x
image
Lerato
დანაშაული და სასჯელის საზარელი მეთოდები შუა საუკუნეების ევროპაში

image


შუა საუკუნეები იყო პერიოდი, როდესაც დანაშაულისთვის მკაცრად სჯიდნენ და საშინლად აწამებდნენ. ბრალდებულებს თავს აჭრიდნენ, კიდურებს კვეთდნენ, მაწანწალებს ხშირად ამათრახებდნენ და ბოძზე ჯაჭვით აბამდნენ. ხალხი ამის გამო მუდმივი შიშით ცხოვრობდა.


კათოლიკური ეკლესიაც კი წამებასა და თავისუფლების აღკვეთას იყენებდა აღიარების მოსაპოვებლად, მიუხედავად იმისა ადამიანი დამნაშავე იყო თუ არა.


image


წამება და დასჯა ათასობით წლის მანძილზე არსებობდა. ბერძნული და რომაული კანონების მიხედვით, მხოლოდ მონების წამება შეიძლებოდა, შემდგომში ეს კანონები შეიცვალა და იგივე თავისუფალ მოქალაქეებსაც შეეხოთ დანაშაულის ჩადენისთვის. ადამიანებს ხშირად მარჯვენა ხელს აჭრიდნენ ქურდობისთვის, სასტიკად სცემდნენ, ცოცხლად მარხავდნენ და თუ ქალს ცოლ-ქმრულ ღალატში დაადანაშაულებდნენ, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში წყალში ახრჩობდნენ.



imageბრალდებულთა წყალში დახრჩობა, იმ პერიოდში, ჩვეულ პრაქტიკას წარმოადგენდა. ამაზე უარესი კიდევ ის იყო, რომ ზეთში ხარშავდნენ, აბრმავებდნენ გავარვარებული შანთით,

კოცონზე წვავდნენ და თითებს აგლეჯდნენ. ერთი სიტყვით დასახიჩრება და დამნაშავეთა დადაღვა ამ ეპოქის განუყოფელი ნაწილი იყო.

ტიუდორების მმართველობის პერიოდში ინგლისის კანონები პირდაპირ წამებაზე იყო ორიენტირებული. მაწანწალობა დანაშაულად ითვლებოდა – მათ ჯაჭვით ქალაქში ბოძებზე აბამდნენ, ნებისმიერ მოქალაქს შეეძლო მისულყო და ეცემა ისინი.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მხოლოდ დაბალი კლასის წარმომადგენლები განიცდიდნენ ამგვარ დისკრიმინაციას. ლორდებს და ზედა ფენის ჩინოვნიკებს კი იმუნიტეტი იცავდა. სასამართლოები და მოსამართლეები, რა თქმა უნდა არსებობდნენ, მაგრამ მიკერძოებულები და ხშირად განაჩენის შესახებ უფრო ადრე გებულობდნენ, სანამ საქმის განხილვა იწყებოდა. თუ ადამიანი არ მოვიდოდა სასამართლოში, მას კანონგარეშედ აცხადებდნენ, მის ქონება კი მეფის საკუთრებაში გადადიოდა.


ყაჩაღთა ბანდები ძირითადად სოფლის მიდამოებში, ტყეებში აფარებდნენ თავს. ამათგან ყველაზე ცნობილი, როგორც ვიცით, რობინ ჰუდია. რაც უფრო მძიმე იყო დანაშაული, მით უფრო საზარელი იყო სასჯელი. ძარცვისთვის, გაუპატიურებისთვის და გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის დამნაშავეს გალიაში კიდებდნენ მისი ნელი სიკვდილი ყველას რომ ენახა.

imageზოგიერთ შემთხვევაში მათ ხსნიდნენ, ისიც იმიტომ რომ სიკვდილით დაესაჯათ ყველაზე საშინელი მეთოდით რაც კი არსებობდა – ოთხ ნაწილად გაგლეჯა ( ადამიანის თითოეულ კიდურს ცხენს ან რომელიმე ძლიერ ცხოველს აბამდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავდათ). სახალხოდ სიკვდილით დასჯის მეთოდი ჩვეული პრაქტიკას წარმოადგენდა იმ პერიოდში.


სახალხოდ ჩამოხრჩობა და წამება მეფის წარმომადგენლების მიერ ცხადდებოდა. ხალხი შორი გზიდან მოდიოდა სანახაობისთვის. ყველაზე საშინელი ფაქტი კი ის იყო, რომ თან ბავშვები მოჰყავდათ და აყურებინებდნენ. ამას თავად მმართველები უწყობდნენ ხელს, იმ მიზნით რომ შემდგომში დანაშაულის პრევენცია მოეხდინათ.


შუა საუკუნეების ქალაქების მაცხოვრებლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა საჯაროდ დასჯა და როგორ ხდებოდა, რადგანაც ძალიან ხშირად ესწრებოდნენ ამ საშინელებას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მართალია მკვლელებს ხშირად სიკვდილით სჯიდნენ, უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის – სახალხოდ შერცხვენით შემოიფარგლებოდნენ.


დღევანდელი სტანდარტებით ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სისასტიკე იყო. თუმცა, ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენა არ ხდებოდა ისეთი სიხშირით, როგორც დღეს.


ამ პერიოდში იმდენად საშინელი ციხეები იყო, რომ პატიმრები ავადმყოფობისაგან ან შიმშილისაგან იხოცებოდნენ სანამ მათი საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ამიტომ ხშირად გარეთ სამათხოვროდ უშვებდნენ. შუა საუკუნეებში ჩინოვნიკები ყოველთვის ფულადი რესურსების ნაკლებობას განიცდიდნენ, რომ შესაფერისი ციხეები აეშენებინათ.


დღევანდელ განვითარებულ საზოგადოებაში წამება, როდორც ასეთი დასჯის მეთოდი, მიუღებელია. 100 წელზე მეტია, რაც ამას ბარბაროსულ ქმედებად მიიჩნევენ. თუმცა, დღესაც კი ზოგიერთ ქვეყანაში მკვლელებსა და მოძალადეებს სიკვდილით სჯიან; ასევე დამნაშავეებს ქურდობისთვის კიდურებს აჭრიან.











0
859
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
859
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0