x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94851
  • ვიდეო:342679
  • სურათი:456969
მაკრონები - კოლხური ტომი

მაკრონები - კოლხური ტომი


მაკრონები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი, რომელიც ცხოვრობდა სამხრეთ კოლხეთში, ანტიკური ავტორების ცნობით ტრაპეზუნტის რაიონში და მის აღმოსავლეთით. მაგალითად ქსენოფონტი (ძვ.წ. 427-355 წწ.) მათ შეხვდა ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადასტურებენ აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295-215 წწ.), სტრაბონი (ძვ.წ. 64-24), პლინიუსი (ახ.წ. 23-79), მე-5 საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები.

ძვ.წ. საუკუნეში მაკრონები ზოგიერთ სხვა იბერო-კოლხურ ტომთან ერთად შედიოდნენ სპარსეთის იბერიის მე-19 სატრაპიაში და რომ დარიოსისგან მათ შეწერლი ქონდათ წელიწადში 2.4 კილოგრამი ოქრო. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს სპარსეთის მეფის - ქსერქსეს ლაშქრობაში ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამ ომში ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.


მაკრონი მეომარი


მაკრონებს ეს სახელი ეწოდათ ბერძნების მიერ ვინაიდან თავიდან ბერძნები მათ ეძახდნენ მაკრო-კეფალებს, რაც დიდთავიანს და უფრო სწორად კი გრძელთავიანს აღნიშნავდა. ისინი ასევე მოიხსენიებოდნენ, როგორც მაკრისელები ან მაკრალები.

ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549-476) იცნობს მაკრონებს, თუმცა თუ რას მოგვითხრობდა მათ შესახებ, ჩვენთვის უცნობია. ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425) წერდა, რომ მაკრონებმა კოლხებისგან ისწავლეს წინდაცვეთა. მაკრონი მეომრები ბეწვის მოსასხამებში იყვნენ გამოწყობილნი, შუბებით და ფარებით. სტრაბონი (ძვ.წ. 64-ახ.წ. 23) წერს: "ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანნები (ე.ი. ჭანები), რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. ქართული მითოლოგია

4. საქართველო

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. რელიგია

8. მეცნიერება



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
342
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0