x
მეტი
  • 19.11.2019
  • სტატია:96683
  • ვიდეო:343700
  • სურათი:458575
პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი "კავკასიელი მონადირე შემგროვებლები"
პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი "კავკასიელი მონადირე შემგროვებლები"


დნმ-ის ახალი ნიმუში, რომელიც საქართველოში აღმოაჩინეს მთელი ევროპის ხალხების წარმოშობის პაზლში ახალი დეტალია. თანამედროვე ევროპელები მონადირე-შემგროვებელი 4 ჯგუფის შთამომავლები არიან. თანმიმდევრულობის დადგენა საქართველოში, კერძოდ იმერეთში, კოტიას კლდეში აღმოჩენილი ნეშთების მეშვეობით მოხდა. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ევროპის დასახლება მიგრაციის 3 ტალღად მოხდა:

1. ადრეული მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც ჩრდილოეთით მიგრირებდნენ,

2. ფერმერები ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან და


3. ორმოს კულტურის (იამნაიას კულტურა) წარმომადგენლები.


ახალი მეოთხე ტალღა კი - ეს იმ მოსახლეობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გამოეყვნენ მონადირე შემგროვებლებს 45, 000 წლის წინ და დასახლდნენ კავკასიაში. გენეტიკოსებმა აქამდე უცნობი ეს მეოთხე ტალღა აღმოაჩინეს მათი გენეტიკის მეშვეობით, რომელიც დღეს ყველა მკვიდრ ევროპელს გააჩნია. მას მერე, რაც ეს მოდგმა გამოეყო დანარჩენ მონადირე-შემგროვებლებს და დასახლდა კავკასიაში 450 საუკუნის წინ, ისინი შემდგომში მიგრირდნენ ჩრდილოეთის მიმართულებით და გავრცელდნენ მთელი ევროპის კონტინენტზე. ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ თანამედროვე ევროპელები აფრიკიდან წამოსული უძველესი ჰომო საპიენსების 4 ჯგუფის შერევით წარმოიშვნენ.


პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი "კავკასიელი მონადირე შემგროვებლები"


პროფესორი დენიელ ბრედლი, რომელიც დუბლინის სამების კოლეჯში კვლევების ჩატარებაში ეხმარებოდა მეცნიერთა ჯგუფს, აცხადებს: ეს ადამიანის წარმოშობის ისტორიაში მნიშვნელოვანი ახალი ნაწილია, რომლის გავლენაც ევროპის კონტინენტზე ადამიანთა განსახლების საკითხში ძალიან დიდია.


იგი ფიქრობს, რომ ჰომო საპიენსის მთავარი მიგრაცია აფრიკის კონტინენტიდან ევროპაში დაიწყო 125, 000 წლის წინ და მიმდინარეობდა 60, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე დიდი მასშტაბებით. ამ მონადირე-შემგროვებელთა ადრეული ტომები და ხალხები მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) და კონტინენტური ევროპის გავლით, ესპანეთამდე აღწევენ.


სხვა ჯგუფი, რომელიც ლევანტში (სირია-ერაყი) დასახლდა და მოგვიანებით (ჩვენთვის ცნობილ) პირველ ფერმერებად ჩამოყალიბდნენ. ხოლო დაახლოებით 6500 წლის შემდგომ ევროპაში გადავიდნენ.


მიგრაციის მესამე ტალღა ყაზახეთის და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან მომთაბარე მესაქონლეები დასავლეთ ევროპისკენ დაიძრნენ. ეს დაახლოებით 5000 წლის წინ მოხდა. ძვ.წ. 30-ე საუკუნისთვის.


სამივე ამ ჯგუფისმიერ დატოვებული გენეტიკური კვალი მრავალი წლის შემდგომ დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ ერებს გააჩნიათ. უკანასკნელმა კვლევებმა კი მეოთხე დიდი ტალღის კვალი აღმოაჩინეს. კვლევისთვის აიღეს 2 ინდივიდის ნიმუშები. ერთი 13, 000 წლის და მეორე 10, 000 წლის. ისინი დასავლეთ საქართველოში, კოტიას კლდეში (ატარებდა J2a ჰაპლოჯგუფს) და საწურბლიას (J1 ჰაპლოჯგუფი) გამოქვაბულში აღმოაჩინეს.


პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი "კავკასიელი მონადირე შემგროვებლები"


ეს ინდივიდები ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში სხვა უძველეს გენომებს შეუდარეს ეს კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები 450 საუკუნის წინ გამოეყვნენ დასავლეთის მონადირე-შემგროვებლებს, როდესაც ისინი ევროპისკენ დაიძრნენ. მაგრამ მათმა დნმ-მ მიუთითა ლევანტის მცხოვრებლებთან შერევის კვალზე, როდესაც მათი გენოფონდი საგრძნობლად შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მთებში აღმოჩნდნენ იზოლირებულნი და მოწყვეტილნი დანარჩენ მოსახლეობას 150 საუკუნის წინანდელ პერიოდამდე.


როგორც კი ყინულმა დნობა დაიწყო, ამ მოსახლეობამ კავშირი დაამყარა ორმოს კულტურის (იამნაიას) და აღმოსავლეთის კულტურების სხვა წარმომადგენლებთან. როდესაც ორმოს კულტურის წარმომადგენლები ევროპაში მოვიდნენ, მათ თან მოიტანეს ის გენები, რომლებიც უძველესი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან მიიღეს და თანამედროვე ევროპელები სწორედ ამ გენების მატარებელნი არიან.


დოქტორი ანდრეა მანისა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ზოოლოგიის განყოფილებიდან და კვლევის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს: "ის რომ იამნაიას კულტურის წარმომადგენლები მოვიდნენ ევროპაში, აქამდე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ჩვენ ახლა უკვე ამ კითხვაზე პასუხი გაგვაჩნია - ესაა არმოსავლეთ ევროპელი მონადირე შემგროვებლების და დიდ გამყინვარებას გადარჩენილი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების გენების ნარევი.


პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი "კავკასიელი მონადირე შემგროვებლები"


ეს დიდი მიგრაციის მეოთხე ტალღა - კავკასიური ტალღაა, რომლის არსებობაზეც აქამდე არაფერი ვიცოდით. ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ იამნაიას კულტურის წარმომადგენლებს გააჩნდათ გენეტიკური კომპონენტი, მაგრამ არ ვიცოდით საიდან. ახლა ვიცით, რომ იგი ადგილობრივი კავკასიური წარმომავლობისაა და კავკასიელებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით, რომლებიც დიდი გამყინვარების პერიოდს გადაურჩნენ." (იხილეთ წყარო)


საინტერესოა 2018 წლის მონაცემებით თუ რომელ ხალხებს აქვთ უძველესი კავკასიური გენომი ყველაზე მეტი. შემოგთავაზებთ იმ ხალხების ჩამონათვალს, რომელთა პოპულაციებიც შეიცავს რაღაც რაოდენობით უძველეს კავკასიურ გენომს. პირველ წარმოგიდგენთ იმ ხალხებს, რომელთა პოპულაციაშიც 2018 წელსაც კი, 450 საუკუნის წინანდელი პალეო-კავკასიური გენომი მოსახლეობის 50%-ზე მეტს აქვს. ესენია:


1) ბრაგუები - 56.7%

2) აფხაზები - 56.6%

3) ქართველები - 56.1%

4) ბელუჯები - 55.9%

5) იამნაიას კულტურის უძველესი ხალხები - 55.8%

6) მაკრანები - 55.7%

7) ლეზგები იგივე ლეკები - 50.9%

8) აზერბაიჯანული დაღესტანი - 50.8%


ხალხები, რომელთა პოპუალციაშიც პალეო-კავკასიური გენომის მატარებელი არის 40%-ზე მეტი:


