x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული მითოლოგია - ამირანი
ამირანი. პრომეთე


ამირანი ქართული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი გმირია. ამირანიანის ეპოსის მთავარი პერსონაჟი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა რეგიონში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, ასევე მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე. ამირანის თქმულების ვარიანტები ქართველთაგან გავრცელდა ასევე სხვა იბერო-კავკასიურ, ქართველთა მონათესავე კავკასიელ ხალხებში და იქ ამირანი სხვადასხვა სახელით დამკვიდრდა. საქართველოდან გავრცელდა ის საბერძნეთშიც და პრომეთეს პროტოტიპად და წინასახედ მოგვევლინა.


ამირანი. პრომეთე


ამირანის სახე საქართველოში დაიბადა და მისი სახე ჯერ კიდევ ძვ.წ. 30-ე საუკუნიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე პერიოდში მოსჩანს არქეოლოგიურ ძეგლებში, როგორიცაა მაგალითაც მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი და სხვა. ამირანი არის სვანური ქალღმერთის - დალის და ჩვეულებრივი მოკვდავი, ადგილობრივი მონადირის შვილი, რომლის სახელიც უცნობია. ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ზოგიერთ ვარიანტში კი ძროხის) კუჭში, ფაშვში დაასრულა მომწიფება. როდესაც იქიდან გამოიყვანეს ის აღიზარდა პროტოქართველი მონადირის - სულკალმახის და მისი ცოლის - დარეჯანის მიერ.



ამირანი. პრომეთე. ავტ. ჰაინრიხ ფუგერი


ამ ცოლ-ქმარს ასევე ჰყავდა ორი თავისი ღვიძლი ვაჟი - ბადრი და უსიპი, რომლებიც შემდგომში, ამირანის ძმადნაფიცები და თანამებრძოლები გახდნენ. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობაზე მიუთითებდა მის მხრებზე დაბადებიდან დაყოლილი ნიშანი - მზისა და მთვარის გამოსახულებები. აგრეთვე მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსი იყო. საერთოდ სვანეთში ძალიან დიდ პატივს მიაგებდნენ ამ მეტალს და ყოველთვის ღვთაებებთან და აღმატებულ, ზეარსებებთან აკავშირებდნენ. ამირანი უზარმაზარი ზომის იყო. თვალები მრისხანე, დიდრონი ჰქონდა, თავად კი საავდროდ გამზადებულ ღრუბელს ჰგავდა თავისი ბუმბერაზული შესახედაობით. ამირანი აღწერილია, როგორც დაუღალავი, როგორც მგელი, ტორმეტი წყვილი ხარის ძალის მქონე, მთიდან დაცურებული მორის სისწრაფის მქონე. ის იმდენად ძლიერია, რომ მიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს.


ამირანი. პრომეთე. ავტ. იან კოსიერსი


ამირანის ამგვარი ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა განდევნა უძველესი, უფრო ადრეულ ვერსიაში აღწერილი ინიციაციის მოტივი). ეს მომენტი ზოგჯერ დაკავშირებულია ასევე მის ბგანბანვასთან მაგიურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანს საგმირო საქმეების ჩადენის დროს (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა) მას ეხმარებიან თავისი თანაშეზრდილი ძმადნაციფები ბადრი და უსიპი. აქ ნათლად ჩანს უძველეს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. სხვათაშორის ასეთივე მოტიცი აქვს გამოყენებული შოთა რუსთაველს ვეფხისტყაოსანში. სამი ძმადნაფიცი გმირთაგმირის საგმირო საქმეები. ვეშაპმა ბრძოლის დროს გადაყლაპა ამირანი, მაგრამ მან ვეშაპს გვერდი გაუჭრა და ისე გამოვიდა მისგან (აქ კარგად იკვეთება ჰერკულესის ზუსტად ანალოგიურ გმირობასთან კავშირი, რაც შესაზლოა სწორედ ამირანის ლეგენდიდან იყოს აღებული, ვინაიდან ამირანის მითი ბევრად ძველია).


