x
მეტი
  • 17.01.2022
  • სტატია:116263
  • ვიდეო:353081
  • სურათი:490134
რა ვიცით ელინურ კულტურასა და რელიგიაზე

image


ელინური კულტურა, ანუ ელინური ცივილიზაცია წარმოადგენს მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარების ახალ საფეხურს, აგრეთვე პოლიტიკური ორგანიზაციისა და სოციალურ-ეკონომიური ურთიერთობის ახალ ფორმებს ხმელთაშუაზღვისპირეთის, წინა აზიის და მის მიმდებარე ტერიტორიების ურთიერთობაში. ელინური პერიოდი იწყება 338 წლიდან. მას საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობამ აღმოსავლეთის ქვეყნებში და ელინების მასობრივმა კოლონიზაციანურმა დინებამ დაპყრობილ ქვეყნებში.


ვიდრე უშუალოდ ელინურ კულტურაზე ვისაუბრებთ, საჭიროა გავერკვიოთ თუ ვინ იყვნენ ელინები, საიდან მოვიდნენ და რა მოიტანეს თან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.


image
ისტორიული წყაროების მიხედვით ელინური ენა საბერძნეთის ტერიტორიაზე ცნობილია ძვ.წ.აღ. XIV საუკუნიდან. მაგრამ ამ ენის სამშობლო ჯერ– ჯერობით ცნობილი არ არის. იმავე წყაროებით დასტურდება, რომ იმ ტერიტორიებზე, სადაც დღეს ბერძნები, ცხოვრობენ სხვა ენა იყო გაბატონებული და სხვა ტომები სახლობდნენ ელინების გამოჩენამდე. ამიტომ ისმის კითხვა: როდის დამკვიდრდნენ ბერძნები საბერძნეთში? ტრადიციული შეხედულება, რომ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე მეომრებმა გაილაშქრეს ბალკანეთში საბერძნეთის დასაპყრობად, მოძველებულია. იგი დამტკიცდა ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსათვის. ყველაზე ხშირად ზემოხსენებულ თეორიას აყალიბებენ შემდეგი ფორმით: საბერძნეთის ტერიტორიაზე შეიჭრა; ხშირად მათ, ბერძნული ენის კლასიკურ დიალექტების შესაბამისად, უწოდებენ: იონელებს, აქაველებს და დორიელებს. არქეოლოგიური საბუთების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ამ მოვლენათა დათარიღება: იონელები შეიჭრნენ დაახლოებით ძვ.წ XX ს–ში, აქაველები XVI ს–ში, ხოლო დორიელები კი XII საუკუნეში.


image
ჩვენ ახლა შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ და აღვადგინოთ საბერძნეთის ისტორია ძვ.წ. XXII საუკუნიდან XII საუკუნემდე. ეს პერიოდი დაიწყო მეომარი ტომების თარეშით. მათ ჰყავდათ ახლანდელზე უფრო მცირე ზომის ცხენები და ჰქონდათ უფრო განსხვავებული ტიპის კერამიკა. ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ საიდან მოგვევლინენ ეს ტომები. თავდაპირველად ისინი დამკვიდრდნენ ცენტრალურ საბერძნეთსა და ჩრდილო პელოპონესში. ისინი შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას და შექმნეს ბერძნული ენა, რომელიც შემდეგ გავრცელდა მთელ კონტინენტალურ საბერძნეთში, მაკედონიის გარდა. ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუ როდის აითვისეს ბერძნებმა კუნძულები. კუნძული კრეტა დაპყრობილ იქნა ძვ.წ. XV საუკუნემდე და ეჭირათ იმ ტომებს, რომლებიც ბერძნულად არ ლაპარაკობდნენ, მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია მათი ენა წერილობითი სახით, მაინც არ შნგვიძლია მისი იდენტიფიცირება.


