x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94850
  • ვიდეო:342680
  • სურათი:456978
ტიბარენები - კოლხური ტომი

ტიბარენები - კოლხური ტომი


სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, კოტიორასა და პონტოს მთებს შორის განსახლებული იყო ცნობილი და ძლევამოსილი კოლხური ტომი ტიბარენები. ბერძენი და ბიზანტიელი ისტორიკოსების ცნობით, ტიბარენების აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ მოსინიკები, დასავლეთით ხალიბები და ლევკოსირები, სამხრეთით კი მოსხები. ტიბარენებს უძველეს წყაროებში ასევე მოიხსენიებენ როგორც ტიბარები, ტიბარანები და ტაბერენები. ჰეროდოტეს პერიოდში მისივე ცნობით ტიბარენები შედიოდნენ აქემენიდთა სპარსული იმპერიის მე-19 სატრაპიაში და მათთან ერთად ამავე სატრაპიაში შედიოდნენ ასევე დასავლეთ ქართველური შემდეგი ტომები: მოსხები, მაკრონები, მოსინიკები, მარები. ეს ყველა ტომი, მთელი მე-19 სატრაპია უხდიდა აქემენიდ დამპყრობლებს ყოველწლიურად 300 ტალანტს ხარკად, რაც 2.4 კილოგრამ ოქროს ან ვერცხლს გულისხმობდა.


ტიბარენები - კოლხური ტომი


ტიბარენებმა მონაწილეობა მიიღეს ცნობილ ბერძნულ-სპარსულ ომში სპარსეთის მხარეს. მაგალითად ისინი იბრძოდნენ ქსერქსე -ის არმიაში სპარტელთა წინააღმდეგ ცნობილი 300 სპარტელის ბრძოლის დროს. ამ ომში ტიბარენებსა და მოსხებს წინამძღოლობდა არიომარდოსი. ტიბარენებს ჰქონდათ მოსხების მსგავსი სამხედრო აღჭურვილობა. ქსენოფონტის (ძვ.წ. 427-355) მიხედვით, რომელიც თავისივე აღწერილი ამბების თვითმხლველი გახლდათ, ტიბარენებს იმ დროისთის შავი ზღვის სანაპიროზე არც თუ ისე კარგად გამაგრებული დასახლებები ჰქონდათ. ქსენოფონტი ასევე იხსენიებს ტიბარენთა ქვეყანაში მდებარე ელინურ ქალაქს - კოტიორას, რომელიც სინოპელთა მიერ დაარსებული ახალშენი გახლდათ. ტიბარენების მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მესაქონლეობას.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
276
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0