x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96756
  • ვიდეო:343745
  • სურათი:458655
მახელონები - კოლხური ტომი
მახელონები


მახელონები ერთ-ერთი კოლხური ტომი იყო. V საუკუნის ანონიმი მწერალი მახელონებს ჰენიოხებთან ერთად მოიხსენიებს შავიზღვისპირა რაიონში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ახლანდელ რიზესა და ათინას შორის. პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23-79) კი წერს, რომ მახელონები ცხოვრობდნენ მდინარე ოფისსა და პროტანისს შორის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია).

II საუკუნის ავტორის, ფლავიუს არიანეს ცნობით, მახელონებსა და ჰენიოხებს საკუთარი სახელმწიფო, სამეფო გააჩნდათ, რომლის მეფეც 131 წელს იყო ანქიალე ან ანქიალოსი. "ანქიალეს სასახლე" მდებარეობდა ამ სამეფოს დედაქალაქში, რომლის სახელიც არაა დასახელებული. ეს ქალაქიმდებარეობდა მდინარე პრიტანიდაზე, ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7 კილომეტრში. იმპერატორი ტრაიანე მახელონებისა და ჰენიოხების მეფეს - ანქიალეს შეხვდა ქალაქ სატალაში პართიაზე ლაშქრობის პერიოდში და დაასაჩუქრა. მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო იმ პერიოდში რომის ერთგული მოკავშირე გახლდათ.

"მახელონიას", როგორც სამეფოს ასევე იხსენიებს ირანის მბრძანებელი შაბურ I (242-272) თავისი ქააბა-ი-ზარდოშტის ბერძნულ ვარიანტში და მოიხსენიებს როგორც ირანზე დაქვემდებარებულ ქვეყანას, სხვა ამგვარ მეზობელ ქვეყნების ჩამოთვლისას.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. ქართული მითოლოგია

4. საქართველო

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. რელიგია

8. მეცნიერება



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
818
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
818
  
14 ივნისი, 5:42
დიდი მადლობა ნინიკო შენც ასევე
13 ივნისი, 21:46
მაგარია პირველად წავიკითხე და ძალიან მომეწონა წარმატებებიშენ
0 1 2