x
image
თორ ნიკე
საქართველოს მუნიციპალიტეტები
საქართველოს მუნიციპალიტეტები


მცირე სახელმწიფოებს დედამიწაზე არსებობის დიდი ისტორია აქვს. პირველი ქალაქ-სახელმწიფოები დააფუძნეს შუმერებმა ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულიდან, რომლებსაც 30-ზე მეტი ამგვარი ქალაქ-სახელმწიფო ჰქონდათ მესოპოტამიაში. შემდგომ ეს ტრადიცია ძველმა ბერძნებმა გააგრძელეს, რომლებმაც ძვ.წ. 900 წლიდან ძვ.წ. 146 წლამდე დააარსეს 2000-მდე ქალაქ-სახელმწიფო ეგეოსის, ხმელთაშუა, შავი და აზოვის ზღვების სანაპიროებზე. ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ასევე ფინიკიელებმა დააარსეს 130 დამოუკიდებელი და ზოგიც დაქვემდებარებული სავაჭრო ქალაქი ხმელთაშუაზღვისპირეთში, როგორც პალესტინის, ასევე უმეტესად ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებზე. შუა საუკუნეებში ამგვარი მცირე და ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები ჰქონდა დიდი ევროპულ, გერმანულ სახელმწიფოს - საღვთო რომის იმპერიას, რომელიც მისი არსებობის 1008 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს შედგებოდა 1800 ნახევრად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულისგან, რომლებსაც ლანგენშოჰაითს უწოდებდნენ.

საქართველოში 2022 წლის მდგომარეობით არის 69 მუნიციპალიტეტი. აქედან 64 არის სასოფლო მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი თემი), ხოლო 5 არის საქალაქო (თვითმმართველი ქალაქი).

სასოფლო მუნიციპალიტეტებიდან 5 არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ესენია: აჟარის, თიღვის, ერედვის, ქურთას და ახალგორის მუნიციპალიტეტები. ამგვარად, საქართველო დღეს აკონტროლებს 59 სასოფლო მუნიციპალიტეტს და 5 თვითმმართველ ქალაქს - სულ 64 მუნიციპალიტეტს.


ერთიანი საქართველოს ტერიტორიის ფართობი არის 69, 700 კმ2. დღესდღეობით ოკუპირებულია მისი 2 რეგიონი რუსეთის მიერ, ესენია: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. აფხაზეთის ფართობია 8661 კმ2, ხოლო ცხინვალის რეგიონის 3900 კმ2.

გამოდის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ფართობი არის ჯამში 12, 561 კმ2.

საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის ფართობი კი არის - 57, 137 კმ2.


რომ წარმოვიდგინოთ თუ რამდენად დიდი და კარგი პერსპექტივის მქონეა საქართველო მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ "პატარა სახელმწიფოდ", თითოეული ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეგვიძლია შევადაროთ დღეს არსებულ სახელმწიფოებს, რომლებიც დამოუკიდებლები არიან. შედარებით მცირე ტერიტორიის დამოუკიდებელი სახელმწიფოები დღემდე არსებობს დედამიწაზე. ჩამოვწეროთ ქვეყნების სია, რომლებიც უფრო მცირე ფართობისაა, ვიდრე დღევანდელი საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი, უმცირესიდან უფრო დიდი ტერიტორიის მქონემდე და ასევე შევადაროთ მათი ტერიტორიის სიდიდე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 64 მუნიციპალიტეტს ცალ-ცალკე:


1. ვატიკანი - 0.44 კმ2 (კვადრატული კილომეტრი).

2. მონაკო - 2 კმ2.

3. ნაურუ - 21 კმ2.

4. ტუვალუ - 26 კმ2.

5. სან მარინო - 61 კმ2.

6. ლიხტენშტეინი - 160 კმ2.

7. მარშალის კუნძულები - 181 კმ2.

8. სენტ კიტსი და ნევისი - 261 კმ2.

9. მალდივის კუნძულები - 300 კმ2.

10. მალტა - 316 კმ2.

11. გრენადა - 344 კმ2.

12. სენტ ვინსენტი და გრენადინები - 389 კმ2.

13. ბარბადოსი - 430 კმ2.

14. ანტიგუა და ბარბუდა - 442 კმ2.

15. სეიშელის კუნძულები - 459 კმ2.

16. პალაუ - 460 კმ2.

17. ანდორა - 467 კმ2.

18. სენტ ლუისი - 616 კმ2.

19. მიკრონეზია - 702 კმ2.

20. სინგაპური - 719 კმ2.

21. ტონგა - 747 კმ2.

22. დომინიკა - 751 კმ2.

23. ბაჰრეინი - 780 კმ2.

24. კირიბატი - 811 კმ2.

