x
image
თორ ნიკე
ლევან ვასაძის ეკონომიკური ხედვა
ლევან ვასაძის ეკონომიკური ხედვა


ლევან ვასაძემ 2021 წლის 16 მაისს გამართულ აქციაზე განაცხადა: "რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საქართველოში იმპორტის ჩანაცვლება. "ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს." მნიშვნელოვანწილად, რამდენადაც კი ამას მოვახერხებთ, რითაც ვიკვებებით, რასაც ვჭამთ, დიდი ნაწილი ამ პროდუქციისა ჩვენს ქვეყანაში უნდა იწარმოებოდეს და მეტიც, საქართველოდან ექსპორტზეც უნდა გადიოდეს ჩვენი დოვლათის ასამაღლებლად და მაღალხარისხოვანი პროდუქტის წარმოებით ქვეყნის სახელის საზღვრებს გარეთ გასატანად. ამიტომ წერტილოვანი, რეალისტური, ჭკვიანურად გათვლილი, პროტექციონიზმი ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია და უარსაყოფია ეს ლიბერალური მიდგომა, მოდით, ყველა კარი გავაღოთ, ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს და ჩვენ არ გვედარდება, თუ ამის შედეგად უამრავი ქართული საწარმო და ბიზნესი გაკოტრდებაო... ეს რა სისულელეა? ყველა ქვეყანა, რომელსაც უნდა ნამდვილი სუვერენიტეტი, ცივილიზებული პრაქტიკის ფარგლებში იცავს საკუთარ ბაზარს, თავის ბიზნესმენს, თავის მეწარმეს მრავალი იმ აპრობირებული მეთოდით, რომელიც შემუშავებული და გამოცდილია მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ, განვითარებულ ქვეყანაში."


ლევან ვასაძემ ასევე ისაუბრა ეკონომიკის და ერის დაცემის სხვა მიზეზებზეც და მოიყვანა რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი: "დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, 1991 წელს, საქართველოს მოსახლეობა იყო 5.5 მილიონ ადამიანამდე. დღეს კი საქართველოში 3.5 მილიონი ადამიანიღა ცხოვრობს. აქედან დიდი ნაწილი ხანში შესულია. 400 ათასი ადამიანი საქართველოში ნარკომანია და მხოლოდ 18 ათასი სპორტსმენი. ამავე ქვეყანას ჰყავს 700 ათასამდე ლუდომანი, ანუ აზარტულ თამაშებში აქტიურად ჩართული ადამიანი, რომლებიც ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ აზარტულ თამაშებში და წყალში ყრიან საქართველოს ისედაც გაღატაკებული ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სახსრებს." ლევან ვასაძის პროგრამის მიხედვით აზარტული თამაშები და ნარკომანია ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა აიკრძალოს. (იხ. ვიდეო).