დაახლოებით ძვ.წ. XVI საუკუნეში მინოსური გავლენა კონტინენტურ საბერძნეთში მკვეთრად გამოიხატა. კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორიაზე ცივილიზაცია კრეტიდან უნდა შემოსულიყო.


image
კრეტული ხელოვნება და ხელოსნობა, ეჭვგარეშეა, კრეტელი ფერმწერები და ხელოსნებიც მრავლად გამოჩნდნენ კონტინენტზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ხდება დამწერლობის სისტემის ათვისება კვლავ მინოსელებისგან, ანგარიშის წარმოების მიზნით. მაგრამ მინოსურ სამყაროში (კუნძულები კრეტა, თერა, ეგეოსის ზღვის კუნძულები) ყველაფერი რიგზე არ იყო. XVI საუკუნეში მნიშნელოვანმა მიწისძვრამ ძლიერი ზიანი მიაყენე თერას, და აშკარად იმავდროულად კრეტასაც, ხოლო 1450 წელს ძლიერმა კატასტროფამ დაანგრია კრეტული სასახლეები. ამ მოვლენების შედეგი უნდა ყოფილიყო ის, რომ დაახლოებით ამავე პერიოდისათვის კონტინენტზე სახლდებიან კრეტელი ხელოსნები. ამ ეპოქაში ჩვენი ყურადღება კონტინენტურ საბერძნეთზე გადადის.

სამხრეთ საბერძნეთი, შესაძლოა ჩრდილოეთით კუნძულ ბეოტიასა და თესალიას ჩათვლით, წარმოადგენდა ტერიტორიას, სადაც დამკვიდრდა განვითარებული ბერძნული საზოგადოება. მათ ჩვენ მიკენურს ვუწოდებთ, პირველი მნიშნელოვანი რეზიდენციის მიკენის სახელწოდების მიხედვით. მიკენელმა ბერძნებმა თავის განვითარების უმაღლეს
მწვერვალს ძვ.წ. XIII საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს. XIII საუკუნის შუა პერიოდში მდგომარეობა შეიცვალა. მიკენური სასახლეები და მშვენიერი მიდამოები ხანძარმა იმსხვერპლა.


image
ასე უცნობი ტომების შემოსევისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ასიმილაციის საფუძველზე საუკუნეთა მანძილზე ყალიბდებოდა ელინური კულტურა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის წყალობით გავრცელება ჰპოვა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე.

რელიგია

image
ჩვ.წ.აღ–მდე V-VI სს ბერძნებმა და მაკედონელებმა, მახლობელ აღმოსავლეთში, თან მოიტანეს იმ ოლიმპიური ღმერთების კულტები, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ თავიანთ სამშობლოში. მაგრამ მათ განიცადეს ადგილობრივი რელიგიური სისტემის ზეგავლენა. ისეთი ბერძნული კულტები, როგორიცაა ზევსი, აპოლონი, ჰერმესი, აფროდიტე, არტემიდა იძენდნენ ახალ–ახალ თვისებებს და ფუნქციებს. გარდა ამისა, თავად ბერძნულ დასახლებაში აღიარება მოიპოვა აღმოსავლურმა ღვთაებებმა. განსაკუთრებული პოპულარობა წილად ხვდა ეგვიპტურ ქალღმერთს–ისიდას.


პტოლემეოს ლაგმა გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ახალი კულტი, რომელიც დააკმაყოფილებდა, როგორც ელინების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ მოთხოვნებს. ყოველივე ამის შესრულება დაავალა ჰელიოპოლისის ქურუმს მანეთონს და ეგვიპტელ ქურუმს ტიმოფეს. ახალი ბერძნულ–ეგვიპტური კულტი იქმნებოდა ოსირის– აპისის კულტის საფუძველზე. ელინური სამყაროს იმ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ინგრეოდა ან იქმნებოდა სხვადასხვა სამეფოები, ნადგურდებოდა ან ერთმანეთს ერეოდა მოსახლეობის ფართო მასები, ხდებოდა ღრმა ცხოვრებისეული ცვლილებები მათ შორის რელიგიურიც. შემდგომ პერიოდში ხალხი თაყვანს სცემდა ქალღმერთ ფორტუნას, რომელსაც მოჰქონდა ბედნიერება, წარმატებები და სიმდიდრე.


