x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პუშკინი და დიუმა ერთი და იგივე პიროვნება იყო - უდიდესი ტყუილი თუ უბრალოდ დამთხვევა?
image


გენიალური რუსი პოეტი, ალექსანდრე პუშკინი დუელის შედეგად არ გადაცვლილა, მან მხოლოდ გაითამაშა საკუთარი სიკვდილი და საიდუმლოდ გადავიდა პარიზში. იქ კი ხელმეორედ გახდა ცნობილი, ამჯერად უკვე არანაკლებ მნიშვნელოვანი მწერლის, ალექსანდრე დიუმას (მამა) სახელით.

დიახ, შესაძლოა ბევრმა ეს მოსაზრება სრულ უაზრობად ჩათვალოს, მაგრამ აღნიშნული ვერსია არც თუ ისე ახალია და საკმაო საფუძველიც გააჩნია.

image


ორი ალექსანდრე


1837 წლის 27 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში, ჯორჯ დანტესთან დუელის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა რუსული ლიტერატურის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი, ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი. ამ ამბიდან ცოტა ხანში საფრაგეთში ახალი ვარსკვლავი აგიზგიზდა - ისევ ალექსანდრე, ოღონდ გვარად დიუმა. პირველი, რასაც "აბსურდული" თეორიის მომხრეები აღნიშნავენს, ორ წერალს შორის ფიზიკური მსგავსება, რომელიც შეუმჩნეველი ვერავის დარჩება.


image

პუშკინი და დიუმა


პუშკინი და დიუმა თითქმის თანატოლები არიან: პირველი დაიბადა 1799 წელს, მეორე - 1802 წელს. თუ ორი გენიოსის პორტრეტებს შევხედავთ, მათი საოცარი მსგავსება მაშინვე თვალში გვეცემა: მუქი კანი, თვალის ფერი, შუბლის, წარბების, ცხვირის მოყვანილობა, მუქი ხუჭუჭი თმა.


სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ორივე ალექსანდრეს აფრიკული ფესვებია. პუშკინის დიდი ბაბუა დედის მხრიდან, იყო აბრამ ჰანიბალი - პეტრე I-ის მიერ აფრიკიდან ჩამოყვანილი და აღზრდილი. დიუმას კი მუქკანიანი ბებია ჰყავდა მამის მხრიდან - ყოფილი მონა ქალი კუნძულ ჰაიტიდან. და მაინც, ახალი თეორიის მიმდევრების აზრით, მიუხედავად აფრიკული გენებისა, რომლებიც შესაძლოა შემორჩა კიდეც თუნდაც ამდენი თაობის შემდეგ, ეს მაინც ვერ ხსნის ორი ადამიანის ასეთ საოცარ მსგავსებას. ადამიანებს შორის წვეთი წყალივით მსგავსების ახსნა მხოლოდ ერთი რასისადმი კუთვნილებით შეუძლებელია.


მექალთანე მეამბოხეები


რუსი და ფრანგი ალექსანდრეების მსგავსება გარეგნობით არ შემოიფარგლება. პუშკინმა ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა ლიტერატურული უნარი, მაგრამ ზუსტ მეცნიერებებში სრულიად უუანრო აღმოჩნდა. არც ქცევით იყო გამორჩეული. პოეტის ცხოვრების მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ლიცეუმში ყოფნის მთელი ხუთი წლის მანძილზე იგი ძალიან თავნებად იქცეოდა, არავის ემორჩილეობდა, სწავლობდა მხოლოდ იმას, რაც თავად სურდა და როგორც სურდა."


image

მოზარდილობაში პუშკინი ცნობილი იყო მეამბოხე ხასიათით, უყვარდა ბანქოს თამაში, დუელი და, რაც მთავარია, სუსტი სქესის წარმომადგენლები. ასევე აღსანიშნავია პუშკინის პოლიტიკური შეხედულებები: იგი მეგობრობდა მომავალ დეკაბრისტებთან და ალექსანდრე I-სადმი მიძღვნილი ეპიგრამების გამო ციმბირში გადასახლებას ძლივს გადაურჩა.


