x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ქართველური ტომები
ქართველური ტომები


ქართველური, იგივე პროტოქართული ან იბერო-კოლხური ტომების ჩამოყალიბება იყო ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი. 45 ათასი წლის წინ აფრიკიდან აზიის კონტინენტზე გადმოსული, კავკასოიდურ რასად ჩამოყალიბების გზაზე დამდგარი ჰომო საპიენსი, რომელიც თავიდან დღევანდელი პალესტინის, სირია-ლევანტის, მცირე აზიის ტერიტორიებზე მოსახლეობდა, დაახლოებით 450 საუკუნის წინ ორად გაიყო და ერთი ნაწილი დასავლეთ ევროპაში დასახლდა მცირე აზიის გავლით, ხოლო მეორე ნაწილმა სამხრეთ კავკასიაში დაიდო ბინა. ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბურად დასახლება ბევრად უფრო გვიან მოხდა ადამიანის მიერ. კავკასიაში, მცირე აზიასა და სირია-ლევანტში დასახლებულმა ამ პალეოლითურმა მოსახლეობამ, რომელიც ერთი მოდგმისანი იყვნენ, ჩვენს დროში მიიღო შემდეგი სამეცნიერო სახელი: "კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები" (CHG - Caucasian Hunter-gatherers). ეს ის ხალხი იყო, რომელთაც შემდგომში ჩამოაყალიბეს არა მხოლოდ იბერო-კავკასიელები, არამედ დიდი მონაწილეობა მიიღეს ინდო-ევროპელი ხალხების ფორმირებაში ჩრდილოეთში მიგრაციის შედეგად იამნაიას კულტურაში (მე-4 დიდი ტალღა). ამ ხალხმა როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს 10 კავკასიური პროტოცივილიზაცია. სწორედ იბერო-კავკასიელებში ჩამოყალიბდა ჰაპლოჯგუფები G, J და მათი ვარიაციები და შემდგომ გაიბნა მთელ მსოფლიოში. როგორც უკვე ვთქვით, კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა შემდგომში ჩამოაყალიბეს იბერო-კავკასიელები (ან უბრალოდ კავკასიელები, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესია გამოვიყენოთ ტერმინი იბერო-კავკასიელები, რომ არ აგვერიოს კავკასოიდურ რასაში, რომელიც ბევრად უფრო ფართო ცნებაა). ვინ არიან იბერო-კავკასიელები? ამ მოდგმა და ეს ტერმინი აერთიანებს ყველა იმ უძველეს და დღეს არსებულ ეთნოსს, რომელიც არის თეთრკანიანი (უფრო ზუსტად, კავკასოიდი, ანუ არ არის არც ნეგროიდი და არც მონღოლოიდი) და ამავე დროს არ შედის არც ინდო-ევროპელებში, არც აფრაზიელებში (სემიტები, დრავიდები, ქუშიტები, ჩადელები), და არც თურქულ-ალთაურ ხალხთა დიდ ოჯახებში. იბერო-კავკასიელებში შედიოდა ასობით ტომი პრეისტორიულ და ისტორიულ ხანაში, რომელთა ერთმანეთში და ასევე სხვა ხალხებში ასიმილაციის და გადასახლებათა შედეგად ჩამოყალიბდა დღევალდელი ძირძველი, აბორიგენი კავკასიელი ხალხები და მათი ენები, როგორიცაა:

1. იბერო-კოლხური ანუ ქართველური (ქართული, სვანური, ლაზური, მეგრული).

2. ნახურ-დაღესტნური (ჩეჩნური, ინგუშური, ბაცბური, ზუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები).


3. აფსუა-ადიღეური ანუ ჩერქეზული (აფსუები, ადიღეველები, უბიხები).


