საზოგადოებრივი ინდო-ევროპელები 2021, 2 ივნისი, 22:38 ინდო-ევროპელები არიან ხალხთა დიდი ენობრივი ოჯახი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა კაცობრიობის იმ სახით ჩამოყალიბებაზე, რა სახითაც ის დღეს არსებობს. ეს არის ენობრივი ოჯახი, რომელმაც წარმოშვა ერები, რომელთა რაოდენობაც კაცობრიობის მთელი რაოდენობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ ისტორიის განმავლობაში. დღეს კი ყველა კონტინენტზე არიან გავრცელებულები. ინდო-ევროპულ ენათა ოჯახი იყოფა ენობრივ ჯგუფებად და ყოველ ჯგუფში შედის შემდეგი დღევანდელი ენები (ენების არასრული ჩამონათვალი): 1. კელტური ჯგუფის ენები: ირლანდიური, უელსური, ბრეტონული, შოტლანდიური, გალიური, კორნიული და მანქსი. 2. გერმანიკული ჯგუფის ენები: გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური, შვედური, დანიური, აფრიკაანსი (ბურების ენა), დანიური, ნორვეგიული, ლიმბურგული, ფრისიული, ლუქსემბურგული, ქვემო გერმანული, ისლანდიური, ფაროული. 3. იტალიკური ჯგუფის ენები: იტალიური, ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, რუმინული, გატალონიური, გალიციური, რომანული. 4. ბალტიური ჯგუფის ენები: ლიტვური და ლატვიური. 5. სლავური ჯგუფის ენები: რუსული, უკრაინული, ბელორუსიული, რუსინული, ჩეხური, სლოვაკური, პოლონური, სილეზიური, პომერანული, კაშუბიური, ზემო სორბიული, ქვემო სორბიული, ბულგარული, მაკედონური, საეკლასიო სლავური, სერბული, ხორვატიული, ბოსნიური, მონტენეგრული, ბურგენლანდური ხორვატიული, სლოვენიური. 6. ბერძნული 7. ალბანური 8. არმენული (სომხური) 9. ინდო-არიული ჯგუფის ენები: ჰინდუსტანური, ბენგალიური, ასამესური, პუნჯაბური, ქაშმირული, გუჯარათული, მარათული, ოდია, ნეპალი, სინჰალა, შრი-ლანკური, დჰივეჰური, მინიკოი. 10. ირანული ჯგუფის ენები: სპარსული, ოსური, პაშტო, ქურთული. 11. ნურისტანული ჯგუფის ენები: კამკატა-ვარი, ვასი-ვარი, ასკუნუ, ვაიგალი, ტრეგამი, ზემიაკი. ინდო-ევროპული ოჯახის მკვდარი ენობრივი ჯგუფები და ენები1. ანატოლიური ჯგუფის ენები: ნესიტური ანუ ხეთური და ლუვიური. 2. თოხარიული ჯგუფის ენები - გავრცელებული იყო დღევანდელი აღმოსავლეთ ჩინეთის და შუა აზიის ტერიტორიებზე. 3. ძველი ბელგიური ენა - ჰიპოთეტური ენა, რომელიც შეიძლება არსებულიყო ნორდვეთბლოკის კულტურაში. 4. კიმერიული ენა - შესაძლოა შედიოდა ირანულ, თრაკიულ ან კელტური ჯგუფის ენებში. 5. დაკიური ენა - შესაძლოა ძალიან ახლოს მდგარიყო თრაკიულ ენებთან. 6. ელიმიური ენა - ცუდად გამოკვლეული ენა, რომელიც იყო ბერძნებამდელი და პრე-პუნიკური სიცილიის მოსახლეობის ენა. 7. ილირიული ენა - შესაძლოა იყო ალბანურის, მესაპიურის ან ორივეს მონათესავე. 8. ლიბურნიული ენა - არსებობს ეჭვი რომ ეს ენა არც იყო ინდო-ევროპული და ეკუთნოდა ძველევროპულ, ინდო-ევროპელებამდელ ენებს. კავშირი უნდა ჰქონოდა ასევე ვენეთურ, ილირიულ ან ინდო-ხეთურ ენებთან. 9. ლიგურიული ენა - შესაძლოა ახლოს მდგომი ან წევრი კელტური ენების ჯგუფის. 10. ლუსიტანიური ენა - შესაძლოა მონათესავე ლიგურიული ენის ან წევრი კელტური, იტალიკური ენების ჯგუფების. 11. ძველი მაკედონიური - შესაძლოა ენათესავებოდა ძველბერძნულ ენას. 12. მესაპიური ენა - არ არის კარგად შესწავლილი. 13. პეონიური ენა - შესაძლოა არც იყოს ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახის და იყოს ძველევროპული, ინდო-ევროპელებამდელი ენა, რომელზეც საუბრობდნენ დღევანდელი ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიებზე. 14. ფრიგიული ენა - ძველი ფრიგიელების ენა, რომლიდანაც წარმოიშვა არმენიული ანუ სომხური ენა ურარტუელთა გავლენით და მათთან შერევის შემდეგ. 15. სიკელური ენა - შესაძლოა არ იყოს ინდო-ევროპული ენა და იყოს ძველევროპული ენა. მასზე საუბრობდნენ სიცილიაზე მცხოვრები ადგილობრივი ხალხი - სიკელები. 16. სოროთაპტიკური - შესაძლოა არ იყო ინდო-ევროპული ენა და იყო ძველევროპული. მასზე საუბრობდნენ ადგილობრივი იბერიული ხალხები ესპანეთში. 17. თრაკიული ენა - ბალკანეთში მცხოვრები დაკიელების მონათესავე ინდო-ევროპელები. 