ლევან ვასაძის ეკონომიკური ხედვა



2021 წლის 25 მაისს, პირველი არხის ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" ლევან ვასაძემ, საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთობა, რაობა, იმედის" - "ერი"-ის დამფუძნებელმა, კიდევ განავრცო თავისი ეკონომიკური ხედვა და განაცხადა: "საკონტროლო პაკეტი როგორც ნამახვანში, ასევე ყველა შემდგომში აშენებულ სტრატეგიულ ობიექტში უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოს და მათ შორის იმ სტრატეგიულ ობიექტებში, რომელიც უკვე გასხვისებულია უცხოურ კომპანიებზე, უნდა მოხდეს ამ წილის გამოსყიდვა სახელმწიფოს მხრიდან. მთავარია იყოს სახელმწიფოებრივი ნება და ხედვა და მერე ამ ყველაფრისთვის რესურსი მოინახება. ეს არის ეტაპობრივი პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენთან უკვე მუშაობს ჯგუფი სპეციალისტებისა, რომელიც ყველაფერს ითვლის ამასთან დაკავშირებით. ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომლის განსახორციელებლადაც გამოყენებული იქნება ყველა ჩვენს ხელთ არსებული რესურსი, როგორებიცაა საპენსიო ფონდის რესურსები, ეროვნული ბანკის მიერ ფულადი ემისია სპეციალური პროექტებისათვის, საგარეო კრედიტები, მზარდი ეკონომიკის პირობებში დაგროვილი დოვლათი, თანაინვესტირების პროგრამები იმ ინვესტორებთან, რომლებსაც უნდათ შენი გარანტიების სანაცვლოდ წილში შემოვიდნენ და ასე შემდეგ. ამის განხორციელების საშუალებები მე თეორიულად კი არ მაქვს, შესწავლილი, არამედ პრაქტიკაში მაქვს გავლილი რამდენიმე ქვეყანაში და მრავალმილიარდიან პროექტებში. მე არ ვიტყვი რომ ეს მარტივი და ერთ დღეში გაკეთებადია, მაგრამ თუ არსებობს სახელმწიფოებრივი ნება და ხედვა და სწორი იდეოლოგია, მაშინ ეს ნამდვილად მიღწევადია. ის იდეოლოგია უნდა დავივიწყოთ, რომ მოდი ახლა ჩვენ გავყიდოთ გაუმჭვირვალე გარიგებებით ჩვენი ჰიდრორესურსები, ჰესები, წლების განმავლობაში, როგორც სააკაშვილ-ბენდუქიძესეულმა ეგრედ წოდებულმა რეფორმამ 27 ჰესი ძირითადად რუსებზე და კიდევ მე ვყოფილვარ თურმე ამის შემდეგ რუსეთის აგენტი... და დაურიგა, და ამ ხელისუფლებამაც გაარგრძელა იგივე გზა. და რისთვის? რომ გარიგებებში "ატკატები" იჩალიჩონ და ამ შემოსული ფულით პრემიები დაირიგონ და ქვეყანამ დაკარგოს დიდი შემოსავლები და ხალხს არაფერი დარჩეს? არა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რესურსების სახელმწიფო შემოსავლებად აკუმულაცია. მე შემიძლია ამის უამრავი მაგალითი დაგისახელოთ ნორვეგიიდან დაწყებული ემირატებამდე, სადაც სახელმწიფოს ეკონომიკური ხერხემლის ფუნქციის ენერგეტიკული აქტივები ხელში უჭირავს, ვინაიდან ესმის ამ აქტივების სტრატეგიული მნიშვნელობა - ისინი ყოველთვის ფულს შემოუტანენ ბიუჯეტს, ისინი ყოველთვის გაამდიდრებენ ქვეყანას და ყოველთვის მისცემენ სახელმწიფოს ბერკეტს სხვა ბიზნესების წასახალისებლად. აი, მაგალითად გვინდა ჩავანაცვლოთ სახურავების და შიფერების იმპორტი საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ამა თუ იმ თიხის კარიერის საფუძველზე პერსპექტიულია განვავითაროთ იტალიური ტექნოლოგიებით ქართული კრამიტის წარმოება. როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ეს წარმოება, თუ არ დავიცავით ის კონკურენტული იაფი იმპორტისგან, რომელიც არ არის მთლად სამართლიანი კონკურენცია, ვინაიდან მას თავის ქვეყანაში სუბსიდიები აქვს ელექტროენერგიაზე. თუ არ მივეცით ამგვარ ქარხანას რაღაც შეღავათიანი ტარიფი, იმის სანაცვლოდ, რომ მან გეგმა შეასრულოს არა გოსპლანის სტილში, არამედ საბაზრო ეკონომიკის საუკეთესო პრაქტიკის სტილში, რომ აწარმოოს აღნიშნული სახურავი, ეს დარგი განავითაროს ქვეყანაში და მეტი ხალხი დაასაქმოს. ასეთი მიდგომით, სასათბურე მეურნეობები იქნება თუ სხვა ტიპის წარმოებები, მე თუ მინდა რომ მას წავეხმარო ელექტროენერგიის ტარიფით, ოღონდ მიზანმიმართულად, კორუფციის გარეშე, წამოვწიო ეკონომიკურად, მეტი ხალხი დასაქმდეს, მაშინ მე, როგორც სახელმწიფოს უნდა მეჭიროს ეს რესურსი ხელთ, რომ ვიცოდე სად დავუწიო ამ ტარიფს, რომ ეს წარმოება ფეხზე დადგეს და სად შევწყვიტო ამის კეთება და ვარეგულირო. როცა შენ ბოგანო ხარ, როცა არაფერი გაქვს, როცა შენ ქრთამების და გარიგებების არიგებ შენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რესურსებს, რომელსაც მილიარდების შემოტანა შეუძლია დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტში და საქართველოს ეკონომიკაში და არ იცი ვინ რა გაყიდა, ასე წლიდან წლამდე აღატაკებ საკუთარ ქვეყანას და ამიტომაა ეს მდგომარეობა საქართველოში, რა დღეშიც ვართ." (იხ. ვიდეო)