ქართველური ტომები


როგორც ტარიელ ფუტკარაძე წერს თავის ნაშრომში "ქართველები" (2005) ტერმინი ქართველური ტომები (ასევე ჩერქეზული, აფხაზურ-ადიღური, ვაინახური, ლეკური, დაღესტნური...) შეუძლებელია გამოვიყენოთ ძვ.წ. IV-III ათასწლეულების (ძვ.წ. მე-40-დან მე-20-ე საუკუნეების პერიოდი) კავკასიის და მცირე აზიის საზოგადოებრივი ჯგუფების აღსანიშნავად, როგორც ჩანს, ამ პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებობდა წინარექართველური (პროტო-ქართველური), პირობითად იბერო-კავკასიური მოსახლეობა, რომლის დივერგენციითა და სხვა ხალხებთან მეტ-ნაკლები კონვერგენციით ძვ.წ. II ათასწლეულში ჩამოიძერწნენ ჩრდიოკავკასიური ტომებიც და მაშინდელ კავკასიაში დომინანტური საერთოქართველური ეთნოსიც, რომელმაც შექმნა შთამბეჭდავი კოლხური კულტურა (ტ. ფუტკარაძე. 1999, გვ.11-13). შემდგომში მრავალრიცხოვანი ომებისა და მიგრაციის შედეგად, ეს ხალხიც დაიქსაქსა 40-ზე მეტ ქართველურ, იბერო-კოლხურ ტომად, ამ ტომთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ისევ შეიკრა იბერო-კოლხური ერთობა, წარმოიქმნა ერთიანი სახელმწიფო, რომელიც შემდგომ პერიოდებში დროდადრო ცალკეულ თემთა კუთხურ სამთავროებად იშლებოდა დამოუკიდებელ ფეოდალურ სახელმწიფოებად (სამეფოებად და სამთავროებად) და კვლავ ერთიანდებოდა. სულ ქართველურ ხალხთა სახელმწიფოებრიობის ისტორია 33 საუკუნეს ითვლის და ამ დროის განმავლობაში შექმნილი იყო 30-ზე მეტი ქართველური სახელმწიფო.



ქართველური ტომები (არასრული სია):


1. მაკრონები (მახელონები, მაკროკეფალები, მაკრისელები, მაკრალები)

2. მარები

3. ტიბარენები

4. მოსინიკები

5. ფაზიელები (ფასიელები, ფასიანები)

6. სანები (ზანები, ჭანები)

7. სანიგები (სანიხები, სანიკები)

8. ჰენიოხები

9. ბიძერები

10. ბექირები

11. ზიდრიტები (ძიდრიტები)

12. სედოხეზები

13. დრილები

14. კორაქსები

15. კოლები

16. ამარანტები

17. ეკექეირები (აკხირიელები)

18. აქაიები

19. აბაზგები

20. აფშილები (აფსილები)

21. ფთიროფაგები

22. მაკროპოგენები

23. ქაშქები (გაშგები, კაშკები, კაშკაშები, კაშკაიები, გასაგები, კაშკუები)

24. მანრალები

25. სკვითინები (შკვითინები, ჰეპტაკომიტები, ჰეპტაკომეტები)

26. ხალიბები (ხალდები)

27. ქუთები (კოიტები, კვიტები)

28. სუანოკოლხები (სვანოკოლხები)

29. ტაოხები (ტაოელები, დიაოხელები, დიაუხები, დაიანელები)

30. დვალები

31. სასპერები

32. გუგარები (გოგარები)

33. ლბინები

34. სუჯები

35. ჭილბები

36. წანარები

37. მუშქები (მეშეხები, მოსოხები, მოსხები, მესხები, მუშქაია, მუშქუ, მუშქი, მუს(ა)კაი

38. ტუსკები

39. მისიმიელები

40. თაბალები (თუბალები, თობელები)





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
7558
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
7558
  
