x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
ერთი ფოტოს ისტორია – რა ბედი ეწია გასაყიდად ,,გამოტანილ" 4 ბავშვს

ეს სურათი პირველად, გამომცემლობა Vidette-Messenger of Valparaiso Ind–მა, 1948 წ. 5 აგვისტოს გამოქვეყნა. ფოტოზე – კიბის საფეხურზე მჯდომი, 4 პატარას გვერდით, განცხადებაზე წერია: «იყიდება 4 ბავშვი». ხილო, უკანა ფონზე, ზურგს უკან, მათი ფეხმძიმე დედა ჩანს, რომელსაც ხელები აქვს სახეზე აფარებული. ბევრმა მკითხველმა, განცხადების გაცნობის შემდეგ, ჩათვალა, რომ ის დადგმული იყო. თუმცა, რეალობა, ვარაუდზე უარესი საშინელი აღმოჩნდა – ეს ბავშვები და მათი, იმ დროისთვის, ჯერ კიდევ არ დაბადებული ძმა, მართლაც გაყიდეს...


image


ოჯახის უფროსმა, რომელიც ქვანახშირის სატვირთო მანქანის მძღოი იყო, ფოტოს გამოქვეყნებამდე, რამდენიმე თვით ადრე, სამუშაო დაკარგა. ხოლო, მის ცოლს მუშაობის საშუალება საერთოდ არ ჰქონდა, რადგან მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. გარდა ამისა, ქირის გადაუხდელობის გამო, ოჯახს სახლიდან გასახლებაც ემუქრებოდა და მეუღლეებმა პრობლემის მოგვარება ამ ხერხით გადაწყვიტეს. ასე იქცა გაყიდვის ობიექტად 6 წლის ლანა, 5 წლის რეი ანა, 3 წლის მილტონი და 2 წლის სიუ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი სიმბოლურ ფასად იყიდებოდნენ და რეალურად, ეს გაყიდვის კი არა, გაშვილების განცხადება იყო.

შესაძლოა, დედას იმედი ჰქონდა, რომ შვილებს, მათსავე სასიკეთოდ ყიდიდა და რომ ამით, ისინი შიმშილით სიკვდილის თავს დააღწევდნენ... ან, იქნებ, სერიოზულად ფიქრობდა, რომ მათ შეძლებული ოჯახები აიყიდიდნენ და შედეგად, ყველანი ბედნიერად იცხოვრებდნენ. მაგრამ, რეალობა, ბედნიერ ფინალს სულაც არ ჰგავდა...


image


ჟურნალისტებმა, რომლების ამ ძველ ისტორიას იძიებდნენ, გაარკვიეს, რომ გულკეთილმა მკითხველებმა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ოჯახის დახმარება დაიწყეს – ზოგი მათ საცხოვრებელს სთავაზობდა, ზოგი მზად იყო კომუნალური გადასახადები დაეფარა, ოღონდ კი, ბავშვები მშობლებთან დარჩენილიყვნენ. ცნობილი არ არის, ამ დახმარებაზე ბავშვების მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ. ზოგი ამბობს, რომ მათ დახმარება არ მიიღეს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ასეთი დახმარებისა, ოჯახის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა და ფოტოს გამოქვეყნებიდან 2 წლის შემდეგ, ოთხივე ბავშვი და მათი პატარა ძმა უკვე გაყიდულები იყვნენ. ხოლო, მათი დედა ცოლად სხვა მამაკაცს გაჰყვა.


რეი ანა და მილტონი


image


ამ და ძმას, 5 ბავშვიდან, ალბათ ყველაზე ნაკლებად შესაშური ბედი ელოდა... ჯონი და რუთ ზოეთმანები, მათ ოჯახში 1950 წ. მივიდნენ და რეი ანა 2 დოლარად იყიდეს. მისი უმცროს ძმა, იმ მომენტში, მის გვერდით იყო და როდესაც მიხვდა, რომ დასთან განშორება ელოდა, ტირილი დაიწყო და «მყიდველებმა» მისი წაყვანაც გადაწყვიტეს. ცნობილი არ არის რას გრძნობდნენ პატარები, როდესაც დედას და მშობლიურ სახლს ტოვებდნენ, მაგრამ ცნობილია, რომ მათი ცხოვრება იმ დღიდან, ნამდვილ კოშმარად იქცა...

