x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული მითოლოგია - კუდიანი
კუდიანი


ქართულ მითოლოგიურ და წაარმოდგენებსა და ფოლკლორში გამორჩეული ადგილი უკავია ე.წ. კუდიანებს იგივე Witch. ეს არსებები არიან მდედრობითი სქესის ადამიანები, რომლებიც გარდაიქმნენ, ვინაიდან დაკავებულნი არიან შავი მაგიით და არიან გაბოროტებულები, ეს აისახება მათ გარეგნობაზეც, არიან მახინჯები, კუზიანები, აქვთ დიდი კბილები, ზოგჯერ ეშვები, მიწამდე სიგრძის თმები, ვინაიდან ისინი არ იჭრიან თმას და რ იცავენ ჰიგიენას. აქვთ ჩამოწელილი ძუძუები, ზოგგან აღწერილია როგორც მხრებზე გადაკიდებული ძუძუებიც კი.


კუდიანი


კუდიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ცხოველის თუ ადამიანის სახის მიღება, ასევე შეუძლიათ ადამიანთა მოჯადოება სხვადასხვა ჯადოთი. ისინი ადამიანთაგან განდეგილად, მოშორებით, განმარტოებულნი ცხოვრობენ ბნელ გამოქვაბულებში ან უღრან ტყეებში. ხშირად გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულნი. ასევე გადაადგილებისთვის იყენებენ ისეთ საყოფაცხოვრებო საგნებს, როგორიცაა ცოცხი, ქოთანი, როდინი, ქვევრი და ა.შ.



კუდიანი


კუდიანებს ჰყავთ თავიანთი წინამძღოლი, სახელად როკაპი, რომლის დაძახილზეც ისინი განსაზღვრულ დროს იკრიბებიან ხოლმე სათათბიროდ და სარიტუალოდ ტაბაკონის მთაზე. იქ ატარებდნენ ისეთ ფესტივალს, რაც შეიძლება შევადაროთ ვალპურგის ღამეს. ეს ასეა სხვა ევროპელი ხალხების მითოლოგიებშიც, მაგრამ იქ სხვა მთებია მოხსენიებული. მაგალითად გერმანულ ფოლკლორში ეს არის მთა ბროქენი ან ბროქსბერგი, ლისა გორა პოლონურში და ლისა ჰორა უკრაინულში.


კუდიანი



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0