x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135458
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509742
ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით - თქვა გარკვევით იესომ!
თვითონ ქრისტეს მოეწონებოდა აგრესიული ქრისტიანები?!
image
იესო აგრესიას და სიძულვილს ქადაგებდა თუ სიყვარულს, ჰუმანიზმს, შენდობას და დათმენას?!
ერთადერთი აგრესია, რომელიც მან ერთადერთხელ გამოხატა მთელი თავისი ადამიანური არსებობის მანძილზე ის, იყო, რომ "შევიდა ტაძრად და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდდა და ყიდულობდა ტაძარში (!); ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი"..
რატომ ღმერთი არ ხარხარებს, როცა აგრესორები, მტაცებლები და სხვისი ჭირის ღობის ჩხირად მქცევლები საკუთარ კეთილდღეობას არგებენ ქრიატიანობას და ქრისტიანობის დამცველებად გამოდიან...
ვინც რუსეთის ერთმორწმუნეობაზე კრიახებს, იმედია, წაკითხული აქვს იესოს იგავი კეთილ სამარიტელზე. ახლა ამ იგავში როლებია ჩასასმელი:
"ერთხელ უკრაინელი სსრკ-დან ევროპაში მიდიოდა, მაგრამ თავს ავაზაკები დაესხნენ, რომლებმაც გახადეს, დაჭრეს, წავიდნენ და დატოვეს ცოცხალმკვდარი.
გამოიარა პროტოიერმა დეკანოზმა ანდრეი ტკაჩოვმა, დახედა და გაიფიქრა: "ასე უნდა მაგას, მაიდანელ უტვინოს, ღმერთმა დასაჯა ნაცისტი, “ - გადააფურთხა და წმინდა ბასილი დიდის ეკლესიაში წავიდა სამუშაოდ.
გამოიარა პატრიარქმა კირილემ. დახედა და თქვა:
- აი, რატომ არ უნდა დაგეტოვებინა სსრკ. ასე გინდა, სლავური მართლმადიდებლობისა და ერთიანობის სქიზმატიკოსს! - და წავიდა მაცხოვრის ტაძარში, რათა ეფიქრა, როგორ უნდა მოახდინო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის იმიტირება.
ჩამოიარა "გარყვნილმა ევროპელმა", ნახა იგი და შეებრალა; მივიდა, შეუხვია ჭრილობები, წაიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე:
- უფასოდ იცხოვრებს, დახმარებას გამოვუყოფთ და უფასო მედიკამენტებს მივაწვდით, თავდაცვისთვის დავეხმარებით, რომ არა ჰკლან ქალები და ბავშვები"
.
და იესომ ჰკითხა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მღვდელს:
-ამ სამთაგან ვინ გგონია შენ მოყვასი მისი, ვინც ხელში ჩაუვარდა ავაზაკებს?
მღვდელმა უპასუხა:
-ვინც გაიღო წყალობა მის მიმართ.
უთხრა მას იესომ:
-შენც გააკეთე ასევე.
და ამ მღვდელმა დაწერა სტატია ომის წინააღმდეგ რუსეთის ეკლესიის ვებსაიტზე, მაგრამ მას დაურეკეს კირილეს კაბინეტიდან და დაემუქრნენ:
"уволим, а ты кроме как кадилом махать ничего делать не умеешь — будешь с матушкой и детками малыми в нищете жить до конца своих дней. И под статью по дискредитации войск РФ еще пойдешь!"
და სტატია წაიშალა საიტიდან და შეიცვალა პაროლები ადმინისტრაციულ პანელში...
თუმცა მოვასწარით წაკითხვა ...
ფსევდომართლმადიდებელი რუსეთი!
"ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით", - თქვა გარკვევით ი ე ს ო მ...
ყველაზე მთავარი ლაიტმოტივი ქრისტიანობის, ახალი აღთქმის, რაც დღევანდელ რუსულ ქრისტიანობაშიც თვალშისაცემად დარღვეულია, არის ქრისტეს მოწოდება: "გიყვარდეს მტერი შენი!" .
აი, ვაჟა, რომ ვითომ მაგრად უყვართ, არც კი იციან, რომ ვაჟამ საერთოდ სიტყვა მტერი არ უნდა არსებობდესო, მტერიო! და შესაბამისად სიძულვილი, ომი, აგრესია და სისასტიკე.
"გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი“ (ლევიანნი 19: 18). „ შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მარკოზი 12:31). „გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს“ (ლუკა 6:27), ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ თუ ჩვენ არ მივუტევებთ - არც ჩვენ მოგვეტევება.
„მე გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები“ (მათე 5:44) - ἐγὼ δὲ λέγω ὑμῖν ἀγαπᾶτε τοὺς ἐχθροὺς ὑμῶν καὶ προσεύχεσθε - ბერძნული თარგმანი რომელიც შემდეგნაირად იკითხება - egō de legō umin agapate tous echthrous umōn kai proseuchesthe - I but say to you love those enemies of you and pray.
ძველ ბერძნებს სიყვარულის აღმნიშვნელი ოთხი სიტყვა ჰქონდათ: სტორგე, ეროსი, ფილია და აგაპე. ახალ აღთქმაში მხოლოდ ორნაირი სიყვარული გვხვდება - აგაპე და ფილია. როცა მათემ გადმოსცა იესოს სიტყვები „გიყვარდეთ თვენი მტერი’’, მან სიტყვა აგაპე გამოიყენა. ფილია სიყვარულს აღნიშნავს და ინტიმური სიახლოვისა და სითბოს გამომხატველია. აგაპე უფრო გონებას უკავშირდება. ეს არ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც თავისით ჩნდება. ეს არის პრინციპი, რომლითაც შეგნებულად უნდა ვცხოვრობდეთ, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ!. აგაპე ნიშნავს ძალას, რომელსაც შეუძლია შეგაყვაროს შეუყვარებელი, პერსონა, რომელსაც ვერასოდეს მოიწონებ!.
" გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვილი!"
ან არადა, რომელ და ვის "ბიბლიას" კითხულობენ რუსი მღვდელმთავრები და მათთან შეკრული ქართველი მღვდელმთავრები?
გინდათ, გაიგოთ, რა არის რუსული ნაციზმი?
ახალი არაფერია: ნებისმიერი ასეთი პოლიტიკური რეჟიმი ცდილობს ქრისტეს ჩათრევას თავისი დანაშაულის თანამონაწილედ, თუმცა ავიწყდება ამ უკანასკნელისგან თანხმობის მიღების აუცილებლობა .
და ზოგადად რატომ თვლიან რუსები, რომ ქრისტიანობა რუსულია?
988 წლამდე არსებობდა ქრისტიანობა როგორღაც... თუმცა 988 წელსაც ახლანდელი რუსეთი კი არა, კიევის რუსეთი - უკრაინა გაქრისტიანდა...
ღმერთით სპეკულირება გასაკვირი არ არის ნაცისტ-ფაშისტ-რაშისტი რუსებისგან- ვერმახტის ჯარისკაცების ბალთებზეც იყო ამოტვიფრული: „ღმერთი ჩვენთანაა!"
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პატრიოტიზმისკენ მომწოდებელ ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს ძალიან უყვართ დასავლური ღირებულებები, ბედნიერებით "ლპობა" დასავლეთში. ჩვენზე ზრუნავენ, ჩვენ არ " გვალპობენ" საკუტარი შვილები კი ვითომ ლპობისთვის გასწირეს!
გასაოცარია, თან ნიცშე უყვართ და თან იმ ქრისტიანობას იყენებენ ბრმა იარაღად, რომელიც თვითონ ნიცშემ დაწყევლა. აი, ესაა, რაც ბიბლიაში გარკვევითაა მითითებული - ორი ბატონის სამსახური. ღმერთსაც ეთაყვანებიან (პოზად) და ბომონსაც (რეალურად).
ბოლო დროს სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეორგოლი იმ ადამიანების საცდუნებლად, რომელთაც თვითონ არც კი წაუკითხავთ წმინდა მამათა წერილები და მხოლოდ ქადაგებებს უსმენენ. ვიდეორგოლში მცდელობაა საქართველოს სასულიერო პირი ქრისტეს სახით დაგვანახოს და არგუმენტად საკუთარი სიზმარი მოჰყავს!
რამხელა მკრეხელობაა!


0
103
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
103