x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94850
  • ვიდეო:342679
  • სურათი:456969
სკვითინები - კოლხური ტომი

სკვითინები - კოლხური ტომი

სკვითინები იყვნენ მრავალთა შორის ერთ-ერთი დასავლეთქართველური ანუ კოლხური ტომი, რომელთა შესახებაც ყველაზე სრულად, ცნობები დაცული გახლავთ ძველბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტის (ძვ.წ. 427-355) ნაშრომში "ანაბასისში". სკვითინები მდინარე ჭოროხის დასავლეთით მოსახლეობდნენ, პონტოს ტავრის სამხრეთ კალთებზე ტრაპეზუნტის ხაზამდე. სკვითინების სახელი დაცულია პონტოს ტავრის ამ ნაწილის უძველეს სახელწოდებაშიც - "სკვიდისი". ტერმინი "სკვითინები" საფუძვლად უდევს მეგრულ-ჭანურ რიცხვით სახელწოდებას "შქვითი" (შვიდი). ბერძნულ ენაში "შ" ბგერის უქონლობის გამო, თავკიდური ბგერა "სკვითინების" შესაბამისი სიგმითაა გადმოცემული.

სტრაბონის (ძვ.წ. 64-ახ.წ. 24 წწ.) "გეოგრაფიაში" გადმოცემულია სკვიდისის კალთებზე მცხოვრებთა სახელწოდების ბერძნული შესატყვისი "ჰეპტაკომეტაი" ანუ ჰეპტაკომეტები, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს შვიდსოფლელებს. ხოლო თურქული გეოგრაფიის ნომენკლატურაში შემონახულია ამ ადგილის სახელი - "კურა სებაა", რაც ასევე ნიშნავს შვიდ სოფელს.


გვიმნიასი - სკვითინების დედაქალაქი


ეთნიკური სახელის - სკვითინების წარმოშობა დაკავშირებული უნდა იყოს შვიდი ეთნიკურ-სოციალური ერთეულის გაერთიანებასთან ერთ დიდ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულად ძვ.წ. მე-5 საუკუნის დასასრულში. ამ გაერთიანების სათავეში იდგა ერთი მმართველი. ადმინისტრაციული ცენტრი კი დიდებული ქალაქი გვიმნიასი გახლდათ. ზემოთ ნახსენებ ქსენოფონტეს "ანაბასისში" სკვითინიის დედაქალაქი გვიმნიასი მოხსენიებულია, როგორც დიდ, მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქად. ასეთი ეპითეტებით მოხსენიება ქალაქებისა კი ძალიან იშვიათი იყო, მაგალითად ქსენოფონტი მცირე აზიის და სამხრეთ კავკასიის მრავალ ქალაქთაგან მხოლოდ 3 ქალაქს იხსენიებს ასე. იქვე ქსენოფონტს ჩამოთვლილი აქვს დოვლათით და სიმდიდრით განთქმული სკვითინთა სოფლები. როგორც ჩანს, სკვითინია სახელმწიფოს ტიპის გაერთიანებას წარმოადგენდა, საკმაოდ მდიდარს და წარმატებულს, მაგრამ სამწუხაროდ მან როგორც ჩანს დიდხანს ვერ იარსება და კოლხეთის დიად სახელმწიფოს შეუაერთდა, ვინაიდან გვიანდელი წყაროები ამგვარ სახელმწიფოებრივ ერთეულს, "სკვითინიას" აღარ ასახელებენ.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
182
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0