x

  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
გახდით რეპორტიორი Intermedia.ge-ს დახმარებით!
Intermedia.ge - ეს არის ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ქართული პლატფორმა სამოქალაქო ჟურნალისტიკისთვის. ვებგვერდი ერთადერთი სივრცეა საქართველოში, სადაც მოქალაქე ჟურნალისტის შრომა ანაზღაურებადია (გადადით ლინკზე). აღწერეთ მოვლენები, გადაიღეთ მომხდარის ვიდეო და ფოტო, ატვირთეთ ვებგვერდზე და მიიღეთ ანაზღაურება. ჩვენი სურვილია, ვებგვერდის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ ავტორებმა რეგიონებიდან. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას გააცნონ საზოგადოებას საკუთარი რეგიონის ამბები და პრობლემები. Intermedia.ge-ს მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაამახვილოთ ყურადღება ისეთ პრობლემებზე, რომელსაც არ აშუქებენ სხვა მედიასაშუალებები.

მასალების გამოქვეყნების პირობები

ვებგვერდზე იკრძალება შემდეგი სახის მასალების გამოქვეყნება:

  1. ძალადობისკენ მოწოდება, რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა. ადამიანის, ცხოველების სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების სცენები.
  2. ეროტიკა და პორნოგრაფია
  3. მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლება და კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდა
  4. ადამიანის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის და ზოგადად, მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება , პირის საკონტაქტო ინფორმაციის, სოციალურ ქსელებში არა საჯაროდ (მხოლოდ მეგობრებისათვის) განთავსებული პირადი ფოტო, ვიდეო მასალის ან მიმოწერის უნებართვოდ გავრცელება
  5. საავტორო უფლებების დარღვევა - სხვისი სტატიის გამოქვეყნება ამასთანავე, ვისიმე საავტოროს უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა და შესაძლო ზარალის ანაზღაურება/კომპენსაციის გაცემა მთლიანად და უპირობოდ ეკისრება მასალის გამომქვეყნებელ პირს.
  6. აკრძალულია ისეთი ხასიათის მასალების / კომენტარების / ბმულების განთავსება, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქციის გაყიდვა/პოპულარიზაცია, მომსახურების, პოლიტიკური პარტიების რეკლამირება და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ემსახურება რომელიმე ორგანიზაციის ინტერესებს.
  7. აკრძალულია აზრს მოკლებული, უშინაარსო, უსარგებლო და უინტერესო მასალების გამოქვეყნება. გამოქვეყნებული მასალის სათაური უნდა იყოს ინფორმატიული და შეესაბამებოდეს გამოქვეყნებული მასალის შინაარსს.
  8. აკრძალულია უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნებულ მასალებში
  9. გამოქვეყნებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქართული მართლწერის ნორმებს. მიუღებელია მასალების გამოქვეყნება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სინტაქსური შეცდომებით, ბარბარიზმებით და ჟარგონებით თუ მას არ მოითხოვს კონტექსტი.
  10. აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება