x
მეტი
  • 09.12.2021
  • სტატია:115500
  • ვიდეო:352861
  • სურათი:489386
10 ყველაზე შემზარავი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში

image


რა არის გენოციდი? ეს ტერმინია, რომელიც ხშირ შემთხვევაში არასწორედ გამოიყენება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც დისკრიმინაციას განიცდიან. სიტყვა ძველი ბერძნულიდანაა ნაწარმოები geno - "რასა, ადამიანები, " cide – ლათინური ეტიმოლოგია აქვს და ნიშნავს "მოკვლას." ეს არის მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება, მთლიანად ან ნაწილობივ, რასისტულ, ეთნიკურ, ეროვნულ ნიადაგზე. ეს ტერმინი რაფაელ ლემკინმა (პოლონელ-ებრაელი იურისტი) მოიგონა, რათა ნაცისტების მიერ ჩადენილი სისტემური მკვლელობები და ევროპაში ებრაელთა განადგურება აღეწერა.

1948 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გენოციდი განისაზღვრა, როგორც საერთაშორისო დანაშაული, რაც გულისხმობს:


– ადამიანთა ჯგუფის წევრების მკვლელობა;

– მათი ჯანმრთელობისთვის განზრახ სერიოზული ზიანის მიყენება;

–მიზანმიმართულად ისეთი ცხოვრებისეული პირობების შექმნა, რაც მათ ფიზიკურ განადგურებას გამოიწვევს მთლიანად ან ნაწილობრივ;

– ისეთი ზომების მიღება, რაც ხელს შეუშლის შობადობის ზრდას;

– ძალდატანების მეშვეობით ბავშვების სხვა ჯგუფად ტრანსფორმირება.



კონგოს "თავისუფალი" სახელმწიფო (1885-1908)

image


კონგოს თავისუფალ სახელმწიფოს მართავდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II, რომელიც სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ატარებდა– იძულებითი შრომის მეშვეობით ის დაეპატრონა ამ მიწის მთელ სიმდიდრეს; კონგოს მაცხოვრებლებს როგორც მონებს ისე ექცეოდნენ – სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. სიკვდილის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო მკვლელობა, შეურაცხმყოფელი და სასტიკი სასჯელი, ექსპლუატაცია. ასევე, რეგიონისთვის მანამდე უცნობმა ახალმა დაავადებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ პერიოდში. მთელი ევროპა აღშფოთებული იყო კონგოში ლეოპოლდის მიერ ჩადენილი სისასტიკით, რის გამოც 1908 წელს ბელგიის მთავრობამ აიძულა ის კოლონიის კონტროლი სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის გადაეცა.


სავარაუდოდ მოკლულია: 10 000 000


ჰოლოდომორი (1932-1933)

image


უკრაინელთა განადგურება მასობრივი შიმშილობის გამოწვევით საბჭოთა ხელისუფლების მიერ, რომლის სათავეში იოსებ სტალინი იყო. 1933 წელს მოსავლის სრული კონფისკაცია მოახდინეს და ძალიან ცოტა დაუტოვეს გლეხებს საკუთარი თავის გამოსაკვებად. აკრძალული იყო რაიმე სახის საკვების შეტანა უკრაინის რესპუბლიკაში. უმძიმესი ვითარება შეიქმნა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი სოფლებში – ხალხი შიმშილისგან მასობრივად წყდებოდა, აღრიცხულია კანიბალიზმის ასობით შემთხვევა.

2008 წელს ევროპის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად სცნო. 2010 წლის 13 იანვარს უკრაინის სასამართლომ იოსებ სტალინი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, ლ.კაგანოვიჩი, სტანისლავ კოსიორი, პაველ პოსტიაშევი, ვლას ჩუბარი და მენდელ ხატაევიჩი დამნაშავეებად სცნო უკრაინელი ხალხის გენოციდში.


სავარაუდოდ მოკლულია: 7, 500, 000


გენოციდი რუანდაში (1994)

image


რუანდას გენოციდი მოეწყო ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა ჰუტუს ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ. 1994 წლის 6 აპრილიდან მოყოლებული დაიწყო რუანდას მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც 100 დღის მანძილზე გაგრძელდა. მას შემდეგ რაც რუანდას პატრიოტულმა ფრონტმა დაიბრუნა ძალაუფლება, გენოციდიც დასრულდა. თუმცა ამის შემდეგ 2 000 000 რუანდელი ლტოლვილად იქცა (ძირითადად ჰუტუს ტომის წარმომადგენლები).

