x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე, იგივე ოჩოკოჩი
ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე იგივე ოჩოკოჩი


ოჩოპინტრე ან ოჩოპინტე გარეული ცხოველების წინამძღოლი და მფარველია. მისი სახელის პირველი ნაწილი ქართული პანთეონის ღმერთს - "ბოჩოს" უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც პრინციპში იგივე ღმერთია. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეგრულ ენაში "ოჩო" - დაუკოდავ, მამალ თხას ნიშნავს, ხოლო ოჩოპინტრეს ოჩო-კოჩი ჰქვია, რაც ვაც-კაცს ნიშნავს, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, ოჩოპინტრე აღმოსავლეთ საქართველოში სწორედ კოლხეთიდან დამკვიდრდა. "პინტრე" კი ბერძნული პანის ანალოგია. საერთოდ ბერძნული პანი და ქართული ოჩოკოჩი თითქმის იდენტური არსებებია მხოლოდ სახელის განსხვავებით.


ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე,  იგივე ოჩოკოჩი


შესაძლებელია, რომ ოჩოპინტრეს კულტი თავად კოლხეთიდან გავრცელდა ევროპაში, ვინაიდან ვიცით, რომ იბერო-კოლხური ხალხები ცხოვრობდნენ მთელ სამხრეთ ევროპაში ინდო-ევროპელების მოსვლამდე. ოჩოპინტრე იგივე პანი იმდენად ძველი ღმერთია, რომ მისი პელასგებსაც კი სწამდათ და მეტიც - შუმერებსაც. წარმართული კოლხური გაგებით ვაცი მიჩნეული იყო ციურ, ღვთაებრივ ცხოველად. თხა, ვაცი მსოფლიოს საწყის ცივილიზაციათა მიერ აღქმული იყო როგორც წმინდა, ღვთიური, დიდებული არსება.



ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე,  იგივე ოჩოკოჩი


(ჰეროდოტე / 137) - "ეგვიპტელები დედა თხებს და ვაცებს არ სწირავენ მსხვერპლად შემდეგი მიზეზების გამო: მენდესელები პანს ასახელებენ 8 ღმერთს შორის. ხოლო ეს 8 ღმერთი, როგორც თავად ისინი ამბობენ, იყო 12 ღმერთზე უწინარეს. მხატვრები და მოქანდაკენი ხატავენ და აქადაკებენ პანის გამოსახულებას, ელინებისა არ იყოს - თხის სახითა და ვაცის ფეხებით. მენდესელები პატივს სცემენ ყველა თხას, მამლებს უფრო მეტად, ვიდრე დედლებს. ასევე დიდი პატივი აქვთ თხის მწყემსებსაც. ვაცთა შორის განსაკუთრებით ერთს სცემენ პატივს და როდესაც ის კვდება, მენდესელთა მთელი ოლქი დიდ მწუხარებას განიცდის. ეგვიპტურად ვაცსაც და პანსაც მენდესი ეწოდება."


ეგვიპტური "მენდესი"-ს გამოსახულება


ჰეროდოტეს აღწერილი მენდესი, თხის სახით წარმოდგენილი ეგვიპტელთა უზენაესი ღვთაება ოსირისია და გაიგივებულია ბერძენთა მწვანე ტყეებისა და ატეხილი ჭალების თხის ფეხებიან და რქოსან ღვთაება პანთან. ამ ეგვიპტურ-ელინურ სახებათა პარალელურად კოლხეთშიც იგივე ღვთაება არსებობდა სხვა სახელით - ოჩოკოჩი.


ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე იგივე ოჩოკოჩი


შუმერული რელიგიის მიხედვით ასევე თხის სახება დემიურგმა - ენქიმ, თიხისაგან გამოძერწა ადამიანი და სახელწოდება "კოჩი" არის აღიარება იმისა, რომ ადამიანები თხის სახების მქონე ღვთაების - ენქის მიერ იყვნენ შექმნილნი ანუ ღვთაებრივი თხის შემოქმედების შედეგად არიან გაჩენილნი.


შუმერული ღმერთი - ენქი და დედამიწის ღვთაება ნინჰურსაგი


ოჩოპინტრე ფლობს ყოველი ნადირის სულს. მას ეკუთვნის ყოველი თევზის, სხვა წყლის ცხოველების, ფრინველების, ძუძუმწოვრების სული მთელ პლანეტაზე. მონადირე კი სანამ სანადიროდ წავიდოდეს, მას ევედრება ხელი მოუმართოს და ნადირის მოკვლის ნება მისცეს ამგვარი ლოცვით:


"ოჩოპინტრე ბედნიერო, ოჩოპინტრე მშვენიერო, მომეც შენი ნამწყესური ნადირი, სულნი ნადირისანი ხომ ისედაც შენია?!"


ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე იგივე ოჩოკოჩი


ხევსურეთში კი ასეთი მიმართვა იყო: "ნადირთ მწყემსო ოჩოპინტევ, შენ გეხვეწები, მამეცი ჯიხვის თავი, მომაკლეიე! სულნი ხომ შენია ნადირთანი?!"

სვანები მიიჩნევენ, რომ ოჩოპინტრე ქალღმერთ დალს ეხმარება გარეულ ნადირთა და ფრინველთა მწყემსვაში და ქალღმერთს ექვემდებარება.

ოჩოპინტრე უხილავია სანამ ეს თავად სურს, ხოლო ვისაც უნდა და როცა უნდა მაშინ ენახვება. თუმცა მაშინაც კი, როდესაც უხილავია, ტოვებს პატარა ზომის ნაფეხურებს. მას პატარა პერანგებს სწირავდნენ და ხის კენწეროზე ჰკიდებდნენ.


ოჩოკოჩი, პანი ცნობილია ძალიან დიდი სექსუალური ლტოლვით და ენერგიითაც. ის ხვდება ტყეებში ქალებს და მათ აჯადოებს, ძალიან ანდომებს სექსუალური კონტაქტის დამყარებას და ყველა შემთხვევაში აღწევს მიზანს. ქალები კი ამის შემდეგ ყოველთვის ოცნებობენ ოჩოკოჩთან კიდევ ერთხლ შეხვედრაზე.


ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე,  იგივე ოჩოკოჩი


ქართულ წარმოდგენაში პანები, ოჩოკოჩები არსებობენ როგორც სახეობა. ეს არის არა ერთი არსება, ნადირთა მწყემსი, სული, რომელიც მთელი მსოფლიოს ცხოველებს განაგებს, არამედ ისინი მრავალნი არიან. ოჩოკოჩები მოდებულნი არიან მსოფლიოს უღრან ტყეებს და მწყემსავენ ნადირთ. აი მაგალითად 1968 წელს მარტვილის რაიონში, სოფელ ნახუნაოში ჩაიწერა თინა ცანავამ ერთი 79 წლის ადგილობრივის, მიხეილ ოდიშარიას ნაამბობი:


"სოფელ ბალდაში მცხოვრები ვატა ბჟალავას შესახებ გამიგია, რომ მას, როდესაც ერთხელ წიფერის (მთის სახელია) ყანიდან ჩალა მოჰქონდა, გზაზე ოჩოკოჩი შეხვედრია და დაუწყია წვალება: "ვატა, ვატაო!" ვატა ძლიერი ვაჟკაცი ყოფილა, დაუჭერია ეს ოჩოკოჩი და სასტიკად უცემია, კარგა ხნის შემდეგ ვატა ისევ წასულა ჩალის ჩამოსატანად, დაღლილს ერთ ადგილს დაუსვენია. აქ მოვარდნილა ერთი ოჩოკოჩი და შებრძოლებია - რად გამილახე ჩემი ცილიო, მე გადაგიხდი სამაგიეროსო და სასიკვდილოდ გაულახია ვატა. ნაცემი ვატა სახლში წაუყვანიათ. მას შემდეგ ვატა ლოგინიდან აღარ ამდგარა და მომკვდარა."


ქართული მითოლოგია - ოჩოპინტრე,  იგივე ოჩოკოჩი


ოჩოკოჩის მსგავსი ღვთაებაა, შესაძლოა სრულიად იდენტურიც კი, რომელიც ქართულ მითოლოგიაში ჩნდება ბერიკას სახელით. ბოჩი არის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაება. მას უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ. ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების, საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის - ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.


ბერიკა


ასევე შეგვიძლია დავაკავშიროთ ამავე ოჩოკოჩს ქართული ღმერთი ბოჩიც. ბოჩი გარეული ცხოველების მფარველი და მესაქონლეობის მფარველი ღვთაებაც იყო. ჯავახიშვილის აზრითაც ბოჩი უკავშირდება ოჩს და ვოჩს (მამალ თხას)


ბოჩი - ქართული ღმერთი



ასევე დაგაინტერსებთ:

1. კოლხური დრაკონი - კოლხიკოსი

2. კოლხი მედეა - ქალი, რომლის სახელიც დაერქვა სამკურნალო საქმეს - მედიცინას

3. ქართველი ერი - ამირანის შთამომავლობა





განაგრძეთ ყველაზე საინტერესო სტატიების კითხვა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
2188
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0