x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ქვების სახესხვაობები
ქვების სახესხვაობები


ბუნებრივი ქვები იყოფა ორ მთავარ სახესხვაობად, ესენია ქანები (Rocks) და მინერალები.

ბუნებაში წარმოქმნილი ქანები იყოფა 3 კატეგორიად: დანალექი ქანები, მეტამორფული ქანები და მაგმური ქანები.


დანალექი ქანები (Sedimentary rocks) წარმოიშვება ორგანული ელემენტებისგან, როგორიცაა მცენარეები, ასევე მყინვარები, მდინარეები, ქარი და ოკეანეები. პაწაწინა დანალექი ნაწილები დიდი დროის მანძილზე ნელ-ნელა შორდება ამ ელემენტებს და გროვდება რომ წარმოქმნან კლდეები, მილიონობით წლის განმავლობაში სითბოსა და წნევის მოქმედებით ისინი უფრო და უფრო იკვრებიან და ერთმანეთს ედუღაბებიან. ასე რომ დანალექი ქანები არის ოკეანის, ზღვის, ტბის აუზებში, ჭაობებში თუ მდინარეებში დედამიწის ქერქის გამოფიტვის, ვულკანიზმის პროდუქტების, ასევე ორგანული ნარჩენების დალექვის და მათი დიაგენეტურ-კატაგენეტური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ქანები. გეოტექტონიკური ნიშნების მიხედვით განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ ან გარდამავალი ზონის დანალექ ქანებს, ხოლო სედიმენტაციის გარემოს მიხედვით ზღვიურ, ტბიურ, მდინარეულ, ჭაობის, მყინვარულ, ეოლურს და სხვ. დანალექი ქვების მაგალითებია კირქვები, ქვიშაქვები, ტრავერტინი.


დანალექი ქანების 3 ძირითადი ტიპი არსებობს, ესენია: კლასტური ანუ მსხვრევადი (clastic), ასევე ორგანული (organic) და ქიმიური (chemical). მსხვრევადი დანალექი ქანები წარმოიქმნება ადრე არსებული ქვების ნაწილებისგან (კლასტებისგან), ეს ქვის ნატეხები თავიდან ფხვიერდება ეროზიის შედეგად, შემდეგ გადაიტანება წყლის მიერ რომელიმე ადგილას, სადაც ის გროვდება დანალექის სახით, შემდეგ დროთა განმავლობაში იტკეპნება და ცემენტირდება, მაგრდება, იკვრება ერთიან სხეულად.


დანალექი ქანები



მეტამორფული ქანები (Metamorphic rocks) წარმოიქმნება ერთი ტიპის ქვის მეორე ტიპის ქვად გარდაქმნით დიდი დროის განმავლობაში სითბოს და წნევის მოქმედებით და მინერალების შერევით. ცვლილება შეიძლება გამოიხატოს რომელიმე ქვიდან კრისტალური წარმონაქმნის განვითარებით, მისი ტექსტურის შეცვლით ან ფერის ცვლილებით. მეტამორფული ქვების მაგალითია მარმარილო, ფიქალი და სერპენტინი.

მეტამორფული ქანები დედამიწის წიაღში ტემპერატურის, წნევისა და ფლუიდების გავლენით გარდაქმნილი დანალექი ან მაგმური ქანებია. მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეტამორფულ ქანებს უწოდებენ ორთოქანებს, ხოლო დანალექი ქანების შეცვლის შედეგად წარმოქმნილს - პარაქანებს.

მაგმური და მეტამორფული ქანებითაა აგებული დედამიწის ქერქის მოცულობის დაახ. 90%, დანალექი ქანებით მხოლოდ 10%, თუმცა მათ დედამიწის ფართობის 75% უკავიათ. დადგენილია, რომ დედამიწის ქერქის ზოგიერთი ქანის მსგავსი ქანებითაა აგებული დედამიწის ზედა მანტია, მთვარის, ვენერასა და მარსის ზედაპირი. ქანებს იკვლევს გეოლოგიის დარგი პეტროგრაფია. ქანებს, როგორც სამთო დამუშავების ობიექტს ახასიათებთ ისეთი ტექნოლოგიური თვისებები, როგორიცაა სიმაგრე, აბრაზიულობა, სისალე, ბურღვადობა და სხვ.

მეტამორფული ქანების ჩამოყალიბების 3 გზა არსებობს, ესენია: კონტაქტური მეტამორფიზმი, რეგიონული მეტამორფიზმი და დინამიკური მეტამორფიზმი.