აღნიშნული გენოციდი სამოქალაქო ომის პერიოდში განხორციელდა, რომელიც 1990 წელს დაიწყო ჰუტუს მთავრობასა და პატრიოტულ ფრონტს შორის. რამაც საშინელი ზეგავლენა იქონია შემდგომში რუანდაზე და მის მეზობელ ქვეყნებზე. გენოციდის დროს მასიურად ადგილი ჰქონდა გაუპატიურების შემთხვევებს, რის შედეგადაც გაიზარდა აივ ინფექციებით დაავადებულთა რაოდენობა – ახლად დაბადებული ჩვილები და ინფიცირებული დედები. ინფრასტრუქტურის განადგურებამ და მკაცრმა დეპოპულაციამ

ქვეყნის ეკონომიკას ძლიერი ზიანი მიაყენა.


სავარაუდოდ მოკლულია: 1 000 000


კამბოჯას გენოციდი (1975-1979)

image


კამბოჯას გენოციდი განხორციელდა კომუნისტური პარტიის კამპუჩეას მიერ, რომელიც კავშირშია ქჰმერის რეჟიმთან გენერალ პოლ პოტის მეთაურობით. მათი მიზანი იყო "მოსახლეობის გაწმენდა, " იმისთვის რომ აგრარულ სოციალისტური საზოგადოება შეექმნათ. უსწორდებოდნენ ყველას, ვინც კი მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგე იყო – ინტელიგენციას, სასულიერო პირებს, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, შიმშილობამ და მონურმა შრომამ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსახლეობას მასიურად ხოცავდნენ და ერთად მარხავდნენ. აღმოჩენილია 20 000 ასეთი სასაფლაო.


სავარაუდოდ მოკლულია: 1 000 000-3 000 000

სომეხთა გენოციდი (1915-1923)

image
სომეხების გენოციდი იყო სომეხი ხალხის სისტემური განადგურება ოსმალეთის მმართველთა მიერ. დაიწყო 1915 წლის 24 აპრილს, როდესაც თურქეთის მთავრობამ 250 სომეხი ინტელექტუალი და მათი მეთაური დააპატიმრა. ამის შენდეგ თურქმა სამხედროებმა სომხები საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და აიძულეს ასობით მილი გაეარათ საკვებისა და წყლის გარეშე უდაბნოსკენ, რომელიც ამჟამად სირიაშია. ხოცვა-ჟლეტის დროს ანგარიშს არ უწევდნენ ასაკსა და სქესს – გაუპატიურება და სხვა სექსუალური ძალადობის აქტები ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. გენოციდი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც მიმდინარეობდა. ხდებოდა ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და უნარშეზღუდული მოსახლეობის მასიური დეპორტაცია, შრომისუნარიან მამაკაცებს კი უსწორდებოდნენ. თანამედროვე თურქეთი კატეგორიულად უარყოფს, რომ ადგილი ჰქონდა გენოციდს.


სავარაუდოდ მოკლულია: 1 500 000

თურქების მიერ ბერძენთა გენოციდი (1914-1923)
image
ბერძნების გენოციდი თურქეთის ტერიტორიაზე პირველ მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდს მოიცავს, როდესაც ხდებოდა ეთნიკური ბერძნების სისტემური განადგურება აღმოსავლეთ თრაკიასა და მცირე აზიაში. ეს ჩაიდინა თურქეთის ქემალისტურმა მთავრობამ. ისევე როგორც სომხები და ასირიელები, ბერძნებიც სასტიკ დევნას განიცდიდნენ "ახალგაზრდა თურქების" მიერ – მასიური ხოცვა-ჟლეტა, გაძევება, "სიკვდილის მარში"...