სტატიები


1) რა არის ბნელი მატერია?

2) რა არის ბნელი ენერგია?

3) რა წარმოქმნის მატერიას?

4) რა იყო დიდ აფეთქებამდე?

5) რა ხდება შავ ხვრელში?

6) მარტონი ვართ ჩვენს სამყაროში?

7) რატომაა გრავიტაცია ასე უცნაური?

8) რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?

9) სად გაქრა ანტიმატერია?

10) შეიძლება თუ არა ფიზიკის ერთიანი თეორიის პოვნა?

11) როგორი იქნება სამყაროს აღსასრული?

12) როგორია სამყაროს ზომა და ფორმა?

13) როგორ განვითარდა სიცოცხლე არაცოცხალი მატერიიდან?

14) საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ

15) თანამედროვე ადამიანების ბოლო საერთო მამობრივი წინაპარი

16) ხელოვნური საშვილოსნო

17) ინდოეთი - მომავლის სუპერსახელმწიფო

18) თანამედოვე საქართველოს წვლილი დასავლურ მისიებში

19) ევროპის უცნაური სიკვდილი

20) აშშ-ს პრეზიდენტების წარმომავლობა

21) აშშ-ს 50 შტატი და მათი დედაქალაქები

22) უჯრედის ორგანელები

23) ქალაქური კულტურის გავრცელება მსოფლიოში

24) რკინის ხანა მსოფლიოში

25) დამწერლობის ისტორია

26) როგორ გამოიყურებოდნენ ძველი ეგვიპტელები?

27) აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ამოკითხული წარწერები

28) მსოფლიოს მეცნიერთა შეფასებები აკადემიკოს გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს გაშიფრვის შესახებ

29) უჯრედების ტიპები ადამიანის ორგანიზმში

30) ფულის ისტორია

31) ცის დაპყრობა

32) რამდენი ადამიანი ცხოვრობდა დედამიწაზე?

33) ინდურ ტაძარში მილიარდობით დოლარის განძი აღმოაჩინეს

34) ფრიდონ ნიჟარაძე - გენიოსი სვანი მხატვარი

35) პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები

36) სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით

37) მოხდა თუ არა დედამიწაზე დიდი კატასტროფა ძვ.წ. 11, 000 წლისთვის?

38) რელიგიის ისტორია

39) დედამიწას მომავალში კიდევ ერთი დიდი გადაშენება ელის

40) ისლამური ტერორისტული აქტები 2000 წლიდან 2021 წლამდე

41) სკვითები - ახალი კვლევის საინტერესო შედეგები

42) მერაბ ბერძენიშვილი - დიდი ქართველი მოქანდაკე

43) ადამიანის განვითარება საშვილოსნოში

44) ადამიანთა ქვერასები

45) კავკასოიდური რასის ფენოტიპები

46) მონღოლოიდური რასის ფენოტიპები

47) ნეგროიდული რასის ფენოტიპები

48) წყნაროკეანური რასის ფენოტიპები

49) კაპოდური რასის ფენოტიპები

50) ადამიანის 10 მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო

51) ვინ და როდის ააგო პირამიდები?

52) მიკროსამყარო - რამდენად მცირეა ნანომეტრი?