25. სან ტომე და პრინციპი - 1001 კმ2.

26. მავრიტუსი - 2040 კმ2.

27. კომოროსი - 2235 კმ2.

28. ლუქსემბურგი - 2586 კმ2.

29. სამოა - 2842 კმ2.

30. კაბო ვერდე - 4033 კმ2.

31. ტრინიდადი და ტობაგო - 5131 კმ2.

32. ბრუნეი - 5765 კმ2.

33. პალესტინა - 6220 კმ2.

34. კვიპროსი - 9250 კმ2.

35. ლიბანი - 10, 452 კმ2.

36. კოსოვო - 10, 887 კმ2.

37. იამაიკა - 10, 991 კმ2.

38. გამბია - 11, 295 კმ2.

39. ყატარი - 11, 586 კმ2.

40. ვანუატუ - 12, 189 კმ2.

41. მონტენეგრო - 13, 812 კმ2.

42. ბაჰამა - 13, 878 კმ2.

43. ტიმორ-ლესტე - 14, 874 კმ2.

44. ესვატინი - 17, 364 კმ2.

45. ქუვეითი - 17, 818 კმ2.

46. ფიჯი - 18, 274 კმ2.

47. სლოვენია - 20, 273 კმ2.

48. ისრაელი - 20, 770 კმ2.

49. ბელიზი - 22, 966 კმ2.

50. ჯიბუტი - 23, 200 კმ2.

51. მაკედონია - 25, 713 კმ2.

52. რუანდა - 26, 338 კმ2.

53. ჰაიტი - 27, 750 კმ2.

54. ბურუნდი - 27, 834 კმ2.

55. ეკვატორული გვინეია - 28, 051 კმ2.

56. ალბანეთი - 28, 748 კმ2.

57. სოლომონის კუნძულები - 28, 896 კმ2.

58. სომხეთი - 29, 743 კმ2.

59. ლესოთო - 30, 355 კმ2.

60. ბელგია - 30, 528 კმ2.

61. მოლდოვა - 33, 850 კმ2.

62. გვინეა-ბისაუ - 36, 125 კმ2.

63. ტაივანი (ჩინეთის რესპუბლიკა) - 36, 188 კმ2.

64. ბჰუტანი - 38, 394 კმ2.

65. შვეიცარია - 41, 285 კმ2.

66. ნიდერლანდები - 41, 543 კმ2.

67. დანია - 42, 913 კმ2.

68. ესტონეთი - 45, 227 კმ2.

69. დომინიკის რესპუბლიკა - 48, 310 კმ2.

70. სლოვაკეთი - 49, 035 კმ2.

71. კოსტა რიკა - 51, 100 კმ2.

72. ბოსნია-ჰერცოგოვინა - 51, 197 კმ2.

73. ხორვატია - 56, 594 კმ2.

74. ტოგო - 56, 785 კმ2.


1) თბილისი - თვითმმართველი ქალაქი. საქართველოს დედაქალაქი. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა ცხოვრობს ძვ.წ. 4000 წლიდან. ქალაქად იქცა ძვ.წ. პირველ ათასწლეულში. დედაქალაქად გამოცხადდა და უფრო მეტად განაშენიანდა ახ.წ. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ. ისტორიის განმავლობაში გადაწვეს და კვლავ აღდგა 29-ჯერ. 2021 წლის აღწერით მისი მოსახლეობა არის 1, 202, 731 ადამიანი. აქედან 89.9% ქართველები. 4.8% - სომხები, ხოლო 1.4% - აზერბაიჯანელები. ფართობით თბილისი არის 726 კმ2, რაც ნიშნავს, რომ ის არის უფრო დიდი ფართობის მქონე, ვიდრე დღეს არსებული 20 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგალითად თბილისი უფრო დიდია, ვიდრე სინგაპური.

თბილისი



2) ქუთაისი - თვითმმართველი ქალაქი. საქართველოს "მამაქალაქად" წოდებული. მოსახლეობა მკვიდრად ცხოვრობს ნეოლითის ხანიდან. ქალაქად იქცა ძვ.წ. მეორე ათასწლეულში. პირველად იხსენიება კრეტის A-ხაზოვან წარწერებში, რომელიც პროფესორმა გია კვაშილავამ გაშიფრა. ძვ.წ. მეორე და პირველ ათასწლეულებში მოიხსენიებოდა, როგორც აია, ქუთაია, კუტაია და ქუთათისიუმი. დავით აღმაშენებელმა ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და თავადაც იზრდებოდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. ქუთაისის გერბზე გამოსახულია ოქროს საწმისი და არგონავტები, ვინაიდან ძვ.წ. 1250 წლისთვის კოლხეთში ჩამოსული არგონავტები ითვლება, რომ ეწვივნენ სწორედ ქუთაისს, როგორც კოლხეთის სამეფოს მაშინდელ სატახტო ქალაქს. მისი მოსახლეობა 2021 წლის აღწერით არის 135, 201 ადამიანი. აქედან 99.5% არის ეთნიკურად ქართველი. მისი ფართობი არის 67.7 კმ2, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 5 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგალითად ქუთაისი უფრო დიდია, ვიდრე სან მარინო.

