x
მეტი
  • 27.05.2018
  • სტატია:77361
  • ვიდეო:330075
  • სურათი:433480
კავკასიური რასა - საიდან მომდინარეობს ტერმინი და როგორ ახასიათებენ მას?

კავკასიური რასა. კავკასოიდური რასა. ევროპოიდული რასა


ტერმინი "კავკასიური რასა" პირველად გამოიყენა კრისტოფერ მეინერსმა თავის წიგნში - "კაცობრიობის ისტორიის კონტურები", რომელიც გამოსცა 1785 წელს. მეინერსის ტერმინი განავრცო და გაავრცელა იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახმა - გერმანელმა პროფესორმა მედიცინის დარგში და ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრმა, რომელიც გახლდათ ანთროპოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ფუძემდებელი. მან მრავალწლიანი კვლევების შემდეგ დადო ამგვარი დასკვნა:


იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი


კავკასიური სახეობა - ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით კი ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას - ვგულისხმობ ქართველებს. და იმიტომ, რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზს მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ."



პეტრუს კამპერის სახის კუთხის ნახაზების მიხედვით ბლუმენბახმა და ანთროპოლოგმა ჟორჟ კიუვეიმ მოახდინეს რასების კლასიფიკაცია. მათ გამოიყენეს თავიანთი სანიმუშო თავის ქალების კოლექციის ანთროპომეტრული თავისებურებანი და ნიშანთვისებები.კავკასიური რასის წარმომადგენლების მახასიათებელ თვისებებად აღიარებული იქნა შემდეგი:

ვიწრო ცხვირი, მცირე ზომის პირი, 100 - 90 გრადუსიანი სახის კუთხე.

შემდგომში, მე-19, მე-20 საუკუნეების ანთროპოლოგებმა (პეშელი, ბროკა და სხვ.) მიიღეს გადაწყვეტილება ამ მორფოლოგიური ნიშნებისთვის დაემატებინათ შემდეგი ნიშნები: წარბების გამოკვეთილი ქედი და ცხვირის ბასრი რაფა.

მე-20 საუკუნის ანთროპოლოგიაში ტერმინი "კავკასიური რასა" ჩაანაცვლა "კავკასოიდურმა რასამ", რისი მიზეზიც პირველის შეუხამებლობა და მოძველებულობა იყო.

კავკასოიდური თავის ქალას დამახასიათებელი ნაკვთები თანამედროვე ანთროპოლოგიაში აღიარებულია, როგორც მკვეთრად განსხვავებული ნეგროიდული და მონღოლოიდური რასების თავის ქალებისგან. თავის ქალა კავკასოიდურად მიიჩნევა მაშინ, თუკი მას აქვს ამ ნიშნების 95% მაინც. ესენია:

ორთოგრაფიული პროფილი - ქვედა ყბა რაც შეიძლება ნორმალურად ან სულაც არ უნდა იყოს გამოწეული.

შეწეული ყვრიმალის ძვლები

ცხვირის ვიწრო აპარატი

კავკასოიდების ხვა ფიზიკური მახასიათებლები მოიცავს თმის ტექსტურას, რომელიც მერყეობს სწორიდან დახვეულ (ხუჭუჭ) თმამდე.

კანის ფერი მოიცავს ვრცელ დიაპაზონს, რომელშიც შედის: ღია თეთრი ფერის, მოვარდისფრო, მოყავსიფრო, და მუქი ყავისფერი კანის ტონები.

