x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93722
  • ვიდეო:342184
  • სურათი:455934
მისიმიელები - სვანური ტომი

მისიმიელები - სვანური ტომი


მისიმიელები ერთ-ერთი სვანური ტომი იყო (გეორგიკა, 1936, გვ. 86, 161-162, 172, 347-348), რომელიც განსახლებული იყო დღევანდელი აფხაზეთის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე. ეს სახელწოდება შესაძლოა ყოფილიყო სვანთა თვითწოდების "მუშვანის" ბერძნული სახეცვლილი ფორმა. მისიმიელებს მოიხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები და აღნიშნავენ, რომ მისიმიელთა მიწა-წყალი აფსილების განსახლების ტერიტორიას თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა და აფსილთა ჩრდილოეთით მოსახლეობდნენ.


მისიმიელი - სვანი მეომარი. ავტ: გიორგი წიკლაური


აგათია სქოლასტიკოსის (ახ.წ. VI ს.) ცნობით მისიმიელები, ისევე, როგორც აფსილები იმ პერიოდში კოლხეთის, ესეიგი ლაზთა მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ კოლხურ ტომთაგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თავად აგათიაც აღნიშნავს, რომ მისიმიელები კოლხთა და აფსილთა ნათესავები იყვნენ. მისიმიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ახ.წ. VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
340
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0