სხვა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კაფე-ბარები 2015, 22 ივლისი, 13:19 კაფე-ბარი Big Baobab Bar – (ლიმპოპო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) – იმაზე კარგი რა უნდა იყოს, რომ ერთი-ორი ჭიქა გამაგრილებელი სასმელი დალიო დიდი ხის ჩრდილქვეშ. უფრო სწორედ, თავად ამ ხეში. ეს კაფე მდებარეობს გიგანტური ბაობაბის შიგნით, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სიმბოლოა. ის დაახლოებით 6000 წლისაა, მისი გარშემოწერილობა კი – 47 მეტრია. კაფე Red Sea Star – (ისრაელი) – იმაზე უკეთესი რომ სიცხეს ხის ჩრდილქვეშ დაემალო, არის ის რომ ჩახვიდე წყლის ქვეშ. ზუსტად რომ წყლის ქვეშ, წითელი ზღვის ფსკერზე მდებარეობს კაფე Red Sea Star. უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გეტყვით რომ ის ერთდროულად ზღვის ზედაპირზეცაა და ასევე 5 მეტრით ქვემოთ წყალში. ასე რომ, თითოეულ სტუმარს შეუძლია თავად აირჩიოს სად უნდა დაჯდომა. კაფე-ბარი Museum HR Giger Bar – (გრიუგერი, შვეიცარია) – ეს კაფე განსაკუთრებით ყველა იმ ვიზიტორს გაახარებს, ვინც "უცხოს" სერიის ფილმების თაყვანიმცემელია, ფაქტიურად, ეს არის მხატვარ HR Giger -ის შემოქმედების მუზეუმი, რომელიც მისი შეუცვლელი დიზაინერი იყო. მთელი ეს გაფორმება შესრულებულია ადამიანის სხეულის სხვადასხვა სტილიზებული ძვლების მსგავსი ფორმებით. კაფე Dinner in the Sky – (ბრიუსელი, ბელგია) – ვისაც გიყვართ საკვების მიღება სუფთა ჰაერზე, ნამდვილად მოგეწონებათ ეს კაფე, იმიტომ რომ ყველა მხრიდან ჰაერით იქნებით გარემოცული. თქვენ მოგიწევთ ისადილოთ მაგიდასთან, რომელიც ამწე კრანით 50 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდებული. კაფე Bollesje – (რუდესჰაიმი, გერმანია) – მდებარეობს ყოფილი ციხის ტერიტორიაზე და ბუნებრივია, მისი დიზაინიც შესაბამის სტილშია. სანამ დარბაზში შეხვალთ, თითის ანაბეჭდები უნდა ჩააბაროთ და მოუსმინოთ ქცევის წესებს. მთლიანობაში, ციხის შთაბეჭდილებას შეგიქმნით მხოლოდ დეკორი და მსჯავრდებულთა პატარა ქუდები. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ციხის წვნიანის ჭამა მოგიწევთ თუნუქის ჯამიდან. მენიუ აქ საკმაოდ კარგი აქვთ. 318 5-ს მოსწონს
|