image
ელინური რელიგიის ერთ–ერთი მახასიათებელი თვისებაა მონარქის გაღმერთება. ელინელი მმართველები თავის მხრივ ისწრაფოდნენ იდეოლოგიურად გაემყარებინათ თავიანთი მეუფეობა მრავალეროვან სახელმწიფოში, რის გამოც მოსახლეობაში აქტიურად ნერგავდნენ საკუთარი კულტის არსებობას. ეგვიპტის მმართველნი და ელინელი მონარქები საკუთარ სახელებთან ხმარობდნენ ისეთ ღვთაებრივ ეპითეტებს როგორიცაა სოტერი (მხსნელი), ეპიფანი (გამოცხადებული), ევერგეტი (კეთილისმქმნელი) და სხვ. ქურუმები განსაკუთრებულ ტაძრებში მათ საპატივცემოდ ასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს. საერთოდ ელინური პერიოდისათვის დამახასიათებელია აქტიური ძიებანი ახალი რელიგიური ფორმებისა და იდეებისადმი, მიზიდულობა მონოთეიზმისაკენ რელიგიური და ეთიკური მხარეები.


ფილოსოფია


image
ელინელმა ხალხმა დიდი გავლენა მოახდინა ფილოსოფიურ მსოფლმხედველობის ისეთ საერთო მცნებებზე, როგორიცაა მსოფლიოს, ადამიანისა და მისი აზროვნების კანონზომიერებანი. ელინური ფილოსოფიის ცენტრად იქცა ათენი, სადაც რამოდენიმე ფილოსოფიური სკოლა ერთმანეთს კონკურენციას უწევდა. უპირველეს ყოვლისა არსებობას განაგრძობდნენ ჩვ.წ.აღ–მდე IV ს. უდიდეს ფილოსოფოსთა, პლატონისა და არისტოტელეს მიმდევარი სკოლები. პლატონის მოწაფეთა აკადემიის სახელწოდება მიიღეს მისმა ყველაზე ახლობელმა მოწაფეებმა: ქსენოკრატმა, პოლემონმა და კრათეტმა. მათ დაარსეს ე.წ. „ძველიაკადემია“ ჩვ.წ.აღ–მდე IV ს. 40-30 წწ.-III სკ. 70 წ. პლატონის მიმდევრებმა დაარსეს საშუალო, ანუ ახალი აკადემია. როგორც ძველი ისე ახალი აკადემია ავითარებდა პლატონის მხოლოდ და მხოლოდ ცალკეულ ფილოსოფიურ თეორიებს, უთმობდნენ განსაკუთოებულ ყურადღებას მისი სწავლების მისტიკურ მხარეებს. არისტოტელეს მიმდევრები დიდ ყურადღებას უთმობდნენ მეცნიერული საკითხების დამუშავებას. ზოგიერთი მათგანი თავისი დროის გამოჩენილ მეცნიერად იქცა. ფეოფრასტი გახდა მეცნიერული ბოტანიკის ფუძემდებელი, ხოლო ფიზიკის დარგში გამოკვლევებით სახელი გაითქვა სტრატონმა. დროთა განმავლობაში სკოლები კარგავდნენ უწინდელ პოპულარობას და იქცეოდნენ ჩაკეტილ ელინურ ჯგუფებად, რომელთაც ფილოსოფიურ აზროვნების განვითარებაზე განსაზღვრული ზეგავლენა ჰქონდათ.


