x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"ლმობიერი" ნიკოლოზ პირველი და ორგზის სიკვდილი დოსტოევსკისათვის
image

თეოდორ მიხეილის ძე დოსტოევსკი 40-იან წლებში დაუახლოვდა პეტერბურგის სოციალუსტურ ორგანიზაციას, რომელსაც პეტრაშევსკი მეთაურობდა. იგი გაიტაცა უტოპიური სოციალიზმის იდეებმა და მიემხრო პეტრაშეველების უკიდურეს ფრთას-სპეშნევის წრეს, რომელიც ამბოხებისათვის ემზადებოდა.

1849 წელს პეტრაშეველები დაატასუღეს; დაპატიმრებულთა შორის იყო დოსტოევსკიც, რომელიც პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს და სიკვდილი მიუსაჯეს. 21 დეკემბერს სხვა სიკვდილმისჯილებთან ერთად დოსტოევსკი გამოჰყავთ მოედანზე დასასჯელად. მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში გამოუცხადეს მას და მის ამხანაგებს სასტიკი განაჩენის კატორღით შეცვლის ბრძანება. მწერალმა წამიერად ჩახედა სიკვდილის უფსკრულს თვალებში და ამ საშინელი სულიერი ტრამვისაგან არასოდეს განთავისუფლებულა. "ლმობიერმა" ნიკოლოზ პირველმა ორგზისი სიკვდილი არგუნა პეტრაშეველებს, მათ შორის დოსტოევსკსაც.

imageამის შემდეგ 28 წლის ასაკში ვხედავთ ომსკის საკატორღო ციხეში, სადაც მან ოთხი წელიწადი დაჰყო. კატორღის შემდეგ კი მთელი ხუთი წელი იხდიდა სასჯელს დისციპლინარულ ბატალიონში.


კატორღამ, ციმბირმა ღრმა და მრავალმხრივი გარდაქმნა გამოიწვიეს დოსტოევსკის არსებაში. მწერლის პირადი ბარათებიდან ცნობილია, რომ ამ პერიოდში გაუძლიერდა მას მანამდე სუსტად გამოხატული საშინელი სენი-ეპილეფსია; იგი მოიცვა რელიგიურმა მისტიციზმმა.

image

1859 წლის 29 ნოემბერს იგი გადასახლებიდან პეტერბურგში დაბრუნდა ყოველმხრივ დაავადებული, გაუფანტავი მელანქოლიითა და თავის საზოგადოებრივ იდეალებში იმედგაცრუებული. ერთადერთი სინათლე, რომელსაც ყოფილი პეტრაშეველი ხედავდა ამიერიდან ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში იყო- ევანგელური სიმშვიდე და სათნოება...


"საშუალო ტანის, გამხდარი, მაგრამ ფართო მხარბეჭიანი; წაბლისფერი წვერი, მაღალი შუბლი და შეთხელებული თმა; ნათელი და უპეებში ღრმად მსხდომი მოყავისფრო თვალები; სიფრიფანასავით პირის კანი, გაფითრებული და სანთლისფერი. ერთი შეხედვით-ულამაზო სახე, რომელზედაც შეკავებული სიბრაზე აღბეჭდილა. მნახველებს იგი აგონებს საპატიმროს ტუსაღის გამომეტყველებას, რომელსაც ხანგრძლივი მარტოობა უგემნია ცხოვრებაში, მაგრამ არცთუ იშვიათად ამ სახეზე აკიაფდება სათუთი, ბავშვური ღიმილი და უპეებში ღრმად მსხდომი თვალები მაშინ კეთილშობილურ შუქს გამოსცემენ." (ციტ. აკაკი გაწერელია)

ასეთი სახით დგას ჩვენ წინაშე მრავალტანჯული მსოფლიო გენიოსი თანამედროვეთა მოგონებების, პეროვის განთქმული პორტრეტისა და მწერლის ფოტოგრაფიული სურათების მიხედვით.



2
419
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
419
  
2017, 16 ოქტომბერი, 0:21
მიხარია, მე შენ მიყვარხარ
2017, 15 ოქტომბერი, 23:52
მიყვარს შენი სტატიები
0 1 2