x
მეტი
  • 18.10.2017
  • სტატია:70089
  • ვიდეო:322885
  • სურათი:424187

ხშირად დასმული კითხვები


1. როგორ ხდება ავტორების რეიტინგის გამოთვლა?
ავტორთა რეიტინგის დადგენა ხდება სამომხმარებლო შეთანხმების 8 პუნქტის შესაბამისად. ძირითადი პრინციპი კი შემდეგშია: ავტორების სტატუსები განისაზღვრება რეიტინგის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია:
1. ავტორის აქტივობაზე, რაც გამოიხატება მასალების გამოქვეყნებაში.
2. ავტორის მიერ გამოქვეყნებული მასალების პოპულარობზე.
3. მასალების ხარისხზე (მასალებს აფასებენ მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლები)
4. წესების ზედმიწევნით დაცვაზე.
5. სხვა მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის სამართლიანად და კვალიფიციურად გამოვლენაზე.
და ა.შ. ყველა ამ კრიტერიუმს თანაბარი წონა აქვს და გამოთვლების შედეგად ყეველდღიურად ხდება რეიტინგების განსაზღვრა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული კრიტერიუმები, რაც დაგეხმარებათ მაქსიმალური შემოსავლის მიღებაში.

2. რატომ დამაკლდა რეიტინგი?
ავტორთა რეიტინგის გადათვლა ხდება ყოველ დღე ხელახლა.
ავტორის რეიტინგი არ ითვლება ქულათა დაგროვების პრინციპით ისე, რომ ის მუდმივად მატულობდეს და ერთხელ მიღწეული რეიტინგი არ ნიშნავს, რომ ის აღარასდროს დაიკლებს, სამომხმარებლო შეთანხმების 8 პუნქტის მიხედვით ავტორის რეიტინგში აისახება მისი მასალების პოპულარობა, ხარისხი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები საიტზე, ეს კი დინამიური პროცესია სადაც კონკურენციის საფუძველზე ხდება სტატუსების გადანაწილება. რეიტინგის გაზრდის რეცეპტი კი მარტივია ყურადღებით გაეცანით სამომხმარებლო შეთანხმებას, მის 8-ე პუნქტს, გამოაქვეყნეთ მეტი ხარისხიანი, საინტერესო მასალა და იაქტიურეთ მასალების ობიექტურად შეფასებებში.

3. უსამართლოდ მისაჩივრებენ მასალებს.
ჩვენი სისტემა საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც მობილურით აქვს გააქტიურებული ანგარიში, გაასაჩივროს სხვა ავტორის მასალა და ის მასალა ავტომატურად შეჩერდება. თუ თქვენი მასალა დაიბლოკა აუცილებლად ყურადღებით გაეცანით სამომხმარებლო შეთანხმების იმ პუნქტს, რომელიც მითითებულია თქვენს მასალაზე და თუ დარწმუნებული ხართ, რომ უსამართლოდ დაგიბლოკეს გაასაჩივრეთ, შეგიძლიათ მიგვითითოთ, რატომ არ იყო დასაბლოკი და თუ თქვენ მართალი აღმოჩნდებით, შეზღუდვა მოგეხსნებათ ხოლო იმ ავტორს, რომელმაც უსამართლოდ გაასაჩივრა ხუთმაგი ვადით შეიზღუდება საიტით სარგებლობის საშუალება.

4. რა შემთხვევაში გაიცემა ჰონორარი?
Intermedia.ge ამ პროექტის ერთ ერთ მთავარი იდეა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გამოაქვეყნოს მასალები და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღოს შემოსავალი და ეს პრინციპი არ შეიცვლება სანამ ეს პროექტი იარსებებს, რაც შეეხება კრიტერიუმებს: პროექტის განვითარების მიზნით სხვა და სხვა ეტაპზე ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და კრიტერიუმები მუდმივად იხვეწება, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთავარი კრიტერიუმი არის მასალების ხარისხი.
5. თანხა შესაბამისად არ მერიცხება
ანაზღაურება ხდება ზუსტად სამომხმარებლო შეთანხმებაში მოცემული წესების მიხედვით და ამ მხრივ საიტზე ხარვეზი არ არსებობს, ყურადღებით გაეცანით ანაზღაურების წესს, სავარაუდოდ თქვენ არ ითვალისწინებთ რომელიმე მონაცემს, რის საფუძველზეც ხდება თანხის გამოთვლა მაგ:
თქვენი რეიტინგი ახლა ან იმ მომენტში როდესაც მასალას დამატებული აქვს თანხა.
მასალის შეფასებები, ხომ არ არის უარყოფითი შეფასება 2 ჯერ მეტი დადებითზე, ამ შემთხვევაში თანხა არ ირიცხება. სტატიის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ასოების რაოდენობას და არ ითვლება სასვენი ნიშნები.

6. შეიძლება თუ არა მომხმარებლის სახელის შეცვლა?
მომხმარებლის სახელის „ნიკი“ ს შეცვლა არ შეიძლება.

7. რა კრიტერიუმებით გამოდის მასალა პირველ გვერდზე?
მთავარ გვერდზე დღის და კვირის პოპულარულ მასალებში მოხვედრა ხდება მასალის ავტორის და კატეგორიის პოპულარობის გათვალისწინებით.

8. მოთხოვნის შემდეგ რამდენ ხანში ჩამერიცხება თანხა?
მოთხოვნილი თანხის გადარიცხვა მოხდება თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში, ხუთი დღის განმავლობაში.

9. თქვენს საიტზე დევს ჩემი საიტიდან დაკოპირებული მასალა
საავტორო უფლებების დაცვა ჩვენს საიტზე არის მაქსიმალურად დაცული და პროცედურა მისი რეალიზაციის არის მარტივი: დარეგისტრირდით საიტზე და გაასაჩივრეთ მასალა, რომელიც არღვევს თქვენს საავტორო უფლებას მიუთითეთ თქვენ საიტზე შესაბამისი ლინკი და მასალა ავტომატურად დაიბლოკება, ხოლო ავტორის მიმართ გატარდება ადმინისტრაციული სანქციები.

10. თუ შეიძლება ფილმის დადება?
საიტზე მხატვრული ფილმების დადება სასტიკად კრძალულია, თუ ამ ფილმზე საავტორო უფლება თქვენ არ გეკუთვნით.

11. შეიძლება თუ არა საკუთარი მასალების შეფასება?
საკუთარი მასალის შეფასება ნებადართულია

თუ გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ მოგვწეროთ საკონტაქტო მისამართზე:
info@intermedia.ge