x
image
Lerato
ქალთა დუელები – "ღირსების საქმე"
image


ურთიერთობის გარკვევა იარაღის მეშვეობით ტრადიციულად ქალის საქმე არ იყო. როდესაც მამაკაცებიერთმანეთს დუელზე ხვდებოდნენ და ქალის ღირსებას იცავდნენ – ეს კეთილშობილურ საქციელად ითვლებოდა. მაგრამ რა კვალიფიკაცია უნდა მივანიჭოოთ ქალების ამგვარ საქციელს? ქალთა დუელები მართალია იყო უფრო იშვიათი, თუმცა, გაცილებით სასტიკი, ვიდრე მამაკაცების – მათგან უმეტესობა "პირველი სისხლით" კი არ მთავრდებოდა, არამედ ფატალური შედეგით.


image


დუელები ყოველთვის მამაკაცთა პრეროგატივად ითვლებოდა, თუმცა, ქალები ხშირ შემთხვევაში ამას არ ეთანხმებოდნენ. 1552 წელს ნეაპოლში იზაბელა დე კარაცი და დიამბრა დე პეტინელო კაცის გამო ერთმანეთს დუელში შეებრძოლნენ. ამ ამბავმა ესპანელი მხატვარი ხოსე დე რიბერა შთააგონა დაეხატა სურათი სახელწოდებით "ქალთა დუელი."


image

ხოსე დე რიბერა "ქალთა დუელი, "1636


პირველი დოკუმენტალურად დაფიქსირებული დუელი ქალთა შორის 1571 წლის 27 მაისს შედგა. მილანის წმინდა ბენედიქტის სახელობის ქალთა მონასტერის ქრონიკების მიხედვით, ამ დღეს ორი კეთილშობილი ქალბატონი ჩამოვიდა და სთხოვა დედათა მონასტრის წინამძღვარს, რომ ლოცვისთვის ოთახი გამოეყოთ მათთვის. ამის შემდეგ ისინი ჩაიკეტნენ და ნამდვილი ორთაბრძოლა მოაწყეს ხანჯლებით. შედეგად ორივე დაიღუპა.


image


image

ემილ ბაიარდი "ღირსებიის საქმე" და "შერიგება"

image


1642 წელს, ლეგენდის მიხედვით, დუელი ჰერცოგ რიშელიეს, მომავალი კარდინალის, გამო შედგა მარკიზა დე ნესლესა და გრაფინია დე პოლინიაკს შორის. ქალბატონები ჰერცოგის კეთილგანწყობისთვის შეებრძოლნენ ერთმანეთს ბულონიის ტყეში – ასე აღწერა რიშელიემ ეს შემთხვევა საკუთარ ჩანაწერებში.


image

საფოსტო ბარათი "დუელისთვის მზადება"


XVII საუკუნის შუა ხანებში საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისსა და იტალიაში საკმაოდ ბევრი ქალთა დუელი იმართებოდა. ორთაბრძოლები დაშნებითა და პისტოლეტებით 10-დან 8 შემთხვევაში ლეტალური შედეგით მთავრდებოდა (შედარებისთვის, მამაკაცთა დუელებში 10-დან 4).


image

image


ქალბატონები განსაკუთრებული სისასტიკით ებრძოდნენ ერთმანეთს – მახვილის წვერს შხამს უსვამდნენ ან სპეციალურ ნაერთს, რაც მწველ ტკივილს იწვევდა ყოველი შეხებისას, იქამდე ისროდნენ, სანამ რომელიმე მათგანი არ დაიღუპებოდა ან მძიმედ არ დაიჭრებოდა. როგორც წესი, დაშნებით ბრძოლისას ქალები წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ, რადგან კაბები თავისუფლად მოძრაობაში ხელს უშლიდა და ამასთან სახიფათოდ ითვლებოდა, თუ ქსოვილის ნაწილი ჭრილობაში მოხვდებოდა.


imageimage

მოკლემეტრაჟიანი მუნჯი ფილმი "ღირსების საქმე, " 1901


ქალთა დუელები ფართოდ იყო გავრცელებული საფრანგეთში და ასევე საკმაოდ ხშირად ხდებოდა რუსეთში XVIII-XIX საუკუნეებში. ქალთა ორთაბრძოლების რუსული ბუმი ტახტზე ეკატერინე II-ის ასვლით დაიწყო, რომელიც ბავშვობაში თავადაც ფარიკაობდა თავის დეიდაშვილთან. მხოლოდ 1765 წელს 20 ქალთა დუელია დაფიქსირებული.


image

საფოსტო ბარათი "ქალთა დუელი"


XIX საუკუნეში, დუელების არენას ქალთა სალონები წარმოადგენდა. ფრანგი მარკიზა დე მორტენე, რომელიც ხშირად ესწრებოდა მსგავს ორთაბრძოლებს, აღნიშნავდა, რომ რუს ქალბატონებს ურთიერთობების გარკვევა იარაღის მეშვეობით უყვარდათ. მათ დუელები არ გამოირჩეოდა გრაციოზულობით, რაც დამახასიათებელი იყო ფრანგი ქალებისთვის. ისინი ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ ბრმა მრისხანებით, რომელიც მიმართული იყო მოწინააღმდეგის სრული განადგურებისკენ.


image


ყველაზე სასტიკი ქალთა დუელები ეჭვიანობის ნიადაგზე იმართებოდა. მამაკაცების გამო ქალბატონები იბრძოდნენ თოფებით, დაშნებით, დანებით და ფრჩხილებითაც კი! ფაქტიურად მსგავსი ორთაბრძოლები ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე იმართებოდა. ერთ-ერთმა თანამედროვემ სამართლიანად აღნიშნა: "თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ დიდ გაღიზიანებას, რაც ქალთა ურთიერთობებს ახასიათებს, უნდა გვიკვირდეს რომ უფრო ხშირადაც კი არ იმართება მსგავსი სახის ორთაბრძოლები მათ შორის."


image


1
591
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
591
  
2016, 10 ოქტომბერი, 20:54
ძალზე საინტერესო და ინფორმატიული სტატიაა, მისი სიუჟეტის სიმძაფრის მიუხედავად სიცილი ვერ შევიკავე როცა წარმოვიდგინე ქალი დუელიანტები. :))
0 1 1