image
ყველაზე უფრო მეტად გავლენიანი, თავისი კულტურული და საზოგადოებრივი დონისათვის შესაფერისი ადგილი დაიკავეს შემდეგმა ფილოსოფიურმა სისტემებმა: სტოიკურმა, ეპიკურმა და კინიკურმა. ელინიზმის ყველაზე უფრო პოპულარულ ფილოსოფიურ სისტემად იქცა სტოიკოსების ფილოსოფია. მისი ფუძემდებელი იყო ძენონი კიპრიდან. იგი ჩამოვიდა ათენში და დაიწყო თავისი სისტემის დამუშავება, გავრცელება. მისი მიმდევრებიდან კი აღსანიშნავია ქრისიპოსი.


მეცნიერების როლსა და ადგილს, რომლებსაც სტოიკოსები ამუშავებდნენ, განსაზღვრავდნენ შემდეგი შედარებით: ლოგიკა, ფიზიკა–ნაყოფიერი ნიადაგი, ეთიკა–მისი ნაყოფი. ფილოსოფიის მთავარი ამოცანა ეთიკაშია; ცოდნა მხოლოდ სიბრძნის, ცხოვრების უნარის მოპოვების საშუალებაა. უნდა იცხოვრო ბუნების შესაბამისად – ასეთია ჭეშმარიტი ბრძენის იდეალი. ბედნიერება ვნებისგან თავისუფლებაში, სულის სიმშვიდეში, გულგრილობაშია. ცხოვრებაში წინასწარ ყველაფერი განისაზღვრება ბედით. ვისაც ეს არ სურს, იგი ბედს თან მიჰყავს; ვინც ეწინააღმდეგება, იძულებით მიათრევს მას. შემდგომი ეპოქებიდან განვითარება იწყო სტოიციზმა რომის ნიადაგზე, ძირითადად მუშავდებოდა სტოიკოსთა მოძღვრების მორალური და რელიგიური იდეები. ამ დროს სტოიკოსებისაგან უნდა აღინიშნოს სენეკა, მუსონიუს რუფუსი, ეპიკტეტი, მარკუს ავრელიუსი.


ელინური დროის სხვა პოპულარულ ფილოსოფიურ სისტემად ითვლებოდა ეპიკურეს ფილოსოფია. იგი უარყოფდა ღმერთების ჩარევას სამყაროს საქმეებში და ამოდიოდა მატერიის მარადისობისგან, რომელსაც მოძრაობის შინაგანი წყარო გააჩნია. ადამიანში შეგრძნებების წარმოშობას ეპიკურე გულუბრყვილოდ, მატერიალისტურად ხსნის: სხეულთა ზედაპირიდან ამოდის უმცირესი ნაწილაკების უწყვეტი ნაკადი, შეაღწევენ გრძნობის ორგანოებში და წარმოქმნიან საგანთა ხატებს.


image
შემეცნების მიზანია გაათავისუფლოს ადამიანი უვიცობისა და ცრუმორწმუნეობისაგან, ღმერთებისა და სიკვდილის წინაშე შიშისაგან, უამისოდ შეუძლებელია ბედნიერება. ელინისტურ საზოგადოებაში ფართო მასებში გავრცელებული იყო კინოკოსების ფილოსოფია. მისი ფუძემდებელი იყო ანტისთენე, რომელიც ცხოვრობდა კლასიკურ ეპოქაში, მაგრამ მხოლოდ ელინიზმის ეპოქაში მისი ფილოსოფია პოპულარული გახდა ქალაქის მოსახლეობაში. ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად გამოჩენილი კინიკოსი იყო დიოგენე. სინოპელი კინიკოსები გამოხატავდნენ მონათმფლობელური საზოგადოების დემოკრატიულ ფენათა განწყობილებას. ბედნიერებისა და სათნოების საფუძვლად ისინი მიიჩნევდნენ საზოგადოებრივ ნორმათა უგულებელყოფას: სიმდიდრეზე, სახელზე, ყველა გრძნობად სიამოვნებაზე უარის თქმას. საერთოდ ელინურმა ფილოსოფიამ დიდი როლი ითამაშა ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში, გაამდიდრა მსოფლიო ფილოსოფიის ღრმა და ორიგინალური იდეებით, დაიკავა ღირსეული ადგილი ცივილიზაციაში.

