x
image
Lerato
ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელიც გაგაოცებთ
image


ისტორია სავსეა საოცარი მოვლენებით, რომლის დაჯერებაც საუკუნეების შემდეგ საკმაოდ რთულია, ზოგჯერ კი წარმოუდგენელიც. სტატიაში მოგიყვებით იმ ისტორიული ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი პირველი ათასწლეულის დასაწყისში ჰქონდა.


1. დედამიწის მოსახლეობა დაახლოებით 231 მილიონ ადამიანს შეადგენდა

პრაქტიკულად შეუძლებელია ზუსტი ციფრის გაგება, თუმცა ზოგიერთ მონაცემზე დაყრდნობით იმ პერიოდში დედამიწაზე დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილები ჩამოყალიბდა განგის, ტიგროსის, იანძის, ნილოსისა და პოს მიმდებარე ტერიტორიებზე.


2. რომი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი იყო

image

ჩვ.წ.აღ-ით I საუკუნეში მისი მოსახლეობა დაახლოებით 800 000 და 1 მილიონს შორის მერყეობდა. ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ და უდიდეს ქალაქად. უდიდესი ნაწილი ამ ეპოქის უძველესი ცივილიზაციის შესახებ ჩვენთვის რომის მმართველობის პერიოდში დაწერილი ისტორიიდან გახდა ცნობილი.


3. გავრცელებული იყო ადრეული ქორწინება
ებრაელი გოგონები, მაგალითისთვის, თხოვდებოდნენ მას შემდეგ რაც 12, 5 წელი შეუსრულდებოდათ. იმ პერიოდში ქორწინება ორ ეტაპს მოიცავდა. ფორმალურ ნიშნობაზე თანხმობა გოგონას მომავალ მეუღლესა და მამას შორის დგებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ გოგონა ქმრის სახლში გადადიოდა საცხოვრებლად. მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა ქორწინება ოფიციალურად.


4. პირველი სავაჭრო აპარატებიდან წმინდა წყალი იყიდებოდა

image
სავაჭრო აპარატები ჩვ.წ. აღ-ით I საუკუნეში, ქალაქ ალექსანდრიაში გამოიგონეს. თუმცა, ამ ქალაქის მცხოვრებნი ჩიფსებსა და გაზიან სასმელს კი არა, წმინდა წყალს ყიდულობდნენ. როდესაც მონეტას აპარატში აგდებდნენ, მისი სიმძიმე ონკანიდან საცობს აგდებდა და იქიდან წმინდა წყალი მოედინებოდა.

5. ქალებს საერთოდ არ გააჩნდათ ან ძალიან შეზღუდული იურიდიული და ეკონომიური უფლებები ჰქონდათ

ქალი იშვიათად იყო ეკონომიურად დამოუკიდებელი. მისი შემოსავალი გადაეცემოდა უშუალოდ მამას ან ქმარს, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. იურიდიულად ქალს არ შეეძლო ქმარს გაყროდა, მაშინ როდესაც ქმარს ამის სრული უფლება ენიჭებოდა. მეორეს მხრივ, ქმარი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ შეძლებდა ცოლის გამოსყიდვას იმ შემთხვევაში თუ ის ტყვეობაში აღმოჩნდებოდა.


6. მე-II საუკუნეში ჩატარებული აღწერის თანახმად ჩინეთის მოსახლეობა 57 671 400 ადამიანს შეადგენდა

ითვლება, რომ ყველაზე უძველესია დღემდე შემონახულ მოსახლეობის აღწერებს შორის, რომელიც ხანის დინასტიის (ძვ. წ. 206 წლიდან ახ. წ. 220 წლამდე) მიერ გაკეთდა იმ მიზნით, რომ შემოსავალი და სამხედრო ძალა განესაზღვრათ თითოეულ რეგიონში. ასე რომ, I საუკუნეშიც კი ჩინეთში დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლობდა.



7. ადამიანებმა თანამედროვე წიგნების ათვისება დაიწყეს

image

პირველ საუკუნემდე, უდიდესი ნაწილი იქიდან რაც იწერებოდა, პერგამენტზე აღმოაჩენდით. I საუკუნის დასაწყისიდან კი ახალი პრაქტიკა დაინერგა–ხის ფირფიტების აკინძვა, რომელსაც კოდექსს უწოდებდნენ. იყო წიგნის წინამორბედი და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მას შემდეგ, რაც ბიბლიის გადასაწერად გამოიყენეს. ეს საქმე პირველმა რელიგიურმა დაჯგუფებამ – ქრისტიანებმა ითავეს.


8. ქალაქისა და სოფლის ეკონომიკა სრულიად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან

რა თქმა უნდა, დღემდე არსებობს განსხვავება ფასებში ქალაქსა და სოფელს შორის, თუმცა, ეს სხვაობა ვერ შეედრება იმას, რაც I საუკუნეში იყო. მაგალითად, ხილი 3-6 -ჯერ მეტი იყო იერუსალიმში, ვიდრე მის მახლობელ სოფლებში. შინაური ცხოველებიც ასევე ბევრად ძვირი ღირდა ქალაქში; მტრედებიდან კი, რომელთაც მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ, ძალიან დიდ მოგებას ნახულობდნენ.


