საზოგადოებრივი ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა ქართველთა მონათესავე ეთნოსი? 2017, 8 ნოემბერი, 17:37 ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ვინაა ქართველთა მონათესავე ეთნოსი? ვინ ლაპარაკობს ქართული ენის მონათესავე ენაზე? ვინ ჰგავს ქართველებს გარეგნულად?ეს კითხვები ძველთაგანვე გვაწუხებს. ქართველებს არა გვყავს ენობრივად მონათესავე ეთნოსი, ჩვენს გარშემო არავინაა ისეთი ვინც გვენათესავება, სწორედ ამიტომ ქარველთა ეთნოგენეზის წარმოშობის გარკვევა ძალიან რთულია.
II. ქართველთა ეთნოგენეზში მონაწილეობა აქვთ მიღებული ძველი ცივილიზაციის მქონე ხალხებს (შუმერები, ხურიტები, ხეთები, ურარტუელები) და ჩვენთვის უცნობი სხვა რომელიღაცა ინდოევროპული მოდგის ხალხს. გვიან ქართულ ეთნოსში ჩრდილოკავკასიელთა, ალბანელთა და სომეხთა შემოდინება, ინფილტრაციაც მიმდინარეობდა. III. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე-მესამე ათასწლეულში ქართული ეთნიკური ერთობა უკვე ჩამოყალიბებული იყო. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლო მესამედიდან ქართველური მოდგმის ერთეულები უკვე საისტორიო წყაროებში არიან დასახელებულნი. IV. ქართველებს არ ჰყავთ ენობრივად მონათესავე ეთნოსი. ვარაუდობენ, რომ შორეულ წარსულში ნათესაური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ ჩრდილოკავკასიის ეთნოსებთან, განსაკუთრებით ნახურ-დაღესტნურ ენებზე მოლაპარაკეებთან. V. ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში უნდა მომხდარიყო საერთო ქართული ენის "დიფერენციაცია", რასაც ხელს უწყობდა ის ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, რომელზედაც ქართული ეთნოსი იყო განფენილი. ამ ე.წ. "ენობრივ დიფერენციაციას" (დიალექტის, მეტყველებების გამოყოფას) ერთიანი ქართული ეთნოსის დაშლა, რა თქმა უნდა, არ გამოუწვევია. 5597 15-ს მოსწონს |
დიდოელებიც ქართველების მონათესავე ეთნოსია დაღესტანში, აქიტექტურული ძეგლებიც ამას მეტყველებს.
წოვა თუშები ბაცბურად საუბრობენ, რასაც ვერც კი გაიგებს ქართველი.
დასავლეთის ქართველობა დიდი რაოდენობით განიცდის ბერძნულ, ბიზანტიურ, ოსმალურ გავლენას, აღმოსავლეთის კი სპარსულ და ალბანურს. თავად ქართველებშიც ძალიან დიდი დოზით მოხდა გადასახლებები, ბევრი თემი ამოწყდა - ფხიებად რომ იწოდებიან დღეს ფშავ ხევსურები, სინამდვილეში თამარის დროინდელ ფხიებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, დღევანდელი ფშავ ხევსურები არიან აღმოსავლეთის ქართველობის - კახელობის შთამომავალნი სხვადასხვა დროს მთაში და კლდეში მტრის მიერ შერეკილი და შემდეგ დამკვიდრებული იქ, ეს კვირეების და თვეების პროცესი არ არის ეს პროცესი წლები მიმდინარეობდა... ასევე გურულებს და მეგრელებს ადრე ერთი სამეტყველო ენა (თუ დიალექტი) გააჩნდათ და დროთა განმავლობაში ეს ენობრივი კავშირი მოიშალა... არის საკითხები რომელზეც საუბრისგან ბევრი თავს არიდებს რიგი სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე... საინტერესოა ის ფაქტიც რომ თუშები და უკვე ნახსენები ფშავ-ხევსურები ერთი და იგივე კლიმატურ სივრცეში ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად და აფსოლიტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან თუნდაც ტრადიცია-ადათ წესებით, გარეგნობით...