ლიტერატურა


image
ელინიზმის ლიტერატურული პროცესი ერთი მხრივ, ასახავდა ამ ეპოქის სოციალურ და სულიერ ატმოსფეროს არსებით ცვლილებებს, ხოლო მეორე მხრივ-აგრძელებდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ჩამოაყალიბა კლასიკური ხანის ლიტერატურაში. ელინური დროიდან შემორჩენილია 1100-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის მწერალთა სახლები, რაც ბევრად აღემატება უწინდელ ეპოქის მონაცემებს. ელინური ლიტერატურა, ასახავდა რა შეცვლილ ცხოვრებისეულ პირობებს და აკმაყოფილებდა მკითხველის ახალ მოთხოვნებს, ვითარდებოდა კლასიკური ლიტერატურის ბაზაზე.


image
ისევე როგორც კლასიკურ ეპოქაში, უდიდესი გავლენა ლიტერატურის მდგომარეობაზე იქონია თეატრმა, თეატრალურმა წარმოდგენებმა. საერთოდ, ელინური ქალაქი შეუძლებელია წარმოვიდგინოთ თეატრის გარეშე, სადაც მთელი ქალაქის მოსახლეობის ნახევარი მაინც ეტეოდა. თეატრალური ნაგებობანი იქცა რთულ არქიტეკტურულ კომპლექსად, რომლის დამუშავებაში დაკავებულნი იყვნენ თავისი დროის საუკეთესო არქიტექტორები. ადგილი აქვს არსებით ცვლილებებს თავად თეატრალურ მოქმედებებში: გამორიცხული იქნა გუნდი და მოქმედებას ახლა უშუალოდ მსახიობი ასრულებდა. შეიცვალა ასევე მსახიობთა რეკვიზიტიც. ამით თეატრმა შეიძინა უფრო მეტად რეალური, ცხოვრებასთან მოახლოებული ხასიათი. ცვლილებანი თეატრალურ მოქმედებებში გამოწვეული იყო ელინელ მაყურებელთა მოთხოვნით და ასევე ახალი დრამატურგიული ჟანრებით ელინურ ხანაში კვლავ აგრძელებდნენ ტრაგედიების დადგმას. ტრაგედიებს წერდნენ როგორც მითოლოგიურ, ისე თანამედროვე სიუჟეტებზე. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ტრაგიკოსი იყო ლიკოფრონი. მან აღწერა ალყაშემორტყმული კასანდრიის ტრაგედია. ასევე მის კალამს ეკუთვნის სატირული დრამა "მენედემი", სადაც ნათლად გვიჩვენა ურთიერთდაპირისპირებები კეთილშობილ მისწრაფებებსა და ხალხთა უმსგავსო ცხოვრებას შორის.


ელინურ ხანაში ყველაზე უფრო დრამატურგიულად ითვლებოდა ახალი კომედია, რომელიც გამოხატავდა სხვადასხვა ხასიათის დაპირისპირებას. ამ ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო მენანდრე. მის კომედიებში ასახული იყო ათენური ცხოვრების პირობები თავისი ყოველდღიური პრობლემებით. წვრილმანი ინტერესებით კომედიებში მენანდრე იმდენად რეალურად და ამავე დროს, მხატვრულად გვიხატავს სხვადასხვა გმირთა სახეებს, რომ ელინურ ქალაქთა მაცხოვრებლები თავიანთ თანამედროვეებს შეიცნობდნენ აღნიშნულ პერსონაჟებში. სწორედ ამან განაპირობა მენანდრეს უდიდესი პოპულარობა.