ქუთაისი


3) ბათუმი - თვითმმართველი ქალაქი. საქართველოს მთავარი საზღვაო ქალაქი ისტორიული კოლხეთის მიწაზე. ქალაქის სახელწოდება "ბათუმი" მოდის ბერძნული სიტყვიდან "ბათუს", რაც ღრმას ნიშნავს. პირველად ეს დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალს ილინიას (23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე "ბათისს". თავად მდინარე ბათისის სახელწოდება მომდინარეობდა ყურის სახელწოდებიდან "ბათის ლიმენ", რაც ბერძნულად ღრმა ყურეს ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავსაყუდელი აქვს სევასტოპოლის შემდეგ. 2021 წლის აღწერით მისი მოსახლეობა 172, 100 ადამიანია. ფართობით ბათუმი არის 64, 9 კმ2, რაც ნიშნავს, რომ ბათუმის ტერიტორია უფრო დიდია, ვიდრე დღეს მსოფლიოში არსებული 5 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბათუმი


4) ფოთი - თვითმმართველი ქალაქი. საქართველოს მთავარი საპორტო ქალაქი ისტორიული კოლხეთის მიწაზე. პირველად მოიხსენიება ჰესიოდეს "თეოგონია"-ში (ძვ.წ. მე-7 საუკუნე). აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი კოლხური მოდგმის ხალხი ("ტომი"), სახელწოდებით ფასიანები, იგივე ფასიელები ან ფაზიელები, ფაზისელები. ამ ქალაქის შესასვლელში ზღვის მხრიდან იდგა კოლხეთიდან და ანატოლიიდან საბერძნეთში გავრცელებული ქალღმერთის - დიდი დედის, ათასი ღმერთის დედის, ზევსის დედის - რეას, იგივე კიბელეს ძეგლი, რომელსაც კოლხეთში ქალღმერთ ფასიანეს უწოდებდნენ. ფოთის გერბზე გამოსახულია ოქროს საწმისი, ვინაიდან არგონავტები სწორედ ფაზისიდან შევიდნენ კოლხეთის მიწაზე შავი ზღვიდან და გაიტაცეს "ოქროს საწმისი" - საკრალური კოლხური ცოდნა. ფოთის მოსახლეობა 2020 წლის მონაცემით 41, 498 ადამიანი იყო. მისი ფართობი კი 65.8 კმ2, რაც ნიშნავს, რომ ფოთი უფრო დიდია, ვიდრე დღეს მსოფლიოში არსებული 5 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ფოთი


5) რუსთავი - თვითმმართველი ქალაქი. საქართველოს მთავარი ინდუსტრიული ქალაქი. დაარსდა იბერების (ქართლელების) მიერ, იბერიის სამეფოში (ქართლის სამეფოში). პირველად მოიხსენიება ახ.წ. მე-4 საუკუნიდან როგორც ნაგები ან რუვისთავი. შემდეგ კი ეწოდებოდა ბოსტანქალაქი ან ვოსტანქალაქი. მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით არის 130, 100 ადამიანი. აქედან 91.8% ქართველია, ხოლო 3.7% აზერბაიჯანელი. რუსთავის ფართობი 60.6 კმ2-ია, რაც ნიშნავს, რომ რუსთავი უფრო დიდია, ვიდრე მსოფლიოში დღეს არსებული 4 სახელმწიფო და უტოლდება სან-მარინოს.

რუსთავი


6) აბაშის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. ფართობი - 322, 5 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 10 დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი, 15 საკრებულო და 35 სოფელი.

აბაშა


7) ადიგენის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. ფართობი - 799.6 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 23 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოსახლეობის 97.1% ქართველია, ხოლო 2.3% სომეხი.

ადიგენი


8) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს რაჭაში. ფართობი - 1142 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მუნიციპალიტეტში 70 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 69 სოფელი.

ამბროლაური


9) ასპინძის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. ფართობი - 825 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ასპინძა


10) ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. ფართობი - 1235 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ახალქალაქი



11) ახალციხის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. ფართობი - 1010.3 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოსახლეობა დაახლოებით 20 ათასი ადამიანია.