ახალგაზრდა ალექსანდრე დიუმას კი მწერალი ანდრე მორუა თავის წინგში "სამი დიუმა" შემდეგნაირად აღწერს: "იგი სტიქიურ ძალას ჰგავდა იმიტომ, რომ მასში აფრიკული სისხლი ჩქეფდა. მისი ბუნების სტიქიურობა ვლინდებოდა კონკრეტული დისციპლინის მიმართ დაუმორჩილებლობაში. სკოლამ მის ხასიათზე არავითარი გავლენა არ მოახდინა. ნებისმიერი სახის შევიწროება მისთვის აუტანელი იყო. ქალები? ყველა უყვარდა, ყველა ერთდროულად."


მორუა ასევე აღნიშნავდა ზუსტ მეცნიერებებში დიუმას სრულ უუნარობას. პუშკინის მსგავსად დიუმაც არ უყო გულგრილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის მიმართ. უფრო მეტიც, როცა 1830 წელს საფრანგეთში ივლისის რევოლუცია დაიწყო, მწერალი პირადად მონაწილეობდა ტუილერის სასახლეზე განხორციელებულ შეტევაში.


გენიოსის "სიკვდილი"


ჩნდება კითხვა: რაში დასჭირდა პუშკინს საკუთარი სიკვდილის ინსცენირება? აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში ალექსანდრე სერგეის ძის ცხოვრებაში საქმეები არც თუ ისე კარგად მიდიოდა. მას უზარმაზარი ვალები ჰქონდა და ლიტერატურულ სარბიელზეც პრობემები იჩენდა თავს. მაგალითად, მისი 1833 წელს დასრულებული პოემის, "ბრინჯაოს მხედარის" გამოქვეყნება თავად ნიკოლოზ I-მა აკრძალა.


image

საერთოდაც სამეფო კართან მწერალს საკმაოდ ცივი ურთიერთობები ჰქონდა. იმანაც კი, რომ რუსეთის იმპერატორმა 1834 წელს პუშკინს კამერ-იუნკერის წოდება მიანიჭა, პოეტში მხოლოდ სიბრაზე გამოიწვია. პუშკინმა თავად აღნიშნა, რომ მსგავსი წოდება მის ასაკში საკმაოდ უხერხული იყო, რადგან მას, როგორც წესი, ძალიან ახალგაზრდებს აძლევდნენ. პუშკინი თვლიდა, რომ კამერ-იუნკერობა მხოლოდ იმიტომ მიანიჭეს, რომ სასახლის კარს მეჯლისებზე მისი ცოლის ხილვა სურდა.


ალექსანდრე სერგეის ძეს ისიც აწუხებდა, რომ მისი ცოლისა და დანტესის ურთიერთობის შესახებ ხმები დადიოდა. 1836 წელს კი კიდევ ერთი დარტყმა გადაიტანა - დედა გარდაეცვალა. როგორც პუშკინის თანამედროვეები აღნიშნავდნენ, სიცოცხლის ბოლო წლებში პოეტი სასოწარკვეთის ზღვარზე იყო.


და აი, 1837 წლის იანვარში დანტესის ტყვია პუშკინს ბარძაყში მოხვდა და მუცლის არეში შეაღწია. იმ დროს მსგავსი ჭრილობა სასიკვდილოდ ითვლებოდა, მაგრამ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ალექსანდრეს სიკვდილის მიზეზი ექიმების შეცდომა გახდა და სწორი მკურნალობის შედეგად მისი გადარჩენა შესაძლებელია იყო. და ვინ იცის, იქნებ ასეც მოხდა?


image


სიკვდილის წინ პუშკინმა იმპერატორს მისწერა: "ველოდები მეფის სიტყვას, რათა მშვიდად განვისვენო." ნიკოლოზ I-მა უპასუხა, რომ ყველაფერს პატიობს, ისიც კი აღუთქვა, რომ იზრუნებდა მის ცოლ-შვილზე და დაფარავდა მის ყველა ვალს (რაც შეასრულა კიდეც). ამის შემდეგ პუშკინს მშვიდად შეეძლო სიკვდილი. მაგრამ იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა პოეტის გასვენება, დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს.


