x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95678
  • ვიდეო:343111
  • სურათი:457607
ქართული მითოლოგია - ბაადური

ბაადური


ბაადური, იგივე ბერი ბუქნა ბაადური იყო ერთ-ერთი ხვთისშვილი ქართულ მითოლოგიაში. ქართულ ღმერთთა პანთეონში უმთავრესი ყოვლისგამჩენი ღმერთის ნასახი (გაჩენილი). იყო გმირი და ნახევარღმერთი (ყველა ხვთისშვილი ნახევარღმერთი იყო). ის იყო დანარჩენი ხვთისშვილების ბატონი კოპალასთან ერთად და მისივე ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ავი სულების და ბოროტი ძალების წინააღმდეგ.


ბაადური


ხვთისშვილთა წინამძღოლობის პატივი მას წილისყრით ერგო, ხოლო ადამიანთა წინამძღოლობის პატივი ერგო ხვთისშვილ ერეკლეს, მაგრამ ერეკლემ ყოველგვარი პატივი და ძალაუფლება დაკარგა მას შემდეგ, რაც ქაჯის ქალს ამჯობინა გლეხის ასული და ჩამოქვეითდა მისი რანგი. მაგრამ ბერი ბუქნაი ბაადური მისგან განსხვავებით, დარჩა მყარად თავის ტახტზე და სტატუსი შეინარჩუნა, როგორც ღმერთკაცთა წინამძღოლმა.


ბაადური


ბაადურის კულტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთ-ერთი უძველესი, ქრისტიანობამდელი კულტია, რომელმაც შემდეგ გარკვეულწილად ქრისტიანიზაცია განიცადა, ისევე, როგორც ყველა წარმართულმა კულტმა საქართველოში და დანარჩენ ევროპაში. მაგრამ მას დღემდე აქვს სალოცავები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, მაგალითად გუდანში, სანეს სალოცავში, სადაც ივლისის ბოლო შაბათ-კვირას დღემდე დადიან მომლოცველები და ა.შ. სანეს შემდეგ ისინი გუდანში გადადიან ბაადურისთვის პატივის მისაგებად.


ბაადური


გუდანის ზემოთ ბადურის კიდევ უფრო ძველი სალოცავია შემორჩენილი. იქ ჩამოსულა პირველად ციდან ბაადური და ამიტომ სწორედ იქ უმღერიან ხევსურები მას: "საღმრთო ბერო ბაადურო, ადგილის თავ-სვეტის ანგელოზო." იგია ნათელი ამა ქვეყნისა, "უფროსი ნასახთა ღვთისა", მთელი ხევსურეთის სალოცავი "ბებერი ხატი", დევთა და მავნეთა სულთა რისხვა. ანდრეზებში ბერ ბაადურზე უამრავი ინფორმაციაა შემონახული და ჩაწერილი მე-20 საუკუნის ქართველ მკვლევართა მიერ. თუ როგორ ებრძოდა იგი დევებს, როგორ შეიპყრეს ის ქაჯებმა შავ ზღვაში და ასე შემდეგ.







ქართული მითოლოგია:


1. ქართული წარმართული კოსმოგონია

2. ქართული მითი სამყაროს შექმნის შესახებ

3. მორიგე ღმერთი

4. ქართველი ერი -მიჯაჭვული ამირანი

5. ამირანი

6. კოლხი მედეა - მედიცინის ფუძემდებელი

7. კოლხური დრაკონი - ხოლკიკოსი

8. კოლხური ხარები - ხალკოტავრები

9. სპარტოი - დრაკონის კბილის მეომრები კოლხეთში

10. ოჩოკოჩი - ოჩოპინტრე

11. დალი

12. ბარბალე - მზის ქალღმერთი

13. დობილნი

14. ადგილის დედა

15. დედა მიწა

16. აინინა და ნინა

17. ყამარი

18. ლამარია

19. წყარიშდიდა

20. ფუძის ანგელოზი

21. მითური ყურშა

22. არმაზი

23. გაცი და გაიმი

24. ზადენი

25. აფსათი

26. ამბრი

27. ბატონები

28. ბერი ბერა

29. აგუნა

30. ბადაგონი

31. ბოჩი

32. მამბერი

33. მინდორთ ბატონი და მინდორთ მბრძანებელი

34. თეთრი გიორგი

35. თევდორე

36. ხვთისშვილნი

37. იახსარი

38. კოპალა

39. კვირია

40. ნაწილიანი

41. პირქუში

42. ალი

43. დევი

44. გველეშაპი

45. ქაჯი

46. კუდიანი

47. როკაპი

48. მზაკვარი ანუ მაზაკვალი

49. მაცილი

50. ფასკუნჯი

51. რაში

52. გველისფერი

53. არამხუტუ ანუ ვერემხუტუ

54. ტყაშმაფა

55. ჰარალე

56. მზეთუნახავი

57. მესეფენი

58. ბედის მწერლები

59. ჟინი ანთარი

60. ბოსელი

61. ლაზარე



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1387
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0