18. ვენეთური ენა - იზიარებს იტალიკური და ლათინური ენების ნიშან-თვისებებს, მაგრამ ასევე გერმანიკულ და კელტურ ენებთანაც ამჟღავნებდა კავშირს. ინდო-ევროპული ტომებიინდო-ევროპელების ენობრივი ჯგუფების ხალხთა გავრცელებას ევროპის კონტინენტზე რუსეთის სამხრეთის ტერიტორიებიდან მოჰყვა ამ ხალხის ძალიან დიდი გამრავლება და გამრავალფეროვნება. მათ ჩამოაყალიბეს ასობით სხვადასხვა ტომი. თითქმის თითოეული ტომი სხვადასხვა დიალექტზე საუბრობდა (როგორც ქართველებში მაგალითად თუშები, ფშავლები, ხევსურები, მოხევეები, მთიულები, რაჭველები, ლეჩხუმლები და ა.შ.). თითოეული ეს ტომი ხშირად შედგებოდა მრავალი ათასი ან ასობით ათასი ადამიანისგან. 1. აღწერილი იყო 600-ზე მეტი კელტური ტომი (იხ. წყარო)2. აღწერილი იყო 300-ზე მეტი გერმანიკული ტომი (იხ. წყარო)3. აღწერილი იყო 100-ზე მეტი სლავური ტომი (იხ. წყარო)4. აღწერილი იყო 22 ბალტიური ტომი (იხ. წყარო)5. აღწერილი იყო 90-ზე მეტი იტალიკური ტომი (იხ. წყარო)6. აღწერილი იყო 110-ზე მეტი ბერძნული ტომი (იხ. წყარო)7. აღწერილი იყო 200-ზე მეტი გეტო-დაკიური, მესიური, თრაკიული და ილირიული ტომი (იხ. წყარო; წყარო2; წყარო3;)8. აღწერილი იყო 160-ზე მეტი ირანიდული ტომი (იხ. წყარო)9. აღწერილი იყო 250-ზე მეტი ინდო-არიული ტომი (იხ. წყარო; წყარო2;)10. აღწერილი იყო 30-ზე მეტი ანატოლიური ინდო-ევროპული ტომი (იხ. წყარო)11. თოხარიელები - ჩინეთში მცხოვრები თეთრკანიანი ინდო-ევროპელები (იხ. წყარო)12. კიმერიელები13. ალბანელები14. არმენები (სომხები)შესაძლო მაკრო-ოჯახებიზოგიერთი ლინგვისტი გამოთქვამს ჰიპოთეზას, თუ რომელი წინარე დიდი ენობრივი ერთობიდან შეიძლებოდა გამოყოფილიყო ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახი. ამ მხრივ, შემოთავაზებულია რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელთაგანაც ჯერჯერობით არცერთი დამტკიცებული არ არის: 1. ინდო-ურალური ოჯახი - ამ შემთხვევაში ნავარაუდებია, რომ შესაძლოა ორ ოჯახად გაყოფამდე ინდო-ევროპული ოჯახი და ურალური ოჯახი იყო ერთი ოჯახი. 2. პონტიური ოჯახი - ამ შემთხვევაში ნავარაუდებია, რომ შესაძლოა ჩრდილო-დასავლური კავკასიური ენები (იგივე ჩერქეზული ენობრივი ოჯახი) და ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახი ერთიანდებოდა ერთ ოჯახში მანამ, სანამ ორ ენობრივ ოჯახად გაიყოფოდა. 3. ნოსტრატული ოჯახი - ამ შემთხვევაში ნავარაუდებია, რომ შესაძლოა ოთხ ენობრივ ოჯახად გაყოფამდე, ერთ ოჯახში ერთიანდებოდა ინდო-ევროპული, ქართველური, დრავიდული და აფრაზიული ენობრივი ოჯახები. 4. ბორეული ოჯახი - ამ შემთხვევაში ნავარაუდებია, რომ შესაძლოა ერთ ოჯახად ერთიანდებოდა დედამიწის ყველა ენა გარდა სუბ-საჰარული აფრიკის, ავსტრალიის, ახალი გვინეის და ანდამანის კუნძულების ენებისა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. პროტო-ინდო-ევროპული ენის დაშლაპროტო-ინდო-ევროპული ანუ საერთო ინდო-ევროპული ენის, ყველა ინდო-ევროპული ენის საერთო მშობელი ენის დაშლა დაიწყო დიდი ხნის წინ და რაც შეიძლება მიახლოებული თარიღების დასადგენად გამოყენებულია მათემატიკური და სხვა მეთოდები. ორი ყველაზე აღიარებული და სანდო ვარიანტი არის დონალდ რინჯის და თენდი ვარნოუს მეთოდით გამოთვლილი დაშლა და ასევე დეივიდ ანთონის შემოთავაზებული ვარიანტი. დონალდ რინჯმა და თენდი ვარნოუმ ევოლუციური ბიოლოგიიდან ნასესხები მათემატიკური მეთოდით შემოგვთავაზეს ინდო-ევროპული ენების ჯგუფების ჩამოყალიბების პერიოდების ევოლუციური ხე: 1. პრე-ანატოლიური - ძვ.წ. 3500 წლამდე. 2. პრე-თოხარიული 3. პრე-იტალიკური და პრე-კელტური - ძვ.წ. 2500 წლამდე. 4. პრე-არმენიული და პრე-ბერძნული - ძვ.წ. 2500 წლამდე. 5. პროტო-ინდო-ირანული - ძვ.წ. 2000 წ. 6. პრე-გერმანიკული და პრე-ბალტო-სლავური, პროტო-გერმანიკული - ძვ.წ. 500 წლისთვის. დეივიდ ენთონი კი გვთავაზობს შემდეგ დაყოფის პერიოდებს: 1. პრე-ანატოლიური - ძვ.წ. 4200 წ. 2. პრე-თოხარიული - ძვ.წ. 3700 წ. 3. პრე-გერმანიკული - ძვ.