x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაკარგული ცივილიზაციის ნარჩენები - მეგალითების "ქვათა ღაღადი"
დაკარგული ცივილიზაციის ნარჩენები - მეგალითების "ქვათა ღაღადი"


უფრო და უფრო მეტ მკვლევარს მიაჩნია, რომ ის, რასაც დღეს სკოლებში გვასწავლიან, ის, რაც მიჩნეულია აკადემიურ მეცნიერებად, არის აბსოლუტურად არაკორექტული, მცდარი და ადამიანური ცივილიზაციის ისტორია ბევრად უფრო ძველია და ბევრად უფრო მრავალშრიანი, ვიდრე ამას დღეს აღიარებენ. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური არტეფაქტები და ჩვენ ცხვირწინვე მდებარე აშკარა მასალა. ილია ჭავჭავაძისეულად ხატოვნად რომ ვთქვათ, "ქვები თავადვე ღაღადებენ" მათი დამმუშავებლების შესახებ და იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები და ეს ცივილიზაცია უბრალოდ ვერ იქნებოდა იმდენად დაბალგანვითარებული და ქვის ხანის იარაღებით აღჭურვილი, როგორც ამას დღევანდელ აკადემიურ სივრცეში გაბატონებული ვერსია გვთავაზობს. მოდით, ვნახოთ, მცირე, მრავალთაგან ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ დააყენა ძალიან ბევრმა მკვლევარმა ეჭვქვეშ მტკიცება იმისა, რომ თითქოს დედამიწაზე ჩვენ გარდა არასოდეს არსებულა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია:


დღესდღეობით არსებულ უდიდეს ამწეკრანს Demag AC 300, რომლის მსგავსიც ჯერ ადამიანურ ტექნოლოგიას არ შეუქმნია, შეუძლია ასწიოს დაახლოებით 330 ტონა ტვირთი - ეს არის დღევანდელი ტექნოლოგიების მაქსიმუმი.

ეს რა თქმა უნდა გამონაკლისია და ჩვენი შესაძლებლობების მწვარვალი გახლავთ. რაც შეეხება ჩვეულებრივ ამწეკრანებს, რომელსაც იყენებენ მშენებლობის პროცესში მთელ მსოფლიოში, მას შეუძლია ასწიოს 20 ტონა ტვირთი. თუმცა ერთია აწევა, და სულ სხვაა გადაადგილება. ეს ბევრად უფრო რთულია და მეტ ძალისხმევას მოითხოვს. შედარებისთვის, ჩვეულებრივი, მსუბუქი ავტომანქანა მაგალითად ფორდ ფიესტა იწონის საშუალოდ 1, 13 ტონას, ხოლო მაღალი გამავლობის ავტომობილი, ე.წ. "ჯიპი" იწონის დაახლოებით 3 ტონას. გიზას პირამიდების შემადგენელი ყოველი ქვა კი დაახლოებით 2 ტონას იწონის.



Demag AC 300


ახლა კი წარმოგიდგენთ უძველესი ცივილიზაციების მიერ შექმნილ და ზოგიერთ შემტხვევაში შემდგომში გადაადგილებულ ყველაზე დიდი წონის მეგალითებს და ეს ყველაფერი ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე. დღესდღეობით ისტორიოგრაფიაში, მეცნიერებაში, არქეოლოგიაში მიღებული სტანდარტებით და მონაცემებით, იმის შესახებ თუ რა ტექნოლოგიებს ფლობნდნენ იმ პერიოდის ხალხი დედამიწაზე, ეს წესით და რიგით აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა. ჯერ ამ ქვების ამ დონეზე დამუშავება ქვის ხანის იარაღებით და მერე უკვე ამ მეგალითების დაძვრა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი ძალიან დიდ ძალისხმევას, ფინანსებს და ინჟინრული ცოდნის სრულ მობილიზებას მოითხოვს. მაშინდელ დროში კი იმ ტექნოლოგიებით, რომელსაც გვასწავლიან რომ იმ ადამიანებს ჰქონდათ, ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელია თეორიულადაც კი.


ამის სადემონსტრაციოდ მოგიყვანთ ერთ მაგალითს: 2007 წელს ლოს ანჯელესის მუზეუმს დასჭირდა, რომ გადაეტანა ერთი ადგილიდან მეორეზე 340 ტონის წონის, ისტორიული მნიშვნელობის ლოდი. მათ ამის გასაკეთებლად დასჭირდათ 295 ფუტის სიგრძის 196 ბორბლის მქონე, სპეციალურად ამისთვის აწყობილი გადამზიდი. და ეს ლოდი იწონის იმის ნახევარს, რასაც იწონიდა მაგალითად მემნონის კოლოსის შემადგენელი უდიდესი ლოდები ძველ ეგვიპტეში, რომლის მოჭრა და გადაზიდვაც განხორციელდა ეგვიპტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცივილიზაციის მიერ.