სავარაუდოდ მოკლულია: 1 400 000-1 700 000


ნიგერიის სამოქალაქო ომი (1967-1970)
image
ნიგერიის სამოქალაქო ომი იყო კონფლიქტი ეთნიკურ და პოლიტიკურ ნიადაგზე ჩრდილოეთში მცხოვრებ მუსლიმ ჰაუსას და სამხრეთში მოსახლე ქრისტიან იგბოს ხალხებს შორის. 1960 წელს ნიგერიამ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. 7 წლის შემდეგ კი, იგბოებმა ნიგერიიდან გამოყოფა სცადეს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ახლადშექმნილ სახელმწიფოს ბიაფრის რესპუბლიკა უწოდეს. გარდა სისხლიანი ხოცვა-ჟლეტისა, რასაც ნიგერია-ბიაფრას ომის დროს ჰქონდა ადგილი, ფედერალურმა მთავრობამ თვითგამოცხადებული სახელმწიფოს საზღვაო ბლოკირება მოახდინა, რასაც მოჰყვა ჰუმანიტარული კრიზისი და შედეგად საშინელი შიმშილობა გამოიწვია – ორ წელიწად ნახევარში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილითა და სხვადასხვა დაავადებებით. საბოლოოდ ბიაფრა 1970 წლის 15 იანვარს დანებდა, როდესაც მათი სამხედრო მეთაური კოტ დიუვარში გაიქცა.


სავარაუდოდ მოკლულია: 1 000 000-3 000 000


გერმანელთა გადასახლება აღმოსავლეთ ევროპიდან (1945-1950)
image


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეთნიკური გერმანელები, რომლებიც გერმანიის ყოფილ აღმოსავლეთ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ (მათ შორის, რუსეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში და პოლონეთის ომამდელ მიწებზე), გამოდევნეს. ამ პერიოდში დაახლოებით 14 მილიონმა გერმანელმა მიგრაცია განიცადა. ეს იყო ყველაზე დიდი, ომის შემდგომი იძულებითი გადასახლება რაც კი მომხდარა ევროპის ისტორიაში. ბევრი ეთნიკური გერმანელი გააგზავნეს შრომით ბანაკებში, სადაც ისინი ხშირ შემთხვევაში იღუპებოდნენ. ეს მოვლენა შეფასდა როგორც ეთნიკური წმენდა.


სავარაუდოდ მოკლულია: 3 000 000


ჰოლოკოსტი (1941-1945)

image


ყველაზე მეტად ცნობილი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში, ჰოლოკოსტი იყო –ებრაელთა და სხვა ეთნიკური ჯგუფების სისტემური განადგურება. ტერმინი "ჰოლოკოსტი" (ბერძ. hólos – "სრული, " kaustós – "დაწვა") გულისხმობს 6 მილიონი ევროპელი ებრაელის განადგურებას, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა ნაცისტური გერმანიის ნაციონალ–სოციალისტური მუშათა პარტიის მიერ ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.

ჰოლოკოსტი ეტაპობრივად ხორციელდებოდა – მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მიიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ებრაელები სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად აღარ ითვლებოდნენ და მათ რასობრივი ნიშნით განასხვავებდნენ. 1938 წლის 9-10 ნოემბერს გერმანია ანტისემიტურმა ისტერიამ მოიცვა, დაარბიეს ებრაელთა სინაგოგები და მაღაზიები. ეს ღამე ისტორიაში "ბროლის ღამის" სახელით შევიდა (ქუჩებში მოფენილი მინის ნამსხვრევების გამო). დაარსეს საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც მონურ შრომას იყენებდნენ, სანამ არ გარდაიცვლებოდნენ. როდესაც მესამე რეიხმა აღმოსავლეთ ევროპა დაიპყრო, სპეციალური შენაერთები გაუშვეს, რომელთაც ევალებოდათ ებრაელთა და სხვა პოლიტიკურ ოპონენტთა მასიური მკვლელობა. ებრაელებსა და ბოშებს გეტოებში ათავსებდნენ, სანამ სატვირთო მატარებლით "სიკვდილის ბანაკებში" გადაიყვანდნენ. უმრავლესობას გაზის კამერებში ხოცავდნენ. ამასთან, საკონცენტრაციო ბანაკებში პატიმრებზე შემზარავ და არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ.

სავარაუდოდ მოკლულია: 17 000 000


ადგილობრივი ამერიკელების გენოციდი (1492-1900)

image

მე-16 საუკუნის ილუსტრაცია:"ესპანელები დედებს მკერდიდან ჩვილებს გლეჯდნენ, ფეხებით იჭერდნენ და შემდეგ ქვაზე მთელი ძალით თავს

არტყმევინებდნენ... მათ გააკეთეს გრძელი სახრჩობელა, საკმარისად დაბალი იმისთვის რომ ფეხის წვერებით მიწას შეხებოდნენ და ძალიან არ მოეჭირა თოკს. ჩამოკიდეს 13 ადგილობრივი ამერიკელი იესო ქრისტეს და 12 მოციქულის საპატივსაცემოდ.... შემდეგ ჩალა დაყარეს მათი დაგლეჯილი სხეულების ირგვლივ და ცოცხლად დაწვეს."


