x
image
Lerato
10 სასტიკი საშუალება, რასაც ქალები სილამაზისთვის იყენებდნენ
image


ქალის სილამაზის იდეალები დროთა განმავლობაში იცვლება. ამასთან დაკავშირებით შეხედულებები იყოფა სხვადასხვა ხალხებსა თუ ტომებშიც. ზოგიერთები კისერს იგრძელებენ, სხვები რაც შეიძლება მეტ სვირინგს იკეთებენ სახეზე ან ტერფებს იხვევენ. როდესაც ამ ქალებს უყურებ და იმაზე ფიქრობ, თუ რისი გადატანა მოუხდათ, თანამედროვე შეხედულებებისა და ტენდენციების დაფასებას იწყებ. თუმცა, მათი მიყოლა არც დღეს არის ადვილი. დროდადრო გვხვდებიან ისეთი ქალბატონები და გოგონები, რომლებსაც საკუთარი გარეგნობით გამოწვეული უკმაყოფილების გამო ფსიქიკური პრობლემები აქვთ ან კიდევ ისეთები, რომლებიც წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების მსხვერპლნი არიან. მაგრამ ეს ყოველივე ახლოსაც ვერ მივა თავისი სისასტიკით იმ საზარელ ფაქტებთან, რომელიც ამ სტატიაშია აღწერილი.


1. ქალები გედის ყელით კაიანის ტომში


image


ამ ტომის ხალხს საკუთარი წარმოდგენები აქვს სილამაზეზე. აქ თვლიან, რომ სუსტი სქესის წარმომადგენელს რაც უფრო გრძელი კისერი ექნება, უფრო მიუახლოვდება ქალის იდეალს. ამ ოცნების რეალიზებისთვის, უკვე პატარა გოგონებს 5 წლის ასაკიდან უკეთებენ 6 ლატუნის რგოლს და შემდეგ თანდათან უმატებენ მთელი ცხოვრების მანძილზე.


2.გადახვეული ტერფები



image


ჩინეთში საქმე არანაკლებ სასტიკად იყო, რადგან ნორმალური ზომის ფეხები აქ ნამდვილ სიმახინჯედ ითვლებოდა. ცოლი კი პაწაწინა ფეხებით, ყოველი მამაკაცის ხორცშესხმული ფანტაზია იყო. ამის გამო გოგონებს ძალიან პატარა ასაკიდან ფეხის თითებს შიგნით უკეცავდნენ და ძალიან მჭიდროდ უხვევდნენ, ამასთან, აიძულებდნენ ძალიან პატარა ზომის ფეხსაცმელი ეტარებინათ. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურა იყო და თან ბევრი უსიამოვნებაც ახლდა.


3. სვირინგი – ღიმილი აიანუს ტომის ქალებისთვის


image


ქალებს პირის კუთხეებს უჭრიდნენ და ფერფლით ავსებდნენ. სჯეროდათ, რომ ასეთი რიტუალი ოჯახურ კეთილდღეობას და მშვიდ იმქვეყნიურ ცხოვრებას მოუტანდა. ამას გარდა, სვირინგებით ხელებს უფარავდნენ. ამ ნიშნების მიხედვით ოჯახური მდგომარეობის განსაზღვრა შეიძლებოდა. მაგალითად, რამდენი შვილი ჰყავდა და სხვა დამახასიათებელი თვისებები. დღეს ამ ტომის წარმომადგენლები ტატუირების მსგავს სურათებს მხოლოდ დღესასწაულებზე იხატავენ.


4. ტყვიის შემცველი პუდრი

image


პუდრს, რომელიც ტყვიას შეიცავდა, ქალები XVII საუკუნეში იყენებდნენ. მისი მეშვეობით ყველა დეფექტი იმალებოდა და სახის კანს ლამაზი ელფერი აძლეეოდა. მაგრამ გარდა ამ სასურველი ეფექტისა, მისი გამოყენება იწვევდა პარალიჩს, ტვინის კიბოსა და სხვა ფატალურ დაავადებებს.


5. სვირინგიანი ქალები აპატანისის ტომში


image


ამ ტომის ქალები განზრახ ცდილობდნენ ნაკლებად მიმზიდველები ყოფილიყვნენ. სახეზე იკეთებდნენ სვირინგებს, ხოლო ცხვირსა და ყურებზე დიდ ნახვრეტებს, იმ მიზნით, რომ უცხო ტომის წარმომადგენელს მისი ცოლად მოყვანის სურვილი არ გასჩენოდა.

6. რადიოაქტიური კოსმეტიკა


image


კოსმეტიკა, რომელიც თორიუმის ქლორიდს და რადიუმის ბრომიდს შეიცავდა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა 30-იან წლებში. მას რეკლამირებას უკეთებდნენ, როგორც საოცარ საშუალებას, რომელიც კანთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას აგვარებდა და მას ფანტასტიურად მიმზიდველს ხდიდა. თუმცა, არავინ ეუბნებოდა ამ საწყალ ქალბატონებს, რომ მისი მოხმარების შემდეგ შეიძლება ყბა ჩამოვარდნოდათ.


7. ლენტისებური ჭიები


image


ქალბატონები, იმ მიზნით რომ ზედმეტი წონა მოეშორებინათ, იღებდნენ აბებს, რომელიც ლენტისებური ჭიების კვერცხებს შეიცავდა. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი მთელ საკვებს ეს არსებები ითვისებდნენ. ზოგჯერ მათი სიგრძე 30 მეტრსაც კი აღწევდა.


8. დარიშხანი

image


დარიშხანს უნდა მიეცა სახის კანისთვის ახალგაზრდული იერი, თვალებისთვის ბრწყინვალება, ხოლო სხეულისთვის – სიმკვრივე. მის მიღებას იწყებდნენ მინიმალური დოზით და თანდათან ზრდიდნენ. თუ ადამიანი დარიშხანის გამოყენებას დაიწყებდა, ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაეკეთებინა; წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იყო.


9. ბელადონა

image


ამ მცენარის ნაყოფის წვენს ქალები თვალებში იწვეთებდნენ, იმისათვის რომ მათთვის ბრწყინვალება მიენიჭებინათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ნივთიერება თვალის გუგებს აფართოვებს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიბრმავით მთავრდებოდა.


10. კორსეტები

image


კორსეტებს ვეშაპის ულვაშისგან ამზადებდნენ. იმ მიზნით რომ ტანწერწეტები გამოჩენილიყვნენ, ქალები მთელი დღის განმავლობაში მჭიდროდ მოჭერილ კორსეტებში დადიოდნენ, რაც შინაგან ორგანოებს აზიანებდა და მათ დეფორმაციას იწვევდა.





3
594
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
594
  
2015, 9 სექტემბერი, 0:25
სულელები! რას იკლავენ თავს ?!
2015, 19 აგვისტო, 23:00
დიდი მადლობა ინ-იან შეფასებისთვის
2015, 19 აგვისტო, 22:18
ნაცნობი თემაა,მაგრამ სტატია კარგადაა დაწერილი მომეწონა
0 1 3