x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100900
  • ვიდეო:345610
  • სურათი:463570
რამ გადაგვარჩინა ქართველი ერი?
ძალიან რთულია ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კვლევა, მას განვითარების რთული გზა აქვს გავლილი. ქართულ ეთნოსს ჰქონდა ისეთი კრიტიკული მომენტები, რომ სხვა მრავალი ერის მსგავსად, თითქოს ისიც უნდა გამქრალიყო, მაგრამ ის დღესაც განაგრძობს არსებობას. ისმის კითხვა რამ გადაგვარჩინა?-თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე მარტივია.

image ლევ გუმიოლივის კონცეფციით ეთნოსი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც აქვს დაბადების, განვითარებისა და ბოლოს სიკვდილის, გაქრობის ეტაპები. მართლაც, ჩვენს ირგვლივ არსებული ეთნოსების უმეტესობა ახალი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში არის ფორმირებული. ძველი ხალხებიდან შემორჩენილია არიან ძალიან ცოტანი: ებრაელები, ბერძნები, ირანელები, ჩინელები, სომხები, ქართველები... უმეტესობამ ტრანსფორმაცია განიცადა, შეიცვალეს ენა-ეთნიკურობის განმსაზღვრელი უმთავრესი ნიშანი. ძველი და თანამედროვე ბერძნული სხვადასხვა ენებია, იგივე ითქმის სომხურზეც... ქართულმა ეთნოსმა ისე მოაღწია დღემდე, რომ არსებითად დედაენას ცვლილება არ განუცდია; მეხუთე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოები თანამედროვე მკითხველისთვისაც გასაგებია.

image

დემოგრაფიული თვალსაზრისით ქართულ ეთნოსს არასოდეს ჰქონია დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა; პიკი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში იყო, როდესაც ქართველთა რაოდენობამ 5 მილიონს მიაღწია (სამწუხაროდ, დღეს უარესი მდგომარეობაა).


საქართველოს თანამედროვე და ისტორიულ რუკებს თუ დავხედავთ, ვნახავთ, სტრატეგიულად რაოდენ მნიშვნელოვან ადგილზე მკვიდრობდა ქართული ეთნოსი, იგი ერთმანეთისაგან მიჯნავდა ევროპასა და აზიას, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. საქართველოს ტერიტორიის ჩაგდება ნებისმიერ იმპერიას დიდ უპირატესობას ანიჭებდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბევრმა დამპყრობელმა გადაიარა საქართველოზე, რაც საკმარისი იყო, რომ აღარ გვეარსება.

image

ქართველი ხალხის გადარჩენისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამომდინარე მდინარეთა ხეობები... საქართველო შედგება ბარის, მთისწინეთის და მთის ერთეულებისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. გეოგრაფიული კონფიგურაცია ბარის მკვიდრებს მთაში სწრაფად თავშესაფრის საშუალებას აძლევდა.

image

არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ხეობების დაბლობი ნაწილიდან მაღლობში (მთაში) მტრის შემოსევის დროს გაქცეული მოსახლეობა, მშვიდობიანობის დამყარებისთნავე უბრუნდებოდა თვის სახლ-კარს. რაც მთავარია, ხეობის მთიანი ნაწილის ნამატი მოსახლეობა იმავე ხეობის ბარის მოსახლეობის დანაკლისს ავსებდა.

ამრიგად, ქართველთა გადარჩენის ძირითადი მიზეზი ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო (რელიეფი), ხეობებად ცხოვრება და შიდა სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები იყო.

image ასევე, შიდა მიგრაციულმა პროცესებმა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული ეთნოსის გადარჩენის საქმეში... საქართველოს ერთ კუთხეს სჭირდებოდა მეორე, ისინი ერთმანეთთან გადაჯაჭვულნი იყვნენ სამეურნეო-სასოფლო საქმიანობითაც; ერთს თუ ჰქონდა მდიდარი მარცვლეული კულტურა, მეორე მევენახეობითა და მეხილეობით იყო მდიდარი, რაც ხელს უწყობდა მათ უწყვეთ კავშირსა და ერთმანეთთან ურთიერთობას.

image

არ შეიძლება არ ვახსენოთ, რომ კრიტიკულ მომენტებში ქართველებს თითქმის ყოველთვის გამოუჩნდებოდათ ლიდერი, რომელიც თავის თავზე იღებდა პასუხისგებლობას. ქართველი ხალხის გადარჩენის საქმეში პიროვნებებს მართლაცდა დიდი როლი მიუძღვით; ასეთები არიან: დავით აღმაშენებელი, თევდორე მღვდელი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერიშთვები, ძმები ხერხეულიძეები, ქეთევენ დედოფალი, ერეკლე მეორე...

image

0
1419
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0