წ. 3300 წ. 4. პრე-იტალიკური და პრე-კელტური - ძვ.წ. 3000 წ. 5. პრე-არმენიული - ძვ.წ. 2800 წ. 6. პრე-ბალტო-სლავური - ძვ.წ. 2800 წ. 7. პრე-ბერძნული - ძვ.წ. 2500 წ. 8. პროტო-ინდო-ირანული - ძვ.წ. 2200 წ.; ხოლო ისინი გაიყვნენ ირანიდულ და ინდურ ჯგუფებად ძვ.წ. 1800 წლისთვის. ინდო-ევროპელების ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები უძველესიდან უახლესამდეI პერიოდი (ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 2500 წწ.) ძვ.წ. 6000 - ძვ.წ. 4000 წწ. - პროტო-ინდო-ევროპული ერთიანი ენა და ერთობა. ამ დროს ამ ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ერთად ციმბირის და შუა აზიის ტერიტორიებზე. ძვ.წ. 4000 - ძვ.წ. 3500 წწ. - საერთო პროტო-ინდო-ევროპული ერთიანი ენის დიალექტებად დაყოფა. ინდო-ევროპელები ციმბირის და შუა აზიის ტერიტორიებიდან ვრცელდებიან უფრო დასავლეთით და იკავებენ იმ ტერიტორიებს სამხრეთ რუსეთში, სადაც შემდგომში წარმოქმნეს თავიანთი პირველი კულტურა - იამნაიას კულტურა, საიდანაც მომდევნო საუკუნეებში მთელ მსოფლიოში დაიწყეს გავრცელება. ძვ.წ. 2500 წ. - იამნაიას კულტურიდან ინდო-ევროპელები ვრცელდებიან ევროპისკენ და ნელ-ნელა იწყებენ ახალი მიწების ათვისებას და ადგილობრივი, დამხვედრი მოსახლეობის დიდწილად ჩანაცვლებას და ნაწილობრივ მათთან შერევას. II პერიოდი (ძვ.წ. 2500 - ძვ.წ. 1300 წწ.) ძვ.წ. 2250 წ. - აქაელები აღწევენ დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიას. ძვ.წ. 2100 წ. - ნესიტები (ხეთებად წოდებული) და ლუვიელები სახლდებიან ცენტრალურ მცირე აზიაში, სააც ხვდებათ ადგილობრივი, კოლხების მონათესავე ხათები და ხდება მათთან შერევა. ამავე პერიოდში კელტები იწყებენ ევროპის ტერიტორიების ნელ-ნელა ათვისებას. ძვ.წ. 2000 წ. - იტალიკური ტომები აღწევენ დღევანდელი იტალიის ტერიტორიას. დორიელი ბერძნები კი სახლდებიან ილირიაში. ძვ.წ. 1900 წ. - აქაელები აარსებენ მიკენას საბერძნეთში. ძვ.წ. 1750 - ძვ.წ. 1250 წწ. - ძველი ნესიტური (ხეთური) ტექსტები მცირე აზიაში. ძვ.წ. 1700 წ. - არიელები შედიან ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე და ხდება ადგილობრივი ხალხის მიერ შექმნილი ინდის ველის ცივილიზაციის დაკნინება. ძვ.წ. 1700 - ძვ.წ. 1350 წწ. - არიელები ხდებიან მითანის სამეფოში მცხოვრები ერთ-ერთი ხალხი. ძვ.წ. 1600 წ. - ძველი ხეთური სამეფოს დაარსება. ძვ.წ. 1475 წ. - აქაელები იპყრობენ და სახლდებიან აღმოსავლეთ კრეტაზე. ძვ.წ. 1450 წ. - ახალი ხეთური სამეფოს დაარსება. ძვ.წ. 1450 - ძვ.წ. 1050 წწ. - ბ-ხაზოვანი დამწერლობის გამოყენების დაწყება საბერძნეთში. ძვ.წ. 1400 წ. - კელტების პირველი მცირე ტალღა აღწევს ესპანეთამდე. აქაელები კი კვიპროსამდე. სლავები ცალკე გამოიყოფიან დანარჩენებისგან. ძვ.წ. 1350 - ძვ.წ. 750 წ. - ლუვიური და პალაური დამწერლობის გაჩენა მცირე აზიაში და ჩრდილოეთ სირიაში. ძვ.წ. 1300 წ. - ილირიელები პანონიაში და დალმაციაში ვრცელდებიან და სახლდებიან. III პერიოდი (ძვ.წ. 1300 - ძვ.წ. 600 წწ.) ძვ.წ. 1250 წ. - ფრიგიელები სახლდებიან ჯერ ბალკანეთში და შემდეგ მცირე აზიაში. ასევე ლიკიელები პირველად ჩნდებიან ისტორიულ ანალებში. ბალტიელი ხალხები ვრცელდებიან ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისკენ. ძვ.წ. 1230 წ. - აქაელები იპყრობენ ტროას. ძვ.წ. 1230 - ძვ.წ. 1150 წწ. - "ზღვის ხალხები" ანადგურებენ ხეთების სამეფოს, არბევენ სირიას, პალესტინას და ეგვიპტეს. ძვ.წ. 1200 წ. - აქაელები იწყებენ მიგრაციას კრეტაზე, კვიპროსზე და მცირე აზიაში. კელტური კულტურა ყვავის გალიასა და გერმანიაში. ილირიელები სახლდებიან სამხრეთ იტალიაში. დორიული ტომები შეესივნენ საბერძნეთს და მალევე ანადგურებენ მიკენურ ცივილიზაციას. ძვ.წ. 1100 წ. - თრაკიელები სახლდებიან ბალკანეთში. იტალიის ტერიტორიაზე კი იტალიკური ტომების ახალი ტალღები შედიან და სახლდებიან. ძვ.წ. 800 წ. - ირანში შეიქმნა ავესტა. ძვ.წ. 753 წ. - ლათინების მიერ არსდება რომი. ძვ.წ. 750 - ძვ.წ. 250 წწ. - ფრიგიული დამწერლობის გავრცელება მცირე აზიის ნაწილში, მათი გავრცელების არეალში. ძვ.