კავკასიური რასა ანუ კავკასოიდური რასა, ზოგჯერ წოდებული, როგორც ევროპული ან ევროპოიდული რასა ზოგიერთ ანთროპოლოგიაში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია მხოლოდ ნორდიული ქვეტიპის ადამიანები, რომელთაც ცისფერი თვალები, თეთრი კანი და ქერა თმა აქვს, თუმცა ეს მეცნიერული შეცდომაა. კავკასოიდური ანუ ევროპოიდული რასის წარმომადგენლები არიან ყველანი, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექსტში ზემოთჩამოთვლილ თვისებებს. ისტორიულად კავკასოიდთა განსახლების არეალი ძალიან დიდია. ისინი წარმოადგენენ მთელი ევროპის უძველესი და დღევანდელი მოსახლეობის ჩრდილო-დასავლეთი ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ ევროპის, მცირე აზიის, ახლო და შუა აღმოსავლეთის (არაბული სახელმწიფოები, მაშრიყ-მაღრიბი, ირანი), აფრიკის რქის, პაკისტანის და თითქმის მთელი ინდოეთის აბორიგენულ ანუ ადგილობრივ, ისტორიულ მოსახლეობას, თუმცა დრავიდების შემთხვევაში მაინც გადაუწყვეტელია მიიჩნიონ თუ არა ისინი კავკასოიდებად. რაც შეეხება შუა აზიას, სადაც ახლა ყაზახეთია, აქაური მოსახლეობა სრულიად კავკასოიდური, კერძოდ კი არიული იყო მთელი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ ამ ყოველივეს ბოლო მოეღო, როდესაც მოხდა დიდი მონღოლური დაპყრობები მე-13 საუკუნიდან ჩინგიზ ხანიდან მოყოლებული, რამაც გამოიწვია მოსახლეობაში მონღოლური ელემენტის გაჩენა და დღევანდელი ყაზახების დიდი რაოდენობა ან სრულად მონღოლოიდია ან შერეული - რამაც წარმოშვა ახალი კავკასოიდური ქვერასა - თურანიდული.


კავკასიური რასა. კავკასოიდური რასა. კავკასიური რასის ქვეტიპები


კავკასოიდური რასა იყოფა სამ მთავარ ქვერასად:

1) არიელები - შედის ინდოევროპული, ბასკური და იბერო-კავკასიური ენები.

2) სემიტები - სემიტური ენები (ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობა, აზიელი არაბები, ებრაელები)

3) ქამიტები - ქამიტური, ესეიგი ბერბერულ-ქუშიტურ-ეგვიპტური ენები.


კავკასოიდური მთავარი რასის ეს სამი ქვერასა: არიელები, სემიტები და ქამიტები კიდევ თავის მხრივ იყოფა 14 ქვერასად. ესენია:

1) იბერიული რასა - ხმელთაშუაზღვისპირული ანუ მედიტერიანული ან მედიტერანული ქვერასა

2) ატლანტიდური

3) ნორდიული

4) აღმოსავლეთ ბალტიური

5) ალპური

6) დინარული

7) თურანიდული

8) არმენოიდული

9) ირანიდული

10) ბედუინური

11) ქუში

12) მიზრაიმი

13) ფუტი

14) ქანაანი


არიელები არიან პროტოინდო-ევროპელი ხალხები და მათი შთამომავლები დღევანდელი ინდო-ევროპელი ერები რომელთა რაოდენობაც ძალიან დიდია და მოდებულნი არიან მთელ ევრაზიას და კოლონიზაციის პერიოდის შემდგომ, რაც აღმოჩენილ იქნა ახალი კონტინენტები მთელ სამხრეთ და ჩრდილო ამერიკას და ავსტრალიას, ასევე სამხრეთ აფრიკას. ისინი ყველანი საუბრობენ ინდო-ევროპულ ენებზე, სხვანაირად ინდო-გერმანულ (რაც უკვე მოძველებული ტერმინია) ან ინდო-არიულ ენებზე. არიელები ზოგჯერ შეცდომით მხოლოდ ნორდიული ანუ ჩრდილოური რასის წარმომადგენლები ჰგონიათ, მაგრამ ეს ფაქტობრივი შეცდომაა. სინამდვილეში, მეცნიერულად, ანთროპოლოგიურად არიელია ყველა ინდო-ევროპელი, რომლის მშობლიური ენა არის ინდო-ევროპული ენებიდან რომელიმე და რომელიც ასევე ჯდება ზემოთ აღწერილ კავკასოიდური რასის ფიზიკურ მახასიათებლებში. არიელები იყოფიან შემდეგ ქვერასებად:

1. იბერიული რასა - ხმელთაშუაზღვიელები ანუ მედიტერანები

2. ატლანტიდური (გარდამავალი იბერიელსა ჩრდილოელს შორის)

3. ნორდიული (ჩრდილოური)