მეტამორფული ქანები



მაგმური ქანები (Igneous rocks) ძირითადად ვულკანური მასალისგან წარმოიქმნება, როგორიცაა მაგმა. დედამიწის ზედაპირის ქვეშ თხევადი მაგმა ცივდება და მყარდება, ასეთ მაგმურ ქანებს ინტრუზიულს უწოდებენ. ხოლო რაც შეეხება დედამიწის ზედაპირზე ამონთხეული ლავის გაციების შედეგად წარმოქმნილს - მას ეფუზიურ მაგმურ ქანებს უწოდებენ. ინტრუზიული ქანის გამკვრივების პროცესში და შემდეგაც მინერალური აირები და სითხეები აღწევს მასში და წარმოქმნის ახალი ფერის კრისტალებს. მაგმური ქანების, იგივე ვულკანური ქვების ძირითადი მაგალითებია გრანიტი და ბაზალტი.

ვულკანური ქანების 6 ტიპი არსებობს, ესენია: ფანერული (phaneritic), აფანერული (aphanitic), პორფირიული (porphyritic), შუშისებრი (glassy), პიროკლასტური (pyroclastic) და პეგმატიტური (pegmatitic).


მაგმური ქანები





მინერალები კი იყოფა თოთხმეტ ძირითად კატეგორიად და ამ კატეგორიებში შედის 4000-მდე სხვადასხვა მინერალი. მინერალების 14 კატეგორიაა:


1. ადგილობრივი ელემენტების მინერალები (Native element minerals) - ეს ისეთი მინერალებია, რომელიც მხოლოდ ერთი ქიმიური ელემენტისგან შედგება მაგალითად ოქრო ვერცხლი, მერკური, გრაფიტი, ბრილიანტი...

ადგილობრივი ელემენტები



2. ოქსიდი მინერალები (Oxide minerals) - მაგალითად კორუნდი (საფირონის ჩათვლით), შპინელი.

ოქსიდი მინერალები



3. ჰიდროქსიდი მინერალები (Hydroxide minerals) - მაგალითად გეოთიტი, ბრუსიტი.

ჰიდროქსიდი მინერალები



4. სულფიდი მინერალები (Sulfide minerals) - მაგ. პირიტი, გალენა, სფალერიტი.

სულფიდი მინერალები



5. სულფატი მინერალები (Sulfate minerals) - მაგ. ბარიტი, გიფსუმი.

სულფატი მინერალები



6. კარბონატი მინერალები (Carbonate minerals) - მაგ. კალციტი, მაგნეზიტი, დოლომიტი.

კარბონატი მინერალები



7. ფოსფატი მინერალები (Phospate minerals) - წარმოქმნილია დადებითად დამუხტული მეტალის იონების შეერთებით ფოსფატის იონებსთან, მაგ. აპატიტი, მონაზიტი.

ფოსფატი მინერალები



8. ჰალიდი მინერალები (Halide minerals) - მაგ. ფლუორიტი, ჰალიტი (ქვამარილი).

ჰალიდი მინერალები



9. სილიკატი მინერალები (Silicate minerals) - ყველაზე გავრცელებული.

სილიკატი მინერალები



10. ორთოსილიკატი მინერალები (Orthosilicate minerals) - მაგ. გარნეტი, ოლივინი, შავი ანდრადიტი.

ორთოსილიკატი მინერალი - შავი ანდრადიტი




11. ბეჭდისებრი სილიკატი მინერალები (Ring silicate minerals) - მაგ. ტურმალინი, ბერილი.

ბეჭდისებრი სილიკატი მინერალი - ბირმული ტურმალინი



12. ჯაჭვური სილიკატი მინერალები (Chain silicate minerals) - მაგ. პიროქსენები, ამფიბოლები.

ჯაჭვური სილიკატი მინერალები



13. ფურცლისებრი სილიკატი მინერალები (Sheet silicate minerals) - მაგ. მუსკოვიტი ქარსი, ბიოტიტური ქარსი, თიხნარი მინერალი.

მუსკოვიტი ქარსი



14. ტექტოსილიკატები, იგივე სტრუქტურული სილიკატი მინერალები (Framework silicate minerals) - მაგ. კვარცი, მინდვრის შპატი და ზეოლიტი.

კვარცი - ტექტოსილიკატი



დაკავშირებული სტატიები:

1. შესაძლოა გიზას პირამიდები ბევრად უფრო ძველია

2. მეგალითურ ქვათა ღაღადი

3. გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა როგორც გვასწავლიან

4. მოოსის შკალა - დიდი სიცრუის მამხილებელი

5. ვინ და როდის ააგო პირამიდები?



სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


6
290
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
290
  
2021, 20 მაისი, 15:35
ვინ არის ან რა არის ადამიანი? ეს საკამათო და დიდი თემაა, მაგრამ რაც ნამდვილად არაა საკამათო, მეცნიერულად დამტკიცებული და გადამოწმებადია, ეს მისი ფიზიკური მახასიათებლებია. ჩვენც, მოდით სწორედ ფიზიკური აღწერით დავიწყოთ ადამიანის რაობის განსაზღვა. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდ და ურთულეს სტრუქტურასთან გვაქვს საქმე, უნდა დავიწყოთ ადამიანის განხილვა მიკრო დონეზე.
თითოეული ადამიანის მთელი ორგანიზმის წონის 96% შედგება 4 ქიმიური ელემენტისგან, ესენია: ჟანგბადი (65%), ნახშირბადი (18.5%), წყალბადი (9.5%) და აზოტი (3.3%).

O (ჟანგბადი) - 1 გრამი ჟანგბადი შედგება 37.5 სექსტილიონი ატომისგან.
C (ნახშირბადი) - 1 გრამი ნახშირბადი შედგება 50 სექტილიონი ატომისგან.
H (წყალბადი) - 1 გრამი წყალბადი შედგება 595 სექსტილიონი ატომისგან.
N (აზოტი) - 1 გრამი აზოტი შედგება 42 სექსტილიონი ატომისგან.
სექსტილიონი არის ტრილიონჯერ მილიარდი.

ჩვენი ორგანიზმი შედგება 200-მდე სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან. აქედან 30 ტრილიონზე მეტი ბაქტერიული უჯრედია. თითოეულ ლიტრ სისხლში კი 3.8 ტრილიონიდან 5.4 ტრილიონამდე ერითროციტია. თითოეულ ამ უჯრედს გააჩნია 4 - 3.8 მილიარდი წლის ისტორია, ვინაიდან თითოეული მათგანი შთამომავალია იმ პირველი სიცოცხლისა, რომელიც დედამიწაზე, სწორედ 4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ამ დროის განმავლობაში წარმოიქმნა და გადაშენდა ათეულობით მილიარდი სახეობა და ბოლოს სიცოცხლის ციკლმა გამოძერწა ევოლუციის გვირგვინი - ადამიანი. თითოეული ჩვენგანი კოლოსალურად დიდ ღირებულებას წარმოადგენს არა მხოლოდ მორალური ან მეტაფიზიკური, არამედ ფიზიკური მახასიათებლებითაც, ვინაიდან წარმოუდგენლად რთული, მოაზროვნე კონსტრუქციაა. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე და ღირსება ხელშეუხებელი უნდა იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ძვ.წ. 8000 წლიდან ახ.წ. 2010 წლის ბოლომდე გარდაცვლილია მინიმუმ 101 მილიარდი ადამიანი.
ატომები არ ბერდება. ატომები რადიოაქტიურად იშლება, როდესაც არსებობს დაბალი ენერგიის ბირთვული კონფიგურაცია, რომლის გადალახვასაც შეძლებენ. ინდივიდუალური ატომის ფაქტობრივი დაშლის შემთხვევა ხდება შემთხვევით და არ არის ატომის დაბერების ან დროთა განმავლობაში მისი ცვალებადობის შედეგი.
2021, 20 მაისი, 15:35
ვინაიდან ატომს აქვს პროტონისა და ნეიტრონის სასრული რაოდენობა, ის ზოგადად გამოყოფს ნაწილაკებს მანამ, სანამ არ მიიღებს წერტილს, სადაც მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი იმდენად გრძელია, რომ ის ფაქტობრივად სტაბილურად ითვლება. სტაბილური ატომები არ იშლება. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ძალიან რთულია იმის გარკვევა, არის თუ არა კონკრეტული იზოტოპი სტაბილური თუ უბრალოდ ძალიან გრძელია მისი დაშლის დრო. მაგალითად ბისმუტ-209 ითვლებოდა სტაბილურად, მაგრამ ასეთი არ გამოდგა. ატომების უმეტესობა სტაბილურია, მაგრამ ზოგიერთ ატომს ბირთვში ძალიან ბევრი ნეიტრონი აქვს, რაც მათ არასტაბილურს ხდის.
რამდენი ატომია ადამიანის თითო უჯრედში? პასუხია საშუალოდ, უხეში დათვლით 100 ტრილიონი ატომი. ზუსტად თქმა რთულია, ვინაიდან ადამიანის ორგანიზმის უჯრედები სხვადასხვა ზომისაა. ამგვარად, მეცნიერთა შეფასებით, საშუალო უჯრედი შეიცავს 100 ტრილიონ ატომს. ატომების რაოდენობა თითო უჯრედზე დაახლოებით იგივეა, რაც ადამიანის ორგანიზმში უჯრედების რაოდენობა. ყველაზე მცირე უჯრედები ადამიანის ორგანიზმში არის ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები და ყოველი მათგანი შედგება 2 ტრილიონ 700 მილიარდი ატომისგან. სისხლის ყოველ ლიტრში არის 3.8 ტრილიონიდან 5.4 ტრილიონამდე ერითროციტი.
ჩვენს თითოეულ უჯრედში არის ბირთვი, ამ ბირთვში კი არის 23 წყვილი ქრომოსომა, თითოეული ქრომოსომა კი შედგება 3 მილიარდი გენეტიკური სტრუქტურული ელემენტის, იგივე ფუძისეული წყვილისგან. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილია მხოლოდ პიროვნულად ჩვენთვის დამახასიათებელი და სხვისთვის არავისთვის. 99,9% გენეტიკური მასალისა არის ზუსტად იდენტური იმის, რაც ჩვენს წინ მდგარ სხვა ნებისმიერ ადამიანს აქვს. მკვლევარმა რიკარდო საბატინიმ გამოთვალა, რომ დაბეჭდილი ვერსია ჩვენი მთელი გენომისა გაავსებდა 262,000 გვერდს ანუ დაწერდა 175 სქელტანიან წიგნს. ამ წიგნებიდან მხოლოდ 500 გვერდი იქნებოდა კონკრეტულად ჩვენი პიროვნებისთვის დამახასიათებელი და სხვისთვის არავისთვის.
2021, 20 მაისი, 15:34
Who or what is a human? This is a controversial and big topic, but what is not really controversial, scientifically proven and verifiable, is its physical characteristics. Let us, too, begin to define human existence by physical description. To better understand how large and complex a structure we are dealing with, we need to start discussing humans at the micro level.
96% of the total body weight of each person consists of 4 chemical elements, namely: oxygen (65%), carbon (18.5%), hydrogen (9.5%) and nitrogen (3.3%).