ამირანი. პრომეთე


ამირანი ასევე იტაცებს ზეციურ ქალწულს, ქაჯთა მეფის ასულს - ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს. ყამარი ცხოვრობს ზღვის გადაღმა და ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას - ამინდის და საავდრო ღრუბელთა განმგებელ ღვთაებას.

ამირანმა ასწავლა კაცობრიობას მჭედლობა, მეტალურგია. ის თავადაც შესანიშნავი მჭედელი იყო. თავად დაატარებს თავისსავე გამოჭედილ მძიმე ხმალს. ეს ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია. ამირანის მითის ზოგიერთ ვერსიაში მას ასევე აქვს უნარი ამოიცნოს და გაანადგუროს ადამიანებისთვის მავნე მცენარეები.


ამირანი. პრომეთე


უამრავ ავსულთან გამუდმებულ ბრძოლებში ამირანის ორივე ძმა დაიღუპა, ბადრიც და უსიპიც. სულიერად გატეხილმა ამირანმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან მის არსებაში უკვდავი, ღმერთული, დედისგან - ქალღმერთ დალისგან მემკვიდრეობით მიღებული ბუნება მეტი იყო და აჭარბებდა ადამიანურს და მას მკვდრეთით აღადგენდა. ამირანს გული სრულიად აუცრუვდა წუთისოფელზე, მისთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ერთადერთ რამეში ჰპოვა არსებობის გაგრძელების სტიმული - გამოიწვია პროტოქართველთა უმაღლესი ღვთაება - (ღრმა ერთი) ღმერთი (ეს სახელი ქრისტიანობის შემოსვლის შემდგომ იესოს მამის სახელად იქცა ქართულში), გამოწვევა და დაპირისპირება ღმერთმა ძლიერ იუკადრისა, განრისხდა და სასტიკად დასაჯა დიდებული გმირი ამირანი და კავკასიის მთებში, ერთ-ერთ გამოქვაბულში მიაჯაჭვა. შემდეგ გამოქვაბული დახშო და მას შემდეგ მხოლოდ წელიწადში ერთხელ იხსნება იგი და ამ დროსაა შესაძლებელი მიჯაჭვული ამირანის ხილვა. ტრადიციულად ითვლება, რომ ეს ადგილი ხომლის მთაზეა.


ამირანი. პრომეთე


მეორე ვერსიით კი ამირანი მიჯაჭვული იქნა კავკასიონის ერთ-ერთ მაღალ მთაზე და მიჩენილი იქნა მასზე არწივი, რომელიც ყოველდღე მოფრინავს და მის გულ-ღვიძლს ამოჭამს. ამირანი ვინაიდან უკვდავია, კვლავ მალევე აღიდგენს ხოლმე დაკარგულ ორგანოებს და ელოდება მეორე დღის იგივე გაუსაძლის წამებას. სხვათაშორის საინტერესოა რომ ეს გარდამოცემა ხდებოდა ძველ საქართველოში არწივის ბუდეების განადგურების ხშირი შემთხვევების მიზეზი, ვინაიდან ხალხი გულშემატკივრობდა თავის გმირს - ამირანს და არწივებს აღიქვამდა, როგორც მის მტრებს. (ასევე იხ. ქართველი ერი - მიჯაჭვული პრომეთე)


ამირანი. პრომეთე

ამირანი. პრომეთე

ამირანი. პრომეთე

ამირანი. პრომეთე

ამირანი. პრომეთე

ამირანი. პრომეთე

ამირანი. პრომეთე. ავტ. ზურაბ ხაბაძე

ამირანი. პრომეთე. ავტ. ჯორდანო

ამირანი. პრომეთე



ასევე დაგაინტერესებთ:


1) 160 სამეცნიერო სტატია

2) 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3) სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4) ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)

5) 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
3647
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
3647
  
2021, 20 სექტემბერი, 19:48
მზის სისტემაში ყველაზე დიდ აქტიური ვულკანს ქართული მითოლოგიური გმირის პატივსაცემად, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა „ამირანი“ უწოდა; ვულკანი კოსმოსურ ხომალდ ვოიაჯერ-1-ის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე 1979 წლის მარტში შენიშნეს; იუპიტერის თანამგზავრი იო მძლავრი ვულკანური აქტივობით გამოირჩევა.
0 1 1