2020, 19 დეკემბერი, 19:57
Proto-Geogian - Ibero-Colchian Tribes of Caucasus, Asia minor and Mesopotamia
▶ მაკრონები, მაკრისელები, მაკრალები (Macrones, Macrals, Macrisians)
▶ მახელონები (Machelones, Machelonoi)
▶ მაკროკეფალები (Macrocephals; Macrocephaloi)
▶ მარები (Marres, Marae)
▶ ტიბარენები (Tibareni)
▶ მოსინიკები (Mossynoeci)
▶ ფაზიელები, ფასიელები, ფასიანები (Phasians)
▶ სანები (Sanni, Sanns, Sannoi)
▶ ჭანები (Tzanni, Tzans, Tzanoi)
▶ ზანები (Zans)
▶ სანიგები, სანიხები, სანიკები (Sannigs, Sanigs, Sanigoi, Sanikoi)
▶ ბიძერები (Byzeres)
▶ ბექირები (Bechires, Becheiroi)
▶ ზიდრიტები, ძიდრიტები (Zidrites, Zydretae)
▶ სედოხეზები (Sedocheses)
▶ დრილები (Driles, Drilae)
▶ კორაქსები (Coraxes, Coraxi)
▶ კოლები (Colles)
▶ ამარანტები (Amarantes, Amarantoi)
▶ ეკექეირები ეკხირიელები (the inhabitants of Ekriktike,
Ekecheirs, Ekecheiroi)
▶ აქაიები (Achaes)
▶ აბაზგები (Abasci)
▶ აფშილები, აფსილები - (Apshiles, Apsiles, Apsilae)
▶ აფსარები (Apsars)
▶ ფთიროფაგები (Pthirophags, Ptiropags)
▶ მაკროპოგენები (Macropogens)
▶ მანრალები (Manrals)
▶ სკვითინები, შკვითინები, ჰეპტაკომიტები, ჰეპტაკომეტები (Scvittines, Shkvittines, Heptakomits, Heptakomets)
▶ ხალიბები (ხალდები (Chalybes, Chaldoi, Halizoni)
▶ ქუთები, კოიტები, კვიტები (Kuts, Kuttes, Koits, Kvits)
▶ სუანოკოლხები, სვანოკოლხები (Suanno-Colchians, Svano-Colchians)
▶ ტაოხები, ტაოელები, დიაოხელები, დიაუხები, დაიანელები - Daiaenians, Diauehians, Diauhs, Diaokhs, Taoians, Taokhoi.
▶ დვალები (Dvals)
▶ სასპერები, სპერები (Saspers, Sasperians, Sperians)
▶ გუგარები, გოგარები (Gugars, Gogars)
2020, 19 დეკემბერი, 19:57
▶ ლბინები (Lbinnes, Lbinnoi)
▶ სუჯები (Sujes, Sujoi)
▶ ჭილბები (Tschilbes, Tschilboi)
▶ წანარები (Tsanars, Canars Sanars, Tsanares, Canares, Sanares - Tsanaria, Canaria, Sanaria, Sanaryia)
▶ მუშქები, მეშეხები, მოსოხები, მოსხები, მესხები, მუშქაია, მუშქუ, მუშქი, მუს(ა)კაი - (Moschi, Mushki, Moskhoi, Meskhs)
▶ ტუსკები (Tusks)
▶ მისიმიელები (Misimians)
▶ თაბალები, თუბალები, თობელები (Tubals, Tuballes, Tabals, Taballes, Tobels, Tobelles)
▶ ხათები (Hattians)
▶ კარდუხები (Carduchs, Carduchoi)
▶ ქალდები, ჰალიძონები (Chalds, Khalds, Halidzones, Halizonnes, Halisonnes)
▶ ბერანები (Beranes, Berans)
▶ ჰენიოხები (Heniochi, Heniochs, Heniokhs)
▶ ჯიქები (Jiks, Jikes, Ziches, Zichs, Zikhes, Zikhs)
▶ საპირები (Saspires, Saspirs)
▶ კუხები Kukhs
▶ ქაშქები, გაშგები, კაშკები, კაშკაშები, კაშკაიები, გასაგები, კაშკუები (Kaskians, Kashkians, Kashkashs, Kashkaias, Gasags, Kashkuas)
▶ მელანქლაინები (Melanchlains, Melanchlainoi)
▶ ფსესები (Psesses, Phsesses)
▶ მატიენები, მატიანები (Matiens, Matienes, Matians, Matianes)
▶ ტორეტები (Torets, Torettes, Toretes)
▶ პაფლატონები (Paphlatones, Paphlatons)
