x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული მითოლოგია - არმაზი
არმაზი


არმაზი იბერიელი წარმართების პანთეონის მთავარი ღვთაება გახლდათ. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონიმშია შემორჩენილი. ტრადიციისამებრ, არმაზის კულტის იბერიაში შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება. (ძვ.წ. III ს.). არმაზს პატივს მიაგებდნენ იბერიის გარშემო მცხოვრები ხალხებიც. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად მცხეთაში იდგა, მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. იყო მბრძანებელი ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა განმგებელი.


არმაზი


იბერიის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ქართველურ ტომთა ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. იბერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ (IV საუკუნის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა, ხოლო სამეფო ოჯახის მიერ განადგურებული იქნა არმაზის ძეგლი (კერპი) ქალაქ მცხეთაში.



სიტყვა "არმაზის" წარმომავლობაზე არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით არმაზი არის ფარნავაზის სპარსული ვარიანტი (ფარნავაზის დედა წარმომავლობით სპარსი იყო ქალაქ ისფაჰანიდან), ასევე არსებობს ვერსია, რომ არმაზი აჰურა მაზდას გაქართველებული ვერსიაა, ხოლო სხვა ვარაუდით, რომელსაც საკმაოდ ბევრი მოხრე ჰყავს, არმაზი წარმოიშვა ხეთური რელიგიის ღმერთის - არმასგან.





ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები (+100 სტატია საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ)

2. ქართული მითოლოგია - ფუძის ანგელოზი

3. ქართული მითოლოგია - აინინა და დანინა

4. ქართული მითოლოგია - აფსათი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1723
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1723
  
2021, 19 აპრილი, 7:02
თორნიკე კარგ სქმეს აკეთებ. ჩემი ნახატიც გაქვს გამოყენებული დალის ისტორიაში. მე მხატვარი ვარ ზაზა სვან(იშვილი) და ბევრი მიმუშავია ქართულ მითოლოგიაზე და წარმართულ კულტურაზე. არმაზზეც მაქვს ილუსტრაცია გაკეთებული ქართული ილუსტრირებული ისტორიის წიგნისთვის. ჩემი ინფორმაციით არმაზი დაკავშირებულია ამირანის კულტთან, ღვთაებასთან. კერპი შედგებოდა სამი ფიგურისგან არმაზი – ამირანი, მზე ოქროს კერპი –უსუპი და მთვარე ვერცხლის კერპი – ბადრი. ეს ჩემი ვერსია არ არის ამოკითხული მაქვს მეცნიერეთა კვლევებიდან. ჩემი ჰიპოტეზა კი შემდეგია და დაკავშირებულია ფარნავაზის მიერ ნაპოვნ განძთან – ფარნავზმა აღმოაჩინა უძველესი ამირანის კულტის საგანძური სადაც ალბათ სიმდიდრისა ინახებოდა სარიტუალო ინფორმაცია, დამწერლობის ნიმუშები, გამორიცხული არ არის ასეთმა ღვთიურმა ნიშანმა გაამყარა მისი ბრძოლის სულისკვეთება გამარჯვების რწმენა. ქრისტიანობამ გაანადგურა წარმართული ინფორმაცია, საქაეთველოს ისტორიის ეს ნაწილიც რაც სამწუხარო ფაქტია.
2020, 13 ივნისი, 3:48
არმაზი ქართველია

ტრადიციის თანახმად, არმაზი, ესაა უზენაესის სპარსული სახელის - აჰურა-მაზდას - ქართული "ვარიანტი". ვითომდაც, სპარსული სარწმუნოების გავლენა ქართველებზე იმდენად დიდი იყო, რომ სპარსული ღვთაება უღიარებიათ ჩვენს წინაპრებს. თუმცა რეალობა განსხვავებულია.
შუა საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები გვაუწყებს, რომ ფარნავაზ მეფემ ძვ. წ. III საუკუნეში მცხეთაში, მთაზე, აღმართა არმაზის ე. წ. კერპი. აქვე გვიზუსტებენ: "ესე ფარნავაზ სპარსულად არმაზ ერქუა." ანუ გამოდის, რომ ფარნავაზს თავისივე სახელის მატარებელი ღვთაების ე. წ. კერპი აღუმართავს - რაც აბსურდია.
ქართველ და უცხოელ მკვლევართა შორის დამკვიდრებულ აზრს არმაზის აჰურა-მაზდობის შესახებ მხარი არ დაუჭირა პროფ. მ. წერეთელმა თავის ნაშრომში. იგი უარყოფდა ამ აზრს და ამტკიცებდა, რომ არმაზი ქართველია და არა უცხოელი! ამ აზრზე იყო პროფ. ივ. ჯავახიშვილიც! ისინი ამტკიცებდნენ, რომ არმაზი ესაა არმა/არმასი, წარმოშობით ანატოლიელი ღვთაება და მოგეხსენებათ, რომ ანატოლია და მცირე აზია ძველად უმეტესწილად ქართველური მოდგმის ტომებით იყო დასახლებული, რომლებაც არიელების მოსვლის შემდგომ განიცადეს მიგრაცია ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთის მიმართულებით ანუ მონათესავე ქართველურ ტომებს უშუალოდ დაუმეზობლდნენ!

არმაზი იმიტომ ვერ იქნება აჰურა-მაზდა, რომ არმაზის გამოსახვა, ანუ მისი ხატის დადგმა - შეიძლება! ის მეომარი ღვთაებაა, მრისხანე და სამართლიანი! აჰურა-მაზდას კი სპარსელები უზენაესს უწოდებენ და მისი გამოსახვა სპარსული ტრადიიციის თანახმად (ავესტის თანახმად) არ შეიძლება!

ძველ ქართველებს სძულდათ მაზდეანობა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ფარნაჯომმა, რომელმაც დაგმო მშობლიური ღმერთები და "შეიყუარა რჯული სპარსული და იწყო ცხადად გმობაი კერპთა" მას ხალხი და ერისთავნი განუდგნენ და ქვეყნიდან გააძევეს.

ავტორი: ბაადურ არდინ
0 1 2