x
image
Lerato
ყველაზე ძვირადღირებული აბაზანები მსოფლიოში
image


სახლში მოსვლისას ყველას ერთი სული აქვს კომფორტულად დაისვენოს ან მოეშვას

საკუთარ საძინებელსა თუ აბაზანაში. ეს დასვენება, ამასთან, მდიდრულიც რომ იყოს,

შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი მდიდრული აბაზანებიდან რომელიმე შეარჩიოთ.



image


შუშის აბაზანა Le Cob – 34 000$


image


ძალიან ორიგინალური და მოსახერხებელი. შესაფერისია უფრო დასვენებისთვის, ვიდრე

ბანაობისთვის. აქ თქვენ შეგიძლიათ სრულიად მოეშვათ, რაშიც დაგეხმარებათ წყლის

ხმები, რომელიც აბაზანიდან გადმოედინება და მის ქვეშ დაფენილ კენჭებს ეშხეფება.


აბაზანა ალმასი – 39 000$


image


ეს აბაზანა სამი წელი იქმნებოდა. თუ მბრწყინავი ნივთების მოყვარული ხართ, ის ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი, რადგან აბაზანა მორთულია 45000 სვაროვსკის პაწაწინა კრისტალით.


აბაზანა წითელი ალმასი – 47 200$


image


უნიკალური აბაზანა, რომელიც აღჭურვილია წყალგაუმტარი ტელევიზორით, მასაჟორითა და დასადგამით შამპანიურისთვის. რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, თუ არა

ინებივრო ამ საოცარ აბაზანაში, სადაც ფერადი განათებაც კი არის.


სპილენძის აბაზანა Kallista Archeo – 67 557$


image


ეს ორიგინალური აბაზანა მეტრა ნახევარი სიგრძისაა და იმ პროფესიონალების მიერ არის შექმნილი, რომლებმაც თავისუფლების ქანდაკების ჩირღდანს რესტავრაცია

ჩაუტარეს.


აბაზანა Serenity – 76 658$


image


ასეთი საოცარი აბაზანა სულ 12 მსოფლიოში. მისი სიმაღლე დაახლოებით ერთი მეტრია. დამზადებულია ბრინჯაოსგან ოქროსა და ვერცხლის აქცენტებით.


ამეთვისტოს აბაზანა – 121 200$


image


მისი ფეხები მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული. ამასთან, აბაზანაში არის დისპანსერი გელისთვის, ჭიქა და სასაპნე.


მალაქიტის აბაზანა – 222 000$


image


ამ მალაქიტის აბაზანის ფეხები მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული. ეს არჩვეულებრივი ნამუშევარი ეკუთვნის ცნობილ იტალიელ დიზაინერს ლუკა ბოჯოლას.


აბაზანა მთის ბროლისგან – 790 310$


image


კიდევ სამი უჩვეულოდ ლამაზი აბაზანა შეიქმნა ლუკა ბოჯოლას მიერ. ამასთან, უნდა დავძინოთ, რომ ორი უკვე გაყიდულია. მათ შექმნაზე ათი ტონა ამაზონის ბროლი დაიხარჯა.


ოქროს აბაზანა – 987 000$


image


აბაზანა, რომელიც მთლიანად ოქროსგან არის დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ

მუდმივი და ძლიერი დაცვის ქვეშ იყო სასტუმროში "Kominato, " 2007 წელს მაინც

მოახერხეს მისი მოპარვა. არავინ იცის სად არის ახლა.


აბაზანა Le Grand Queen – 1 700 000$


image


ეს აბაზანა დამზადებულია ძალიან იშვიათი ქვისგან, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია

თავისი ფერთა გამით, არამედ სამკურნალო ეფექტითაც გამოირჩევა.


image


0
864
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
864
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0