▶ მარიანდინები (Mariandins, Mariandines)
▶ ბითვინები (Bitvins, Birtvines, Bituins, Bituines)
▶ ფილირები (Philirs, Philires, Pilirs, Pilires)
▶ სკოტინები (Scottins, Scottins)
▶ ძილქები (Dzilchs, Dsilchs, Dzilks, Dzilkes)
▶ კამარიტები (Kamarittes, Kamarits)
▶ კასპიები (Caspies)
▶ ბრუქები (Bruches, Bruks)
▶ აბეშლაელები (Abeshlaels, Abeshlians)
▶ ხუბუშქიელები (Khubushkians, Khubuschians)
▶ სინდონები (Sindons, Sindonnes, Sindones)
▶ კადუსები (Cadusii, Caduses)
▶ კომარეები (Comares, Comars, Komars, Komares)
▶ ჰირკანები (Hircanes, Hircans)
▶ ხვალინები (Khvalins, Khvalines)
▶ ჰიბერები (Hibers, Hiberes)
▶ ამაძონები, ამორძალები (Amazons) - semi-mythical.
▶ კისიანტები, კისიები (Cosiants, Cosiantes, Cisies, Cisses)
2020, 19 დეკემბერი, 19:57
▶ კორსიტები (Corsittes, Corsits)
▶ ფორისტები (Porsits, Porsites)
▶ რიმფაკები (Rimphacs, Pimpacs, Pimpaces)
▶ მურანები (Muranes, Murans)
▶ პისიდიელები (Pisidians)
▶ მიზიელები (Mizians, Missians, Misians, Misianes)
▶ მილიელები (Millians, Milians, Milianes)
▶ გეორგილები (Georgils, Georgilles)
▶ ვეგეტები (Vegets, Vegettes)
▶ ისავრიელები (Isaurians, Isaurianes)
▶ ტავრები (Taures)
▶ კავკასები (Caucases)
▶ სერები (Serres)
▶ სირაკები (Siraces)
▶ ნაპატები (Napates)
▶ ხარიმატები (Charimates)
▶ ფსესები (Psesses)
▶ ახეები (Achees)
▶ ზოგიერთი კაპადოკიელი ხალხი (some Ancient Cappadocians - probably Lazs, Zannes and Meskhs, Mushki).
▶ გუთიელები (Gutians)
▶ კასიტები (Kassites)
▶ ფილისტიმელები (Philistines)
▶ პროტო-ევფრატელები (Proto-Euphrateans)
▶ ელამელები Elamites
These peoples later formed modern Georgian tribes:
▶ კახელები (Kakhs, Kakhetians)
▶ ლაზები (Lazs, Lazes)
▶ მეგრელები (Megrels, Megrelians, Mingrelians, Egrians, Margals)
▶ სვანები (Svans, Suannes)
▶ გურულები (Gurians)
▶ აჭარლები (Adjarians)
▶ მესხები (Meskhs - Descendants of Mushki)
▶ ჯავახები (Javakhs, Javakhes)
▶ იმერხევლები (Imerkhevians)
▶ იმერლები (Imerians)
▶ ლეჩხუმელები, ლეჩხუმლები (Lechkhumians)
▶ რაჭველები (Rachvels, Rachians)
▶ ქართლელები (Kartlians)
▶ თუშები (Tushs, Tushes)
▶ მოხევეები (Khevians, Mokheves)
▶ ხევსურები (Khevsurs, Khevsures)
▶ ფშავლები (Pshavs, Phavels, Pshavians)
▶ მთიულები (Mtiuls, Mtiules)
Other Ibero-Caucasians of the West Asia and Caucasus
▶ ურარტუელები (Urartians) - some tribes were Proto-Georgian, for example Chaldeans, Khalds (They were Colchians, Lazs).
▶ ალბანელები, ალვანელები (Albanians, Alvanians - some tribes were Proto-Georgian, for example Hers and Kukhs)
▶ ხურიტები (Hurrians, Hurrites) - ancestors of Vainakhs
▶ მითანელები (Mittanians) - they were people of Hurrians.
▶ კერკეტები, კერკიტები, აპაიტები (Kerkets, Kerketes, Kerkits, Kerkites, Apaits, Apaites) - Ancestors of Circassians.
▶ შუმერები (Sumerians)
0 1 3