წ. 750 წ. - ბერძნებმა ამ პერიოდისთვის სრულად აითვისეს საბერძნეთის ტერიტორია და გააშენეს უამრავი ქალაქ-სახელმწიფო და ამ პერიოდიდან დაიწყეს უკვე დიდი ბერძნული ცივილიზაცია მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში და შავიზღვისპირეთში, და ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ 2000-მდე დამოუკიდებელი პოლისი ანუ ქალაქ-სახელმწიფო დააარსეს. ძვ.წ. 738 წ. - მცირე აზიაში ფრიგიული სამეფოს დაარსება. ძვ.წ. 730 წ. - კიმერიელები თავს ესხმიან ევროპის და აზიის ტერიტორიებზე განსახლებულ ხალხებს და აღწევენ პანონიამდე და ლიდიამდე. ძვ.წ. 700 წ. - სიდიური სამეფო არსდება მცირე აზიაში, ხოლო ირანში მედიის სამეფო. ძვ.წ. 690 წ. - კიმერიელები ანადგურებენ ფრიგიის სამეფოს. ძვ.წ. 675 წ. - სკვითები ჩნდებიან ისტორიის ასპარეზზე და ანადგურებენ კიმერიელებს. ძვ.წ. 650 წ. - კელტები სახლდებიან ბრიტანეთში და ირლანდიაში. IV პერიოდი (ძვ.წ. 650-1 წწ.) ძვ.წ. 650 - 350 წწ. - ლიდიური და კარიული დამწერლობების გავრცელება დასავლეთ მცირე აზიაში. ძვ.წ. 650 წ. - სკვითების შეჭრა ევროპაში. ძვ.წ. 639 წ. - ელამი კარგავს დამოუკიდებლობას. ძვ.წ. 600 წ. - პირველი იტალიკური წარწერები. კელტების ახალი ტალღის შეჭრა ესპანეთში. ლიდიელები აძევებენ ბერძნებს აზიის ნაწილიდან. ძვ.წ. 590 წ. - სკვითების სამეფო აზიაში გაანადგურა მედიის სამეფომ. ძვ.წ. 559 წ. - დაარსდა სპარსეთის სამეფო. ძვ.წ. 550 - ძვ.წ. 330 წწ. - ძველსპარსული ტექსტების და დამწერლობის გამოჩენა. ამავე პერიოდში იქმნება თრაკიული, ვენეთური და მესაპიური წარწერები. ძვ.წ. 546 წ. - ლიდია და მცირე აზია დაპყრობილი იქნა სპარსელების მიერ. ძვ.წ. 510 წ. - რომი მოიპოვებს დამოუკიდებლობას ეტრუსკებისგან. ძვ.წ. 495 წ. - მაკედონია ბერძნების გავლენის ქვეშ ექცევა. ძვ.წ. 493 წ. - სპარსელები იპყრობენ მილეტს. ძვ.წ. 483 წ. - ინდო-არიელები გადადიან შრი-ლანკაზე. ძვ.წ. 480 წ. - იქმნება ოდრისის თრაკიელთა სამეფო. ძვ.წ. 474 წ. - ეტრუსკების ექსპანსია იტალიაში შეჩერებული იქნა. ძვ.წ. 450 წ. - იტალიაში შედიან და სახლდებიან კელტური ტომები. ძვ.წ. 449 წ. - ბერძნები ამარცხებენ სპარსელებს. ძვ.წ. 380 წ. - არსდება ილირიელების სამეფო. ძვ.წ. 350 - ძვ.წ. 70 წწ. - სტეპში სკვითებმა თავიანთი სამეფო დააარსეს. ძვ.წ. 330 - ძვ.წ. 250 წწ. - ბერძნები მთელ აზიაში ვრცელდებიან. ძვ.წ. 322 - ძვ.წ. 64 - არმენიის სამეფო. ძვ.წ. 320 - 187 წწ. - მაურიის სამეფო ინდოეთში. ძვ.წ. 280 წ. - კელტები შემოდიან და სახლდებიან ბალკანეთში და მცირე აზიაში. ძვ.წ. 267 წ. - რომი იპყრობს იტალიას. ძვ.წ. 250 წ. - ევროპაში ვრცელდებიან სარმატები. ძვ.წ. 250 - ძვ.წ. 135 წწ. - ბახტრიის სამეფო. ძვ.წ. 447 - ახ.წ. 225 წწ. - პართიის სამეფო. ძვ.წ. 146 წ. - რომი იპყრობს საბერძნეთს - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დიდ ნაწილს. ძვ.წ. 135 წ. - ირანული, თოხარიული და თურქული ტომები ანადგურებენ ბახტრიას. ძვ.წ. 133 წ. - რომი იპყრობს ესპანეთს. ძვ.წ. 100 - ძვ.წ. 20 წწ. - ბერძენი და ირანელი ხალხები ტოვებენ ბახტრიას და სოგდიანას. ძვ.წ. 50 წ. - რომი იპყრობს გალიას და ეს მოვლენა მიჩნეულია კონტინენტურ ევროპაში დიდი კელტური კულტურის ფაქტობრივი განადგურების თარიღად. ძვ.წ. 31 წ. - რომი იპყრობს თრაკიას. ძვ.წ. 9 წ. - რომი იპყრობს ილირიას და პანონიას. V პერიოდი (ახ.წ. 1 - 500 წწ.) 1 წ. - ევროპაში იქმნება დიდი გერმანული ალიანსი. 39-236 წწ. - რომაელები ცდილობენ გერმანიის დაპყრობას. 43-142 წწ. - რომაელები იპყრობენ ბრიტანეთს. 55 წ. - კუჩანები იპყრობენ ჩრდილოეთ ინდოეთს. 112 წ. - რომმა დაიპყრო დაკია. 150 წ. - სლავები გადაადგილდებიან სამხრეთით და იპყრობენ ახალ ტერიტორიებს. 180 წ. - გოთების მიგრაცია აღმოსავლეთ ევროპისკენ. 224 წ. - ირანში ფუძნდება სასანიდური სამეფო. 233 წ. - რომაული ექსპანსია შეჩერებული იქნა. 250-950 წწ. - ოღამის დამწერლობა ირლანდიაში და შოტლანდიაში. 270 წ. - რომაელები ტოვებენ დაკიას. 