4. აღმოსავლეთ ბალტიური

5. ალპური

6. დინარული


არიული რასები


იბერიული რასა. მედიტერანული რასა. ხმელთაშუაზღვიური რასა


იბერიული რასა. მედიტერანული რასა. ხმელთაშუაზღვიური რასა


ატლანტიდური რასა


ნორდიული რასა,  ჩრდილოური რასა


აღმოსავლეთ ბალტიური ქვერასა


ალპური ქვერასა


დინარული ქვერასა


სემიტები ანუ სემიტი ხალხები ანუ აქადების შთამომავლები. სემიტი არის ტერმინი, რომელიც ისტორიის განმავლობაში გამოიყენებოდა სემიტური კულტურის მქონე და სემიტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების აღსანიშნავად, (რომლებიც ამავე დროს იყვნენ ფიზიკური მახასიათებლებითაც კავკასოიდები) მისი რასობრივი და ეთნოლინგვისტური გამოყენება ამჟამად უკვე მოძველებულია (კონტრასტში ქამიტები და იაფეტიდები). სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიური სემის სახელიდან, თუმცა რეალურად აქადების შთამომავლები არიან. აქადების, რომელნიც ძვ.წ. 30-ე საუკუნეში მოვიდნენ მესოპოტამიის ტერიტორიებზე - შუმერში. 8 საუკუნე დასჭირდათ, რომ მოეხდინათ სრული ასიმილაცია შუმერებთან და ძვ.წ. 22-ე საუკუნიდან მათი კულტურის გამგრძელებლებად მოგვევლინენ. შემდგომ ჩამოაყალიბეს სხვადასხვა არაბულენოვანი ხალხები და ებრაელები. სემიტები იყოფიან შემდეგ ქვერასებად:

1. თურანიდული

2. არმენოიდული

3. ირანიდული

4. არაბიდული (ბედუინური)


თურანიდული ქვერასა


არმენოიდური თავის ქალა


არმენოიდული რასა


ირანიდული ქვერასა


ირანიდული ქვერასა


არაბული ანუ ბედუინური ქვერასა


ქამიტები - დღეისთვის მოძველებული ტერმინი, რომელიც ლინგვისტიკასა და აფრიკანისტიკაში გამოიყენებოდა ხალხების აღსანიშნავად, რომლნიც საუბრობენ "ქამიტურ ენებზე" (თანამედროვე აფრაზიული ენები). სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიის მიხედვით ნოეს სამი შვილიდან ერთ-ერთის - ქამის (ჰამის) სახელიდან. დაბადების მე-9 თავის ბიბლიური ლეგენდის მიხედვით ერთხელ როდესაც ნოე ღვინით დათვრა, სრულიად შიშველს ჩათვლიმა თავის კარავში. მისმა შვილმა ქამმა იხილა რა მამის სიშიშვლე გაიქცა და თავის ძმებს დაუძახა ამ ამბის საამბობად. სემმა და იაფეტმა კი მოიტანეს ტანისამოსი და მიაფარეს ნოეს მხრებზე და ზურგზე და ამით დაფარეს მამის სიშიშვლე. თუმცა, ისე რომ არ დაუნახავთ იგი, თავები მიბრუნებული ჰქონდათ. უპატივცემულობის გამო გაღვიძებულმა და გამოფხიზლებულმა ნოემ დაწყევლა საკუთარი შვილი - ქამი და მისი შთამომავლობა. აქვე დაიწყევლა რომ მომავალში ისინი სემისა და იაფეტის შთამომავალთა მონებად იქცეოდნენ.

ერთ-ერთი ქრისტიანული აპოკრიფული წიგნის - "იუბილეების წიგნის" მიხედვით ქამიტების თავდაპირველი სამოსახლოები მდებარეობდა გიგონას გაღმა. ედემის ბაღისგან მარჯვნივ და იქიდან სამხრეთისკენ.

წარმოდგენა ქამისა და მისი შთამოვალების შესახებ პირველად ჩაიწერა ბიბიური ლეგენდების მიხედვით ქრონიკებსა და ტრაქტატებში. შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ქამიტები ცხოვრობდნენ ქანაანის სამხრეთშიც, რაც კარგად აისახა ამ ეპოქის რუკებზეც. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპელებს აფრიკელები (როგორც ჩრდილო აფრიკელი კავკასოიდები, ასევე ნეგროიდებიც) ქამის შთამომავლებად მიაჩნდათ ქამის წყევლა და გამოგონილი პერსონაჟის - ნოეს კრულვა, რომ ქამის შთამომავლები იაფეტისა და სემის შთამომავალთა მონები იქნებოდნენ, გამოყენებულ იქნა ევროპელთა მიერ აფრიკელთა დამონებისა და ჩაგვრის ერთ-ერთ იდეოლოგიურ გამართლებად.