340 ტონის მასის მქონე ლოდიამ ლოდის გადასატანად საჭირო ტექნიკაამ ლოდის გადასატანად საჭირო ტექნიკა

მემნონის კოლოსის ორი ქანდაკება დგას ეგვიპტეში, ლუქსორში, ეს არის გიგანტური ქვის ბლოკებით აგებული ციკლოპური 18 მეტრის სიმაღლის ძეგლები, რომელთა შემადგენელი უდიდესი ქვები - მათი პლატფორმები იწონის მინიმუმ 720 ტონას თითოეული. ეს ქვები იქნა ელ-გაბალ-ელ-აჰმარის კარიერზე მოჭრილი და დამუშავებული და შემდგომში ტრანსპორტირებული 675 კილომეტრის მანძილზე.



1. ბრაუნშილის დოლმენი - 100 ტონა


ბრაუნშილის დოლმენი




2. კარნაკის ობელისკი - 100 ტონა


კარნაკის ობელისკი




3. ე.წ. "ექვსი მონოლითის კედელი". აქედან უდიდესი ქვები იწონის თითოეული 100 ტონას.


6 მონოლითის კედელი




4. ატრეუსის საგანძური - უდიდესი ქვა, ამ კომპქლექსში, რომელსაც შემოსასვლელში ხედავთ იწონის 120 ტონას.


ატრეუსის საგანძური



5. ტაკო იშის კომპლექსის უდიდესი ლოდი 130 ტონას იწონის.


ტაკო იში




6. ტლალოკის ქანდაკება ერთიანი მეგალითია და იწონის 168 ტონას.


ტლალოკის ქანდაკება




7. მენგას დოლმენის უდიდესი ქვა იწონის 250 ტონას.


მენგას დოლმენი




8. ერ გრაჰის დამტვრეული მენჰირის საერთო წონა, სანამ ის დაიმტვრეოდა იყო 330 ტონა.


ერ გრაჰის დამტვრეული მენჰირი




9. გიზას პლატოს ერთ-ერთი უდიდესი ლოდი იწონის 400 ტონას, რომელსაც ფოტოზეც ხედავთ:


გიზას პლატო




10. სფინქსთან ახლოს მდებარეობს რამდენიმე ქრისტემდე ათასწლეულის წინანდელი შენობის ნანგრევები, რომელიც მეგალითებისგანაა შექმნილი და მისი ერთი ლოდის წონა დაახლოებით 468 ტონაა.


სფინქსის კომპლექსი




11. აღდგომის კუნძულების ქანდაკებები ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ, ეს ქანდაკებები რომელიც დგას, მიწაში ძალიან ღრმად ჩადის და რამდენიმე, ზოგჯერ ათეულამდე მეტრით დიდია, ვიდრე მიწის ზევით ჩანს. სხვები კი წვანან და გამოქანდაკებულნი არიან თავად კლდეებში. მაგალითად ეს ქანდაკება 400 ტონას იწონის:


აღდგომის კუნძული




12. აქსუმის ობელისკი - 500 ტონა.


აქსუმის ობელისკი




13. იში ნო ჰოდენის მეგალითი 600 ტონას იწონის


იში ნო ჰოდენი



14. მემნონის კოლოსი - ამ ძეგლების შემადგენელი უდიდესი ლოდები - პლატფორმები იწონის 720 ტონას.


მემნონის კოლოსი



15. რამზესის დამტვრეული ქანდაკება იწონის 1000 ტონას, ეს ნიშნავს, რომ მის უბრალოდ აწევას, არათუ ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას დასჭირდება 50 თანამედროვე ამწეკრანი ერთდროულად.


რამზესის დამტვრეული ქანდაკება




16. გომატეშვარას ერთ-ერთი უძველესი ქანდაკება იწონის 1000 ტონას.


გომატეშვარა




17. ბაალბეკის დასავლეთის ქვა იწონის 1, 100 ტონას.


ბაალბეკის დასავლეთის ქვა




18. ე.წ. "დაუსრულებელი ობელისკის" წონა შეადგენს 1200 ტონას.


დაუსრულებელი ობელისკი




19. ე.წ. "ორსული ქალბატონის ქვა" იწონის 1200 ტონას.


ორსული ქალბატონის ქვა




20. ბაალბეკის უსახელო ქვა, რომელიც აღმოაჩინეს ბაალბეკის მეგალითებით განთქმულ ტერიტორიაზე, სადაც ციკლოპური ნაგებობების შემქმნელი ცივილიზაცია ცხოვრობდა უხსოვარ დროში. ეს ქვა მიწით იყო დაფარული ზედმეტად დიდი დროის გასვლის გამო მას მერე, რაც ის უძველესმა ინჟინრებმა იქ განათავსეს და იწონის 1650 ტონას.


ბაალბეკის უსახელო ქვა









კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
800
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0