვილოსნოს ყელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საშვილოსნოსა და საშოს შორის სითხის დინებისთვის. ეს საშუალებას აძლევს ბავშვს დატოვოს საშვილოსნო ისე, რომ მან შეძლოს საშოში (მომშობიარების არხი) გავლა მშობიარობის დროს.

76) ურეთრა (Urethra) - შარდსადინარი (შარდსადენი). ურეთრა არის მილი, რომელიც აკავშირებს შარდის ბუშტს შარდის გამომყოფ ორგანოსთან, რათა გამოიტანოს შარდი როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სხეულიდან.

77) ეაკულაციური სადინარი (Ejaculatory duct) - მამაკაცის ორივე სათესლე ჯირკვალს აქვს თითოეულს „ვას დეფერენსი“ - თესლის სადინარი, რომელიც უერთდება სათესლე ბუშტუკების თითოეულ სადინარს, რათა წარმოქმნას ეაკულაციური სადინარები. აღნიშნული ეაკულაციური სადინრები გადაადგილდებიან პროსტატის ჯირკვალში და იღებენ პროსტატის სითხეს სპერმაში დასამატებლად. შემდეფ სითხე ჩაედინება მამაკაცის ურეთრაში.

78) თმის ფოლიკულები (hair folicle) - ეს არის მილისმაგვარი სტრუქტურა (ფორა), რომელიც აკრავს თმის ძირსა და ღეროს. თმის ფოლიკულები არსებობს ადამიანის კანის ზედა ორ ფენაში. თითოეული ადამიანი იბადება საშუალოდ 5 მილიონზე მეტი თმის ფოლიკულით სხეულზე და მილიონზე მეტი თმის ფოლიკულით თავზე. ასაკის მატებასთან ერთად თმა იზრდება აღნიშნული თმის ფოლიკულებიდან.

79) ფრჩხილები (Nails) - ფრჩხილის ორგანო ხელის და ფეხის ოცივე თითის განუყოფელი კომპონენტია. ეს არის უაღრესად მრავალმხრივი ორგანო, რომელიც იცავს თითის წვერს, ხელს უწყობს ტაქტილურ (შეხებით) შეგრძნებას თითის წვერზე ბალიშის საწინააღმდეგო ძალის მოქმედებით და ხელს უწყობს პერიფერიულ თერმორეგულაციას გლომუსის სხეულების მეშვეობით „ფრჩხილის საწოლში“ და მატრიქსში.
0 1 4