x
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141

სამომხმარებლო შეთანხმება და საიტით სარგებლობის წესები.

  1. ძირითადი პრინციპები
  2. 1.1 აღნიშნული წესები არეგულირებს ურთიერთობას ერთის მხრივ, Intermedia.ge-ს და მეორეს მხრივ, რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის.
    1.2 Intermedia.ge-ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წესები.
    1.3 ცვლილებები განთავსდება მისამართზე - https://intermedia.ge/terms/ და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
    1.4 Intermedia.ge არ იღებს პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული მასალების დაკარგვასა და დაზიანებაზე.
    1.5 საიტზე გამოქვეყნებული მასალები გამოხატავენ მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და Intermedia.ge-ის ადმინისტრაცია არაა პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც ამ მასალებით შეიძლება მიადგეთ მესამე პირებს.
    1.6 რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია (სახელი და გვარი, ელ-ფოსტა, IP მისამართი) წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და Intermedia.ge იღებს ვალდებულებას არ გადასცეს ის მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობითა და საერაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევები. შესაბამისი სტუქტურების მხრიდან წარმოდგენილი კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, მათ Intermedia.ge-ის ადმინისტრაცია კონფიდენციალურ ინფორმაციას მომხარებელის შესახებ გადასცემს მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნისა და მისი თანხმობის გარეშე.
  3. რეგისტრირებული მომხმარებლების უფლებები
  4. 2.1 ვიდეო, ფოტო და ტექსტური მასალის გამოქვეყნება ამ წესებით განსაზღვრული პირობებით.
    2.2 სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მასალების შეფასება.
    2.3 კომენტარების გაკეთება გამოქვეყნებულ მასალებზე.
    2.4 პირადი მიმოწერა საიტის მომხმარებლებთან.
    2.5 სხვა მომხმარებლებთან დამეგობრება.
    2.6 სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მასალების გამოწერა.
    2.7 პუნქტი ეხება ავტორებს, რომლებიც იღებენ ჰონორარს
    2.8 თავის მიერვე გამოქვეყნებული მასალების წაშლა.
    2.9 სხვა მომხმარებლების მიერ წესების დარღვევის გასაჩივრება.
    2.10 მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი ანგარიშის გაუქმება, ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში წაიშლება მხოლოდ მის მიერ გამოქვეყნებული მასალები.
  5. რეგისტრაციის პირობები
  6. 3.1 აკრძალულია მომხმარებლის სახელში უხამსი / უცენზურო, ასევე ისეთი შინაარსის სიტყვების გამოყენება, რომელიც შეიცავს ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სოციალური ნიშნით.
    3.2 აკრძალულია საკუთარი თავის Intermedia.ge-ს თანამშრომლად, სხვა პირად თუ ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელის დარეგისტრირება, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს სხვა მომხმარებლები (მაგ.: ცნობილი და საჯარო ფიგურების სახელები, ორგანიზაციის დასახელებები, ადმინისტრატორი, მოდერატორი, მედიატორი და ა.შ. იკრძალება არხის ფონზე ან პროფილის სურათზე ისეთი გამოსახულების განთავსება, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები.)
    3.3 რეგისტრაციისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის მითითება.
    3.4 აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა ან გამოყენება
    3.5 თუ მომხმარებლმა ანგარიში არ გამოიყენა 6 თვის განმავლობაში და არ აქვს გამოქვეყნებული მასალები, ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს ანგარიში.
    Intermedia.ge-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ამ მუხლში მოცემული წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი.
  7. აკრძალული შინაარსის მქონე მასალები და კომენტარები
  8. 4.1 ძალადობისკენ მოწოდება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.2 რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.3 დამთრგუნველი და შემზარავი ეფექტის მქონე მასალების გამოქვეყნება, როგორიცაა ადამიანის სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა სცენები (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.4 ცხოველთა წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა სცენები (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.5 პორნოგრაფია, სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენები სასქესო ორგანოების ან სქესობრივი აქტის ახლო ხედით ჩვენებით. (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა სამუდამოდ).
    4.6 ეროტიული სცენები და გამოსახულებები, სიშიშვლე ცალსახად ეროტიულ კონტექსტში (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 დღით).
