x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შურისმაძიებელი მუმია ამენ რა - დაუჯერებელი ფაქტები

image


ზოგიერთ ადამიანს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს არქეოლოგებისადმი და მათ "საფლავების მთხრელებს" უწოდებს. საფლავების წაბილწვა, ყველა დროსა და ყველა ხალხებში, ერთ-ერთ საშინელ დანაშაულად ითვლებოდა. გარდაცვლილთა სულების შემწუხებლები კი შესაძლოა დიდ უსიამოვნებაშიც გახვეულიყვნენ ისევე, როგორც სტივენ სომერსის ბლოკბასტერის "მუმიას" გმირები. თქვენ იტყვით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფილმია; თუმცა რეალურ ცხოვრებაში არსებობენ "თეთრი" და "შავი" არქეოლოგები, რომლებიც არ იზიარებენ ამ საკითხთან დაკავშირებულ ცრუ რწმენებს. ამით ისინი საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიან და ძალიან დიდ საზღაურს იხდიან თავიანთი ჩადენილი ქმედებების გამო.


ფატალური წილისყრა


imageდაახლოებით 3000 წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი პრინცესას ამენ-რას სხეული მოხატული კუბოთი მდინარე ნილოსის ნაპირზე, ლუქსორში დაკრძალეს. 1890 წელს რამდენიმე სუბიექტმა, რომელთაც განსაზღვრულად შეიძლება ვუწოდოთ "შავი" არქეოლოგები, " გათხარეს მისი სამარხი.


თავიანთი უნიკალური აღმოჩენა "საფლავების მთხრელებმა შესთავაზეს ოთხ მდიდარ ინგლისელ ტურისტს, რომლებიც იმ პერიოდში გათხრების ადგილას იმყოფებოდნენ. ინგლისელებს იმდენად მოეწონათ ლამაზი სარკოფაგი, რომ მისი შეძენა გადაწყვიტეს. ამისათვის კი წილი ყარეს. გამარჯვებულმა მოგებულ განძში რამდენიმე ათასი ფუნტი გადაიხადა და სასტუმროში გააგზავნა. ამის შემდეგ, ის რატომღაც დაადგა უდაბნოს გზას და უგზო-უკვლოდ დაიკარგა მის უკიდეგანო სივრცეში. ამ საქმის მეორე მონაწილეს, მეორე დღეს, შემთხვევით ხელში მისმა ეგვიპტელმა მსახურმა ესროლა. რის გამოც ექიმებს მისი კიდურის ამპუტაცია მოუხდათ. ამ ოთხიდან მესამემ, ინგლისში დაბრუნებისას, გაიგო რომ მან დაკარგა მთელი თავისი დანაზოგი საფონდო ბირჟაზე და გაკოტრდა. მეოთხეს რაც შეეხება – ძალიან ავად გახდა, სამსახური დაკარგა და იმით დაამთავრა, რომ ასანთს ყიდდა ქუჩაში. არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ რა დაემართათ მათ, ვინც საფლავი გათხარეს.


ისტორია იმის შესახებაც სდუმს, თუ როგორ მოხვდა პრინცესა ამენ-რას სარკოფაგი ინგლისში. აქ არტიფაქტმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ამასთან აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა ამათგან საკმაოდ უცნაურ ვითარებაში დაიღუპა. აი რას წერს ერთ ერთი მათგანი: "როდესაც მე ვცდილობდი მუმიისათვის თვალებში ჩამეხედა, უფრო სწორედ, იმ ადგილას სადაც მას ადრე თვალები ჰქონდა, რაღაც მომენტში მომეჩვენა რომ ბალზამირებულ სხეულს სიცოცხლის ნიშნები გაუჩნდა – მისმა სიძულვილით სავსე გამოხედვამ სისხლი გამიყინა ძარღვებში..." ბოლოს და ბოლოს ამ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულმა გადაწყვიტა სარკოფაგი ერთი ლონდონელი ბიზნესმენისათვის მიეყიდა, რომელსაც ძალიან სურდა თავისი ეგვიპტური სიძველეების კოლექცია გაემდიდრებინა. სულ მალე, დანით მკერდის არეში დაჭრილი გამყიდველის სხეული, ლონდონის ერთ ბნელ ქუჩაში იპოვეს. მყიდველს კი ცხოვრებაში ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა: მისი სამი ნათესავი საგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა, შემდეგ სახლი დაეწვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარკოფაგი საერთოდ არ დაზიანებულა. ბიზნესმენმა მოისაზრა რომ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო მუმიასთან და ამის შემდეგ სასწრაფოდ მიყიდა ის ბრიტანულ მუზეუმს.