320-495 წწ. - გუფთას დინასტიის აღზევება ინდოეთში. 350 წ. - ვულფილას ბიბლია. 375 წ. - იწყება ხალხთა დიდი გადასახლება. 395 წ. - რომის იმპერია ორ ნაწილად გაიყო. 409 წ. - რომაელებმა დატოვეს ბრიტანეთი. 410 წ. - ესპანეთში მკვიდრდებიან გერმანული ტომები. 410-436 წწ. - ბურგუნდიის სამეფო. 418 წ. - დაარსდა ვისიგოთების სამეფო. 429 წ. - დაარსდა ვანდალების სამეფო. 449 წ. - ანგლო-საქსები იპყრობენ ბრიტანეთს. 450-550 წწ. - ბრიტანეთში ხდება კელტების გადასახლება. 450-750 წწ. - თოხარიული დამწერლობა და ტექსტები. 450-1050 - კლასიკური სომხური ტექსტები. 476 წ. - რომის იმპერიის დაცემა. 486 წ. - ფრანკთა სამეფოს დაარსება. 488 წ. - რომაელები ტოვებენ დუნაის რეგიონს. 493 წ. - ოსტგოთების სამეფოს დაარსება. VI პერიოდი (500-1000 წწ.) 500 წ. - სინღალი და თამილი. 527 წ. - იუსტინიანე აღადგენს რომის იმპერიას. 530 წ. - სლავები ჩადიან ბალკანეთამდე და სახლდებიან ამ რეგიონშიც. 546-745 წწ. - თურქები ვრცელდებიან ცენტრალურ აზიაში, რომელიც მანამდე ინდო-ევროპელთა ტერიტორია იყო. 555-796 წწ. - ავარების გამოჩენა ისტორიის ასპარეზზე. 560-774 წწ. - ლანგობარდების სამეფო. 623 წ. - იქმნება პირველი სლავური სამეფო ისტორიაში. 623-628 წწ. - ბიზანტიისა და სასანიდური იმპერიის ბოლო ომი. 627-696 წწ. - თურქული ხალხის - ხაზართა სახაკანოს დაარსება მანამდე ინდო-ევროპელებისა და აღმოსავლეთ კავკასიელების - ნახების ტერიტორიებზე. 629-751 წწ. - არაბული დაპყრობები, მათ შორის ხორციელდებოდა ინდო-ევროპელთა ტერიტორიებზე. 681 წ. - ბულგარეთის სამეფოს შექმნა. 685 წ. - ანგლო-საქსების ექსპანსია შეჩერდა. 700 წ. - ვიკინგების ხანის დასაწყისი. 712 წ. - არაბებმა ესპანეთი დაიპყრეს. 800 წ. - საღვთო რომის იმპერიის დაარსება, რომელმაც 1000 წელი იარსება და შედგებოდა ისტორიის განმავლობაში 1800-მდე ნახევრად დამოუკიდებელი "შტატისგან". 829 წ. - ანგლო-საქსური სამეფოების გაერთიანება. 830 წ. - დიდი მორავიული სამეფოს შექმნა. 843 წ. - ფრანკული სამეფოს გაყოფა. 844 წ. - შოტლანდიის სამეფოს შექმნა. 862 წ. - კიევის რუსის შექმნა. 863 წ. - კირილის და მეთოდიუსის მოღვაწეობა სლავებში. 870 წ. - ვიკინგებმა აღმოაჩინეს ისლანდია. 896 წ. - ევროპაში უნგრელები შეიჭრდნენ და დასახლდნენ მანამდე ინდო-ევროპელთა ტერიტორიებზე. 907 წ. - კონსტანტინოპოლის დარბევები დაიწყო რუსების მიერ. 963 წ. - დაარსდა პოლონეთის სამეფო. 982 წ. - ვიკინგებმა აღმოაჩინეს გრენლანდია. 988 წ. - აღმოსავლეთ ევროპა ქრისტიანული გახდა. 999 წ. - შუა აზიიდან მცირე აზიისკენ - ქართველური და ინდო-ევროპული ხალხების ტერიტორიების დასაპყრობად დაიძრნენ თურქ-სელჯუკები. 1000 წ. - ამერიკა აღმოჩენილი იქნა ვიკინგების მიერ. (იხ. წყარო) ევრაზიის რომელ რეგიონებში როდის დასახლდნენ ინდო-ევროპელებიის მონადირე-შემგროვებლები, რომლებმაც შემდგომში წარმოშვეს პროტო-ინდო-ევროპელები, მოვიდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე განლაგებულ სტეპებში უფრო აღმოსავლეთიდან, კერძოდ შუა აზიიდან და ციმბირიდან. შემდეგ ჩამოყალიბდნენ პროტო-ინდო-ევროპელებად და მათი თავდაპირველი საცხოვრისი იყო სამხრეთ რუსეთის ტერიტორიები - სამხრეთ უკრაინიდან ჩრდილოეთ კასპიისპირეთის ტერიტორიამდე. ამ სტეპებში ისინი ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას და შემდეგ ჩამოაყალიბეს საერთო ინდო-ევროპული კულტურა - იამნაიას კულტურა (ძვ.წ. 3300 - ძვ.წ. 2600 წწ.), საიდანაც ისინი მთელ მსოფლიოს მოედნენ შემდგომ საუკუნეებში და ათასწლეულებში. ყველა ინდო-ევროპელი ხალხის ორიგინალი ჰაპლოჯგუფი იყო და არის "R" და მისი მრავალი სხვადასხვა ტოტი, როგორიცაა (R1a, R1b, R2a, R2b და ა.