x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
შესაძლოა პირამიდები ეგვიპტურ ცივილიზაციაზე უფრო ძველია
შესაძლოა პირამიდები ეგვიპტურ ცივილიზაციაზე უფრო ძველია


კვლევები ძალიან დიდ ეჭვს ბადებს იმისას, რომ გიზას პირამიდები აშენდა დიდი ხნით უფრო ადრე, ვიდრე ხემეტში (ეგვიპტეში) წარმოიშობოდა ჩვენთვის ნაცნობი ეგვიპტური ცივილიზაცია. მაგალითად გიზას პირამიდებზე აშკარად არის დიდი წყალდიდობის კვალი. ამ დროს კი აღსანიშნავია, და მეცნიერული ფაქტია, რომ ეგვიპტეში არ მოსულა დიდი მასშტაბის წვიმა ძვ.წ. 5000 წლის შემდგომ.


მყარი ქვიშის ნალექი პირამიდების ძირში 14 ფუტს (დაახ. 4.3 მეტრს) აღწევს. პირამიდის დანალექებში ასევე აღმოჩენილია ზღვის ცხოველების განამარხებული ნაშთები, რომლებიც ნახშირბადული დათარიღების მიხედვით დაახლოებით 12, 000 წლის წინანდელია. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ნილოსი თითქმის ყოველწლიურად დიდდება ხოლმე, გიზას პირამიდები მისგან 5 მილის მოშორებით მდებარეობს და თანაც ამაღლებულ პლატოზე, რაც ნილოსის ადიდების შედეგად ამ ყველაფრის გაჩენას უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოს ხდის, გამორიცხავს კიდეც.


ძალიან საინტერესოა ისიც, რომ პირამიდებთან ახლომდებარე ცნობილ სფინქსის ქანდაკებაზეც დადასტურებულად აისახება არა მარტო ქარის, არამედ რაც მთავარია, წყლის ეროზია. ეს მეცნიერებს ძალიან გაუკვირდათ. წყლის ეროზია სფინქსზე პირველად გეოლოგმა, რობერტ შოხმა (Robert Schoch) აღმოაჩინა და შემდგომ გამოიკვლია. ეს კი იმითაა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომ სფინქსის ასაკს 10, 000 წლით უკან სწევს. აქ კი ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა, რომ ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველი იყოს, ვიდრე ამას სკოლის წიგნებში გვასწავლიდნენ?



გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებს




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0