არეულობა ბრიტანეთის მუზეუმში


imageგზად მუზეუმისკენ, საზიდავის ბორბლებში, რითაც სარკოფაგი გადაჰქონდათ, ერთი კაცი ჩავარდა და სერიოზული ტრამვები მიიღო. შემდეგ, ერთი მუშა, ვისაც შეჰქონდა მუმია მუზეუმში, კიბეებზე წაბორძიკდა, დავარდა და ფეხი მოიტეხა. მისი მეგობარი კი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო, რამოდენიმე დღის მერე გარდაიცვალა.

სარკოფაგი მოათავსეს მუზეუმის ეგვიპტურ დარბაზში. აქ კი აღშფოთებულმა პრინცესას სულმა სრულად გამოავლინა საკუთარი თავი: ღამის დარაჯებს ესმოდათ, რომ კუბოში ვიღაც კვნესოდა, ტიროდა და უიმედოდ ურტყავდა სახურავს. დილით კი, როდესაც მუზეუმის თანამშრომლები შედიოდნენ ეგვიპტურ დარბაზში, ხედავდნენ რომ ზოგიერთ ექსპონატს ან ადგილი ქონდა შეცვლილი, ან აქეთ-იქით იყო მიმოყრილი. როდესაც ერთი დარჯი ღამის მორიგეობისას გარდაიცვალა, მისი მეწყვილე სამსახურიდან გაეთავისუფლა. შემდეგ ერთ-ერთმა დამლაგებელმა სარკოფაგზე მტვრის გადაწმენდისას, დამცინავად მოუსვა ჩვარი იმ ადგილს, სადაც სახე იყო გამოსახული – მალევე მისი ვაჟი წითელათი გარდაიცვალა.

მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბედი მეტად აღარ გამოეცადათ და მუმია სათავსოში გადაეტანათ. თუმცა ერთ-ერთი მტვირთავი ამის მერე სერიოზულად დაავადდა, ხოლო მეთვალყურე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტრანსპორტირებაზე, სამუშაო მაგიდასთან გარდაცვლილი იპოვეს.


image
ქალაქში კი ჭორი გავრცელდა ბოროტ სულზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში დასახლდა. ერთმა ახალგაზრდა ბრიტანელმა რეპორტიორმა გადაწყვიტა ფული ამ გზით ეშოვა – მან სარკოფაგს სურათი გადაუღო. მაგრამ როდესაც ფირი გაამჟღავნა და დაბეჭდა, დაინახა რომ სურათიდან მას ურჩხული უყურებდა. გაოგნებულმა ახალგაზრდა კაცმა იმავე საღამოს, საკუთარ სახლში თავი მოიკლა.

რაღაც დროის შემდეგ მუზეუმმა მოახერხა ექსპონატი კერძო კოლექციონერისთვის მიეყიდა. მყიდველს თავზე უბედურებათა მთელი კასკადი დაატყდა; მან მუმია ჯერ სხვენში შეინახა, შემდეგ კი ერთ ინგლისელ არისტოკრატს, მგზნებარე კოლექციონერს ლორდ კენტერვილს მიჰყიდა. ლორდი ძალიან ცრუმორწმუნე კაცი იყო და ფიქრობდა რომ სარკოფაგს საშინელი წყევლა ედო, რომელიც ნებისმიერს გაანადგურებდა, ვინც პრინცესას სულის სიმშვიდეს დაარღვევდა. ცდუნება ამ ლეგენდარული არტიფაქტის ქონისა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შიში. ლორდს იმედი ჰქონდა, რომ თუ ის არ გახსნიდა სარკოფაგს, მუმიის წყევლა მას თავს არ დაატყდებოდა.

სამი საზღვაო კატასტროფა


imageდა მართლაც, რაღაც დროის მანძილზე კენტერვილი თავის განძს ფლობდა ყოველგვარი უბედური შემთხვევების გარეშე. შემდგომ, მან გადაწყვიტა რომ სარკოფაგი ნიუ-იორკის გამოფენაზე გაეტანა. მან დაჯავშნა თავისთვის კაიუტა, იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ლაინერზე, ხოლო სარკოფაგი გემის საბარგო ნაწილში მოათავსეს. ყველაფერი კარგად იყო, მხოლოდ ამ გემს სახელად "ტიტანიკი" ერქვა. რამდენადაც ცნობილია 1912 წლის 15 აპრილის ღამეს ის ჩაიძირა აისბერგთან შეჯახების მერე (ოფიციალური ვერსიით). ამ კატასტროფას 1500 მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მუმიას რაღა დაემართა? ის არ ჩაძირულა. მოწმეთა მტკიცებით ლორდმა, სხვა მგზავრების პროტესტის მიუხედავად, ის სამაშველო ნავში გადაიტანა. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ დაინახეს სარკოფაგი ოკეანეში როგორ ტივვტივებდა სხვა ნივთებთან ერთად.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, 1914 წელს პრინცესა ამენ-რა კვლავ წარდგა საზოგადოების წინაშე. მისი ახალი მფლობელი გახდა მდიდარი კანადელი მონრეალიდან. თუმცა, მალევე მას იმედები გაუცრუვდა თავისი სახიფათო შენაძენის გამო და მან მუმია უკან, ინგლისში გააგზავნა გემით, რომელსაც "ირლანდიის დედოფალი" ერქვა. სამწუხაროდ, პორტის დატოვების შემდეგ ის შეეჯახა ნორვეგიულ გემს. კატასტროფის შედეგად, 1029 ადამიანი დაიღუპა. თავად კანადელი გადარჩა, მაგრამ მისთვის უკვე ცხადი იყო, რომ პრინცესას სული მანამდე არ დამშვიდდებოდა, სანამ ის თავის ადგილზე, ლუქსორში არ დაბრუნდებოდა. მსოფლიო იმ წყევლისგან რომ დაეხსნა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა, კანადელმა გადაწყვიტა მუმიის ეგვიპტეში დაბრუნება. გემი, რომელზეც ის ავიდა თავის სახიფათო ტვირთთან ერთად, გავიდა ნიუ-იორკიდან 1915 წლის 1 მაისს. ექვსი დღის შემდეგ კი მასზე იერიში მიიტანა გერმანულმა წყალქვეშა ნავმა და ჩაძირა. 1200 ადამიანი დაიღუპა. კანადელი კვლავ გადარჩა, თუმცა მთელი ცხოვრება ფსიქიკური აშლილობით იტნჯებოდა – საკუთარ თავს უამრავი ადამიანის სიკვდილში ადანაშაულებდა.

მიუხედავად ექიმების დიდი ძალისხმევისა, მათ ვერ მიიღეს ინფორმაცია მფლობელისგან, თუ რა დაემართა მუმიას. სავარაუდოდ, სარკოფაგი ჩაძირული გემის ტყვეობაში დარჩა და მშვიდად განისვენებს ირლანდიის ნაპირებთან ახლოს ზღვის ფსკერზე. ღმერთმა არ ქნას და რომელიმე განძის მაძიებელმა ზემოთ არ ამოიტანოს. რადგან პრინცესა ამენ-რას წყევლა მანამდეა ძალაში, სანამ ის ლუქსორში არ დაბრუნდება.

9
2879
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2879
  
2016, 12 იანვარი, 16:39
საინტერესოა
2015, 15 დეკემბერი, 18:29
აბა,აბა... :) დიდი მადლობა, შეფასებისთვის
2015, 15 დეკემბერი, 18:07
საინტერესო იყო.... უყურე მაგას შენ?....
2015, 18 ნოემბერი, 12:17
მიხარია ამის მოსმენა და კიდევ ერთხელ მადლობა ♥
2015, 18 ნოემბერი, 0:33
არაფრის შემოგევლე გაიხარე შენ!,სიამოვნებით ვკითხულობ შენს სტატიებს არა მარტო მე სხვებიც, ყოველთვის ვერ ვწერ კომენტარებს მაგრამ ყოველთვის ვიწონებ ხოლმე. მააართლა მააგარი ხაარ! და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს სტატიებს.
2015, 18 ნოემბერი, 0:13
უღრმესი მადლობა ამგვარი შეფასებისთვის, დავით, გაიხარე :)
2015, 17 ნოემბერი, 23:36
მაგარი გოგო ხარ შენ ლივ! ჭკვიანი, საინტერესო სტატიაა მეც გამიგია ფარაონების წყევლაზე ამაზე არ ვიცოდი მადლობა საჭირო სტატიის მოწოდებაზე .მაგარი ხარ მართლა
2015, 17 ნოემბერი, 20:13
მადლობა, ნინი ♥
2015, 17 ნოემბერი, 0:01
საინტერესო სტატიაა მართლაც :)
0 1 9