9) ქურთები - 49.3%

10) ადიღეელები - 49%

11) ჩეჩნები - 48.9%

12) კალაშები - 48.4%

13) სომხები - 48.1%

14) ქართველი ებრაელები - 47.4%

15) ირანელები - 47%

16) ასირიელები - 46.7%

17) ირანელი ებრაელები - 46%

18) ყუმიხები - 46%

19) ავღანელი პუშტუნები - 46%

20) აზერბაიჯანელები - 45.7%

21) პათხანები - 43.4%

22) პამირელი ტაჯიკები - 42.3%


ხალხები, რომელთა პოპულაციაშიც პალეო-კავკასიური გენომის მატარებელი არის 30%-ზე მეტი:


23) ტაჯიკები - 39%

24) ავღანელი ტაჯიკები - 39%

25) თურქები - 38.8%

26) ბურიშები - 38.4%

27) ავღანელი უზბეკები - 37.6%

28) ოსები - 37.5%

29) კვიპროსელები - 35.8%

30) გუჯარათელები A (ინდოეთის დიდი პროვინცია) - 35.5%

31) პენჯაბელები - 35.3%

32) სირიელები - 34.8%

33) ლევანტელები - 34.6%

34) იორდანელები - 33.2%

35) გუჯარათელები B - 32.7%

36) ნოღაელები - 31.6%

37) ავღანელი ხაზარები - 31.3%

38) თურქმენები - 31%


ხალხები, რომელთა პოპულაციაში 20%-ზე მეტს აქვს პალეო-კავკასიური გენომი:


39) ავღანელი თურქმენები - 28.9%

40) გუჯარათელები C/D - 28.7%

41) ბერძნები - 27.6%

42) ბრაჰმინები - 27.1%

43) ველამები - 27%

44) მალტელები - 26.9%

45) უზბეკები - 26.5%

46) სიცილიელები - 26.4%

47) ბედუინები A - 26.3%

48) იემენელი ებრაელები - 25.9%

49) ალბანელები - 25.4%

50) იემენელები - 25%

51) ტუსკანელები - 24.6%

52) ბულგარელები - 24.4%

53) ხაზარები - 24.3%

54) დუსადხები - 23.6%

55) ინდოეთის მუსლიმური ნაწილი (200 მილიონზე მეტი ადამიანი) - 23.5%

56) ადგილობრივი, უძველესი სამარიტელები - 22.7%

57) კურუბას ხალხი - 22.5%

58) უიღურები - 22%

59) კანჟარელები - 21.8%

60) პირამალაები - 21.7%

61) სოლები - 21.6%

62) უძველესი ხალხი - სინტაშტები - 21.4%

63) საუდის არაბები - 21.4%

64) უტარანჩალ ბრაჰი - 21.1%

65) ხორვატები - 20.8%

66) დხარკარები - 20.7%

67) თათრები - 20.6%


ხალხები, რომელთა პოპულაციაში 10%-ზე მეტს აქვს პალეო-კავკასიური გენომი:


68) უნგრელები - 19.9%

69) ინგლისელები - 19.7%

70) უკრაინელები - 19.6%

71) ნორვეგიელები - 19.3%

72) შოტლანდიელები - 19.2%

73) ჩეხები - 19.2%

74) ბენგალელები - 19%

75) ფრანგები - 18.8%

76) ისლანდიელები - 18.3%

77) ბელორუსები - 17.4%

78) ჩენჩუს ხალხი - 17.2%

79) რუსები - 17%

80) ესპანელები - 16.7%

81) ლიტველები - 15%

82) სამხრეთ ფრანგები - 14.4%

83) ესტონელები - 14.4%

84) კარელიელები - 13.5%

85) ყირგიზები - 13.3%

86) ჰაკაპიკის ხალხი - 12.9%

87) ფინელები - 12.1%

88) კონდები - 11.9%

89) "სრუბნოის კულტურის" უძველესი ხალხები - 11.6%

90) "ანდრონოვსკის კულტურის" უძველესი ხალხები - 10.9%

91) ალტაელები - 10%






იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
1641
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0