ქამიტები იყოფიან შემდეგ ქვერასებად:

1. ქუში (ეთიოპიელები, ქუშიტები იგივე ყუშიტები, ჰიმიარიტები და საბეელები)

2. მიზრაიმი (კოპტები - ძველი ეგვიპტელების დღემდე შემორჩენილი შთამომავლები)

3. ფუტი (ბერბერები)

4. ქანაანი (ქანაანი (პალესტინის ებრაელებამდელი მოსახლეობა)


ქუში,  ქუშიტი,  ყუშიტი


მიზრაიმი,  კოპტი,  კოპტები


ბერბერი. ბერბერები. ბერბერული ქვერასა.



ქანაანური ქვერასა


კავკასოიდური რასის ერთ-ერთი უძველესი ნაპოვნი ნამარხი ნაპოვნია სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის, ვორონეჟის ოლქში - კოსტენსკი-ბორჩევოში. ეს ადამიანი ცხოვრობდა 37, 000 წლის წინ ანუ ძვ.წ. 350-ე საუკუნეში სწორედ ამ ტერიტორიებზე, რომელსაც ჰქვია კოსტენსკი 14 ან მარკინა გორა. დნმ -ის კვლევებმა და მისმა გაშიფრვამ დაადასტურა, რომ ამ ადამიანებს თანამედროვე ევროპელთა ანალოგიური გენეტიკა გააჩნდათ და იყვნენ ჩვენი ერთ-ერთი წინაპრები. თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ თანამედროვე ევროპელებზე უფრო მუქი კანი ჰქონდათ და ასევე მეტი შემცველობით ერიათ ნეანდერტალელთა გენეტიკა, რომელიც 45, 000 წლის წინ მომხდარი მათთან საკმაოდ დიდი შერევით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია რომ პირველი კავკასოიდური რასის წარმომადგენელი ადამიანები იყვნენ 45, 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები, რომელთაც უწოდეს კრო-მაგნონი. კრო-მაგნონები იყვნენ უკვე რასობრივად კავკასოიდები 45, 000 წლის წინ ანუ ძვწ. 430-ე საუკუნიდან. წერს უილიამ ჰოვარსი თავის 1997 წლის ნაშრომში, რომელშიც გამოქვეყნებულია მის მიერ გამოკვლეული და გაზომილი კრო-მაგნონების თავის ქალები. შემდგომი კვლევებით კი ირკვევა რომ კრო-მაგნონებს დღევანდელ კავკასოიდებზე უფრო დიდი თავიც კი ჰქონდათ და დიდი ტვინის მოცულობა. ისინი შედარებით მუქკანიანებიც იყვნენ. ახლანდელ ჩრდილო ევროპელთა "ნორდიულობა" (თითქმის უპიგმენტო თეთრკანიანობა) მხოლოდ გვიანდელი მოვლენაა. ჩრდილოეთ ევროპის პოპულაცია დაახლოებით 12, 000 წლის წინ იწყებს იმგვარად გათეთრებას, როგორებიც დღეს არიან ანუ სწორედ ძვ.წ. მე-100 საუკუნიდან ყალიბდება კავკასოიდური რასის ნორდიული ქვერასა, იქამდე კი ისინიც შედარებით მუქკანიანები იყვნენ, როგორც მაგალითად დღევანდელი სამხრეთ ევროპელი იბერიელები ანუ მედიტერანები.


კრო-მაგნონის თავის ქალა



რუკაზე მწვანედ აღნიშნულია კავკასიური ხალხების ისტორიული განსახლების არეალები.

ლურჯად - მონღოლოიდების.

ყვითლად - ნეგროიდების

ვარდისფრად - კაპოიდური რასის

და წითლად - ავსტრალოიდების მიწები.


რასების განსახლების რუკა





ავტორი: თორნიკე ფხალაძე

2
635
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
635
  
20 თებერვალი, 21:20
დიდი მადლობა
12 თებერვალი, 0:04
ძააალიან საინტერესო იყო. ბრავოოოო...კარგი ნამუშევარია.
0 1 2