სხვა პატარა ბიჭი კუდიანობის ბრალდებით ქუჩაში გააგდეს 2016, 18 თებერვალი, 8:24 ისე ჩანს, თითქოს 21-ე საუკუნეში ცივილიზაცია შორს უნდა იყოს შუა საუკუნეების დროინდელი წარმოდგენებისგან. თუმცა, აფრიკული კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში დრო შეჩერდა. აქ თვითმყოფად კულტურასთან ერთად დღემდე შემონახულია არაადამიანური ჩვეულებები – როდესაც მშობლები უარს ამბობენ საკუთარი შვილებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კუდიანებად მიიჩნიეს. ამის მაგალითია 2 წლის პატარა ბიჭი, რომელიც 8 თვის მანძილზე დახეტიალობდა ქუჩებში, სანამ სოციალური სამსახურის მუშაკებმა არ აღმოაჩინეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს. მოხალისე ანია რინგრენ ლოუვენი გასაცოდავებულ ბიჭს წყალს ასმევს მოხალისე ანია რინგრენ ლოუვენი დაანიიდან უკვე 3 წელია რაც ნიგერიაში იმყოფება. ამ დროის მანძილზე ის აკვირდებოდა, როგორ ადანაშაულებდნენ, ცრურწმენებიდან გამომდინარე, ათასობით ბავშვს კუდიანობაში, აწამებდნენ და კლავდნენ. მან შეძლო გადაერჩინა ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მსგავსი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ორი წლის ბავშვი 8 თვის მანძილზე ქუჩაში დახეტიალობდა და ნარჩენებით იკვებებოდა... ოჯახმა ჩათვალა, რომ ის კუდიანი იყო. მოხალისე ანიამ პატარა 31 იანვარს აღმოაჩინა უკიდურესად გამოფიტულ და გასაცოდავებულ მდგომარეობაში. თითქმის უწონო ბავშვის შიშველი სხეული დაფარული იყო სისხლჩაქცევებით, მუცელზე კი ჭიები დასდიოდნენ. ბიჭი, რომელიც ცრურწმენების მსხვერპლი გახდა მოხალისეებმა დახმარება გაუწიეს პატარას ბავშვი დაბანეს, აჭამეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ანიამ მას ჰოუფი დაარქვა, რაც თარგმანში "იმედს" ნიშნავს. ნელა, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის. ის უკვე იღიმის კიდევაც. მოხალისეები დაეხმარნენ პატარა ბიჭს ბიჭმა, რომელიც ქუჩაში დახეტიალობდა, ბოლოს და ბოლოს შეძლო მშვიდად დაძინება როდესაც ანიამ ბავშვის ისტორია მოყვა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე, უკვე ორი დღის შემდეგ $1 მილიონი მიიღო შესაწირის სახით მთელი მსოფლიოდან. მოხალისემ პირობა დადო, რომ ამ სახსრებს ქვეყნის მოსახლეობის უწიგნურობისა და ცრურწმენების აღმოფხვრას მოახმარდა და ამას გარდა, სამედიცინო დახმარებას გაუწევდა უსახლკარო ბავშვებს. სულ ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვის სახეზე ღიმილი გამოჩნდეს სამწუხაროდ, შავ კონტინენტზე ცრურწმენების აღმოფხვრა სწრაფად ვერ მოხდება. ეს ძალიან რთული პროცესია. მათი წარმოდგენით, თეთრკანიანი ადამიანები უმაღლესი რასის წარმომადგენლები არიან. რის გამოც, ალბინოსებზე ნამდვილი ნადირობა მიმდინარეობს. შავკანიანი აფრიკელები მათი სხეულის ნაწილებისგან მაგიურ ამულეტებს ამზადებენ.
266 14-ს მოსწონს
|