შ.). ის ინდო-ევროპელი ხალხები, რომლებსაც არ ახასიათებთ "R" მამობრივი ჰაპლოჯგუფები დომინანტურად, ეს მხოლოდ იმის შედეგია, რომ რომელიმე ტერიტორიაზე მისვლის და დამკვიდრების შემდეგ, იქ დამხვედრ, ადგილობრივ ხალხებს შეერივნენ. პაველ დოლუხანოვის (1996) თქმით ორმო-სამარხების კულტურის წარმოშობა წარმოადგენს სხვადასხვა ადგილობრივი კულტურის სოციალურ განვითარებას, რომელიც იყო სოციალური ფენების წარმოქმნის შედეგი, კერძოდ, მთავრული ტიპის მომთაბარე სოციალური სტრუქტურები ანუ ნახევრად მომთაბარე პროტო-ინდო-ევროპელების ჯგუფებს სათავეში ჩაუდგნენ მთავრები და დაწინაურებული მეომრები. ამ სტეპში მომთაბარე ტომები ერთმანეთს დიდწილად ენათესავებოდნენ. მელორის (1999) მიხედვით, იამნაიას კულტურის წარმოშობის ფესვები "ჯერ კიდევ განხილვის საგანია", მაგრამ კვლევები აშკარად მიუთითებს მისი ფესვების არსებობაზე ცენტრალურ ვოლგისპირეთში განვითარებულ ხვალინსკის კულტურაში (ძვ.წ. 4700 - ძვ.წ. 3800 წწ.). ასევე იამანაის ხალხის წინაპარი კულტურაა მდინარე დონის აუზში განვითარებული რეპინის კულტურა (ძვ.წ. 3950 - ძვ.წ. 3300 წწ.) და დღევანდელი უკრაინის სამხრეთში, ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის სტეპში განვიტარებული სრედნი სტოგის კულტურა (ძვ.წ. 4500 - ძვ.წ. 3500 წწ.). ამ კულტურების ხალხის გამრავლებამ, კავშირების გაღრმავებამ და ბუნებრივმა გაერთიანებამ წარმოშვა შემდგომში ყველა ინდო-ევროპელის საერთო სამშობლო - იამნაიას კულტურა (ძვ.წ. 3300 - ძვ.წ. 2600 წწ.). ენტონის (2007) მიხედვით, იამნაიას კულტურა წარმოიშვა ვოლგა-დონის მიდამოებში დაახლოებით ძვ.წ. 3400 წლისთვის. მისი წინამორბედები იყვნენ ხვალინსკის კულტურა და დონის სანაპიროებზე დაფუძნებული რეპინის კულტურა (ძვ.წ. 3950 - ძვ.წ. 3300 წწ.). ამ ორი კულტურის გვიანი ხანის ჭურჭელი თითქმის საერთოდ არ განსხვავდება იამნაიას კულტურის ადრეული ჭურჭლისგან. აშკარაა ამ კულტურების უწყვეტი განვითარება და ერთმანეთში გადაზრდა. ჯონსი (2015) და ჰააკი (2015) ავტოსომურ ტესტებზე დაყრდნობით წერენ, რომ იამნაიას ხალხი ანუ პროტო-ინდო-ევროპელები, რომეთაგანაც გავრცელდა ყველა ინდო-ევროპელი ხალხი, ჩამოყალიბდნენ შემდეგი ხალხების შერევით, ესენია: აღმოსავლელი მონადირე-შემგროვებლები (Eastern Hunter-Gatherers - EHG - რომლებიც ძალიან ენათასავებოდნენ მაშინდელი ციმბირის მოსახლეობას) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები (Caucasus Hunter-Gatherers - CHG - J2a ჰაპლოჯგუფის მამაკცები დომანანტურად), რომლებიც ჩრდილოეთში ავიდნენ და გავრცელდნენ საქართველოს და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიიდან და შეერივნენ აღმოსავლელ მონადირე-შემგროვებლებს (R ჰაპლოჯგუფის ხალხს), და ერთად წარმოშვეს პროტო-ინდო-ევროპელები. ყველა ინდო-ევროპელი ერის მამები და დედები. ამ ორი პოპულაციიდან, თითოეულმა მიიღო პროტო-ინდო-ევროპელების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა დაახლოებით 50-50-ზე. ამ შერეულ მოსახლეობას - პირველ ინდო-ევროპელებს ეწოდება "დასავლეთ სტეპის მესაქონლეები" (Western Steppe Herder - WSH). ეს შერევა კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებსა და აღმოსავლელ მონადირე-შემგროვებლებს შორის მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 3200 - ძვ.წ. 3000 წლებში. როცა ინდო-ევროპელები უკვე სამხრეთ რუსეთიდან და აღმოსავლეთ უკრაინიდან გავრცელდნენ ევროპის ტერიტორიებზე, იქ დახვდათ ძველევროპული არა-ინდო-ევროპული მიწათმოქმედი ხალხი, რომელთაც მეცნიერება მოიხსენიებს როგორც "ადრეული ევროპელი ფერმერები" (Early European farmers). გენეტიკური კვლევები ცხადყოფს, რომ როგორც აღმოჩნდა, შერევა მოხდა უმეტესად აღმოსავლელი მონადირე-შემგროვებლების მამაკაცებს (R ჰაპლოჯგუფის ხალხის) და კავკასიელი მონადირე-შემგროვებელ ქალებს და ადრეული ევროპელი ფერმერების ქალებს (H ჰაპლოჯგუფის მქონეთა) შორის. აღსანიშნავია, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების ქალებს და ადრეული ევროპელი ფერმერების ქალებს, ერთი და იგივე წარმოშობის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფი ჰქონდათ (H და მისი ტოტები). გარდა ამ ჰაპლოჯგუფისა, თანამედროვე ევროპელ ქალებს ასევე აქვთ U და T მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები და ესეც კავკასიელი-მონადირე შემგროვებლების