ახალციხე



12) ახმეტის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. ფართობი - 2208 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 26 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ახმეტა



13) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 815 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბაღდათი



14) ბოლნისის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ფართობია 806.92 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 23 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბოლნისი



15) ბორჯომის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. ფართობი 1189 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ბორჯომი



16) გარდაბნის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ფართობია 1304.1 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

გარდაბანი



17) გორის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს შიდა ქართლში. მისი ფართობია 2320 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

გორის მუნიციპალიტეტი



18) გურჯაანის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 846 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

გურჯაანი



19) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 2529.2 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დედოფლისწყარო



20) დმანისის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ფართობია 1198.8 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არის 1 ქალაქი და 59 სოფელი.

დმანისი


21) დუშეთის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში. მისი ფართობია 2985 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 29 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

დუშეთი



22) ვანის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 557 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ვანის მუნიციპალიტეტი



23) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 423 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 12 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ზესტაფონი



24) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. მისი ფართობია 668 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 18 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ზუგდიდი



25) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ფართობია 1174.5 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თეთრიწყარო



26) თელავის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 1094.5 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თელავი



27) თერჯოლის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 357 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 11 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თერჯოლა



28) თიანეთის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში. მისი ფართობია 906.3 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

თიანეთი



29) კასპის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს შიდა ქართლში. მისი ფართობია 803.2 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 23 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

კასპი



30) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 890.2 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ლაგოდეხი



31) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს გურიაში. მისი ფართობია 533 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ლანჩხუთი



32) ლენტეხის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სვანეთში. მისი ფართობია 1344 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ლენტეხი



33) მარნეულის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ფართობია 935.2 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მარნეული




34) მარტვილის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. მისი ფართობია 880.6 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მარტვილი



35) მესტიის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სვანეთში. მისი ფართობია 3044.5 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 29 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მესტია



36) მცხეთის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს მცხეთა-მთიანეთში. მისი ფართობია 806 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 23 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მცხეთა



37) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში. მისი ფართობია 1354 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ნინოწმინდა



38) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს გურიაში. მისი ფართობია 675 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 18 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ოზურგეთი



39) ონის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს რაჭაში. მისი ფართობია 1712 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ონი



40) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 1491 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 სახელმწიფო.

საგარეჯო



41) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 364.1 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 11 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

სამტრედია




42) საჩხერის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 973 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

საჩხერე



43) სენაკის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. მისი ფართობია 520.7 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

სენაკი



44) სიღნაღის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 1252 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

სიღნაღი



45) ტყიბულის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 478.2 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ტყიბული



46) ქარელის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს შიდა ქართლში. მისი ფართობია 1092.1 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ქარელი



47) ქედას მუნიციპალიტეტი - მდებარეობს აჭარაში. მისი ფართობია 452 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 14 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ქედა




48) ქობულეთის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს აჭარაში. მისი ფართობია 711.8 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 19 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ქობულეთი




49) ყაზბეგის მუნიციპალიტეტიმდებარეობს მცხეთა-მთიანეთში. მისი ფართობია 1082 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ყაზბეგი




50) ყვარელის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს კახეთში. მისი ფართობია 1000.8 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ყვარელი




51) შუახევის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს აჭარაში. მისი ფართობია 588 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

შუახევი




52) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს გურიაში. მისი ფართობია 825.1 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ჩოხატაური




53) ჩხოროწყეს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. მისი ფართობია 619.4 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 18 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ჩხოროწყუ




54) ცაგერის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ლეჩხუმში. მისი ფართობია 756 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 22 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ცაგერი




55) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. მისი ფართობია 646.7 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 18 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

წალენჯიხა




56) წალკის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს ქვემო ქართლში. მისი ფართობია 1050.6 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 25 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

წალკა





57) წყალტუბოს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობი იყო 632.3 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 18 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

წყალტუბო




58) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 542.5 კმ2. ის არის უფრო დიდი, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ჭიათურა




59) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 913.9 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 24 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ხარაგაული




60) ხაშურის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს შიდა ქართლში. მისი ფართობია 585.2 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 17 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ხაშური




61) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს აჭარაში. მისი ფართობია 356.4 კმ2. ის არის უფრო დიდი, ვიდრე დღეს არსებული 11 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ხელვაჩაური




62) ხობის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს სამეგრელოში. მისი ფართობია 659.2 კმ2. ის უფრო, დიდია, ვიდრე დღეს არსებული 18 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ხობი




63) ხონის მუნიციპალიტეტი - მდებარეობს იმერეთში. მისი ფართობია 428.5 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 12 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ხონი




64) ხულოს მუნიციპალიტეტი - მდებარეობს აჭარაში. მისი ფართობია 710 კმ2. ის უფრო დიდია, ვიდრე დღეს არსებული 19 დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ხულო






კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი

14. ჰომოს გვარი

15. არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0