ადგილობრივ ამერიკელთა გენოციდი, ცნობილი ასევე როგორც "500 წლიანი ომი" კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ჰოლოკოსტია, რომელიც დაიწყო ევროპელთა მიერ "ახალი სამყაროს" კოლონიზაციით და რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ით შემცირება. ამის შედეგად ინდიელები გადაიქცნენ მეორე კლასის მოქალაქეებად საკუთარ მიწა-წყალზე, რომლებიც მუდმივად დამცირებასა და შევიწროვებას განიცდიდნენ. ამერიკის ევროპულმა კოლონიზაციამ სამუდამოდ შეცვალა ადგილობრივი ამერიკელების ცხოვრება და კულტურა. მე-15-19 საუკუნეებში მათი დასახლებები გაანადგურეს, მოსახლეობა კი ამოწყვიტეს ან დაიმონეს.


სავარაუდოდ მოკლულია: 70 000 000-100 000 000




9
3896
19-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
3896
  
24 ნოემბერი, 12:05
სომეხთა გენოციდი? იმის გამო რომ სომხური ლობი სხვადასხვა ქვეყნებსი ერთ ადგილზე იხევა რომ როგორმე თურქეთს შეტენონ ვითომ გენოციდი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა რომ ისტორიის ძირითადი ნაწილი არის სრული სიცრუე. მაგალითისთვის შეგიძლიათ კვლევები წაიკითხოთ თანამედროვე ისტორიკოსების რომლებიც ხაზ გასმით აღნიშნავენ რომ იმაზე მეტი თურქი და არამხოლოდ თურქი შეიწირეს სომხებმა ვიდრე სომეხი იქნა მოკლული თურქების მიერ, ამიტომ არ ასაჯაროებენ სომხები იმ დროინდელ არქივს, დიდიან პატარიანად აუპატიურებდნენ სოფლებს და შემდეგ ხოცავდნენ სომეხები და შედეგიც შესაბამისი მიიღეს თუმცა ციფრები პირიქითაა. სომხებმა გაცილებით მეტი მოკლეს ვიდრე თურქებმა.
მე თურქების დამცველად არ გამოვდგები მაგრამ სიმართლე სიმართლეა.
პ.ს. საინტერესო სტატიაა
2018, 18 ნოემბერი, 19:44
რუსების მიერ კავკასიის გენოციდი
2016, 11 სექტემბერი, 16:43
რომელ ქალაქ ვანში,,,, სად მდებარეობს ეგ ვანი,და ვაფშე დადე სტატია მაგაზე..... ისე,,,,ძალიან გაუტანელი და სულიერად მოღალატე ნაროდია ეგ სომხები,,,,
2016, 6 სექტემბერი, 14:03
სომხების გენოციდი გამოიწვია სომხების მიერ ქალაქ ვანში და მის რეგიონში სომხების მიერ თურქების და ქურთების მიმართ განხორციელებულმა გენოციდმა და ეთნოწმენდამ.
რუსეთის ჯარს ელოდნენ დამხმარედ და დამოუკიდებლობაც კი გამოაცხადეს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია სომხებმა მოიმკეს ის რაც დათესეს, მათი არაადამიანური საქციელი ლაზების მიმართაც ცნობილია...
2016, 1 აგვისტო, 20:51
ვა....უკრაინაზე ეგ არ ვიცოდი....არადა სულ გადაკითხული მაქვს უკრაინის ისტორია...ეტყობა ამოიღეს ეგ ფაქტი,რო ხალხმა არ იცოდეს.....
2016, 29 ივლისი, 12:36
მადლობა შეფასებისთვის, მეგობრებო!
2016, 29 ივლისი, 10:01
საინტერესი სტატიაა!
2016, 29 ივლისი, 9:37
გული მეტკინა
2016, 29 ივლისი, 9:30
შესანიშნავი სტატიაა და შემზარავი ფაქტები :((
0 1 9