შთამომავლობაა. იამნაიას კულტურის სამარხებიდან აღებული გენეტიკური ნიმუშებიდან ირკვევა ისიც, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი ამ კულტურაში კარგად იტანდა ლაქტოზას და რძის პროდუქტებზე აღარ ჰქონდა ალერგია ისე, როგორც ეს დანარჩენ კაცობრიობას. ამიტომ გამოთქვეს ჰიპოთეზა, რომ რზის პროდუქტების ამტანობა ევროპაში იამნაიას კულტურიდა გავრცელდა, თუმცა დიდი ეჭვია, რომ ესეც პროტო-ქართველთა - კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების შთამომავლობის მემკვიდრეობაა. (იხ. წყარო: Archaeogenetics). უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ პირველად აღმოსავლეთ უკრაინაში ინდო-ევროპელები დასახლდნენ ჯერ კიდევ ძვ.წ. 4500 წლიდან და ძვ.წ. 2750 წლამდე მოედნენ უკრაინის მთელ ტერიტორიას. ძვ.წ. 2500 წლისთვის ინდო-ევროპელები გავრცელდნენ უკვე გერმანიის, ავსტრიის, პოლონეთის და ბულგარეთის ტერიტორიებზე. ძვ.წ. 2200 წლისთვის - რუმინეთში და ბელორუსში. ძვ.წ. 2000 წლიდან - შვედეთში, ჩრდილოეთ ბალკანეთში და ჩრდილოეთ საბერძნეთში. კონტინენტური საბერძნეთის ინდო-ევროპელების მიერ სრულად ათვისება მხოლოდ ძვ.წ. 1600 წლისთვის მოხდა. სწორედ ძვ.წ. 2000 წლიდან გავრცელდნენ ინდო-ევროპელები მცირე აზიაშიც, ანუ ანატოლიაში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიებზე. ესენი იყვნენ ნესიტები, რომლებსაც დამხვედრ, კოლხებთან მონათესავე ხალხთან - ხათებთან შერევის შემდეგ, წარმოქმნეს ხალხი, დღევანდელი სახელწოდებით - ხეთები. ხეთები ხათებისგან განსხვავებით, ლაპარაკობდნენ მაინც ინდო-ევროპულ ენაზე, როგორც ჩანს ნესიტების და ხათების შერევის შემდეგ, კულტურული გავლენებით მაინც ნესიტების ინდო-ევროპულმა ელემენტმა გადაწონა. ხეთებმა ამ ტერიტორიაზე ძვ.წ. 1600 წლიდან დაარსეს თავიანთი სახელმწიფო - ხათუშას სამეფო, რომელმაც ძვ.წ. 1178 წლამდე იარსება. ძვ.წ. 1800 წლიდან ინდო-ევროპელები გავრცელდნენ ბალტიისპირეთში და ნორვეგიაში. ძვ.წ. 1700 წლიდან იწყება ინდო-ევროპელების ნელი გავრცელება შუა აზიიდან სამხრეთში, დღევანდელი ირანის და შემდეგ პაკისტანის და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიებზე. ირანის ასათვისებლად დიდი დრო დასჭირდა ინდო-ევროპულ ხალხებს, ვინაიდან ადგილზე უკვე განვითარებული დიდი კულტურის ხალხები დახვდნენ, რომლებიც არ იყვნენ არც სემიტო-ქამიტები და არც ინდო-ევროპელები ან დრავიდები. დრავიდები გავრცელებულნი იყვნენ მხოლოდ პაკისტანის და მთელი ინდოეთის ტერიტორიებზე, სადაც ძვ.წ. 1300 წლისთვის სრულად მოხერხდა მათი ასიმილაცია და ჩანაცვლება დომინანტი ინდო-ევროპული ელემენტით. ძვ.წ. 1450 წლიდან ინდო-ევროპელები ვრცელდებიან კუნძულ კრეტაზე, მას შემდეგ რაც ადგილობრივი დიდი კრეტული ცივილიზაცია, რომელიც კოლხებთან მონათესავე ხალხის ან თავად კოლხების იყო, დიდი ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დასუსტდა. ეკონომიკა მოიშალა, მოხდა ხალხის დიდი ნაწილის მიერ კუნძულის დატოვება. ამის შემდეგ კი ეს ტერიტორია ნელ-ნელა აითვისეს ბერძნებმა და იქ დარჩენილ მოსახლეობის ნაწილსაც შეერივნენ და ნელ-ნელა გააბერძნეს, გააელინეს. ძვ.წ. 1400 წლიდან ინდო-ევროპელები, კერძოდ მიკენელი ბერძნები გადადიან და სახლდებიან უკვე კუნძულ კვიპროსზე. ძვ.წ. 1100 წლისთვის ინდო-ევროპელებმა ფეხი მოიკიდეს იტალიაში. ძვ.წ. 600 წლიდან - საფრანგეთში, ბენილუქსის ქვეყნების ტერიტორიაზე. იბერო-კავკასიური ურარტუს ტერიტორიაზე კი ამავე პერიოდში შემოვიდნენ პირველად ფრიგიიდან წამოსული ინდო-ევროპული ხალხი - არმენები, ქართველების მიერ სომხებად წოდებულნი, დასახლდნენ ურარტუს ტერიტორიებზე და რამდენიმე საუკუნეში მოახდინეს კავკასიელ ურარტუელთა ასიმილაცია. ძვ.წ. 500 წლისთვის ინდო-ევროპელები ფეხს იკიდებენ შვეიცარიაში და ბრიტანეთში. ძვ.წ. 400 წლისთვის - ირლანდიაში და ესპანეთში. ძვ.წ. 300 წლისთვის - სიცილიაში. ძვ.წ. 238 წელს - სარდინიაში. ძვ.წ. 200 წელს - პორტუგალიაში. ახ.წ. პირველ საუკუნეში უკვე სახლდებიან კუნძულ კორსიკაზე, კერძოდ რომაელები. ახ.