53) ქვების სახესხვაობები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


18
211
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
211
  
2021, 24 აგვისტო, 20:53
ფაქტი ისაა, რომ 6 სახელმწიფოდ დაშლილები ერთმანეთს და გარეშე მტრებს ვეომებოდით და რუსეთმა სომშვიდე მოგვიტანა, რუსეთიდან გამოსულები კი ისევ ერთ ერად გაერთიანებულები ვართ და არა დაშლილები. ქართველების მოსახლეობამ კი რუსეთის იმპერიაში შესვლამდე 1800 წლიდან 1991 წლამდე 8-ჯერ მოიმატა. ასევე ფაქტია ისიც, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში საერთო შიდა პროდუქტს რასაც აწარმოებდა, საჩუქრად იღებდა დანარჩენი რესპუბლიკებისგან იმაზე 4-ჯერ მეტს. ანუ 1 მანეთი რომ ჩვენი იყო ზედ 4 მოგვდიოდა ნამატის სახით უბრალოდ იმიტომ რომ საბჭოეთის წევრი ვიყავით. საბჭოეთის დროს გაიხსნა ქართული სკოლები თითქმის ყველა სოფელში და დაბაში. მოხდა სრული ინდუსტრიალიზაცია, აფხაზეთის გაქართველება, თურქებისგან მესხეთის დაცლა. თბილისის ქართველიზაცია და დეარმენიზაცია.
2021, 22 აგვისტო, 23:05
1. "საქართველოს მიზანი არის რომ გაერთიანდეს და მიაღწიოს უსაფრთხოების მაღალ ხარისხს ანუ მოიხსნას რუსეთთან ომის მდგომარეობა და დაბრუნდნენ ქართველი დევნილები აფხაზეთში და სამაჩაბლოში.
2. ეს შეუძლებელია თუ არ დაიშალა რუსეთი ან რუსეთი თუ არ შეგვითანხმდა რომ დაგვიბრუნოს ჩვენგან დათმობების სანაცვლოდ. როგორც ვხედავთ რუსეთი არ აპირებს დაშლას და არ დაიშლება და ეს საფრთხე თუ გაუჩნდება იგივეს იზამს რაც ქნა ჩეჩნეთში.
3. ესეიგი რჩება მოლაპარაკება რუსებთან თუ გაერთიანება გვინდა. ამ მოლაპარაკებებში ჩვენ არ უნდა დავთმოთ დამოუკიდებლობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დანარჩენი მოლაპარაკების საგანია და ვნახოთ რა იქნება.
თუ მაჩვენებ სხვა გზას რეალისტურს ჩვენი გაერთიანების, მაშინ დაგეთანხმები და უკვე მაგ გზაზე ვიფიქროთ ერთად რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ახლა რომ რუსეთს მარტო მორდორად წარმოაჩენენ, საიდანაც არასოდეს არაფერი კარგი არ მიგვიღია, ვერც მივიღებთ და ამიტომ გამორიცხულია რომ ველაპარაკოთო, ეგ არის დამღუპველი.
ახლა იკითხავთ - რატომაა დამღუპველიო. იმიტომ, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ასეც რომ დარჩეს სიტუაცია ახლა რომაა და რუსეთმა მეტი რომ არაფერი დაგვიშაოს და არც სხვა მეზობლებმა, მაინც ვიღებთ შემდეგ სიტუაციას: ვკარგავთ საქართველოს 22% ტერიტორიას მინიმუმ იქამდე, სანამ რომელიმე მომდევნო საუკუნეში რუსეთი არ დაიშლება. მოგწონთ ეს პერსპექტივა? მე არა.
2021, 22 აგვისტო, 23:05
თუ იტყვით, რომ პუტინის მერე კაი ხალხი მოვა და ისინი მოგვცემენო, მაგასაც მოლაპარაკება უნდა. ისე არავინ არაფერს მოგვცემს. როცა ამბობთ, ჯერ მოგვცენ და მერე მოვილაპარაკოთო - ეგ როგორ? მთავარი საკითხი რაზეც უნდა ელაპარაკო არის ტერიტორიული მთლიანობა და ეგ თუ დაგიკმაყოფილა მერე ჯანდაბამდე გზა ჰქონია, რაღაზე ველაპარაკო, კარტოფილის ჯიშებზე და მათი მოყვანის ხერხებზე სხვადასხვა სახის მიწაზე?
