საქართველო რა არის ზენაციონალური გაერთიანება? 18 აპრილი, 22:24 რა არის ზეეროვნული ანუ ზენაციონალური გაერთიანება? კაცობრიობის ისტორიაში ასეთი ერთობის მხოლოდ 2 მაგალითი არსებობდა დღემდე: 1. საბჭოთა კავშირი. 2. ევროკავშირი. ზენაციონალური გაერთიანება (Supranational Union) არის საერთაშორისო ორგანიზაციის სახეობა, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს ზოგიერთი უფლებამოსილება და ფუნქცია, რომელიც მე-20 საუკუნემდე მხოლოდ სახელმწიფოებისთვის იყო დამახასიათებელი. ზენაციონალური ორგანიზაცია გულისხმობს მისი წევრი სახელმწიფოების მიერ სუვერენიტეტის (დამოუკიდებლობის ხარისხის) დიდი ნაწილის დათმობას, დიდწილად შეზღუდვას და მის გადაცემას იმ ზენაციონალური ორგანიზაციის სამმართველო ცენტრისთვის თუ ინსტიტუციებისთვის, რომლის წევრიც ხდება. კაცობრიობის ისტორიაში ზენაციონალური გაერთიანების პირველი მაგალითია საბჭოთა კავშირი, რომელიც შეიქმნა 1922 წელს და რომელიც დე-იურე ფუნქციონირებდა, როგორც ზენაციონალური ორგანიზაცია 1922-1936 წლებში, მაგრამ ამ დროსაც კი, დე-ფაქტო იყო უფრო მეტად ფედერაცია. ეს ფაქტობრივი მდგომარეობა 1936 წლიდან ნაწილობრივ (მაგრამ არა მთლიანად) გაფორმდა იურიდიულადაც. ევროკავშირი კი აღწერილია, როგორც ზენაციონალური ორგანიზაციის პარადიგმული შემთხვევა (ის მეორე ასეთი გაერთიანებაა დედამიწის ისტორიაში საბჭოთა კავშირის შემდეგ), რადგან მას გააჩნია ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის ხარისხი, რომელიც მოიცავს საერთო ბაზარს, ერთობლივ სასაზღვრო კონტროლს, უზენაეს სასამართლოს და რეგულარულ სახალხო არჩევნებს, მაგრამ ამავე დროს არ არის ფედერაცია და მისი წევრი სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობენ შეკვეცილი სუვერენიტეტით, მაინც ოფიციალურად, დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ითვლებიან. ამ ორი მაგალითის გარდა 21-ე საუკუნეში არსებობს სხვა, მსგავსი, მაგრამ არა სრულად იდენტური რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ზენაციონალური გაერთიანებები, უკვე ატარებენ ან აპირებენ გაატარონ ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სახის ინტეგრაცია. ეს ორგანიზაციებია: 1. აფრიკის კავშირი (African Union - AU) 2. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია - ასეანი (Association of Southeast Asian Nations - ASEAN) 3. ბენილუქსი (Benelux) - ბელგიის, ნიდერლანდების და ლუქსემბურგის პოლიტიკური გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები უკვე არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირი უშვებს ასეთი გაერთიანების არსებობას თავის წიაღში სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე. 4. კარიბის საზოგადოება (Caribbean Community - CARICOM) 5. ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა (Central American Integration System - SICA) 6. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა - დსთ (Commonwealth of Independent States - CIS) 7. სპარსეთის ყურეს არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (Cooperation Council for the Arab states of the Gulf - Gulf Cooperation Council - GCC) 8. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Economic Cooperation Organization - ECO) 9. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (Eurasian Economic Union - EAEU) 10. ჯგუფი 77 (Group of 77 - G77) - განვითარებადი ქვეყნების კავშირი მეტი თანამშრომლობისთვის. 11. იბერიულ-ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია (Organization of Ibero-American States - OEI) 12. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Organization of the Black Sea Economic Cooperation - BSEC) 13. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია (Organization of Turkic States) 14. წყნარი ოკეანის ალიანსი (Pacific Alliance) - ლათინური ამერიკის სავაჭრო ბლოკი. 15. სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაცია (South Asian Association for Regional Cooperation - SAARC) 16. სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირი (Union of South American Nations - USAN) 17. საკავშირო სახელმწიფო (Union State) - რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის გაერთიანება. 18. არაბული ლიგა (Arab League) 19. წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი (Pacific Islands Forum) 20. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობა (Community of Latin American and Caribbean States - CELAC) 21. აღმოსავლეთ აფრიკის საზოგადოება (East African Community) 22. ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა (Economic Community of Central African States - CEMAC) 23. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური თანამეგობრობა (Economic Community of West African States - ECOWAS) წყარო: Supranational Union; სამეცნიერო სტატიები:1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით? 2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ 3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ 4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ 5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე 6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები 7. ადამიანის უჯრედების ტიპები 8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში 9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში 10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ 11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ 12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ 13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად? 14. და მაინც, რა არის სინათლე? 15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში 16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები 17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე 18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე 19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე 20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე 21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია 22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით 23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი 24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე 25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე 26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე 27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე 28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე 29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები 30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები 31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში 32. რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი? 33. შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?ავტორი: თორნიკე ფხალაძე60 1-ს მოსწონს
|