x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქუთები - კოლხური ტომი
ქუთები - კოლხური ტომი


ქუთები, იგივე კოიტები ანუ კვიტები იყვნენ მრავალთაგან ერთ-ერთი იბერო-კოლხური ტომი, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ დღევანდელი თურქეთის ქალაქ ორდუს, ან იმერეთის ტერიტორიებზე. ჯერჯერობით მათი განსახლების არეალი ზუსტად გაურკვეველია. საქმე იმაშია, რომ "ანაბასისის" დასასრულს, ქსენოფონტი (ძვ.წ. 427-355) ჩამოთვლის იმ ქვეყნების მმართველებს, რომლებიც ბერძენმა მოლაშქრეებმა გაიარეს. იქვე ასახელებს იმ ხალხებსაც, რომლებიც თავისუფალნი არიან. მათ შორისაა კოიტები: "კარდუხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები, კოიტები და ტიბარენები დამოუკიდებელნი არიან." (ქსენოფონტი, 1967, გვ.115).

პლინიუსი (23-79) კოიტების ტომს სავრომატების სიახლოვეს ასახელებს, მ. მაქსიმოვა კი მათ მცირე აზიაში განსახლებულ ხალხად თვლის. თ. ყაუხჩიშვილი ამ ხალხს ქართველური მოდგმის ტომად მიიჩნევს და მის სახელად აღადგენს ქუთ/კვიტ ფუძეს, რომლისგანაც მიღებულად მიაჩნია ქუთაისის სახელიც (თ. ყაუხჩიშვილი. 1976. გვ.58-59).

საყურადღებოა, რომ მოგზაურობის აღწერისას ქსენოფონტე კოიტების შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ მოსინიკებსა და ტიბარენებს შორის ასახელებს ერთ ტომს, რომლებიც ბერძნებისადმი მეგობრულად განწყობილია და მათ ხალიბებს უწოდებს (შდრ. მანამდე ქსენოფონტეს ჯარმა გამოიარა ბერძენთა მიმართ მტრულად განწყობილი ტაოხების მეზობელი ხალიბების ქვეყანა). შესაძლოა ქსენოფონტეს ან მის რომელიმე რედაქტორს ხალიბებისგან განსხვავებული, ე.წ. "მეგობრული ხალიბები" და "კოიტები" ერთმანეთში აერია.



ქუთიელი


ასევე ნამდვილად ვერ გამოირიცხება, რომ კოიტების აღმნიშვნელ სახელთან იყოს დაკავშირებული ამავე ტერიტორიაზე არსებული ქალაქი კოტიორა (გვიანდელი ორდუ). აქვე აღნსანიშნავია, რომ ქუთაისის სახელის ყველა ვარიანტის მორფოლოგიური ანალიზი (განსაკუთრებით სვანური "ქუთაშ" ან "ქუთაიში") მხარს უჭერს ტოპონიმის ფუძედ ქუთას (ბერძნული ფორმით კოტა/კოიტა) განხილვას.

პ. ინგოროყვას აზრით, შემთხვევითად არ უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ერთმანეთს ემთხვევა ჯიქეთში მდებარე ძველი ლაზიკის თემის სახელწოდება (ქუთასი/ქოთაში) და ქალაქი ქუთაისის სახელი.

ვფიქრობთ, "კოიტები" ფორმისთვის, ამოსავალია "ქუთები". შდრ. ახ.წ. VI საუკუნის მოღვაწის, პროკოპი კესარიელის ცნობით, ძველად ქუთაისს ერქვა "კოიტაიონი".

შდრ. მ. იმნაძის მიხედვით "ქუთ" ფუძიანი სახელი საერთოდ კოლხთა მიწას აღნიშნავდა. (მ. იმნაძე, 1994, გვ. 64).

წარმოდგენილი "ქუთ" ფუძე სრულიად შესაძლოა, რომ გაცილებით ძველი დროიდან მომდინარეობდეს, კერძოდ, შეუსაბამობა არ იქნება, თუ დავუშვებთ ვარაუდს, რომ "ქუთ" ფუძე ძველი ხათების აღმნიშვნელი სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს: ხათ>ქათ>ქუთ. (შდრ. მასხ/მოსხ/მუსხ). საკითხს შემდგომი კვლევა ესაჭიროება. (წყარო: ტარიელ ფუტკრაძე, "ქართველები", 2005).





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
437
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0