    4.7 მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლება და პროპაგანდა, მაგალითად როგორიცაა: კიბერდანაშაული, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება/გავრცელება/შეძენა/მოხმარება/პროპაგანდა, ადამიანის ნების დამორჩილების მეთოდიკა და ა.შ. (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.8 კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდა (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.9 ადამიანის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.10 მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 დღიდან ანგარიშის გაუქმებამდე).
    4.11 უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნებულ მასალებში (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 დღიდან ანგარიშის გაუქმებამდე)
    4.12 სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.13 პირის საკონტაქტო ინფორმაციის (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის მონაცემები და ა.შ.), სოციალურ ქსელებში არა საჯაროდ (მხოლოდ მეგობრებისათვის) განთავსებული პირადი ფოტო, ვიდეო მასალის ან მიმოწერის უნებართვოდ გავრცელება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით).
    4.14 საავტორო უფლებების დარღვევა - სხვისი სტატიის გამოქვეყნება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 24 საათით, სტატიის გამოქვეყნების შეზღუდვა 1 კვირით, სტატიის გამოქვეყნების დღიური ლიმიტის შემცირება 2–ით), intermedia.ge–ზე არსებული ვიდეოს, სურათის ან სტატიის შეგნებულად ხელმეორედ გამოქვეყნება (სანქცია: პირველ შემთხვევაში საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირა, განმეორების შემთხვევაში – ანგარიშის გაუქმება). ამასთანავე, ვისიმე საავტოროს უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა და შესაძლო ზარალის ანაზღაურება/კომპენსაციის გაცემა მთლიანად და უპირობოდ ეკისრება მასალის გამომქვეყნებელ პირს.
    4.15 აკრძალულია ისეთი ხასიათის მასალების / კომენტარების / ბმულების განთავსება, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქციისგაყიდვა/პოპულარიზაცია, მომსახურების, პოლიტიკური პარტიების რეკლამირება და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემსახურებარომელიმე ორგანიზაციის ინტერესებს. (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 კვირით)
    4.16 აკრძალულია აზრს მოკლებული, უშინაარსო, უსარგებლო და უინტერესო მასალების / კომენტარების (მათ შორის კომენტარები, რომლებიც არ არიან მასალასთან კავშირში ან არის პირადი ხასიათის საუბარი ორ ან მეტ მომხმარებელს შორის) გამოქვეყნება. მათ შორის მასალის არასწორი ფორმატი (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 დღით).
    4.17 აკრძალულია მასალის არასამართლიანად გასაჩივრება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა დარღვევის შესბამისი შეზღუდვის ხუთმაგი ვადით).
    4.18 აკრძალულია სამართლიანად დაბლოკილი მასალის გასაჩივრება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა დარღვევის შესბამისი შეზღუდვის ვადით).
    4.19 ავტორის მიერ უცენზურო ლექსიკის, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მასალებში, კომენტარებში ან წერილებში (სანქცია: 1 კვირიდან (უტაქტო,ან ცინიკურ მიმართვაზე სხვა ავტორის მიმართ) ანგარიშის გაუქმებამდე (აგრესიულ, უცენზურო, მუქარის შემცველ, მიზან მიმართულად პროვოკაციულ და ა.შ. მიმართვაზე გაფრთხილების გარეშე მოხდება ანგარიშის გაუქმება) იგივე სანქციები გავრცელდება მომხმარებელზე, რომელიც მხარს აუბავს მსგავს ქმედებას.
    არაკორექტული, აგრესიული ან შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი კომენტარებით შემოსული საჩივრები არ განიხილება, გარდა ამისა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მომხმარებლის მიმართ გამოყენებული იყოს 4.19 ან 4.21 პუნქტებით გათვალისწინებული სანქცია.
    4.20 აკრძალულია ადმინისტრაციის მიერ მომხმარებელთა სანქცირებასა ან მასალების შეჩერებაზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების, საჯაროდ გამოქვეყნებულ მასალებში და კომენტარებში განხილვა. (სანქცია: 1–დან 7 დღემდე)
    4.21 სამომხმარებლო შეთანხმების და საიტით სარგებლობის წესების მრავლობითი ან მძიმე დარღვევების შემთხვევაში მომხმარებელს გაუუქმდება ანგარიში და წაიშლება მის მიერ გამოქვეყნებული მასალები.
    4.22 მომხმარებლის შიდა გვერდზე: http://intermedia.ge/ჩემი გვერდი/ არსებული ინფორმაციები, რომლების შეეხება პირად მიმოწერას და შეტყობინებებს, მეგობრების სიას და მათ აქტივობას, გამოწერილ ავტორებს, ანაზღაურებას და მის ისტორიას, არის კონფიდენციალური და მათი გამოქვეყნება აკრძალულია.
    აკრძალული მასალები და კომენტარები წაიშლება გაფრთხილების გარეშე, ხოლო დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე მომხმარებლის ანგარიში დროებით შეჩერდება ან გაუქმდება.
    აკრძალული მასალების გამოქვეყნებაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და მესამე პირების წინაშე ეკისრება ავტორს.
  9. მოთხოვნები დაშვებული შინაარსის მქონე საჯარო მასალების მიმართ