O (oxygen) - 1 gram of oxygen consists of 37.5 sextillion atoms.
C (carbon) - 1 gram of carbon consists of 50 sextillion atoms.
H (hydrogen) - 1 gram of hydrogen consists of 595 sextillion atoms.
N (nitrogen) - 1 gram of nitrogen consists of 42 sextillion atoms.
Sextillion is a trillion times a billion.

Our body is made up of up to 200 different types of cells. Of these, more than 30 trillion are bacterial cells. Each liter of blood contains 3.8 trillion to 5.4 trillion red blood cells (erythrocytes). Each of these cells has a history of 4 - 3.8 billion years, as each of them is a descendant of the first life, that existed on Earth, exactly 4 billion years ago. Tens of billions of species have emerged and become extinct during this time and finally the life cycle sculpted the crown of evolution - Human. Each of us is of colossal value not only in moral or metaphysical but also in physical characteristics, since we are an incredibly complex, thoughtful constructions. The life and dignity of each of us should be as inviolable as possible. From 8000 BC to the end of 2010, at least 101 billion people had died.
Atoms don't age. Atoms radioactively decay when a lower-energy nuclear configuration exists to which they can transition. The actual decay event of an individual atom happens randomly and is not the result of the atom getting old or changing through time.
2021, 20 მაისი, 15:34
Since an atom has a finite number of protons and neutrons, it will generally emit particles until it gets to a point where its half-life is so long, it is effectively stable. Stable atoms do not decay. The only problem is that it is very difficult to tell whether a particular isotope is stable or just extremely long at decaying. Bismuth-209 used to be thought of as stable. Most atoms are stable, but some atoms have too many neutrons in the nucleus, which makes them unstable.
how many atoms are in the human cell? answer is 100 trillion atoms. The number of atoms per human cell is only a rough estimate because cells come in different sizes. Scientists estimate the average cell contains 100 trillion atoms. The number of atoms per cell is about the same as the number of cells in the body. The smallest cells in the human body are erythrocytes or red blood cells and each of them consists of 2 trillion 700 billion atoms. . in each litre of blood, there are 3.8 - 5.0 trillion erythrocytes in women. and 4.2 - 5.4 trillion erythrocytes in men.
Each cell is specialised to carry out a particular function, either solely, but usually by forming a particular tissue. Different tissues then combine and form specific organs, where the organ is like a factory where every type of cell has its own job. Each of our cells have 3 billion genetic building blocks, or base pairs in the 23 pairs of chromosomes within each nucleus, that is in the center of each of our cells. that make us who we are. And of those 3 billion base pairs, only a tiny amount are unique to us, making us about 99.9% genetically similar to the next human. Riccardo Sabatini demonstrated that a printed version of your entire genetic code would occupy some 262,000 pages, or 175 large books. Of those pages, just about 500 would be unique to us.
2021, 20 მაისი, 15:33
Кто или что такое человек? Это спорная и большая тема, но что на самом деле не является спорным, научно доказанным и поддающимся проверке, так это его физические характеристики. Давайте также начнем определять человеческое существование с помощью физического описания. Чтобы лучше понять, насколько велика и сложна структура, с которой мы имеем дело, нам нужно начать обсуждение людей на микроуровне.
96% общей массы тела каждого человека состоит из 4 химических элементов, а именно: кислорода (65%), углерода (18,5%), водорода (9,5%) и азота (3,3%).