image
თუ ათენი ახალი კომედიებისა და ცხოვრებისეული დრამების ცენტრი იყო, მაშინ ალექსანდრია იქცა პოეზიის ცენტრად. ალექსანდრიაში დაარსდა განსაკუთრებული პოეტური სტილი, რომელმაც ალექსანდრიზმის სახელწოდება მიიღო. ეს პოეზია, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა მღელვარე საზოგადოებრივ პრობლემებთან, განკუთვნილი იყო ინტელექტუალური ელიტის ვიწრო წრისთვის. ალექსანდრიული სტილის ფუძემდებელი იყო ბრწყინვალედ მომზადებული ფილოლოგი, მუზეუმის მეთაური და ამავე დროს ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი კალიმაზი. მას ეკუთვნოდა სხვადასხვა ნაწარმოებები მითოლოგიურ ლიტერატურაზე და ისტორიულ თემებზე. საერთოდ ელინური ლიტერატურაც კლასიკურისაგან განსხვავდებოდა როგორც მხატრული იდეური მიმართულებით, ისე ჟანრობრივიი მრავალფეროვნებით.


image
ამრიგად, ელინისტურ პერიოდში კულტურის განვითარების პროცესი მიმდინარეობდა სრულიად ახალ პირობებში და ჰქონდა მეტად განსაკუთრებული მნიშნელობა უწინდელ დროსთან შედარებით. ბერძნულ და ძველაღმოსავლურ კულტურათა შერწყმამ დიდი როლი ითამაშა მსოფლმხედველობის, ფილოსოფიისა და რელიგიის განვითარებაში. ელინისტური კულტურა წარმოადგენს კანონზომიერ გაგრძელებას და განვითარებას იმ მიმდინარეობის ჟანრების, იდეების და წარმოდგენებისა, რომლებიც დამკვიდრებული იყო საბერძნეთში ძვ.წ.V-IVსს. ამ ეპოქის ხელოვნება გამოირჩევა კოსმოპოლიტური განცდითა და აზროვნებით. იგი უფრო ამქვეყნიური და რეალისტური გახდა. ერთის მხრივ, ის ასახავს თვალისმომჭრელ ფუფუნებას, მეორეს მხრივ, აშიშვლებს ადამიანურ ვნებათა უფსკრულებს. ელინიზმმა ასახა ხელოვნებაში ის, რაც ზოგად ადამიანურია –ამქვეყნიური სიხარულიცა და მწუხარებაც, სიმახინჯეცა და მშვენიერებაც.


7
2489
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2489
  
ამასწინათ ბერძნებმა დნმ ს ანალიზი გაიკეთეს.აინტერესებდათ,ვინები იყვნენ,დასაიდან მოდიოდნენ.....დნმ ს შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდა საბერძნეთში.... დნმმა დაამტკიცა,რომ ისინი არიან კავკასიელები.... ამ ცნობას ინტერნეტით ადვილად მიგნებთ, თუ არა და ვისც გეეჭვებათ,დამიკავშირდით,ელ.ფოსტაზე და გამოიგზავნით....mameluqi@gmail.com..... საბერძნეთიდან გწერთ
2015, 24 ნოემბერი, 0:17
მადლობა, ნინი ♥
2015, 23 ნოემბერი, 23:51
რა კარგი სტატიაა
2015, 23 ნოემბერი, 22:38
დიდი მადლობა, სერგო :)
2015, 23 ნოემბერი, 21:26
გავაზიარე
2015, 23 ნოემბერი, 21:07
მადლობა, შეფასებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობ, თუ სტატიებს თვალს გადაავლებთ, ამაში ნამდვილად დარწმუნდებით :)
2015, 23 ნოემბერი, 20:02
კარგი სტატიააა.ასეთი შემეცნებითი ხასიათის სტატიები ხშირად უნდა დადოთ.
0 1 7