სხვა წარმოუდგენელი ფაქტები იაპონიაზე, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ 2017, 20 თებერვალი, 11:20 ![]() იაპონია – გასაოცარი ქვეყანა, სადაც სუპერთანამედროვე ტექნოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. იაპონური კულტურა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ მათი ზოგიერთი ტრადიცია და ჩვეულება შეიძლება უცნაურადაც მოგვეჩვენოთ. საინტერესო და უჩვეულო ფაქტებს პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით. ![]() 1. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იაპონიაში ჩვენსას რომ შევადაროთ არის "სულელი" ან "იდიოტი, " თანაც მისი ხარისხი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ხმამაღლა და რა ინტონაციით გამოთქვამენ ამ სიტვებს. ![]() 5. ქვეყანაში ქორწილების მესამედი მშობლების მიერ ორგანიზებული გაცნობა გარიგებების შედეგია. ![]() 8. იაპონელები ზედმეტად ბევრს მუშაობენ. სამსახურში სულ მცირე ნახევარი საათით ადრე მოდიან და 15-18 საათს მუშაობენ დღეში შესვენების გარეშე. 12. იაპონიაში ძალიან წესიერი ხალხი ცხოვრობს. თუ თქვენ საფულეს დაკარგავთ, დიდია იმის ალბათობა, დაახლოებით 90%, რომ მას დაკარგული ნივთების ბიუროში აღმოაჩენთ. ![]() 16. ტოკიოში, შინჯუკუ-ნი-ჩემეს რაიონში, გეი-ბარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მსოფლიოში. 17. იაპონელები ზედმეტად მორცხვები არიან, საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შეუძლიათ. ბევრისთვის გმირობის ტოლფასია თქვას: "მე შენ მიყვარხარ." 18. იაპონურ ოჯახებში ნორმალურ სიტუაციად ითვლება, როდესაც და და ძმა ერთმანეთს საერთოდ არ ელაპარაკება, უფრო მეტიც, ერთმანეთის მობილური ტელეფონის ნომრებიც კი არ იციან. 19. იაპონურ ქუჩებში ნაგვის ურნებს ვერ ნახავთ – იაპონელებს ნაგავი სახლში მიაქვთ, შემდეგ კი ახარისხებენ: შუშა, ნარჩენები რომელიც იწვება, რომლის გადამუშავება შეიძლება და ნაგავი რომელიც არ იწვება. 20. ყოველი მეორე იაპონელი არაჩვეულებრივად ხატავს და კარგად მღერის. ეს ნაწილობრივ ბავშვთა აღზრდის სისტემის შედეგია – მათ პირველად ხატვასა და სიმღერას ასწავლიან, შემდეგ წერას და კითხვას. ![]() 21. იაპონიაში დელფინებს ჭამენ – ამზადებენ სუპს, მწვადს წვავენ და უმადაც კი იღებენ. დელფინს თევზისგან სრულიად განსხვავებული გემო აქვს, ამასთან, ძალიან გემრიელი. 22. სავარაუდოდ, სწორი კვებით უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან იშვიათად ნახავთ ჭარბწონიან იაპონელ ქალბატონს. 23. იაპონელები პრაქტიკულად სტუმრად არავის ეძახიან. დაპატიჟება – "როგორმე შემოგვიარეთ, " ხშირ შემთხვევაში, საუბრისას თავაზიანობის გამოხატვის ფორმად აღიქმება. 24. იაპონურ მეტროებში ქალებისთვის ცალკე ვაგონებია გამოყოფილი, რომელსაც პიკი საათებზე აბავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ გადატვირთულ ვაგონში ქალბატონს ხელი არავინ წაუფათუროს, რაც იაპონელი მამაკაცების პოპულარული გასართობი საშუალებაა. 25. ზოგიერთ ჩქაროსნულ მატარებელში, კონდუქტორი ვაგონში შესვლისას ქუდს იხდის და მგზავრებს თავს უკრავს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ბილეთების შემოწმებას. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 10 ყველაზე შემზარავი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ (ნაწილი II) რისთვის იყენებდნენ ტამპლიერები და მასონები რეგალეირას ციხე-სიმაგრეს რა ვიცით ელინურ კულტურასა და რელიგიაზე შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები უჩვეულო ეპიდემია, რომლიც ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს და კლავს რა ხდება დიდი ბრიტანეთის ციხესიმაგრეებში მკვლელი მანქანა ანტიკური ხანის კურტიზანი ქალები – ჰეტერები ვინ არიან კურტიზანი ქალები 1161 12-ს მოსწონს
|