x
მეტი
  • 24.06.2019
  • სტატია:91541
  • ვიდეო:341008
  • სურათი:453536
როგორ დავიბრუნოთ ბანკომატის მიერ "ჩაყლაპული" ბარათი სასწრაფოდ? ეს უნდა იცოდეთ!

ალბათ გქონიათ და თუ არა, მოგისმენიათ მაინც იმ შემთხვევების შესახებ, რომელიც ბანკომატის მიერ ბარათების "ჩაყლაპვის" სერიას ეკუთვნის. გამოცდილები დამეთანხმებიან რა საშინელებაა, როდესაც მიგვეჩქარება, გზად ვსტუმრობთ ბანკომატს იმ იმედით, რომ კუთვნილ თუ საჭირო თანხას უცებ გამოვიტანთ და გავაგრძელებთ გზას გეგმების განსახორციელებლად. თუმცა ამ დროს ავტომატის ტვინი ირევა და ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ბარათს სრულიად მოულოდნელად "ყლაპავს". არსებული რეალობა გვაშფოთებს და კიდევ უფრო ვნერვიულდებით თუ უკან დიდი რიგი დადგა, საიდანაც გაუთავებელი ბუზღუნის ხმები გვესმის იმის თაობაზე, რომ დროულად მოვრჩეთ საქმეს. ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა ამ დროს როგორ მოქცეულიყო ან როგორ მოიქცევა მსგავსი სიტუაციის დროს, მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ, მე კი დღევანდელ სტატიაში ბანკის თანამშრომლების რჩევებს გაგიმხელთ.

image


გაურკვეველი ხარვეზების გამო ხშირია მსგავსი შემთხვევები, იმისათვის რომ დამუნჯებულმა ბანკომატმა თქვენი ბარათი სამუდამოდ არ ჩაყლაპოს და მოასწროთ მისი აღება რამდენიმე წუთში, სჯობს მაშინვე, როდესაც შეატყობთ ფიქრის დროს გადააჭარბა (გაჭედა), "უარყოფის" (გაუქმება) ღილაკს თითი დააჭიროთ და 3–დან 5 წუთამდე არ აუშვათ. არ იფიქროთ, რომ ეს მეთოდი უაზროა. თუ მალევე მოითხოვს ბანკომატის სისტემა ოპერაციის გაუქმებას, ამ შემთხვევაშიც არ აიღოთ თითი "უარყოფის" კლავიშიდან და სხვა თითით დაეთანხმეთ ოპერაციას (კი). დაგვერწმუნეთ, ნამდვილად იმუშავებს.


იმ შემთხვევაში, თუ ეს მეთოდი არ იმუშავებს, მინდა სხვა ოთხი რჩევაც მოგცეთ, თუ როგორ ავიღოთ ბანკომატის მიერ ჩაყლაპული ბარათი სწრაფად:


image




● 10 წუთი მოიცადეთ, სანამ ბანკომატი გადაიტვირთება. არ არის გამორიცხული, რომ აპარატის გადატვირთვის შემდეგ პროგრამულად აღდგეს ყველაფერი და თქვენი ბარათიც უკან გამოვიდეს.



დაუკავშირდით ბანკს ან კომპანიას, რომელიც ხელმძღვანელობს მოცემულ ბანკომატს. თუ ბანკომატი ბანკის მიმდებარედ დგას, ამაში დაგეხმარებათ თანამშრომელი, თუ არა, დარეკეთ და მათი თაოსნობით ადგილზე მოვა წარმომადგენელი, რომელიც დაგიბრუნებთ ბანკომატიდან ბარათს.


image



შეეცადეთ გაერკვეთ რატომ ჩაიყლაპა თქვენი ბარათი. არსებობს შემთხვევები, როდესაც ბანკომატი ძალიან ნელა მუშაობს, რადგან ზოგიერთი მანიპულაციას, რომელსაც სკანერები აკეთებენ, ხანდახან მექანიზმი ვერ ყვება მუშაობაში, თუმცა შეიძლება ბარათი გამოაგდოს და მისი მხოლოდ კიდეები ჩანდეს, ამიტომ კარგად დააკვირდით.


ზოგჯერ კი ამის მიზეზი შეიძლება თქვენ იყოთ იმ შემთხვევაში, თუ რამდენჯერმე არასწორად შეიყვანთ კოდს.


image


ჩაიწერეთ დრო და დაიმახსოვრეთ ბანკომატის ზუსტი ადგილმდებარეობა. ჩაიწერეთ ან დაიმახსოვრეთ დრო, როდესაც ბანკომატმა ჩაყლაპა ბარათი. ასევე ჩაიწერეთ ბანკომატის სერიული ნომერი, ან სხვა რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშნები. სულაც შეგიძლიათ ფაქტი ასახოთ ტელეფონით გადაღებული ფოტოთი ან ვიდეოთი.



P.S. სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ და წარმატებებს გისურვებთ.




იხილეთ აგრეთვე:


სუპერმარკეტში გატეხილი პროდუქციის ღირებულება არ გადაიხადოთ! იცით რატომ?image




აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგანimage



მეტალო პლასტმასის ფანჯრებზე თქვენ ამას არავინ გეტყოდათ, აუცილებლად უნდა იცოდეთ!- დაიმახსოვრეთ!image



როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ლიფტი ჩაწყდაimage



როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდითimage




3
12299
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
12299
  
10 წუთი მოიცადეთ, სანამ ბანკომატი გადაიტვირთება. არ არის გამორიცხული, რომ აპარატის გადატვირთვის შემდეგ პროგრამულად აღდგეს ყველაფერი და თქვენი ბარათიც უკან გამოვიდეს.

შანსი არაა 10 წუთის მერე დაგიბრუნოს ბარათი, მით უმეტეს თუ სისტემა გადაიტვირთა. ბარათი ჩაყლაპვის დროს ისეთ უჯრაში ვარდება სადაც მხოლოდ მექანიკურად მომსახურე პერსონალმა ხელით უნდა ამოიღოს.
2017, 4 ნოემბერი, 10:23
ხატი :*
2017, 4 ნოემბერი, 10:08
კარგი რჩევებია ნამდვილად, მაკა
0 1 3