x
მეტი
  • 15.12.2019
  • სტატია:97387
  • ვიდეო:344188
  • სურათი:459394
წანარები - იბერო-კოლხური ტომი
წანარები - იბერო-კოლხური ტომი


წანარები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი იბერო-კოლხური ტომი, რომლებიც უძველესი დროიდან განსახლებულნი იყვნენ წანარეთის ხევის ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში დარიალის ხეობა ეწოდა. ძველი წყაროების მიხედვით ეს ადგილი ამ ტომის სახელის მიხედვით ქვეყანა წანარეთად მოიხსენიება. ეს ტომი განსაკუთრებით დაწინაურდა VIII-IX საუკუნეებში და აქტიური მონაწილეობა მიიღეს კახეთის სამთავროს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, მის სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. კახეთის სამთავროს წარმოქმნის შემდეგ წანარები ამ სახელით ქრებიან ისტორიის სარბიელიდან.


წანარი


მათი დიდი ნაწილი კახელებთან ახდენს ასიმილაციას და დიდ გავლენასაც ახდენს კახელთა ფორმირებაში და ჩამოყალიბებაში იმ სახით, რა სახითაც ის გვევლინება ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, წამყვანი საბრძოლო ძალა კავკასიაში. ხოლო დანარჩენები იწოდებიან მოხევეებად. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ წანარები თავისი წარმოშობით ახლოს იდგნენ სვანებთან და შესაძლოა ყოფილიყვნენ მისიმიელების, სვანების განაყოფი ხალხი, რომელიც დასახლებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიებზე.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0