9. სამსახურის მერე მამაკაცები დროს საზოგადო აბანოებში ატარებდნენ

image
საზოგადო აბანოები რომაული კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ყველა ასაკისა და სოციალური ფენის მამაკაცები ადგილობრივ აბანოებში იყრიდნენ თავს მოსაშვებად და საქმეებზე სალაპარაკოდ. ასევე, იმ ტერიტორიაზე სადაც აბანოები მდებარეობდა, აღმოაჩენდით სპორტულ მოედნებსა და პროდუქტების შესაძენ ობიექტებს.


10. უცნაური პროფესიები

შეხვდებოდით ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორიცაა მტრედების შეჯიბრის ორგანიზატორი, ორგიების მომწყობი, ქუჩებში ძაღლის ფეკალიების შემგროვებელი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველ საუკუნეში ადამიანების უდიდესი ნაწილი ზიზღით უყურებდა ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობდნენ მწყემსებად, ყასბებად და ექიმებად.


11. გლადიატორები თანამედროვე კინოვარსკვლავებივით იყვნენ

მიუხედავად უკიდურესი სისასტიკისა, რომში გლადიატორული ბრძოლები საზოგადო გართობის ძალიან პოპულარული ფორმა იყო პირველ საუკუნეში. ძირითადად გლადიატორები იყვნენ დამნაშავეები, მონები, ან ტყვეები, რომელთაგანაც წარმატებულნი დიდ სიმდიდრესა და სახელს იხვეჭდნენ.


12. ფეხბურთის ნაცვლად ხალხი ეტლით რბოლაზე დადიოდა

image

ისევე როგორც გლადიატორული ბრძოლები, ეტლით რბოლა სახიფათო და სისხლიან სპორტის სახეობად ითვლებოდა, რომელიც ხშირად ცხენოსანის ან ცხენის სიკვდილით მთავრდებოდა. თუმცა, ეს ფატალური ფაქტი შეჯიბრს უფრო პოპულარულს ხდიდა. მასზე დასასწრებად რომის ერთ-ერთ უძველეს სტადიონზე 200 000 ფანატი იკრიბებოდა თავისი რჩეულის საგულშემატკივროდ.


13. უკვე მაშინ არსებობდა ტერორიზმი
ადრეული პერიოდის ტერორისტები – სიკარიები (sicarii სიტყვასიტყვით ნიშნავს მეხანჯლეებს, ლათინური სიტყვიდან sica – ხანჯალი) ებრაული რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფება იყო. ისინი მიზნად ისახავდნენ რომისგან დამოუკიდებელ ებრაული სახელმწიფოს შექმნას და იერუსალიმის დაბრუნებას. თავს ესხმოდნენ რომის ხელისუფლებისა და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ წარმომადგენლებს, მათ წინააღმდეგ აწყობდნენ ტერორისტულ აქტებს, უნადგურებდნენ და უწვავდნენ ქონებას. სიკარიებს შორის იყვნენ პროფესიონალი მკვლელები, რომლებიც ბრბოში მოქმედებდნენ, რაც მათ ეფექტის მოხდენისა და თავისუფლად მიმალვის საშუალებას აძლევდა. იარაღს რაც შეეხება, იყენებდნენ მოკლე ხმალს ან ხანჯალს, რომელსაც ტანსაცმლის შიგნით ატარებდნენ.


14. ბავშვთა სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო

პირველ საუკუნეში ახალდაბადებული ბავშვებიდან მხოლოდ 75% აღწევდა ერთი წლის

ასაკს, 10 წლამდე კი ბავშვების 50% იღუპებოდა. ოჯახში მამა წყვეტდა ჩვილი სახლში დაეტოვებინათ თუ არა. თუ ბავშვს რაიმე ნაკლი ჰქონდა ან ოჯახს არ შეეძლო მისი შენახვა, მას ქუჩაში ტოვებდნენ, საიდანაც სხვას შეეძლო წაეყვანა და გაეზარდა როგორც მონა ან მსახური.


15. მოდაში იყო ტუნიკისა და ტოგის ტარება
image
ძველ რომში ქალებისა და მამაკაცების უმრავლესობა ტუნიკებს ატარებდა, რომელსაც ქამრით წელზე იკრავდნენ. მისი სიგრძე და დიზაინი პიროვნების სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა. ელიტის წარმომადგენელნი გრძელ ზოლიან ტუნიკას ატარებდნენ, მაშინ როდესაც მონებსა და მუშებს მუხლამდე ეცვათ, ტანსაცმელს მათთვის დისკომფორტი რომ არ შეექმნა შრომის პროცესში. მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ ტოგის ტარება, რომელიც ტუნიკის ზემოდან სხეულზე ჰქონდათ შემოხვეული.


4
790
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
790
  
2016, 26 ოქტომბერი, 13:37
დიდი მადლობა
2016, 26 ოქტომბერი, 12:11
ძალიან კარგი სტატიაა
2016, 9 სექტემბერი, 9:41
დიდი მადლობა მეც ანალოგიური რეაქცია მქონდა :)
2016, 8 სექტემბერი, 11:35
ძალიან საინტერესო და კარგი სტატია. წმინდა წყლის აპარატმა ხომ საერთოდ გამაოცა :)
0 1 4