  10. 5.1 გამოქვეყნებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქართული მართლწერის ნორმებს. მიუღებელია მასალების გამოქვეყნება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სინტაქსური შეცდომებით, ბარბარიზმებით და ჟარგონებით თუ მას არ მოითხოვს კონტექსტი. წესების დარღვევად ჩაითვლება მასალის სათაურში დაშვებული თუნდაც ერთი შეცდომა, ხოლო ტექსტში და აღწერაში ასეთი შეცდომების საგრძნობი რაოდენობა (მცირე ზომის 300 დან 800 სიმბოლომდე სტატიაში 2 ან 3 ზე მეტი, უფრო დიდ სტატიაში კი შესაბამისად 5 და მეტი) (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 2 საათით). მართლწერის ნორმების დარღვევის მაგალითებია:
    • ძაან სწრაფათ მღერის
    • ძაჭლს ჭყალში მასაჟს უკეთებენ
    • 6 მენტმა კაცი მოკლეს ცემით ქუცაში
    • აი როგორ უნდა მანქნის გატაცება
    • რა ხდება როდესაც ჭიგნების მაღაზია დაკეტილია
    • ეს უნდა ნახოტ გავიგუდე სიცილიტ
    5.2 გამოქვეყნებული მასალის სათაური უნდა იყოს ინფორმატიული და შეესაბამებოდეს გამოქვეყნებული მასალის შინაარსს.
    (მუსიკალური ვიდეო რგოლის სათაურში, მის დასაწყისში, აუცილებლად უნდა ეწეროს შემსრულებლის და მუსიკის სახელი. ფილმის თრეილერის ან ეპიზოდის შემთხვევაში – ფილმის სახელი).
    მიუღებელია მასალების გამოქვეყნება არაინფორმატიული სათაურებით (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 2 საათით), მაგალითად როგორიცაა:
    • ჰოჰო ეს ნახეთ
    • გავიხიე სიცილით მაგარიაააა
    • მაგარი პრიკოლიაა ძააან
    • ნახეთ რა მაგარია
    • ძაან მაგარი ვიდეოა
    • ეს აუცილებლად უნდა ნახოთ.
    • ყველამ ნახეთ, გესიამოვნებათ
    • მაგარი სიმღერაა, ასეთი არასდროს მოგისმენიათ
    • რიანას ახალი კლიპი
    • უმაგრესი ქართული სიმღერა
    • ყველაზე მაგარი ფილმი
    5.3 აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 2 საათით)..
    5.4 მასალის სათაური უნდა შეესაბამებოდეს მასალის შინაარსს. აკრძალულია ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდება, რამაც მომხმარებელი შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში. მაგალითად, წარსულში მომხდარი მოვლენის ახალ ამბად წარმოჩენა, კონკრეტული პერსონის ან ორგანიზაციის პოზიციის არამართებული განზოგადება ინტერესთა ჯგუფების, სოციალური ფენების, ერების, სახელმწიფოების და ა.შ. დონეზე (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 8 საათით).
    5.5 აკრძალულია მასალის სათაურებში და სტატიის ტექსტში ქართული ენის გარდა სხვა ენების გამოყენება(სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 1 საათით).
    • :DD
    • :)))
    • lamazi videoa, naxet
    დასაშვებია შემდეგი გამონაკლისები:
    • უცხოური წყაროს ციტირება
    • კომპანიის დასახელება
    • ბრენდის დასახელება
    • პროდუქტის დასახელება
    • სახელები და გვარები
    • სათაურები (სიმღერის, ფილმის და ა.შ.)
    • ვებ-გვერდის მისამართები
    • სხვა მსგავსი შემთხვევები
    5.6 მოქმედი წესების 4.14 პუნქტი კრძალავს საავტორო უფლებების დარღევვას, მაგრამ
    • დუბლიკატად არ ჩაითვლება უკვე არსებულ მასალაზე მნიშვნელოვნად უკეთესი ხარისხის ანალოგის გამოქვეყნება.
    • დუბლიკატად არ ჩაითვლება ერთის მხრივ მთლიანი სიუჟეტი და მეორეს მხრივ მიმოხილვა ან მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მაგალითად როგორიცაა:
    • - ერთის მხრივ, კონკურსში მომღერლის გამოსვლა შესავალით და ჟიურის შეფასებებით, მეორეს მხრივ მხოლოდ მომღერლის გამოსვლა არ არიან დუბლიკატები, რადგან შესაძლოა მომხმარებელთა ნაწილს აინტერესებდეს მთლიანი სიუჟეტი, ხოლო ნაწილს მხოლოდ სიმღერა.
      - ერთის მხრივ, საფეხბურთო მატჩის მიმოხილვა და მეორეს მხრივ რომელიმე გოლის ეპიზოდი.
    • დუბლიკატად ჩაითვლება, მაგალითად 5 წუთიანი სიუჟეტის ნაცვლად იგივე სიუჟეტის უმნიშვნელოდ (10 წამი, 30 წამი, 1 წუთი) შემცირებული ან გავრცობილი ვარიანტები, თუკი ეს უკანასკნელნი არ ცვლიან სიუჟეტის არსს.
    5.7. ავტორებს, თუ ისინი აქვეყნებენ მასალებს, რომლებიც ფორმალურად არ არღვევენ საიტის წესებს, მაგრამ არის უშინაარსო ან არ წარმოადგენს ფართო საზოგადოების ინტერესს და შესაძლოა განკუთვნილი იყოს მეგობრებისათვის, ან იყოს სიშიშვლის ან ფარული ეროტიული შინაარსის შემცველი, დააკლდებათ რეიტინგი.
  11. ასაკობრივი ცენზის საჭიროების მქონე მასალები
  12. 6.1 ძალადობის ამსახველ სცენები, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანის ფსიქიკაზე(სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 12 საათით).
    6.2 სიშიშვლე არა სექსუალურ კონტექსტში (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 6 საათით).
    6.3 უხამსი ქმედება, შეურაცხმყოფელი ლექსიკას როცა ეს გამართლებულია კონტექსტით (სანქცია: საიტით სარგებლობის შეზღუდვა 6 საათით).
    გაითვალისწინეთ! ერთი და იგივე ჯგუფის დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია გაიზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ამასთან ზემოთ აღნიშნული დარღვევები, რომლებიც მოხდება სტატიებში, გამოიწვევს დამატებით (მინიმუმ 2 კვირიან) შეზღუდვას სტატიების გამოქვეყნებისას.

