x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით
საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით



1. კახეთის მხარე - მისი ფართობია 11, 310 კმ2 (კვადრატული კილომეტრი). ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 38 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 8 მუნიციპალიტეტი: ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო.






2. აფხაზეთის რესპუბლიკა - მისი ფართობია 8661 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო და თითქმის უტოლდება ერთიანი კვიპროსის ტერიტორიას. რესპუბლიკაში შედის 7 მუნიციპალიტეტი: გაგრა, გუდაუთა, სოხუმი, გულრიფში, ოჩამჩირე, ტყვარჩელი და გალი.






3. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - მისი ფართობია 7468 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 8 მუნიციპალიტეტი: აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი, წალენჯიხა და მესტია.






4. იმერეთის მხარე - მისი ფართობია 6680 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 11 მუნიციპალიტეტი: სამტრედია, ხონი, წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ზესტაფონი, ხარაგაული, ჭიათურა და საჩხერე.






5. სამცხე-ჯავახეთის მხარე - მისი ფართობია 6413 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 6 მუნიციპალიტეტი: ბორჯომი, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი და ნინოწმინდა.






6. ქვემო ქართლის მხარე - მისი ფართობია 6280 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 33 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 6 მუნიციპალიტეტი: წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი, დმანისი, ბოლნისი და მარნეული.






7. შიდა ქართლის მხარე - მისი ფართობია 5729 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 31 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 5 მუნიციპალიტეტი: ჯავა, ხაშური, ქარელი, გორი და კასპი.






8. მცხეთა-მთიანეთის მხარე - მისი ფართობია 5606 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 31 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 5 მუნიციპალიტეტი: სტეფანწმინდა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი და მცხეთა.






9. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე - მისი ფართობია 4954 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 30 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 4 მუნიციპალიტეტი: ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური და ონი.






10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - მისი ფართობია 2919 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 29 დამოუკიდებელი სახელმწიფო. ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის 5 მუნიციპალიტეტი: ქობულეთი, ხელვაჩაური, ხულო, შუახევი და ქედა.






11. გურიის მხარე - მისი ფართობია 2033 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მხარეში შედის 3 მუნიციპალიტეტი: ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი.




ერთიანი საქართველოს ტერიტორიის ფართობი არის 69, 700 კმ2. დღესდღეობით ოკუპირებულია მისი ორი რეგიონი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალის მიერ, ესენია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (ე.წ. "სამხრეთ ოსეთი").

აფხაზეთის ფართობია 8661 კმ2, ხოლო ცხინვალის რეგიონის - 3900 კმ2.

გამოდის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი არის ჯამში 12, 561 კმ2.

საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის ფართობი არის - 57, 137 კმ2.

საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის ფართობი მაინც არის დღეს არსებულ 74 დამოუკიდებელ ქვეყანაზე უფრო დიდი.


იხ. ასევე: საქართველოს მხარეები; და საქართველოს მუნიციპალიტეტები;



კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
404
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
404
  
25 იანვარი, 22:22
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
16 იანვარი, 14:36
როცა რეგიონის სიდიდეა დათვლილი, მანდ ისედაც შესულია ფოთის ტერიტორიაც და არაა გამოკლებული :) მადლობა, შენც ასევე წარმატებები.
16 იანვარი, 14:33
კი ვიცი, თვითმმართველი ქალაქი რომაა, მაგრამ რადგან ტერიტორიაზე და ტერიტორიის სიდიდეზეა საუბარი ვერავინ შემოგედავებოდა, როგორც რეგიონის ნაწილი ისე ჩაგეწერა.
წარმატებები...
16 იანვარი, 14:30
იმიტომ რომ მუნიციპალიტეტებია აქ მხოლოდ ჩამოთვლილი. ფოთი არის სამეგრელოს ერთ-ერთი ქალაქი, მაგრამ არა მუნიციპალიტეტი, არამედ ე.წ. "თვითმმართველი ქალაქი". ასეთი 5 ქალაქია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და რუსთავი. ისინი არ შედიან მუნიციპალიტეტებად იმ რეგიონში, რომელშიც მდებარეობენ. უბრალოდ ტექსტში აღარ დავწერე ამ თვითმმართველ ქალაქებზე.
16 იანვარი, 13:39
თორნიკე, ფოთი რატომ არაა სამეგრელოს სიაში? :)
0 1 5