ზოგი ამბობს ჯერ ნატოში შევიდეთ და მერე უნდა ველაპარაკოთო და ჯერ ერთი არავის შევყავართ და არც შეგვიყვანენ. და რომც შეგვიყვანონ და მოხდეს სასწაული, რუსეთი დაგიბრუნებს კი არა საერთოდ გაჭედავს და უშუალოდ მიიერთებს მაგ მიწებს, როგორც ყირიმზე ქნა.
ასე რომ დაფიქრდით კარგად. თორემ ზოგის საქციელებიდან ისე ჩანს, რომ საქართველოს დაშლას ემხრობით, ოღონდ რაც დარჩება ის საქართველო სადმე რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკში შეტენოთ, რომელი ბლოკიც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება და ჩვენ დავრჩებით ასე...
2021, 22 აგვისტო, 14:51
რუსეთზე რომ ამბობთ, როცა დახმარება ვთხოვეთ, დაგვიპყრო, სახელმწიფოობა წაგვართვა, ავტოკეფალია გაგვიუქმა "ერთმორწმუნე ძმობის" სახელითო, რა მერე? ყველა ქვეყანა ეგრე მოიქცეოდა. დაპყრობილ ქვეყნებში ამაზე ბევრად უარესებს აკეთებდნენ მაშინდელი იმპერიები. 20 მილიონი ინდოელი მაგალითად შიმშილით მოკლეს ინგლისელებმა. ჰოლოდომორი მოუწყვეს და რამდენიმე ტრილიონი დოლარის ღირებულების ქონება გამოზიდეს მარტო ინდოეთიდან. ბელგიელები აფრიკაში ფიზიკურად წყვეტდნენ და გენოციდს უტარებდნენ ზანგებს. 15 მილიონი ზანგი მარტო ერთმა ბელგიელმა მეფემ დახოცა. ესპანელებმა, პორტუგალიელებმა და ბრიტანელებმა ორივე ამერიკაში 100 მილიონამდე ინდიელი ამოხოცეს ევრაზიული დაავადებებით და ცალკე ომებით. რუსეთი რომ იმ პერიოდში ასე მოიქცა და დაგვიპყრო, როცა ამდენად ტკბილი ლუკმა ჩავუვარდით ეგ კი არაა გასაკვირი, თქვენ ის მითხარით, იმას რატომ ვუვიწყებთ რუსეთს რომ ფიზიკურ განადგურებას გადაგვარჩინა და სრულ გამუსლიმებას, რაც არ აგვცდებოდა არავითარ შემთხვევაში სულზე რომ არ მოესწროთ რუსებს. ჩრდილოეთ კავკასიელები ცალკე გვიტევდნენ და ირან-ოსმალეთი ცალკე, როცა 600 ათასიღა ვიყავით დარჩენილი ყველა ქართული სახელმწიფო ერთად და ისიც დაშლილები 6 სახელმწიფოდ (ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი და სვანეთი, მეშვიდე უკვე შეერთებული ჰქონდა უშუალო ნაწილად ოსმალეთს - სამცხე-საათაბაგო ანუ მესხეთი, სპერი, ტაო-კლარჯეთი).
რომ ამბობთ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ დააბრუნოს, არ ვენდობით და არ გვინდა მეგობრობაო, ეგ რომ უსამართლობაა თუ იაზრებთ მაგას? :)) და მაგ უსამართლო მიდგომების გამო რა მწარედ დავისჯებით და ვისჯებით მაგასაც ხო ხედავთ თქვენი თვალით?
2021, 9 აგვისტო, 12:18
"არ ვაპირებდი რამის დაწერას 2008 წლის 8 აგვისტოს ტრაგედიაზე-უკვე ყველაფერი ნათქვამია და სათანადო დასკვნებიც გამოტანილი უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც ამის უნარი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ვინაიდან ასე არაა და კვლავ გრძელდება ამ ტრაგედიის სრულიად წარმოუდგენელი ინტერპრეტაციები კიდევ ერთხელ დავწერ.
ომის ფორმალური საბაბი-casus belli - გახდა კონფლიქტის ესკალაცია საქართვე;ლოს შეიარაღებული ძალების მიერ, რომელიც განხორციელდა სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში ყოფნის დროს, ხოლო სამშვიდობო ძალები იქ იმყოფებოდნენ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელზეც საქართველოს ხელი ჰქონდა მოწერილი.
ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რაზეც ხელი მოაწერა საქართველოს დელეგაციამ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ოპერაცია მაშინ იქნებოდა სამართლებრივად ლეგიტიმური, თუ საქართველო გამოვიდოდა ხელშეკრულებიდან და შეუწყვეტდა რუსეთის სამშვიდობო ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მანდატს.
2021, 9 აგვისტო, 12:18
ცხადია, აქ იგულისხმება მხოლოდ სამართლებრივი მხარე.
ამის მაგივრად, თავისი მოქმედებებით სააკაშვილის რეჟიმმა ხელ-ფეხი გაუხსნა პუტინის მონათესავე რეჟიმს რუსეთში, მისცა მას იდეალური casus belli ოკუპაციისა და ახალი ეთნიკური წმენდის საშუალება.
სრული იდიოტია ის, ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა.
სრული იდიოტია ის , ვინც ფიქრობდა, რომ დასავლეთი ამის გამო რუსეთს სამხედრო წინააღმდეგობას გაუწევდა.
სრული იდიოტია ის, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოს ჰქონდა რაღაც შანსი კონვენციურ ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, ამ სამი იდიოტიზმით მანიპულირებას დღემდე დიდი გასავალი აქვს.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას-ის მორცხვი მიმოზასავით მომენტალურად იკეცება ხოლმე ნაცების ტელევიზიის ბულინგის შიშით, აქაოდა, პრორუსობა არ დამაბრალონო, ხანაც ასევე მორცხვი მიმოზასავით წამოიკნავლებს ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
შევახსენებ მათ, რომ დანაშაული წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას., ხოლო ეს დეფინიცია სრულად შეესაბამება როგორც დანაშაულის ჩამდენს, ისე მის დამფარავს.
p.s.
ომის რეალური სურათის დამახინჯება ზოგს ქართული ინტერესი ჰგონია. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ რუსეთის მოქმედებებს ამ ომის დროს და მის შემდეგ, ვგულისხმობ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, ამ დამახინჯების შედეგად არანაირი სამართლებრივი საფუძველი და გამართლება არა აქვს, ხოლო დასკვნა ამ ომის შესახებ დიდი ხანია დადებულია ტალიავინის მიერ, ხოლო ევროსაბჭოს შესაბამის რეზოლუციას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ხელმოწერები ამშვენებს." - სოსო მანჯავიძე
2021, 8 აგვისტო, 22:00
"რა ევროკავშირ-ნატოში შესვლის იმედი აქვს ამ ხალხს ან რა ამერიკის? ამერიკა დაგვიბრუნებს გაგრის პლიაჟებს და ცხინვალს? ამ აბსურდის დაჯერება საღი გონების ადამიანს როგორ უნდა შეეძლოს ჩემამდე არ მოდის. ერთ ტყვიას ერთ ჯარისკაცს არ და ვერ დაგახმარს არასდროს ამერიკა რუსეთთან ომში.