შვიდი წლის გოგონა და მისი ექვსი წლის ძმა მონობაში მოხვდნენ. ოჯახის უფროსმა მათ მაშინვე უთხრა, რომ ისინი მათი მონები იყვნენ, მაგრამ ბავშვებმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდნენ და დიდად არ უნერვიულიათ. თუმცა, მალევე მიხვდნე, ოჯახის უფროსი რას გულისხმობდა... ბავშვებს დილიდან, გვიან ღამემდე, მინდორში მუშაობას აიძულებდნენ. ხოლო, დაუმორჩილებლობის პროფილაქტიკისთვის, მათ ახალი «მამა» ბეღელში ჯაჭვით აბავდა და ფიზიკურადაც სჯიდა.

გავიდა დრო და 17 წლის რეი ანა ფერმიდან მოიტაცეს, სცემეს და გააუპატიურეს. ხოლო, შემდეგ უკან დააბრუნეს. გოგონა დაფეხმძიმდა და ის მისმა მეურვეებმა რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილ ქალთა თავშესაფარში გაგზავნეს. იქ ანას გოგონა შეეძინა. მაგრამ, ბავშვი არ მისცეს და ისევ ფერმაში დააბრუნეს.

მილტონი მთელი ცხოვრების მანძილზე განიცდიდა დამცირებას და ცემას «მამისგან». ხოლო, როდესაც მან მოძალადეს «ხურდა» დაუბრუნა, კაცმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა და ბიჭმა კინაღამ ციხეში ამოყო თავი. თუმცა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სამკურნალოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, ის ფერმაში აღარ დაბრუნდა. ხოლო, 20 წლის ასაკში, საკუთარი დედა იპოვა. აღმოჩნდა, რომ მას მეორე ქორწინებაში 4 ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ.

მილტონი გაოგნებული იყო იმით, რომ დედამ კიდევ 4 შვილი გააჩინა. ის საცხოვრებლად ჩიკაგოში, შემდეგ არიზონაში გადავიდა. 2–ჯერ იქორწინა. პირველ მეუღლესთან ვაჟი შეეძინა, მეორესთან – ვაჟი და 2 ქალიშვილი.

ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობის საშუალება რეი ანასაც ჰქონდა. თუმცა, პირველივე შეხვედრის შემდეგ, მან სურვილი დაკარგა, რომ იმ ქალთან რაიმე საერთო ჰქონოდა.



ლანა და სიუ


imageსიუ და რეი ანა


უფროსი გოგონას ბედი გაურკვეველი დარჩა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 1998 წელს ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

2013 წელს გარდაიცვალა დებიდან უმცროსიც, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში, ფილტვების სიმსივნით იტანჯებოდა. გარდაცვალებამდე, ცოტა ხნით ადრე, მან თავისი და რეი ანა გაიცნო. სიუს არ უყვარდა საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე. ხოლო, დედაზე როდესაც ჰკითხეს, მის მისამართით მხოლოდ ერთი სურვილი გამოთქვა – რომ ის ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დამწვარიყო. რეი ანას და სიუს, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე, ურთიერთობისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ისინი ტიროდნენ და, ალბათ, ორივე დედას ადანაშაულებდა იმაში, რომ მათი ბედი ასე აეწყო.


ბედფორდი


image


ყველაზე უმცროსი ბავშვი, ერთადერთი იყო, ვისაც მართლა გაუმართლა. ის კარგმა ოჯახმა იშვილა. მათ საკუთარი შვილი არა ჰყავდათ და ბედფორდი ღვიძლი შვილივით აღზარდეს. ბიჭი ძალიან უყვარდათ, მაგრამ მკაცრადაც ექცეოდნენ, განსაკუთრებით მამა. შედეგად, როდესაც ბიჭი წამოიზარდა, ეს მისი სახლიდან გაქცევის მიზეზი გახდა.

ამჟამად, ის ვაშინგტონში ცხოვრობს და მძღოლად მუშაობს. ამბობს რომ, მას დედის განსჯის უფლება არა აქვს, რადგან ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა და იქიდან დანაკარგების გარეშე გამოსვლა ვერ შეძლო. თუმცა, მის ამ მოსაზრებას არ იზიარებს რეი ანა და მილტონი, რადგან მათ ბევრი ტანჯვის და ტკივილის გადატანა მოუხდათ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 5 მითი, რომლისაც სკოლის მერხიდან გვჯერა

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უდიდესი კატასტროფა დედამიწაზე, რომელმაც ძველი ცივილიზაციები გაანადგურა

* ომი ატლანტებს და ლემურიელებს შორის

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

* რომი დაარსეს და გაქრნენ...

* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი ჩრდ. კორეის შესახებ

1
548
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
548
  
2022, 1 მარტი, 19:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1