x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გუგარები - იბერო-კოლხური ტომი

გუგარები - იბერო-კოლხური ტომი


გუგარები, ასევე მოხსენიებული როგორც გოგარები იყო იბერო-კოლხური ტომი, რომელიც მოსახლეობდა მდინარე დებედის ზემო დინების ხეობაში, რომელსაც ძველქართულ და არმენიულ წყაროებში ეწოდებოდა კანგარი. ეს ტერიტორია ამჟამად სომხეთში მდებარეობს. აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი გოგარანი, დღემდე იქ არის სოფელი გუგარქი. გუგარქი მთელ გოგარენეს დაერქვა მას შემდეგ, რაც ის დაპყრობილი იქნა არშაკიდების არმენული დინასტიის მიერ და შეერთებული იქნა არმენიის სამეფოსთვის. თვით არმენიული წყაროები გუგარქებს არასომხურ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ქართველურ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი) ასახელებს. გუგარების პიტიახშს, არშუშას მე-5 საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი უწოდებდნენ ქართლის ან ქართველთა პიტიახშს. გუგარები პირველად ჯერ კიდევ სტრაბონს (ძვ.წ. 64- ახ.წ.24) ჰყავს მოხსენიებული, როგორც ერთ-ერთი იბერიული პროვინცია და ტომი.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
402
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0