О (кислород) - 1 грамм кислорода состоит из 37,5 секстиллионов атомов.
C (углерод) - 1 грамм углерода состоит из 50 секстиллионов атомов.
H (водород) - 1 грамм водорода состоит из 595 секстиллионов атомов.
N (азот) - 1 грамм азота состоит из 42 секстиллионов атомов.
Секстиллион - это триллион раз на миллиард.

Наше тело состоит из 200 различных типов клеток. Из них более 30 триллионов - это бактериальные клетки. Каждый литр крови содержит от 3,8 до 5,4 триллиона эритроцитов (эритроцитов). Каждая из этих клеток имеет историю 4 - 3,8 миллиарда лет, поскольку каждая из них является потомком первой жизни, существовавшей на Земле ровно 4 миллиарда лет назад. Десятки миллиардов видов появились и вымерли за это время, и, наконец, жизненный цикл создал венец эволюции - Человека. Каждый из нас имеет колоссальную ценность не только по моральным или метафизическим, но и по физическим характеристикам, поскольку мы - невероятно сложные, продуманные конструкции. Жизнь и достоинство каждого из нас должны быть по возможности неприкосновенны. С 8000 г. до н.э. до конца 2010 г. умерло не менее 101 миллиарда человек.
Атомы не стареют. Атомы радиоактивно распадаются, когда существует ядерная конфигурация с более низкой энергией, к которой они могут перейти. Фактическое событие распада отдельного атома происходит случайно и не является результатом старения или изменения атома с течением времени.
2021, 20 მაისი, 15:33
Поскольку у атома есть конечное число протонов и нейтронов, он обычно испускает частицы, пока не достигнет точки, в которой его период полураспада настолько велик, что он фактически стабилен. Стабильные атомы не распадаются. Единственная проблема заключается в том, что очень трудно сказать, является ли конкретный изотоп стабильным или просто очень долго распадается. Висмут-209 считался стабильным. Большинство атомов стабильны, но у некоторых атомов в ядре слишком много нейтронов, что делает их нестабильными.
сколько атомов в клетке человека? ответ - 100 триллионов атомов. Количество атомов в клетке человека - это лишь приблизительная оценка, потому что клетки бывают разных размеров. По оценкам ученых, средняя ячейка содержит 100 триллионов атомов. Количество атомов в клетке примерно такое же, как и количество клеток в теле. Самые маленькие клетки человеческого тела - это эритроциты или красные кровяные тельца, каждая из которых состоит из 2 триллионов 700 миллиардов атомов. . В каждом литре крови у женщин 3,8-5,0 трлн эритроцитов. и 4,2 - 5,4 трлн эритроцитов у мужчин.
Каждая клетка специализируется на выполнении определенной функции, либо единолично, но обычно путем формирования определенной ткани. Затем различные ткани объединяются и образуют определенные органы, причем орган подобен фабрике, где каждый тип клеток выполняет свою работу. Каждая из наших клеток имеет 3 миллиарда генетических строительных блоков или пар оснований в 23 парах хромосом в каждом ядре, которое находится в центре каждой из наших клеток. которые делают нас такими, какие мы есть. И из этих 3 миллиардов пар оснований только небольшое количество является уникальным для нас, что делает нас примерно на 99,9% генетически похожими на следующего человека. Риккардо Сабатини продемонстрировал, что печатная версия всего вашего генетического кода займет около 262 000 страниц или 175 больших книг. Из этих страниц только около 500 будут уникальными для нас.
0 1 6