  13. ტექნიკური მოთხოვნები გამოსაქვეყნებელი მასალებისათვის
  14. 7.1 ვიდეორგოლი უნდა იყოს წარმოდგენილი გავრცელებულ ვიდეოფორმატებში (Windows Media Video, Apple QuickTime, MPEG 1-4, DivX, XviD, 3gp)
    7.2 ფოტო სურათები უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგ ფორმატებშჲ: jpg, gif, png.
    7.3 ტექსტი უნდა იყოს ქართულ უნიკოდში.
  15. მომხმარებლის სტატუსი / რეიტინგი
  16. 8.1 მომხმარებლის სტატუსი განისაზღვრება რეიტინგის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია მის მიერ გამოქვეყნებული მასალების პოპულარობასა და ხარისხზე, წესების ზედმიწევნით დაცვაზე, სხვა მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის გამოვლენაზე და ა.შ.
    8.2 რეიტინგს არ ამცირებს 5.6 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევები, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც დუბლიკატების განთავსება ხორციელდება მიზანმიმართულად.
    8.3 მომხმარებლის სტატუსი გავლენას ახდენს ავტორის უფლებამოსილებებზე.
    8.4 ყოველი წესის დარღვევა იწვევს მომხმარებლის რეიტინგის შემცირებას, დარღვევის სიმძიმის შესაბამისად.
    8.5 ავტორის მიერ წესის დარღვევის გამო მასალის დაბლოკვის, საიტის ადმინისტრაციასთან უსაფუძვლოდ გასაჩივრება აორმაგებს ამ წესის დარღვევის გამო გამოწვეულ რეიტინგის დანაკლისს.
    8.6 წესების დარღვევით გამოქვეყნებული მასალის მოწონება გამოიწვევს თქვენი რეიტინგის შემცირებას, ამ მასალის ავტორის რეიტინგის დანაკლისის ნახევარი ოდენობით. წესების დარღვევით გამოქვეყნებული მასალის არმოწონება თქვენს რეიტინგს არაფერს მატებს.ს ამ შემთხვევაში მასალა არმოწონებით კი არ უნდა შეაფასოთ, არამედ წესების დარღვეა გაასაჩივროთ.
    8.7 სხვა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში წესის დარღვევის აღმოჩენა და სამართლიანი გასაჩივრება ზრდის თქვენს რეიტინგს, თუმცა არასამართლიანი გასაჩივრება რეიტნგს გიმცირებთ იმის ხუთმაგი ოდენობით, რაც მოგემატებოდათ ეს საჩივარი სამართლიანი რომ ყოფილიყო. თუ არ ხართ დარწმუნებული სხვა მომხმარებლის მიერ წესების დარღვევაში, არ გაასაჩივროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად დაზარალდეს.

  17. ჰონორარი
  18. 9.1 ავტორების მიერ გამოქვეყნებული მასალების ხარისხიდან გამომდინარე, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ავტორებისათვის მოხდება ჰონორარის შეთავაზება, რომლის ოდენობაც ინდივიდუალურია.
    9.2 თუ თანხა არ იქნება მოთხოვნილი 6 თვის განმავლობაში, მოხდება თანხის განულება.

    ვებგვერდზე რეკლამის და ბრენდირებული არხების განთავსების წესები იხილეთ ბმულზე.


    სამომხმარებლო შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას ან საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე.

ვეთანხმები წესებს