ბევრს სურდა ცნობილ ადამიანთან გამომშვიდობება, მაგრამ ხალხი განგებ მოატყუეს: გამოაცხადეს, რომ წირვა აღევლინებოდა ისაკიევსკის ტაძარში, სადაც ხალხი შეიკრიბა კიდეც. სინამდვილეში კი სხეული დაასვენეს კონიუშენნაიას ეკლესიაში, საიდანაც ღამით საიდუმლოდ გაასვენეს. წირვის შემდეგ კუბო სარდაფში ჩაიტანეს, 3 თებერვლამდე იქ გააჩერეს და მხოლოდ შემდეგ გაგზავნეს ფსკოვში. ამასთან, ფსკოვის გუბერნატორს გადასცეს იმპერატორის ბრძანება, რომელშიც იკრძალებოდა "ყველანაირი განსაკუთრებულ დახვედრა თუ ცერემონია". ასე რომ, შესაძლოა, ნიკოლოზ I-მა იცოდა კიდეც დიდი პოეტის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.


გარდასახვა


საინტერესოა, როგორ შეეძლო პუშკის გამხდარიყო დიუმა.


ნაპოლეონის ერთ-ერთი გენერალი და მეგობარი, თომა-ალექსანდრე დიუმა გარდაიცვალა, როცა მისი ვაჟი, ალექსანდრე დაახლოებით ოთხი წლის იყო. მას შემდეგ, ფრანგბმა პრაქტიკულად დაივიწყეს ოდესღაც ცნობილი გვარი. და აი, 1822 წელს პარიზში გამოჩდა ოცი წლის ახალგაზრდა, რომელმაც ლეგენდარული გენერლის შვილად გამოაცხადა თავი და მამის ყოფილი მეგობრებისგან პროტექციის მიღებას შეეცადა. პარიზში მისი წრმოშობის შესახებ არავინ დაეჭვებულა, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი ევროპელს არ ჰგავდა, გენერალ დიუმას აფრიკული ფესვების შესახებ კი საყოველთაოდ იყო ცნობილი იყო. შეიძლებოდა კი ეს ახალგაზრდა პუშკინი ყოფილიყო?


image


ცხადია, ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ 1822 წელს პუშკინი ცოცხალი და საღ-სალამათი იყო და საბედისწერო დუელამდე 15 წელი რჩებოდა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ პოეტი, თავისი ავანტიურისტული ხასიათის გამო, ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა. სწორედ 1820-იანი წლების დასაწყისში ალექსანდრე პუშკინი არ გამოჩენილა საზოგადოებაში და ოთხი წელის გაატარა სამხრეთში ამ დროს მანძილზე თავისუფლად შეეძლო არაერთხელ ჩასულიყო პარიზში და იქ რამდენიმე ნაწარმოები დაეწერა ფრანგულ ენაზე, დიუმას სახელით. ასევე შეეძლო საფრანგეთში გამგზავრებულიყო მიხაილოვსკიდან, სადაც 1824 წელს გადაასახლეს ორი წლით.

სხვათა შორის, ერთხელ ალექსანდრე დიუმა "ცოცხლად დამარხეს". 1832 წელს, ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი იუწყებოდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობის გამო პოლიციელებმა დიუმა დახვრიტეს. ამის შემდეგ მწერალმა საფრანგეთი დიდი ხნით დატოვა. თუ ვივარაუდებთ, რომ დიუმა პუშკინი იყო, შესაძლოა ეს უკანასკნელი ამ ხერხით შეეცადა მთელი ამ აფერის დასრულებას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და შეინარჩუნა თავისი ფრაგული სახე.