წ. 874 წელს გერმანიკები აღწევენ იქამდე დაუსახლებელ ისლანდიამდე. ხოლო შემდეგ საუკუნეებში ინდო-ევროპელთა დიდი განსახლება დაიწყო უკვე სხვა კონტინენტებზე, მაგალითად მათ ამერიკის კონტინენტების ათვისება მე-15 საუკუნიდან დაიწყეს. შემდეგ კი გავრცელდნენ ავსტრალიაში, აფრიკის კონტინენტზეც, კერძოდ მაგალითად სამხრეთ აფრიკაში ბურების სახით. 2021 წლისთვის არსებობს 445 ცოცხალი ინდო-ევროპული ენა. აქედან 313 ენა ეკუთვნის ინდო-ირანულ ჯგუფს. ინდო-ევროპული ენობრივი ოჯახი, დღეს არსებულ ენობრივ ოჯახებს შორის უდიდესია. მათი განსახლების არეალი მოიცავს არა მხოლოდ ისტორიულ დასავლეთ და სამხრეთ ევრაზიას, არამედ მთელ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას და ავსტრალიას. ინდო-ევროპულ ენებზე, როგორც პირველად, მშობლიურ ენებზე ლაპარაკობს 3.2 მილიარდზე მეტი ადამიანი. თუმცა როგორც მეორადი, არამშობლიური ენა, თითქმის ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის, რომელიმე ინდო-ევროპული ენა (მაგ. ინგლისური, რუსული, ესპანური, გერმანული, ფრანგული და ა.შ.). სტატიები1) რა არის ბნელი მატერია? 2) რა არის ბნელი ენერგია? 3) რა წარმოქმნის მატერიას? 4) რა იყო დიდ აფეთქებამდე? 5) რა ხდება შავ ხვრელში? 6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში? 7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური? 8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება? 9) სად გაქრა ანტიმატერია? 10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა? 11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული? 12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა? 13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან? 14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ 15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი 16) ხელოვნური საშვილოსნო 17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო 18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში 19) ევროპის უცნაური სიკვდილი 20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა 21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები 22) უჯრედის ორგანელები 23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში 24) რკინის ხანა მსოფლიოში 25) დამწერლობის ისტორია 26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები? 27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები 28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ 29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში 30) ფულის ისტორია 31) ცის დაპყრობა 32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე? 33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს 34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი 35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები 36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით 37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის? 38) რელიგიის ისტორია 39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის 40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე 41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები 42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე 43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში 44) ადამიანთა ქვერასები 45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები 46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები 47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები 48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები 49) კაპოდური რასის ფენოტიპები 50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო 51) ვინ და როდის ააგო პირამიდები? 52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი? 53) ქვების სახესხვაობები 54) ადამიანი - ევოლუციის გვირგვინი ავტორი: თორნიკე ფხალაძე363 2-ს მოსწონს
|