მეტი ფაქტი რად გვინდა აგერ 2008 წლის მოვლენები ავიღოთ პრეზიდენტები რომ შეიკრიბნენ მიშას დარეკილზე იუშენკოსთან. მერე ლიტვა-ლატვია-პოლონეთის პრეზიდენტები ყველა ერთი თვითმფრინავით რომ აპირებდნენ ჩამოსვლას თბილისში ფიზიკურად ვერ შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ისხნდნენ თვითმფრინავში და ეძებდნენ გზებს თბილისში მოსასვლელად ბელორუსმა ხომ განუცხადა პოლონეთს ჩემი ქვეყნის საჰერო სივრცეს ვერ გამოიყენებთ საქართველოში წასასვლელათო უკრაინიდან ყირიმში მყოფი რუსების საჰაერო ბლოკავდა საჰაერო სირვცეს ადგნენ და თურქებს დაურეკეს ამ 4 ქვეყნის ნატოს ქვეყნის წარმომადგენლებმა და თურქებს სთხოვეს ან თქვენ გაგვიხსენით საჰაერო დერეფანი ან აზერებმაო და ისე შევალთ თბილისშიო წარმოგიოდგენია თურქების კეთილ ნების გამო 4 ქვეყნის პრეზიდენტი თუ 5 მგონი ესტონეთის პრეზიდენტიც იყო მაშინ აი ამ შემოვლითი გზით შემოაღწიეს მაშინ თბილისში ეს ყველაფერი რატომ დავწერე? უბრალოდ ხაფანგში ვართ ფიზიკურად რომ სცადონ დახმარება რუსეთთან ომში ჩვენი დახმარების საიდან როგორ გეოგრაფიული მდებარეობა არ მსიცემთ საშუალებას შავი ზღვის აუზიდან შემოსვლაზე ხომ ზედმეტბია საუბარია რუმინეთი ბულგარეთი ისედაც დავერბორკებული ყავს რუსეთს შესაბამისად დერეფანს არც ის ქვეყნები გაუხსნიან და რომ გაუხსნან რაა რო? რუსულ საზღვაო ფლოტს გაცდებიან?"
ზაზა დათუკიშვილი
2021, 6 აგვისტო, 23:24
სინამდვილეში რას ფიქრობენ რუსები ჩვენზე
რუსები ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულად უყურებენ სიტუაციას საქართველოსთან მიმართებაში, ეს აზრი დომინირებს იქ. არავის ეგონოს, რომ ჩვენ წინაშე რუსებს თავი დამნაშავედ მიაჩნიათ, როგორც მთავრობა, ისე ხალხი, ისინი ფიქრობენ ასე:
"1800-იანი წლების დასაწყისში საქართველო დაშლილი იყო 6 სახელმწიფოდ, რომლებიც ერთი მხრივ ერთმანეთზე იყვნენ გადაკიდებული, მეორე მხრივ ოსმალეთი, ირანი და ჩრდილოეთ კავკასია უტევდათ. ფეოდალები იტაცებდნენ ქართველ ბავშვებს და თურქებზე სარფიანად ყიდდნენ. ამ სავალალო მდგომარეობაში დარჩენილი საქართველო სულს ღაფავდა და ქართველების რაოდენობა ამ ექვსივე სახელმწიფოში 700 ათასამდე ძლივსღა აღწევდა. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქართლ-კახეთის სამეფომ რუსეთთან თვითონ გამოიჩინა ინიციატივა, რომ შემოსულიყო რუსეთის განმგებლობის ქვეშ და სამაგიეროდ რუსეთი დახმარებოდა საქართველოს გარეშე მტრების მოგერიებაში. რუსეთმა ასე იყო თუ ისე, ეს შეასრულა. საქართველოში რუსეთის შესვლის შემდეგ დამყარდა მშვიდობა. დაშლილი ქვეყანა ფიზიკურად გაერთიანდა ერთი სახელმწიფოს ქვეშ - რუსეთის იმპერიის ქვეშ, შეწყდა ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმების განუწყვეტელი თავდასხმები, შეწყდა ტყვის სყიდვა, შეწყდა ოსმალეთის და ირანის გამანადგურებელი შემოტევები. ქართველები 2 საუკუნეში იმდენად გამრავლდნენ, რომ 700 ათასიდან 5 მილიონ ადამიანს მიაღწიეს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
2021, 6 აგვისტო, 23:24
საბჭოთა კავშირში პროცენტულად ყველაზე მეტ მეცნიერს ზრდიდნენ და სამ ყველაზე მდიდრულად მცხოვრებ რესპუბლიკაში იყვნენ: რუსეთი, უკრაინა და საქართველო. ამის მიუხედავად მათ დაიწყეს შეტევა პირველებმა და ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიელ მუსლიმებს დაუჭირეს მხარი ანტი-რუსული საქმიანობის განხორციელებაში და ერთიანი კავკასიის შექმნის იდეებმა შეაწუხათ. ეს რომ არ გამოვიდა, მერე ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი ანტი-რუსობაში და პრო-დასავლელობაში. დასავლეთს, რომელსაც არასოდეს საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებია, პირდაპირ დამამცირებელ მდგომარეობაში დაემონენ და მათი მომვლელობა არჩიეს იმას, რომ რუსეთში ემეფათ. საბჭოთა კავშირი საერთოდ მათი შექმნილი იყო და მთელ ამ სივრცეში მათ უდიდეს პატივს სცემდნენ. რომელ ქვეყანაში დაწინაურდნენ ისინი? გერმანიაში, იტალიაში, ამერიკაში მმართველები კი არა, უბრალო მუშებად მუშაობაც კი სანატრელად აქვთ ქცეული და მაინც, რუსებისადმი სიძულვილი იმდენად დიდია მათში, რომ თურქეთში ინტეგრაციაც კი უკვე უფრო მისაღებია მათთვის, ვიდრე რუსებთან შერიგება. ქართველებმა მოღალატე ბუნება გამოავლინეს და ჩვენ გვიღალატეს. მათი ნდობა აღარ შეიძლება, ისინი არ ყოფილან ღირსეული ხალხი."
აი, ასე ფიქრობს ჩვეულებრივი რუსი დღეს. ჩვენ ეს სიტუაციაც გასარკვევი გვაქვს და ჩვენი არგუმენტები გვაქვს დასალაგებელი რატომ მოხდა ასე და რამ გამოიწვია საქართველოში ანტი-რუსული განწყობების ფორმირება. აბსოლუტურად ყველა საკამათო თემა თავიდანაა რუსებთან გასავლელი და დასალაგებელი.
2021, 6 აგვისტო, 1:31
რუსეთთან თუ არ დავლაგდით, გადაგვაგდოს კი არა ახლა გადაგდებულებიც ვართ და უფსკრულშიც ვართ ჩაჩეხილები უკვე. ბოლოს ისე მოხდება, რომ რუსი ძალით შემოვა როცა დაჭირდება და იქ უკვე ჩვენს აზრს კი არ გაითვალისწინებენ, როგორც დაპყრობილებს ისე მოგვექცევიან. როგორც 1921 წელს დაარიგეს მეზობლებზე ჩვენი ტერიტორიები ისე, ვინც ეხმარებოდათ და მათი მოკავშირეები იყვნენ, იმათ დაუფასებენ შრომას ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე.
რუსეთს სჭირდება ის, რომ ამ ტერიტორიაზე იყოს ბუფერი, რომელიც გაყოფს აზერებს და თურქებს და მეორე მხრივ თურქებს და ჩრდილოეთ კავკასიელებს. ამისთვის სჭირდება ძლიერი საქართველო და სომხეთი. მაგრამ ორივემ თუ უღალატა, ორივეს დასჯის, თუმცა სრულიად არ გაანადგურებს იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა თუ გამოეცალა ხელიდან, ახლო მომავალში აუფეთქდება კავკასია მთლიანად და გადავა ეს რეგიონი ახალი თურქული რეგიონული სუპერსახელმწიფოს კონტროლქვეშ.
რა თქმა უნდა რუსეთს ურჩევნია რომ პირდაპირ მართოს და მისი იყოს ეს ორივე ქვეყანა, მაგრამ ვინაიდან ხედავს, რომ ქართველებსაც და სომხებსაც დამოუკიდებლობა ძალიან გვინდა, ამიტომ ურჩევნია ყველანაირად რომ ამ მტკივნეულ და ჩვენთვის მნიშვნელოვან ადგილს არ შეეხოს, ოღონდ იმ პირობით, რომ მისიანები ვიყოთ. სხვა შემთხვევაში ძალიან ცუდ ქმედებებზე და ვა-ბანკზეც წავა რუსი და ძალაზე გადავა. არ დაკარგავს კავკასიას ცოცხალი თავით. ხოდა თუ ძალაზე გადავიდა, როგორც არაერთხელ უქნია, თურქი ბოლომდე არ დაუთმობს ჩვენს თავს და აჭარას მოითხოვს როგორც მინიმუმ. ხოდა ეგრე რომ მიდგება საქმე-საქმეზე, რომ გახევენ საქართველოს შუაზე როგორც არაერთხელ გაუხევიათ, მერე უკვე გვიანი იქნება ანალიზის კეთებაც და სინანულიც რომ მართლები ყოფილან ის ხალხი, "რუსეთუმეებს" რომ ვეძახდითო.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10