საყურადღებოა, რომ პუშკინის სიკვდილამდე დიუმამ მხოლოდ რამდენიმე არც თუ ისე მნშვნელოვანი ნაწარმოები შექმნა. სამაგიეროდ, 1830-იანი წლების დასასრულს რომანი რომანზე გამოდიოდა და მწერლის სახელი საფრანგეთის საზღვრებსაც გასცდა.


ფარული მინიშნებები



image


თვალშისაცემია დიუმას ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების - "გრაფი მონტე კრისტოს", პერსონაჟი - ედმონ დანტესი რომელმაც საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და საზოგადოებას ახალი სახელით - გრაფი მონტე კრისტოს სახით მოევლინა. სახელი უცნაურად ემთხვევა პუშკინის მკვლელის - ჟორჟ დანტესის სახელს. იქნებ დადებით პერსონაჟად გამოყვანით პუშკინი თავის ვითომდა მკვლელს (?) პატიებას სთხოვდა, ხოლო ედმონ დანტესის "მკვდრეთით აღდგენაში" საკუთარ წარსულ წარმოაჩენდა?


ასევე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ 1840 წელს დიუმამ, რომელიც იმ დროს რუსეთში ნაყოფი არ იყო, დაწერა "ფარიკაობის მასწავლებელი" (Mémoires d’un maître d’armes, ou dix huits mois à Saint-Pétersbourg), რომელშიც დეტალურად აღწერა დეკაბრისტებისა და 1825 წლის აჯანყების ისტორია. სხვათა შორის, აღნიშნული ნაწარმოები რუსეთში ნიკოლოზ I-მა აკრძალა. გარდა ამისა, დიუმამ ფრანგულ ენაზე თარგმნა რუსი ავტორების, მათ შორის პუშკინის ბევრი ნაწარმოები.


საერთოდაც, ფრანგი მწერალი ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდა რუსეთის მიმართ. თუმცა იქ ჩასვლა მხოლოდ 1858 წელს შეძლო. მაშინაც კი, თუ დიუმა ოდესრაც პუშკინი იყო, სამშობლოში მას მაინც ვეღარავინ იცნობდა...


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...image


2. "არც ერთ კაცს არაფერი მართებს ქალის, ქალი მხოლოდ ხელქვეითია" - რატომ დაირქვა მუსულმანმა მწერალმა ქალის სახელიimage


3. სტალინის პირადი მანქანის საიდუმლო - რა საოცრება იმალებოდა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ავტომობილის image


4. რატომ ჩაიშალა საკავშირო ყრილობა სომხეთის რადიოს წარმომადგენლის გამოჩენაზე - იხალისეთ!image


5. რატომ თქვა იაკობ გოგებაშვილმა საყვარელ ქალზე უარი და რატომ სცადა თვითმკვლელობაimage


6. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპშიimage


7. მხოლოდ ამ 7 ქალს აქვს რომის პაპთან თეთრი სამოსით მისვლის უფლება - იცით რატომ?image


4
3165
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3165
  
2017, 31 ოქტომბერი, 19:58
დიდი მადლობა :) გეთანხმებით, მართალია ძველი და ცოტა დაუჯერებელი, მაგრამ ძალიან საინტერესო ვერსიაა
.
2017, 31 ოქტომბერი, 19:35
ძალიან
2017, 31 ოქტომბერი, 19:11
რა საინტერესოაააა
2017, 31 ოქტომბერი, 18:48
ძალიან საინტერესო სტატიაა. საკმაო ეჭვი დამებადა, ამ მოსაზრების უკან მართლაც უნდა იყოს სიმართლის დიდი ნაწილი
0 1 4